Archive for the ‘გრძელლულიანი იარაღი/long guns’ Category

პისტოლეტის კალიბრის კარაბინი – ძლიერი და სუსტი მხარეები

Tuesday, July 25th, 2017

ამჟამად უბრალო ადამიანს შეუძლია იყიდოს პისტოლეტის კალიბრის კარაბინი, რომელიც არის საბრძოლო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სამოქალაქო ვარიანტი, სუფთა ფურცლიდან შექმნილი იარაღი და კონვერსიული იარაღი, რომელიც წარსულ ცხოვრებაში იყო საბრძოლო იარაღი, რომელიც ჩამოიწერა და გადაკეთდა სამოქალაქო ბაზარზე გასაყიდათ. პრინციპში სამივე ჩამოთვლილი ტიპის იარაღები იყიდება საქართველოში ისევე, როგოც ჩვენ ქვეყანაში იყიდება შაშხანის კალიბრის ზე-კომპაქტური კარაბინები და ამიტომაც ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით განვიხილოთ, როგორც კონრეტული ასეთი იარაღები ასევე შევადაროთ ერთმანეთს პისტოლეტის და შაშხანის კალიბრის იარაღები, მათი გამოყენების ნიში და ტაქტიკური ასპექტები.  ეს თემა დამატებით აქტუალურია იმიტომ, რომ როგორც წესი პისტოლეტის და შაშხანის კალიბრზე გათვლილი კარაბინი ჩვენი კანონმდებლობით გადის სანადირო იარაღში და შესაბამისად ფორმდება ტარების უფლებით. ანუ ამ კლასში წარმოდგენილია იარაღები, რომლებიც ყველაზე კომპაქტურია იარაღებს შორის, რომლებიც ფორმდება ტარების უფლებით.

მიღებული კლასიფიკაციით, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი არის იარაღი: აღჭურვლი კონდახით/დუგლუგით; აქვს ჯერებით სროლის წარმოების საშუალება; იყენებს პისტოლეტის კალიბრს. შეიარაღებულ ძალებში პიკი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების გავრცელების მოდის  მეორე მსოფლიო ომზე, თუმცა თავისთავად ცხადია სამოქალაქო პისტოლეტის კალიბრის კარაბინები ბევრად უფრო ადრე გაჩდნენ მაგრამ მათი გამოყენება არმიებში იყო ძალიან ვიწრო რა ტქმა უნდა სუსტი კალიბრის გამო. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მეორე მსოფლიო ომის დროს, რა დროსაც იაფი, ტექნოლოგიური და თუ გნებავთ პრიმიტიული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი იყო ერთადერთი გზა საბრძოლო ნაწილების ავტომატური იარაღით გაჯერების და ომში ჩართული ყველა მხარე ინტენსიურად იყენებდა ამ ტიპის იარაღს. ყველაფერი შეიცვლა მას მერე რაც გერმანელებმა 1943 წელს მიიღეს შიარაღებაში  რევოლუციური Stg44, რომელიც იყენებდა  ე.წ. შუალედური ვაზნას. ეს ვაზნა სიმძლავრით იდგა პისტოლეტის და საბრძოლო შაშხანის კალიბრებს შორის. გნსხვავებით საბრძოლო შაშხანებისგან ის იძლეოდა საშუალებას ზომიერი ეფექტურობით ავტომატური ცეცხლის წარმოების, იყო უფრო მსუბუქი ხოლო განსხვავებით პისტოლეტ-ტყვიამფრქვვეისგან მას ქონდა უფრო ძლიერი ვაზნა, რომელიც იძლეოდა საშუალებას ცეცხლის წარმოების მანძილებზე, რომელიც მიუწვდომელი იყო პისტოლეტის ვაზნაზე გათვლილი იარაღისთვის. საიერიშო შაშხანების გამოჩენამ და გავრცელებამ პრაქტიკულად ეგრევე გამოდევნა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი საბრძოლო ნაწილების არსენალიდან.

Sten-MkII

ბრიტანული “სტენი” მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტიპიური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, ნაშტამპი დეტალები, მასიური თავისუფალი საკეტი, ავტომატიკის სქემა იყენებს ღია საკეტიდან სროლის სქემას, მხოლოდ ავტომატური სროლის წამროების რეჟიმი, პრიმიტიული სამიზნე მოწყობილობები, ასეთივე პრიმიტიული დაცვის მექანიზმები, ცუდი ერგონომიკა.

დამხმარე იარაღის როლში (მძღოლების, საარტილერიო გათვლების, სადაზვერვო/სადესანტო ნაწილების შეიარაღება) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევმა დაიწყო ნელ-ნელა პოზიციების დათმობა, მას მერე რაც გაჩნდა კომპაქტური შაშხანები, რომლებიც არ ჩამოუვარდებოდნენ საიმედოობით სრული ზომის საბრძოლო შაშხანებს და მასებით და გაბარიტებით შესაბამისად ისინი მიუახლოვდნენ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს. თავის მხრივ ახალი მოდელის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების მასა და გაბარიტები მათი ევოლუციის პარალელურად მხოლოდ იზრდებოდა. მასიური თავისუფალი საკეტები, პრიმიტიული დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები მხოლოდ ჯერებით სროლის რეჟიმებით და ასკეტური ლითონის დუგლუგები, რომლებიც ტიპიური იყო მეორე მსოფლიო ომის დროინდელ იარაღებზე ჩაბარდა წარსულს ხოლო 1966 წელს, ხეკლერ&კოხმა გამოუშვა ალბათ ყველა დროის საუკეთესო და ყველაზე წარმატებული 9მმ-ნი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MP5. მას გააჩნდა გორგოლაჭებიანი ნახევრად-თავისუფალი საკეტი, დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი შიდა ჩახმახით, ის ისროდა დახურული საკეტით და გააჩნდა ცეცხლის რეჟიმების სელექტორი. ამასთან ერთად ის იყო ერგონომიული და მოსახერხებელი იარაღი, მას გააჩნდა სრულყოფილი სახელური, კონდახი, ტიბჟირი და სამიზნე მოწყობილობები. იარაღი გამოვიდა ზე-საიმედო, ერგონომიული და ძალიან ზუსტი, როგორც ჯერებით სროლისას ასევე ერთჯერადი გასროლების წარმოებისას. უკანასკნელი იყო თვისება, რომელიც აუცილებელი იყო იარაღისთვის, რომელსაც პოლიციური სამსახურები გამოიყენებდნენ და ეს თვისება აკლდა წინა თაობის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს. ცხადია ეს ყველაფერი MP-5-ში იყო მიღწეული მისი კოსნტრუქციის სირთულის და ფასის გაზრდის ხარჯზე. MP5-ის წონა 3.1-კგს აღწევს, შედარებისთვის ამდენივეს იწონის 5.45 კალიბრის АКС-74У, ხოლო მისი კონსტრუქცია 100-მდე დეტალისგან შედგება. ისევ შედარებისთვის, მისი წიანდმორბედი გერმანული MP-40 თავისუფალი საკეტით ორჯერ ნაკლები დეტალისგან შედგებოდა.  მას მერე რაც შუალედური ვაზნა და საიერიშო შაშხანამ სრულად დააკმაყოფილა ჯარების მოთხოვნა ავტომატურ იარაღზე. ზოგმა ქვეყანამ საერთოდ განაცხადა უარი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების წარმოებაზე, მაგალითად ასე გააკეთა საბჭოთა კავშირმა სადაც 7.62 კალიბრის კალაშნიკოვმა სრულად  შეცვალა, საბრძოლო შაშხანა, კარაბინი და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. დასავლეთში, მეტ წილად 9მმ-ნი პისტოლეტ ტყვიამფრქვევები მასიურად გამოიყენებოდა პოლიციური და სპეც სამსახურების მიერ და 90-ან წლებამდე შეზღუდულად საბრძოლო ნაწილებში. 90-ნი წლებიდან იწყება პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების როლის და მნიშვნელობის მკვეთრი შემცირება მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში. პერსონალური დაცვის საშუალებების განვითარებამ და გავრცელებამ, ცვლილებებმა ეკიპირებაში და საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკაში განაპირობა 9მმ-ნი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების სრული გაქრობა დასავლური ქვეყნების არმიების არსენალებიდან. ნაწილი ასეთი იარაღების ან განადგურდა, ან გადაეცა პოლიციურ სამსახურებს ან გადაკეთდა და გაიყიდა სამოქალაქო ბაზარზე.

aaa111bb

კევლარის ჩაფხუტი, მსუბუქი ჯავშან-ჟილეტი ან თუნდაც განტვირთვის ჟილეტი სავსე მჭიდებით შიგნით, ხდება დაუძლეველი დაბრკოლება 9მმ-ნი ტყვიისთვის.

გარდა საბრძოლო თვისებებისა არსებობდა კიდე სერიოზული ეკონომიკური ფაქტორებიც, რომლებიც ასევე მუშაობდნენ  პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის წინააღმდეგ.  ლოგისიტიკური თვალსაზრისით და ეკონომიურობის პრინციპებიდან გამომდინარე, ჯობია გქონდეს ერთი კალიბრის ძირითადი საბრძოლო შაშხანა და კომპაქტური კარაბინი, რომელიც გარკვეულწილად ნაწილებით თავსებადია, იყენებენ ერთ ვაზნას, ერთ მჭიდს და ითხოვენ ერთნაირ მომზადებას ვიდრე გქონდეს განსხვავებული იარაღი საკმაოდ ვიწრო გამოყენების სპექტრით. ასეთი კომბინაცია არის მაგალითად АК-74 და АКС-74У, ამ ორმა იარაღმა სრულად თუმცა არასრლუყოფილად ბოლომდე გადაფარა უზარმაზარი ქვეყნის ჯარის და სამართალდამცავი სისტემის მოთხოვნები პირად ცეცხლსასროლ იარაღზე.

navy-seal-mp5-hr

MP5 შედარებით ფაროთოდ იყო გავრცელებული აშშ-ის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახეობებში, მაგრამ დროთა განმავლობაში ის შეიცვალა M-4-ით და MK-18-ით. აშშ-ის საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის სადაზვერვო ქვედანაყოფის (Marine Recon) ვეტერანთან გასაუბრებისას მე გამოვკითხე ის MP-5-ის ექსპლუატაციის შესახებ და მისი თქმით იარაღი ზუსტი და საიმედოა, მაგრამ მისი გამოყენება ბოლო პერიოდში ხდებოდა (ისიც შეზღუდულად) მხოლოდ ამფიბიური ოპერაციების დროს. 

80-ნი წლების ბოლოს ნატო-ს ქვეყნებმა დაიწყეს მუშაობა ახალ თავდაცვით იარაღზე, რომელიც წონით და გაბარიტებით იქნებოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვვეის ტოლი მაგრამ გამოიყენბდა ვაზნას, რომელიც დაამარცხებდა ინდივიდუალური დაცვის კომპლექტში გამოწყობილ სამიზნეს. მწარმოებლებმა შეძლეს შეექმნათ საიმედო და კომპაქტური იარაღი, რომლიდანაც ნასროლი ტყვია უზრუნველყოფა შეღწევის საჭირო მაჩვენებელებს მაგრამ მისი ტერმინალური ეფექტი იყო ძალიან უმნიშვნელო და ამ პროგრამის ფარგლებში რეალურად შეიქმნა ორი ახალი კალიბრი და ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი იარაღი ამ კალიბრებზე გათვლილი, რომელიც დღემდე რჩება ეკზოტიკად. PDW-ს პროგრამა იყო თავისებური გედების სიმღერა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისთვის როგორც ჯარის და პოლიციის იარაღებისთვის. ხანმოკლე ინტერესი ასეთი იარაღების შეიცვალა სკეპტიციზმით წვრილი და ავი ტყვიების არადამაკმაყოფილებელი ტერმინალური ეფექტურობის გამო და ამ კლასის იარაღებს, რომლებიც პირობითად ასევე განეკუთვნებიან პისტოლეტ-ტყვამფრქვევის კლასს ძალიან მოკრძალებული წარმატება ხვდა წილად.

ძალოვანი სტრუქტურები ომის დასრულების შემდეგ წლები იყენებდნენ მათ შორის ყოფილ სამხედრო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს ისევე, როგორც უფრო თანამედროვე მოდელებს, მაგრამ ტენდენცია ძალოვნებშიც მეორდება. მაგალითად  აშშ-ში პისტოლეტ-ტყვიამფრქვევმა ასევე დაუთმო პოზიციები ტაქტიკურ კარაბინებს, იგივე მიზეზების გამო და გარდა ამისა პოლიციაში მიდის უამრავი ვეტერანი, რომელიც უკვე მომზადებულია გამოიყენოს AR-15-ის ტიპის კარაბინი და აქვს გამოცდილება ამ იარაღის რეალურ ბრძოლაში გამოყენების. ევროპაში და ამერიკაში ტერორისტული საფრთხის გათვალისწინებით, როდესაც ტერორისტები სულ უფრო ხშირად იყენებენ ავტოტრანსპორტს, პირადი ბალისტიკური  დაცვის საშუალებებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ პროცესი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების ჩანაცვლების კომპაქტური კარაბინებით კვლავ გაგრძელედება. ნაწილობრივ ამას ხელს უწყობს ის ფაქტორიც, რომ ბევრი პოლიციური სამსახური ამერიკაშიც და ევროპაშიც კრძალავს იარაღების გამოყენებას ჯერებით სროლის საშუალებით და ამის გამო პისტოლეტ-ტყვიამფრქვვეის უპირატესობა, რომელიც გამოიხატება კონტროლირებადობაში ჯერებით სროლისას უბრალოდ ქრება. უნდა ითქვას, რომ იყო მცდელობები პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების საცეცხლე ძალის გაზრდის განსაკუთრებულად “ცხელი” მუხტების გამოყენებით. სამწუხაროდ ჯარში ასეთი მეთოდები ნაკლებად ეფექტური გამოდგა, ვინაიდან თუ რომელიმე ვაზნა მიდის რომელიმე იარაღში ვერანაირი ინსტრუქცია, სერჟანტი, გამაფრთხილებელი წარწერა ან აკრძალვა არ გამორიცხავს რომ ეს ვაზნები არ გაჩნდება მაგალითად იგივე კალიბრის პისტოლეტებში, რასაც მოყვება სავალალო შედეგები უკანასკნელისთვის (დაჩქარებული ცვეთა, რესურსის შემცირება, მწყობრიდან გამოსვლა).

ამჟამად ჯარში და პოლიციურ სამსახურებში მეტ ნაკლებად გავრცელებული რჩება და გამოიყენება მხოლოდ უკიდურესად კომპაქტური ე.წ. მიკრო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები და უკვე ხსენებული PDW კლასის იარაღები, უკანასკნელი კლასი წარმოდგენილია პრაქტიკულად მხოლოდ ბელგიური FN P90-ის და გერმანული H&K MP-7-ის სახით, ანუ სულ ორი იარაღით.

BT-TP9-660x306

მიკრო ისტოლეტ-ტყვიამფრქვები როგორიც სურათზე ნაჩვენები Brugger-Thomet გაჩნდა იმისთვის რომ მიეცათ ოპერატორებისთვის საშუალება ქონოდათ კომპაქტური იარაღი, რომელიც გარკვეული შეზღუდვებით, მაგრამ მაინც გამოდგებოდა ფარული ტარებისთვის და ამავე დროს მისცემდა მათ საშუალებას ახლო მანძილზე გამევითარებინად მაღალი ტემპის ცეცხლი. ეს კონცეფცია ფართოდ გამოიყენებოდა სტრუქტურებში, რომლებიც უზრუნველყოფდნენ პირად დაცვას. მას შემდეგ რაც გაჩნდა მიდგომა “მსროლელი პასუხს აგებს ყოველ გასროლილ ტყვიაზე” სამართალდამცავი სტრუქტურების და კერძო უსაფრთოხების კომპანიების ინტერესი ავტომატური იარაღის მიმართ მკვეთრად  შემცირდა.

რაც შეეხება მიკრო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს და მათ გამოყენებას, მე მქონდა შესაძლებლობა ახლოს გამეცნო MP5K და ამ იარაღმა შერეული შთაბეჭდილებები დამიტოვა. ერთის მხრივ ის არის საიმედო და ზუსტი იარაღი, მაგრამ კონდახის გარეშე თუნდაც ერთ-წერტილიანი ღვედის გამოყენებით ძალიან ძნელია სტაბილური პლატფორმის შენარჩუნება. ჯერებით სროლა არაეფეტქურია და არაკომფორტული. იარაღი მძიმეა და ხანგრძლივი გადაადგილება მზადყოფნის რეჟიმში ძალიან მალე გღლის. ამ იარაღის ოპერატორების აზრი ჩემსას ემთხვეოდა და როგორც ერთმა ამიხსნა, ეს იარაღი კარგია რომ ახლო მანძილზე დახურულ სივრცეში შექმნას „ცეცხლის კედელი“ და აიძულოს მოწინააღმდეგე გაიქცეს თავშესაფრის ძიებაში. უკონდახო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ეფექტური გამოყენება ითხოვს სერიოზულ მომზადებას, რომლის უზრუნველყოფაც ყველა სამსახურს არ შეუძლია. კიდევ ერთი საინტერესო მიკრო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ხელმისაწვდომი საქართველოში, როგორც სამოქალაქო იარაღი, არის ჩეხური Vz 61 “სკორპიონი”.  მიუხედავად იმისა, რომ ეს იარაღი იყენებს ძალიან სუსტ ვაზნას (7.65 Browning) ის გამოირჩევა კომპაქტურობით, პატარა წონით, აქვს 20 ვაზნიანი მჭიდები, დასაკეცი დუგლუგი რომელიც უმნიშვნელოდ ზრდის იარაღის გაბარიტებს და წონას და რომელიც ამავე დროს ადვილად იხსნება. ამ იარაღის სამოქალაქო ვარიანტები დიდი რაოდენობით და კარგ ფასად (800-1100ლარი) გაიყიდა საქართველოში, მაგრამ რატომღაც სახელმწიფომ ჩათვალა, რომ მიუხედავად კონდახისა და ტიპიური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის კონსტრუციისა ის იყო პისტოლეტი და არა კარაბინი და ამიტომ ამ სტატიის ფორმატში ის ბოლომდე არ ჯდება, იმიტომ რომ ფორმდება შენახვის უფლებით. რატომ კლასიფიცირდება მაგალითად GSG 522 (რომლის მოკლე მოდელს არც აქვს კონდახი)  ან  და 9მმ-ნი “უზი”  როგორც კარაბინი და “სკორპიონი” როგორც პისტოლეტი ჩემთვის გაუგებარია. არა და მისი, როგორც კარაბინის კლასიფიკაციის შემთხვევაში ის იქნებოდა საკმაოდ საინტერესო ალტერნატივა ძვირადღიორებული ანალოგებსთვის. ჩვენთან ტესტირების დროს, “სკოპრიონმა” აჩვენა აბსოლუტური საიმედოობა, 50 მეტრზე ის იყო საკმაოდ ზუსტი, ხოლო ვაზნის მოკრძალებული სიმძლავრე კომპენსირდებოდა 20 ვაზნიანი მჭიდებით. გარდა ამისა იარაღს ქონდა უმნიშვნელო უკუცემა ხოლო კონდახის არსებობა ხელს უწყობდა ზუსტ და სწრაფ სროლას. სამწუხაროდ სახელმწიფომ

P1020677

ავტორის კუთვნილი Vz 61, გახდებოდა საქართველოში ზე-პოპულარული რომ არა მისი აბსურდული კლასიფიკაცია პისტოლეტად. მის გვერძე დევს კარაბინად კლასიფიცირებული გერმანული GSG 522. 

რაც შეეხება კომპაქტურ კარაბინებს, ნებისმიერი ქვეყნის ჯარში ყოველთვის არსებობდა მოთხოვნა კომპაქტურ კარაბინზე. თავდაპირველად ასეთ მოკლე შაშხანებს ეძახდნენ კავალერიულ, დრაგუნულ ან კაზაკურ შაშხანებს. ცხენებზე ამხედრებულ მეომრებს ჭირდებოდათ მანევრირებადი, კომპაქტური და მსუბუქი იარაღი, რომელიც უნაგირზე დამაგრებულ ბუდეშიც ჩაეტეოდა და არ შეზღუდავდა ცხენს მოძრაობაში. ბუნებრივია ავტო-ტრანსპორტის და მოტორიზებული საბრძოლო ტექნიკის გამოჩენამ და გავრცელებამ ისევე, როგორც საბრძლო მოქმედებების გადანაცვლებამ ქალაქებში, მხოლოდ გაზარდა მოთხოვნა კომპაქტურ იარაღზე.

1jungle-03

სპეციალიზირებული კომპაქტური საბრძოლო შაშხანის და დღევანდელი კომპაქტური საიერიშო შაშხანების და ზე-კომპაქტუი კარაბინების წინაპრის კარგი მაგალითია ბრიტანული Lee-Enfield N5 MK1.  იმ დროისთვის უჩვეულო მოკლე ლულით, სპეციალური ალმქრობით, რეზინის ამორტიზატორით ის გადაწყვეტილებებით, გამოყენების კონცეფციით წააგავს თანამედროვეეზე-კომპაქტური კარაბინებს და ასევე აქვს ბავშვური სენები, რომლებიც განპირობებულია იარაღის ექსტრემალური მოდიფიკაციებით და უჩვეულოდ მოკლე ლულის და კალიბრის კომბინაციით, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ასეთ მოკლე ლულიდან სასროლად. ბუნებრივია თუ პრობლემები გაჩნდა ისეთ მარტივ იარაღში როგორიც არის გრძივად მოძრავი საკეტიანი შაშხანა, იგივე სახის მოდიფიკაცია ავტომატურ იარაღში ბევრდ უფრო რთუ პრობლემებს წარმოშობდა. მაგალითად რომ ავიღოთ 10-ინჩიანი AR-15 და მისი სახმედრო ვარიანტები დაწყებული “კოლტ კომანდოდან” და დამთავრებული Mk18-ით. დაბალი ტერმინალური ეფექტურობა, შემცირებული ეფექტური სროლის მანძილი. ნაკლები საიმედოობა, რესურსის შემცირება,  და ყველა ამ პრობლემის გაუარესება მაყუჩის გამოყენების დროს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპაქტურობას შეეწირა საბრძოლო შაშხანის პრაქტიკულად ყველა თვისება, კომპაქტური კარაბინები კვლავ რჩებიან შეიარაღებაში და მათი PDW-ს კლასის იარაღით ჩანაცვლება ვერ მოხერხდა. სამხედროების ტრადიციული კონსერვატიზმის და სახელმწიფოს სიძუნწის გამო, ახლო მომავალში ნაკლებად სავარაუდოა ჯარში გაჩნდეს კომპაქტური იარაღი ადეკვატური სროლის მანძილით და ტერმინალური ეფექტურობით. ასე, რომ დიახ ზე-კომპაქტური შაშხანის კალიბრის კარაბინი ლამაზად გამოიყურება, ადვილია სათრევად და 30 ვაზნიანი მჭიდებიც აქვს, მაგრამ ამაში ძალიან დიდი ფასია გადახდილი.

საბოლოო მომხმარებლის თვალსაზრისით შაშხანის კალიბრის კარაბინის ერთ-ერთი თუ არა ყველაზე ძლიერი მხარე ცხადია არის კალიბრი. მე მახსოვს ადრე ჟურნალ “არსენალში” იყო მოთხრობილი სამაგრზე, რომელიც უზრუნველყოფდა კარაბინის ქვეშ 9მმ-ნი გლოკის დაყენებას. თავისთავად ეს უცნაური “სეტაპია” და მიჭირს წარმოვიდგინო ვის შეიძლება ის დაჭირდეს, სტატიის ავტომრა მხოლოდ ახსნა, რომ ახლო ამნძილებზე 9მმ-ან ტყვიას აქვს უკეთესი შემაჩერებელი ზალა ვიდრე 5.56 კალიბრის ტყვიას.  5.56 კალიბრის ტყვიის ენერგია შეადგენს 1700 – 1800 ჯოულს, ყველაზე ძლიერი პისტოლეტის კალიბრის, რომელიც გამოიყენება კარაბინში, 10mm Auto-ს ენერგია არ აღემატება 750 ჯოულს ხოლო ყველაზე პოპულარული 9მმ-ნი ტყვიის ენერგია – 450 ჯოულს. ცხადია ავტორი ცდებოდა.  როგორც ხედავთ სხვაობა შთამბეჭდავია და რა გასაკვირია ახლო მანძილიდან ნასროლი 5.56 კალიბრის ტყვია ძალიან სერიოზულ დაზიანებებს გამოიწვევს.  ასეთი კოლოსალური უპურატესობა ენერგიაში აისახება, როგორც უკეთეს ტერმინალურ ეფექტურობაში ასევე ტყვია მიფრინავს უფრო შორს და უფრო დიდხანს ინარჩუნებს ლეტალურობას. ბუნებრივია რომ რბილი ჯავშან-ჟილეტი, რკინის კარი ან მანქანის ძარის ელემენტები ადვილად იქნება დაძლეული. ასე, რომ ერთი შეხედვით უპირატესობა საცეცხლე ძალაში აშკარად შაშხანის კალიბრის კარაბინებს აქვთ. მაგრამ მოდით შევხედოთ ამ პრობლემას სხვა თვალსაზრისით, უფრო რეალისტურად. თუ ადამიანს ჭირდება კომპაქტური იარაღი, ტარების უფლებით იმისთვის რომ უზრუნველყოს პირადი უსაფრთხოება, მაშინ ეფექტური სროლის მანძილი და წინაღობებში გავლის შესაძლებლობა ხდება უმნიშვნელო და პირველ ადგილზე გამოდის საიმედოობა, სროლისუნარიანობა, და ადეკვატური ტერმინალური ეფექტურობა. არ დაგვავიწყდეს კიდე ფინანსური ასპექტი. ჩემი აზრიით სამოქალაქო მსროლელისთვის პისტოლეტის კალიბრის კარაბინს კვლავ აქვს გამოყენება და გრძელი იარაღის შეძენისას კაცი უნდა კარგად დაფიქრდეს, იქნებ პისტოლეტის კალიბრის კარაბინი მისთვის უმჯობესია ვიდრე დამოკლებული შაშხანა. სამოქალაქო პირისთვის გრძელი და მოკლე ლულიანი იარაღის ფლობა ერთ კალიბრში არ არის რაღაც ახალი. ჯერ კიდევ ველური დასავლეთის დროს ფერმერებს, კოვბოებს ქონდათ ერთი და იგივე კალიბრის რევოლვერი და კარაბინი. პისტოლეტის მუდამ თან ქონდა იყო ადვილი, ხოლო როდესაც საჭირო იყო ზუსტი გასროლის წარმოება შედარებით შორ დისტანციაზე ჰენრის სისტემის კარაბინი თავის საქმეს მშვენივრად ართმევდა თავს. შეიცვალა მას მერე რამე? ჩემი აზრით არა. განსხვავებით მოწინააღმდეგის ჯარისკაცებისგან მძარცველები, კვლავ ჩაცმულები არიან ჩვეულებრივ ტანსაცმელში, ყაჩაღები და მკვლელები არ იყენებნ კევლარის ჩაფხუტებს და ფილებიან ჯავშან-ჟილეტებს.  ერთადერთი რაც შეიცვალა ის არის, რომ დღეს მოსახლეობა აკუმულირებულია მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში და განსხვავებით კოვბოებისგან, წვდომა აქვთ კარაბინებზე, რომლებიც ბევრად უფრო ეფექტური იარაღებია ვიდრე ჰენრის ბერკეტით გადასატენი კარაბინები.

გასაგებია, რომ შაშხანის თუნდაც ყველაზე სუსტი კალიბრი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ნებისმიერი პისტოლეტის კალიბრი, მაგრამ სამაგიეროდ პისტოლეტის ვაზნა ნასროლი მოდით ვთქვათ 200მმ სიგრძის ლულიდან გამოიყენებს თავისი პოტენციალის მაქსიმუმს და იმუშავებს ისე, როგორც საჭიროა, ანუ შეღწევა და ექსპანსია იქნება მაქსიმალური. მეორეს მხრივ 5.56 კალიბრის ტყვია ნასროლი 250-მმ-ნი ლულიდან პირიქით იმუშავებს თავისი ეფექტურობის ყველაზე დაბალ ზღვარზე.  რატომ? იმიტომ, რომ 5.56 კალიბრის ვაზნა იქმნებოდა 50სმ-ნი ლულიდან სასროლად და მისი ეფექტურობა მიიღწეოდა მაღალი საწყისი სიჩქარის წყალობით. ასეთი ტყვიის ძირითადი დაზიანების მექანიზმი არის ტყვიის ფეთქბეადი ხასიათის ფრაგმენტაცია, რომელიც ისევ და ისევ ხდება მას მერე რაც ტყვია აღწვეს სამიზნეში კონკრეტული (მაღალი სიჩქარით).  740-700 მ/წ სიჩქარის დაბლა 5.56 კალიბრის ტყვია არ ფრაგმენტირდება და მისი ეფექტურობა მცირდება რადიკალურად. გამოსავალი არის კონტროლირებადი ექსპანსიურობის მქონე ტყვიების გამოყენება მაგრამ აქაც, რაც უფრო ნაკლებია ტყვიის სიჩქარე მით უფრო ნაკლები იქნება ტყვიის გაშლის (სოკოს ფორმის მიღების) ხარისხი. პრაქტიკული მაგალითი რომ შემოგთავაზოთ, გამოვიყენებს 5,56 კალიბრის სტანდარტულ ვაზნას, “მწვანე თავიან” M855-ს და AR-15 ტიპის იარაღს. ნასროლი უკიდურესად კომპაქტური 7 ინჩიანი ლულიდან ასეთ ტყვიას ექნება საწყისი სიჩქარე სადღაც 640 მ.წ-ის ფარგლებში რაც ხდის მას არაეფეტურს. იგივე ტყვიას ნასროლს უკვე 10 ინჩიანი ლულიდან (ასეთ კონფიგურცია ჩვენთან პოპულარულია მისი კომპაქტურობის გამო) ექნება საწყისი სიჩქარე 740 მ.წ-ში რაც ნიშნავს, რომ ტიპიური თავდაცვის მანძილებზე ტყვია წესით უნდა იყოს ეფექტური, მაგრამ მანძილის ზრდასთან ერთად მისი ტერმინალური ეფექტურობა შემცირდება. ამასთანავე არ-15 ასეთი მოკლე ლულებით ითხოვს “დანასტროიკებას” იმისთვის, რომ იმუშაოს საიმედოთ. მე მინახია საკმაოდ ბევრი 10 ინჩიანი არ-15 აწყობილი საქართველოში, ნაწილების კომპლექტებისგან, რომლებიც არ მუშაობდნენ საიმედოთ. შაშხანის კალიბრები არ იქმნებოდა არასდროს ასეთი მოკლე ლულებიდან სასროლად და ამუნიციის მწარმოებლები იშვიათად ან საერთოდ არ ცდიან როგორ იმუშავებს ტყვია ტიპიურზე უფრო მოკლე ლულებიდან.  5.45 კალიბრი, რომ ავიღოთ, სამწუხაროდ იმის გამო რომ ეს კალიბრიც და იარაღიც ნაკლებად არის გავრცელებული, ცოტა რამ არის ცნობილი 5,45 კალიბრის ეფექტურობაზე ასეთი მოკლე იარაღიდან როგორიც არის АКС-74У თავისი 20სმ-ნი ლულით, მაგრამ ის ფაქტი რომ ამ იარაღს არ აქვს მაღალი რეპუტაცია რუსეთის საბრძოლო ნაწილებში და ასევე მას არ იყენებდნენ სროლებში ჩათვლების ჩაბარებისას უკვე მეტყველებს ამ იარაღის საწინააღმდეგოდ.

35-3

АКС-74У წლების განმავლობაში იყო საბჭოთა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი. 90-ან წლებში როდესაც რუსეთში კრიმინალური ომი მიმდინარეობდა, სამართალდამცავებს დაჭირდათ კომპაქტური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, რომლის გამოყენბაც შესაძლებელი იქნებოდა მჭიდროდ დასახლებულ ან ხალხიან ადგილებში (მაგალითად მეტროს სადგურები) სადაც ფოლადის გულიანი 5,45 კალიბრის ვაზნის გამოყენბა იყო სახიფათო. გამომდიანრე იქიდან, რომ მწარმოებლები ვერ ახერხებდნენ საჭირო ხარისხის და რაოდენობის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევბის მიწოდებას, ერთი პერიოდი განიხილებოდა სამხედრო საწყობებიდან ნაალაფევი 9მმ-ნი გერმანული MP-40-ებით მილიციის შეიარაღება. 

მე მქონდა ორი 5.56 კალიბრის ბულგარული წარმოების ‘აკსუ-ს” კლონი (Arsenal SAR-SF) და ასევე მქონდა საშუალება დეტაურად შემესწავლა და გამომეცადა 5.45 კალიბრის АКС-74У. ყველა იარაღი იყო აბსოლუტურად საიმედო. საიმედოობა ტრადიციულად ძლიერი მხარეა “კალაშნიკოვის” სისტემის იარაღების. ქვევიდან და გვერდიდან დასაკეცი კონდახებით,  ისინი იყვნენ ძალიან კომპაქტურები. ჩემი აზრით 5.45 კალიბრის “აკსუ” უფრო ზუსტი იარაღია 100 მეტრზე და ზევით, ვიდრე 5.56 კალიბრის ‘აკსუ”, ხოლო ჯერებით სროლისას ადეკვატური სიზუსტე მიიღწეოდა მხოლოდ უკიდურესად ახლო მანძილებზე სროლისას. არც 5.56 და არც 5.45 არ იყო შექმნილი ასეთი მოკლე ლულებიდან სროლისთვის და ამიტომ  უპირატესობა უნდა მიენიჭოს “პრემიუმ კლასის”  მძიმე ექსპანსიურ ტყვიებს, რაც არ არის დიდი პრობლემა 5.56 კალიბრის შემთხვევაში და ნაკლებად სავარაუდოა ასეთი მუხტი იშოვოთ 5.45 კალიბრში. გამომდინარე იქიდან, რომ “აკსუ” უფრო კომპაქტურია და ისეთივე საიმედოა, როგორც “დიდი” “აკ” ზე-კომპაქტურ კარაბინებში ის შეიძლება იყოს უკეთესი არჩევანი ვიდრე იგივე 10 ინჩიანი AR-15. ვიცი ბევრს გაუკვირდება ასეთი შეფასება იმის გათვალისწინებით რამხელა ფანატები ვართ ჩვენ AR-15-ის პლატფორმის მაგრამ ნამდვილად ასე ვფიქრობთ. რაც ასევე შეიძლება ვთქვათ – 10 ინჩიანი AR-15 არის ყველაზე ზუსტი (თუმცა ამავე დროს ყველაზე გრძელი) იარაღიშაშხანის კალიბრების  ზე-კომპაქტურ კარაბინებში.

csashort

ჩეხური CSA 7.6 ინჩიანი ლულით გამოდის ორ კალიბრში 7.62×39 და 5.56×45. ასეთი იარაღები ითვლება უფრო “რენჯის სათამაშოებად” და ცეცხლსასროლ ეკზოტიკად და ამიტომ ამუნიციის მწარმოებლები არ ცდიან თავის ვაზნებს ასეთ მოკლე ლულებში, შესაბამისად არავინმა არ იცის როგორ მოიქცევა კონკრეტული ტყვია ასეთი იარაღიდან გასროლისას. 

მოკრძალებული სიზუსტის და საშუალო მანძილებზე საკითხავი ეფექტურობის გამო, ჩემი აზრით ასეთი მოკლე კარაბინები უნდა გამოყოფილი იყონ ცალკე კატეგორიაში მაგალითად “სუბ კარაბინები”.

კიდე რა საფრთხეები მოაქვს შაშხანის კალიბრის იარაღს ქალაქის პირობებში. ნომერ პირველი ფაქტორი, რომელზეც უნდა იფიქროთ არის ზედმეტი შეღწევა. ამიტომ ვაზნის არჩევას უნდა მიაქციოთ ყურადღება, სადაც უპირატესობა უნდა მიენიჭოს ექსპანსიურ ვაზნებს.  ჩვენ არ გვინდა, რომ ნასროლმა ტყვიამ გახვრიტოს სამიზნე, გავიდეს კედელში და დაჭრას ვინმე სხვა ოთახში ან ბინაში ან თუნდაც გარეთ მდგომი. ზოგი თვლის, რომ ზედმეტი შეღწევის პრობლემა ზედმეტად “გაბერილია” მაგრამ ფაქტები ადამიანის დაჭრის ან მოკვლის, ტყვიებით, რომლებმაც გახვრიტეს მძარცველი საკმაოდ ბევრია. ასეა თუ ისე, ჩემი აზრით, როგორც მინიმუმ, ფოლადის გულიანი ტყვიების გამოყენება არაგონივრულია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ხმა და ლულის ალი, რომელსაც ადგილი აქვს შაშხანის კალიბრის გასროლისას იარაღიდან მოკლე ლულით. გამოცდილი ტიპები იძახიან რომ სადაც დევს იარაღი იქვე უნდა იდოს ჯავშანჟილეტი და ყურსასმენები, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტა ადამიანი ყიდულობს პირველს და კკიდე უფრო ცოტა ინახავს თავდაცვის იარაღის მახლობლად ყურსასმენებს არა და დახურულ სივრცეში მოკლე კარაბინიდან ნასროლი ტყვია დიდი ალბათობის აკუსტიკურ ტრავმას მიაყენებს მსროლელს. სმენა არ აღდგება და კაცს მოუწევს ცხოვრების ბოლომდე შეეგუოს დაქვეითებულ სმენას. ლულის ალი მოკლე შაშხანის კალიბრის კარაბინიდან არის ძალიან დიდი და კარგად ჩანს თუნდაც მზიან ამინდში, დაბალი განათების პირობებში ლულის ალმა შეიძლება სერიოზულად ხელი შეგიშალოთ სროლაში.  ამის გათვალისწინებით შეიძლება ჩაითალოს, რომ იგივე ზომის 9მმ-ნი კარაბინი შეიძლება უფრო მოსახერხებელი გამოდგეს ვიდრე კარაბინი შაშხანის კალიბრზე “ექსტრემალურად” მოკლე ლულით.

მე არ ვთვლი, რომ 5.56, 5.45 ან თუნდაც 7.62×39-ს აქვს უკუცემა რომლის კონტროლიც ძნელია მაგრამ პისტოლეტის კალიბრის კარაბინებში უკუცემა თითქმის არ არის საერთოდ. ჯერებით სროლისას ცხადია პრაქტიკულად იგივე წონის მქონე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი იქნება უფრო კონტროლირებადი, მაგრამ ერთჯერადი გასროლების რეჟიმში სხვაობა ორს შორის უმნიშვნელოა, ცხადია 7.62×39 “დაარტყმა” უფრო დიდია ვიდრე პისტოლეტის კალიბრის, ან 5.45 ან 5.56 კალიბრის და ითხოვს გარკვეულ მომზადებას. ზოგადად უკუცემა და მისი გავლენა სროლის სიზუსტეზე უნდა გაანალიზდეს ყოველი კონკრეტული იარაღის ჭრილში. მაგალითად 5.45 კალიბრის АКС-74У-დან ჯერებით სროლა ახლო მანძილებზეც არც ისე ეფექტურია, იმის გამო რომ მოძრავი ნაწილების დიდი მასა და სიჩქარე ხელს არ უწყობს სიზუსტეს. იგივე ეხება მაგალითად მიკრო-პისტოლეტ  ტყვიამფრქვევებს და განსაკუთრებით მოდელებს კონდახის გარეშე. მათი მასა არ არის საკმარისი რომ დაახშოს თუნდაც 9მმ ვაზნის გასროლით გამოწვეული უკუცემა. კონდახის გარეშე მიკრო პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ჯერებით სროლა ეფექტურობით დიდად არ განსხვავდება ჯერებით მსროლელი პისტოლეტებისგან და თუნდაც ძალიან ახლო მანძილებზე ეფექტური სროლისთვის საჭიროა კარგი მომზადება. კონდახი მნიშვნელოვნად ზრდის სიზუსტეს და გაძლევთ საშუალებას აწარმოოთ ეფექტური და სწრაფი ცეცხლი. უკონდახო გრძელი იარაღი თუნდაც ისეთი კომპაქტური როგორც MP-5K არის დიდი, მძიმე და მოუხერხებელი პისტოლეტი და მეტი არაფერი.

P1050545

ავტორის კუთვნილი მოკლე 11.3 ინჩიანი AR-15 აღჭურვილი მსხვილი კომპენსატორით. ასეთი იარაღიდან სროლა შესაძლებელია ერთი ხელით, როგორც პისტოლეტიდან უკუცემის არ არსებობის და მსუბუქი წონის გამო, მაგრამ ლულის ალის და გასროლის ხმით ის ჰაუბიცას გაუტოლდა. ასეთი იარაღიდან გასროლა დახურულ სივრცეში და სმენის დაცვის გარეშე გარანტირებულად გამოიწვევის სმენის სერიოზულ ტრავმას. 

საქართველოსთვის მართალია ნაკლებად აქტუალურია, მაგრამ ამინც უნდა აღვნიშნო, რომ პისტოლეტის კალიბრის კარაბინის დახშობა გაცილებით ადვილია. მარტივი და იაფი მაყუჩი იქნება ძალიან ეფექტური. დაახშო კომპაქტური შაშხანის კალიბრის კარაბინი გაცილებით უფრო რთულია, ითხოვს მაღალი კლასის (ძვირიან) და გამძლე მაყუჩს, მაგრამ უმეტესობა მწარმოებლების აუქმებს გარანტია მათ პროდუქტზე თუ მისი გამოყენება ხდება ძალიან მოკლე ლულიან კარაბინებზე.

ყველაფერი ზემოაღნიშნულის გარდა არის ასევე ასევე ფინანსური ასპექტი, რომელიც მნიშვნელოვანია იმათთვის ვინც თავის ჯიბიდან იხდის იარაღში და ტყვიაწამალში. აქ კონკრეტული მოდელების ფასების წერას დიდი აზრი არ აქვს, ვინაიდან თვიდან თვემდე შემოდის ახალი იარაღები და ძველები იყიდება, ამიტომ დროთა განმავლობაში აქ მოყვანილი ინფორმაცია აქტუალობას დაკარგავს, მაგრამ ჯერ ჯერობით ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ პისტოლეტის კალიბრის კარაბინები ბევრად უფრო ძვირი ღირს ვიდრე შაშხანის კალიბრების კარაბინები. 2000 ლარამდე ფასის კატეგორიაში შესაძლებელია АКС-74У-ს ბულგარული კლონის შეძენა, რომელიც იყიდება ორ კალიბრში, 5.56 და 7.62. ასევე შესაძლებელია СSA-ს ზე-მოკლე Vz58-ის კლონის შეძენა რომელიც იგივე კალიბრებშია ხელმისაწვდომი რაც ბულგარული კარაბინი. ტელესკოპური კონდახის გამო 10 ინჩიანი AR-15 ხელმისაწვდომია მხოლოდ ადგილობრივად, ნაწილების კომპლექტებისგან აწყობილ ვარიანტში და ცხადია ასეთი იარაღი ძალიან ძვირი ღირს (1200-1500 დოლარი) და სიმართლე გითხრათ შეიძლება ვერც ამართლებდეს ასეთ მაღალ ფასს დაბალი ხარისხის ნაწილების გამოყენების გამო. რაც შეეხება პისტოლეტის კალიბრების კარაბინებს, ისინი უფრო მეტი ან ბევრად უფრო მეტი ღირს ვიდრე შაშხანის კალიბრის კარაბინები. როგორც წესი მათი ფასი მხოლოდ იწყება 2000 ლარიდან („უზი“ 2100 ლარი, რუსული საიგა-9 – 2500 ლარი,  სლოვაკური „სტრიბოგი“ 3200 ლარი და არარეალური 5000 ლარი ზიგ ზაუერის MPX-ში).

რაც შეეხება ვაზნების ღირებულებას ცხადია პისტოლეტის ვაზნა ღირს ნაკლები. 9მმ-ნი ვაზნის ყიდვა რეალურად შესაძლებელია 1 ლარის ფარგლებში. შაშხანის კალიბრები როგორც წესი ორჯერ მეტი ღირს. ასე, რომ ეს ნამდვილად არის განსახილველი ფაქტორი იმათთვის ვინც აპირებს რეგულარუ ვარჯიშს სროლაში.  გარდა ამისა არის კიდე ვაზნების თავსებადობის ფაქტორიც. თუ თქვენ გაქვთ 9მმ-ნი პისტოლეტი, გრძელი იარაღიც იქნება იგივე კალიბრზე და არ იქნება საჭირო სხვა ვაზნების მარაგის შექმნა. გარდა ამისა ბევრი თანამედროვე სამოქალაქო კარაბინი, როგორიც არის Kel-tec Sub 2ooo ან Beretta Cx4  Storm იყენებენ პისტოლეტის სტანდარტულ მჭიდებს (პირველი გლოკის, მეორე შესაბამისად ბერეტა 92-ის).

P1070312

9მმ-ნი “უზი” არც ისე დიდიხანია, რაც გამოჩმდა ქართულ ბაზარზე. ის აწყობილია ჩეხეთში, IMI-ს წარმოების ნაწილებისგან. გარდა იმისა რომ მათი აწყობის ხარისხი და ძირითადი ნაწილების ცვეთის ხარისხი შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს, ეს იარაღები აგებულია ღია საკეტიდან სროლის საშუალების შენარჩუნებით. ამის გამო გასროლისას იარაღს აქვს უცნაური უკუცემის იმპულსი და მცირე დრო რომელიც გადის იმ მომენტიდან სანამ მასიური საკეტი წავა წინ სახლეტზე დაჭერის შემდეგ და მოახდენს გასროლას. ეს ყველაფერი საჭიროებს მიჩვევას და ცხადია იარაღი ისეთი მოსახერხებელი არ არის, როგორც მოდელები, რომლებიც ისვრიან დახურული საკეტიდან. გარდა ამისა “უზი” არის დიდი და მძიმე, შედარებისთვის მის გვერძე დევს 5.56 კალიბრის ბულგარული SAR-SF. 

იარაღის და სროლის სამყაროში ძალიან არაერთგვაროვანმა ფიგურამ ჯეიმს იეგერმა გამოქვეყნა ვიდეო სადაც ის აცხადებდა, რომ პისტოლეტის კალიბრის კარაბინი არის სისულელე და ვინს მას ირჩევს არის შესაბამისად იდიოტი. ეს კაცი ცნობილია ასეთი ხმამაღალი განცხადებებით და ჩემი აზრით ის ცდება. არის გარემოებები, როდესაც უმჯობესია გქნოდეს უფრო მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე იარაღი, რომელსაც ეფექტურა დგამოიყენებ ვიდრე უფრო ძლიერი იარაღი, რომლის გამოყენებას შეიძლება მოყვეს ზედმეტი ზიანი/ზარალი ან მსროლელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ვგულისხმობ პირველ რიგში სმენას. გარდა ამისა არის კიდევ ფინანსური და სამართლებრივი ასპექტები. რა უმჯობესია თქვენთვის, თავად გადაწყვიტეთ, ეს სტატია საკმარისია რომ წარმოდგენა მოგცეთ ამ საკითხზე ან გიბიძგოთ თავად გამოიკვლიოთ ეს საკითხი. რაზეც არ ღირს დავა არის ის, რომ ვერანანირ კალიბრი და გაზრდილი ტევადობის მჭიდი და ყველაზე გრძელი ლულა ვერ დაეხმარება კაცს ისროლოს უკეთესად თუ ის არ არის კარგი მსროლელი, ამიტომ რა იარაღიც და მათი კომბინაციაც არ უნდა აარჩიოთ, უნდა დეტალურად იცნობდეთ თქვენი იარაღის და კალიბრის შესაძლებლობებს და ივარჯიშოთ, ივარჯიშოთ, ივარჯიშოთ.

0e1ed70339b442

მსუბუქი და ზომიერდ კომპაქტური Beretta Cx4 Storm დატენილი პრემიუმ კლასის თავდაცვითი ვაზნებით, აღჭურვილი რედ დოტით, ბერეტა 92-თან ერთად იქნება კარგი კომბინაცია, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც არ აქვს საჭიროება ესროლოს სამიზნეებს 300 მეტრის დაშორებაზე. ასეთი კომბინაცია გამოიყენებს თავსებად კალიბრს და მჭიდებს. 

რაც შეეხება პისტოლეტის კარაბინის კონკრეტული მოდელის ან ტიპის არჩევას აქაც არის ნიუანსები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყუადღება. როგორც უკვე გითხარით პისტოლეტის კალიბრის კარაბინები შეიძლება დაიყოს სამ პირობით ჯგუფად, ყოფილი საბრძოლო იარაღები ადაპტირებული სამოქალაქო ბაზრისთვის, მოდელები გამოშვებული სპეციალურად სამოქალაქო ბაზრისთვის დაფუძნებული საბრძოლო/ტაქტიკურ მოდელებზე, სამოქალაქო მოდელები თავიდანვე შექმნილი მხოლოდ სამოქალაქო ბაზრისთვის.  ბუნებრვია ვიღაცამ შეიძლება იფიქროს რომ “ბაევოი” “ნზ”-ს იარაღი არის საუკეთესო არჩევანი, ჯარში ხომ მიდის მხოლოდ საიმედო, გამძლე იარაღი, რომელიც გადის შესაბამის “პრიომკას”. კი ნამდვილად ასეა, მაგრამ ჯერ დავიწყოთ იქით რომ ჯარში არ მიდის საუკეთესო იარაღი არამედ ყველაზე იაფი და მეორე ერთია იარაღი, რომელიც მოხდა არსენალში ქარხნიდან, შესაბამისი მირება-ჩაბარების პროცედურით და იარაღს შორის რომელიც აწყობილია ასეთი იარაღების ნარჩენებისგან სადაც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის რომელიღაცა პროვინციული ქალაქის სარდაფში.  მათ შორის ჩვენი პრაქტიკაც ადასტურებს. რომ ასეთი კონვერსიული იარაღი შეიძლება ღირდეს იაფი მაგრამ მათი კონდიცია განსხვავდება და ხშირად სამოქალაქო ბაზრისთვის ადაპტაციისას ზიანდება,  ნაწილების კომპლექტისგან აწყობილ იარაღებში დეტალების მორგება შეიძლება ცუდი იყოს. კონვერსიული იარაღის ყველაზე გავრცელებული მოდელი საქართველოში არის ჩეხური Vz 58. ტექნიკური პრობლემები ამ იარაღში ხშირად გვხვდება თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ასეთი პრობლემები ცოტაა და მათი აღმოფხვრა ძალიან ადვილია. მთლიანობაში ფასი-ხარისხით ჩვენი აზრით, Vz 58 არის საუკეთესო 7.62 კალიბრის კარაბინი.  იგივე ეხება ცხადია კონვერსიულ პისტილეტ ტყვიამფრქვევებს, როგორებიც არის ამჟამად გაყიდვაში არსებული, ჩეხეთში ისრაელის წარმოების ნაწილებისგან აწყობილი 9მმ ‘უზი” (2100 ლარი) ან ჩეხური Vz 61 “სკორპიონი” (800-1300 ლარი). მეორე ჯგუფს განეკუთვნება ალბათ ყველაზე ძვირად ღირებული იარაღები, ჩეხური “სკორპიონი ევო” რომელიც, თუ არ ვცდები 4000 ლარზე მეტი ღირს, ასევე უკიდურესად ძვირად ღირებული Sig-Sauer MPX და ასევე სლოვაკური “Stribog”, ამ ჯგუფში ასევე შედის რუსული “საიგა-9″, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე იაფია. ეს კარგი იარაღებია მაგრამ მათი მინუსებია მაღალი ფასი და მხოლოდ მათზე განკუთვნილი მჭიდები.  მესამე ჯგუფი ალბათ არის ყველაზე საინტერესო, რომელშიც თავმოყრილია შედარებით ხელმისაწვდომი კარაბინები და რომელიც ყველაზე ნაკლებად ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი საქართველოში. ამ ჯგუფში შედის მაგალითად Beretta Cx4, Kel-Tec SUB-2000 (400-500 დოლარი), Hi-point 995TS, რომელიც ბევრად უფრო უკეთესი და საიმედო იარაღია ვიდრე ამავე კომპანიის ავადსახსენებელი პისტოლეტი და იყიდება აშშ-ში სულ რაღაც 250 დოლარად და ბევრი სხვა მოდელი. მათი უმეტესობა გათვლილია ყველა პოპულარულ პისტოლეტის კალიბრზე და იყენებს ამავე კომპანიების წარმოების პისტოლეტების მჭიდებს ან გავრცელებული მოდელის პისტოლეტების მჭიდებს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ჯგუფებზე საუბრისას მე მოგიყევით ზოგად ტენდენციებზე და ცხადია ყოველი კონკრეტული მოდელი ითოხვს ცალკეულ შესწავლას მის შეძენამდე. როგორც ხედავთ ფასებიდან გამომდინარე ასე გამოდის, რომ 5.56/7.62 კალიბრის Arsenal SAR-SF, “ქუჩის ფასით” 1400-1600 ლარი არის ყველაზე კარგი შენაძენი ზე-კომპაქტურ კარაბინებს შორის. აქიდან გამომდინარე იმპორტიორები უნდა კარგად დაფიქრდნენ და შეეცადონ შემოიტანონ პისტოლეტის კალიბრების კარაბინები ნორმლაურ ფასში, იმიტომ რომ ეს ნიში პრაქტიკულად ეხლა ცარიელოა.

P1330950-900x601

ერთ-ერთი საუკეთესო პისტოლეტის კალიბრის კარაბინებს განეკუთვნებიან მოდელები, რომლებიც შექმნილია კოლტის მოდელ R6540-ის კონცეფციით, ანუ AR-15-ის ტიპის 9მმ-ნი კარაბინი, რომელსაც გააჩნია გარკვეული დეტალების თავსებადობა 5.56 კალიბრის AR-15-თან, ასევე ადვილად ადაპტირებადია და განსხვავებით კოლტის პირველი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისგან, რომლებიც იყენებდნენ “უზის” მჭიდებს, ახალი მოდელები მეტ წილად გათვლილია პოპულარული მოდელის პისტოლეტის მჭიდების გამოყენებაზე. სურათზე არის JP Enterprise-ის 9mm-ნი  GMR-12. რომელიც იკვებება ადვილად საშოვნელი, იაფი და ზეგამძლე გლოკის მჭიდებიდან. სამწუხაროდ ამ ტიპის კარაბინების ფასი აშშ-ში იშვიათად ჩამოდის 1000 დოლაზე დაბლა. 

MI-G2SUB

ამერიკული Kel-Tec-ი შეიძლება არ არის ცნობილი იმით, რომ უშვებს მაღალი კლასის ზესაიმედო იარაღებს, მაგრამ ეს კომპანია წლიდან წლამდე მიდი ისეთი გზით, რომლითაც სიარულს ვერ ბედავენ სხვა მწარმოებლები და უშვებს უნიკალურ იარაღებს. ერთ-ერთი ასეთი იარაღი არის მათი ზე-პოპულარული 9მმ ნი დასაკეცი კარაბინი Sub 2000, რომელიც თან სულ რაღაც 400-500 დოლარად იყიდება და ასევე იყენებს გლოკის მჭიდებს. 

ჩვენი ტესტი – Marlin XT-22VR

Tuesday, February 21st, 2017

რა არის მიზეზი იმისა, რომ ყველა დღევანდელი სტანდარტით აშკარად მოძველებული .22lr, კალიბრის ვაზნა, დღემდე რჩება ყველაზე პოპულარულ და გავრცელებულ სამოქალაქო კალიბრად მსოფლიოში?  წებოვანი პარაფინით დაფარული რბილი გარსის გარეშე ტყვია, განთავსებული თხელ ლატუნის მასრაში, ვაზნა რომელიც შეგიძლია თითებით გადატეხო, სუსტი დაცვა ნესტისგან და „ანტიკვარული“ გვერდიდან ააალების სქემა, ეს ვაზნა არის პატარა დინოზავრი, რომლის წარმოება ჯერ კიდევ 1887 წელს ანუ 130 წლის წინ დაიწყო.  წესით ეს ვაზნა აღარ უნდა არსებობდეს XXI საუკუნეში, სადაც ყველა ცდილობს ამოიღოს ჯოულების მაქსიმუმი ყოველი კონკრეტული კალიბრიდან და მოხსნას მაქსიმალური რაოდენობის მეტრი წამში, მაგრამ .22lr კვლავ რჩება მეფედ თავის სეგმენტში, სეგმენტში რომელსაც ქვია ვაზნები პლინკინგისთვის ანუ არაფორმალური, გასართობი სროლისთვის. ნომერ პირველი ამის მიზეზი არის  რა თქმა უნდა ფასი, პატარა ვაზნა იაფია წარმოებაში და თუ არ ჩავთვლით ეკზოტიკურ ზე-სწრაფ მუხტებს, .22lr ძალიან იაფი ღირს, რაც ხდის მას ხელმისაწვდომს პრაქტიკულად ყველასთვის. შემდეგ უკვე მოდის ამ კალიბრზე გათვლილი იარაღის უდიდესი ასორტიმენტი, დაწყებული ჯიბის პისტოლეტებიდან, რომელიც ხელის გულზე ეტევა და დამთავრებული ზუსტი შაშხანებით, რომლებიც რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. პრაქტიკულად ნებისმიერი სისტემის ხრახნილულიანი იარაღი არსებობს მცირეკალიბრიან ფორმატში, გრძივად მოძრავი საკეტი, “პომპა”, ჰენრის სისტემა, ნახევრად-ავტომატი, რევოლვერი, პისტოლეტი, ცალმუხტიანი, დერინჯერი, მოკლედ რაც თქვენ გულს გაუხარდება შეიძლება იშოვოთ ამ კალიბრში.  თუ თქვენ გლუვლულიანი იარაღი გაქვთ, ამისთვისაც არსებობს ლულაში ჩასაყენებელი ადაპტორები და შესაძლებელია გლუვლულიანი იარაღიდან მცირეკალიბრიანი ვაზნის სროლა. გამომდინარე იქიდან, რომ ვაზნას აქვს დაბალი გასროლის ხმა და პატარა უკუცემა, .22lr ასევე რჩება საუკეთესო არცევნად დამწყბები მსროლელებისთვის და ბავშვებისთვის. ასევე პატარა ვაზნა ნიშნავს, რომ იარაღიც მასზე გათვლილი შეიძლება იყოს მსუბუქი და შესაბამისად იაფი. ასეთი იარაღის კასტომიზაციაც არ ითხოვს დიდ ინვესტიციებს. არ არის საჭირო ზე-გამძლე ბიპოდები, დარტყმა გამძლე  ოპტიკა და ასე შემდეგ. ასე რომ .22 შეიძლება იყოს ყველაფერი რაც თქვენ გინდათ, გასართობი „პლინკერი“, სასარგებლო სავარჯიშო ინსტრუმნტი უნარების შენარჩუნება/დახვეწისთვის, სანადირო იარაღი, სპორტული ინსტრუმენტი და რც მთავარია რომლის გამოყენებაც თქვენ ჯიბეს არ დაარტყავს. უკიდურეს შემთხვევაში .22lr გამოდგენა თავდაცვისთვისაც, იმიტომ, რომ .22lr-ს აქვს საკმარისი ენერგია რომ სიცოცხლეს გამოასალმოს ორფეხა მტაცებელიც, მაგრამ უმჯობესია რა თქმა უნდა თქვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ანდოთ უფრო ძლიერ კალიბრს.

თავისი პოპულარობის და გავრცელებულობის გამო, .22lr კალიბრზე გათვლილი იარაღი იყო, არის და იქნება ჩვენი ბლოგის ყუარდღების ცენტრში ხოლო ამჯერად ჩვენი მორიგი მიმოხილვა ეხება Marlin XT-22VR ტიპის მცირეკალიბრიან შაშხანას.

P1080083

ამერიკული წარმოების Marlin XT-22VR, მძიმე ლულიანი ხელმისაწვდომი მცირეკალიბრიანი შაშხანა, ჩვენი მორიგი ტესტირების გმირია. 

მე დიდიხანია მინდოდა ახალი .22 კალიბრის შაშხანა, რაც შეიძლება იაფად, რომელსაც უნდა ქონოდა პოტენციალი გამხდარიყო იარაღი ზე-ზუსტი სროლისთვის. ცხადია ზუსტი იარაღი იდეაში არ შეიძლება რომ იყოს იაფი, მაგრამ შესაძლებელია ასეთი “ამბიციური” მიზნის მიღწევა, პირველ რიგში ძველი მაგრამ კარგ მდგომარეობაში საბჭოთა წარმოების სპორტული მცირეკალიბრიანი იარაღის შეძენით და კასტომიზაციით ან მეორად ბაზარზე სასურველი შემოთავაზების პოვნით. ბევრი ვარიანტი განიხილებოდა ჩემს მიერ, საკმაოდ დიდი ხანი და გაიმარჯვა სწორედ ამ იარაღმა, რომელიც მე კარგ ფასად ჩავიგდე ხელში. ამჯერად ახალი ის იყიდება 1200 ლარად და ეს ფასი მე არ მიმაჩნია სამართლიანი იარაღში, რომელიც ამერიკაში 200 დოლრის ფარგლებში ღირს, მაგრამ მეორად ბაზარზე შესაძლებელია მისი შეძენა 700-800 ლარად.

ჩვნი შაშხანის საყიდლათ მე გავემგზავრე გორში. ყიდვამდე სწრაფად მოვიძიე მასალები ამ მოდელის შაშხანაზე და დავრწმუნდი, რომ პროდუქციის გამოთხოვაზე ან რამე სისტემატურ პრობლემებზე არავინ არსად არ წერდა. მოველაპარაეკ გამყიდველს, დილით გავიარე “ვენდისში” ვიყიდე ყავა და დავადექი გზას. ჩასვლისთანავე, სწრაფი ვიზუალური დათვალიერებისას მე დავრწმუნდი რომ იარაღს ქონდა სუფთა ლულა, შევამოწმე იარაღის მექანიზმების ფუნქციონალურობა და წყნარი გულით იქვე გავიფორმე ეს იარაღი. წინა პატრონმა ასევე გადმომცა საჩუქრად ერთი კოლოფი ვაზნები, მოვუხადე მას მადლობა და გავემგზავრე თბილისისკენ. ეს არის მოკლე ისტორია როგორ მოხვდა ეს იარაღი ჩემთან.

მოგეხსენებათ მე არ ვარ „მარლინის“ და „რემინგტონის“ პროდუქციის (ორივე კომპანიას ერთი მფლობელი ყავს) დიდი მოყვარული, გამომდინარე იქიდან, რომ „რემინგტონის“ პროდუქციის ხარისხი ბოლო პერიოდში მკვეთრად დაეცა და ამაში მე თავად დავრწმუნდი, როდესაც ვიყიდე ახალი და საკმაოდ ძვირადღირებული რემინგტონ 870-ის ტაქტიკური მოდელი, რომელიც გაძეძგილი აღმოჩნდა დეფექტებით და უბრალოდ არ მუშაობდა. ინტერნეტიც სავსეა ჩივილებით „მარლინის“ და “რემინგტონის” პროდუქციის ხარისხზე, რომელიც მკვეთრად დაეცა მას მერე, რაც ეს კომპანიები გადავიდა Freedom Group-ის საკუთრებაში. მე არ მინდა ავყვე შეთქმულების თეორიებს მაგრამ ფაქტია, რომ ორივე კომპანიას აქვს ხარისხის კონტროლთან სერიოზული პრობლემები, ხოლო “რემინგტონი” საერთოდ გაყიდვაში უშვებს “ნედლ” და დეფექტურ იარაღს.

რას წარმოადგენს Marlin XT-22VR? ეს არის შაშხანა გრძივად მოძრავი საკეტით, 7 ვაზნიანი მჭიდით, სქელი პროფილიანი  ლულით და სინთეტიკური შავი კონდახით. ლულის სიგრძე ამ იარაღში 550მმ-ია. ტვისტი – 1:16 და  რა თქმა უნდა მასში გამოყენებულია მარლინის საფირმო micro-groove  ხრახნები. პრინციპში შედარებით ახალი XT-22 სერიის შაშხანები იგივეა რაც ძველი „მარლინები“ მცირე ტქნიკური და კოსმეტიკური ცვლილებებით, ხოლო მთავარი განსხვავება არის ის რომ XT სერიის იარაღებში გამოყენებულია რეგულირებადი სასხლეტი, რომელსაც “მარლინმა” დაარქვა „Pro Fire”. XT-22 სერიის შაშხანები განეეკუთვნება ბიუჯეტურ იარაღს და მათი ფასი დაახლოებით 170 დოლარიდან იწყება. აქიდან გამომდინარე ზედმეტია ელოდო განსაკუთრებულ დახვეწილობას, ესთეტიკას, ყურადღებას დეტალებისადმი და სხვა სასიამოვნო რამეებს რაც მოყვება “Anshchutz”-ის, “Weatherby”-ს ან თუნდაც “CZ”-ს მცირეკალიბრიან იარაღს.

იარაღის აღწერა დავიწყოთ კონდახით, რომელიც არის სინთეტიკური და ძალიან მსუბუქი. მასზე განთავსებულია სქელი პლასტმასის „ყურები“,განკუთვნილი საღვედეების დასაყენებლად და რომლებიც შესრულებულია კონდახთან ერთად. უმჯობესია ცხადია, რომ ეს დეტალები იყოს მოსახსნელი, რკინისგან დამზადებული მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ბევრ ბიუჯეტურ მცირეკალიბრიან იარაღზე ესეც არ არის ხოლმე.  აქიდან გამომდინარე კონდახზე ასევე შეუძლებელია ბიპოდის დაყენება. გამოსავალი არის სპეციალური დეტალის ცალკე შეძენა და კონდახზე დაყენება. თვითონ პლასტმასის ყურები საკმაოდ სქელია და ჩემი დაკვირვებით ნორმალურ ექსპლუატაციას უნდა უპრობლემოდ გაუძლონ. კონდახის წინა ნაწილი, გაფართოებულია და ბრტყელი ძირი აქვს, რაც ქვიშის ტომარაზე ან სხვა საყრდენზე იარაღს საიმედოთ დააფიქსირებს.

rqwrw8043

კონდახი ლამაზია და ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც მე შემხვედრია ბიუჯეტურ .22 კალიბრის იარაღზე.

p_550000693_1

7 ვაზნიანი მჭიდი არის ფოლადის, თხელი და მსუბუქი, წითელი პლასტმასის მიმწოდებლით. ის ფიქსირდება იარაღში ღილაკით, რომელიც გარეთ არის გამოშვერილი და ამიტომაც მისი დაკარგვის საშუალება, ტყეში, ბუჩქებში ხეტიალისას საკმაოდ დიდია. იარაღს კომპლექტში ერთი მჭიდი მოყვება.

8812541

იარაღის მარჯვენა მხარეს დაყენებულია მექანიკური მცველი, რომელიც პოზიტიურად და მკაფიოდ მუშაობს და ადვილად ხელმისაწვდომია. სასხლეტის დამცავი რკალი შესრულებულია კონდახთან ერთად. 

mardril

სალულე კოლოფის (რესივერის) ზედა ნაწილში შესრულებულია „მერცხლის კუდის“ ტიპის სამაგრი, რომელიც გახვრეტილია ხრახნებისთვის რაც სავარაუდოთ გაკეთდა იმისთვის, რომ მასზე დაყენდეს „პიკატინის“ ტიპის სამაგრი. იარაღი არ არის აღჭურვილი რკინის სამიზნე მოწყობილობებით.

იარაღი აღჭურვილია სქელ-კედლიანი 55სმ-ნი 16 ღარიანი ლულით. ღარების ბიჯი (ტვისტი) 1:16-ია.  ლულის გამოსასვლელი ოდნავ ჩაღრმავებულია და დაცულია დაზიანებისგან. ლულის პროფილს რაც შეეხება, ჩემი აზრით .22lr-ს არ აქვს ისეთი წნევა და ენერგია რომლის დასახშობათ საჭირო იქნებოდა სქელ კედლიანი ლულა, ამიტომ ასეთი ლულის დაყენება განპირობეებულია ალბათ მოდით და ერთგვარად ხაზს უსვავს იარაღის დანიშნულებას, როგორც მიზანში სროლისთვის განკუთვნილს. სქელი ლულის გამო ის ასევე ლამაზად (ტაქტიკუარდ) გამოიყურება, მაგრამ ამავე დროს რა თქმა უნდა ის ამძიმებს იარაღს და არღვევს მის ბალანსს. როგორც წესი ასეთი ლულით აღჭურვილ იარაღზე არ ყენდება საკმაოდ პრაქტიკული და საჭირო რკინის სამიზნე მოწყობილობებიც. გრძელ ლულას ამ კალიბრში აქვს ის პლიუსი რომ დაბალ სიჩქარიანი ვაზნის გამოყენებისას გასროლის ხმა არ აღემატება სუსტი პნევმატური თოფიდან გასროლის ხმას.

საკეტის მოხსნა-დაყენება ხდება სასხლეტზე დაჭერით. დარწმუნდით რომ იარაღი განმუხტულია, გახსენით საკეტი და გამოწიეთ უკან სასხლეტზე თითის დაჭერასთან ერთად. საკეტი თავისუფლად ამოვა თავის ადგილიდან. დაყენება პირიქით ხდება. შესაძლებელია დაჭერილ სასხლეტზე დახუროთ საკეტი და მოხდება მისი ავტომატური დაშვება, ანუ საჭირო არ იქნება საკონტროლო სასხლეტის დაშვება ცარიელ სავაზნეზე. ორი ხრახნის საშუალებით სალულე კოლოფი მაგრდება კონდახში, გაუფრთხილდით ამ ხრახნებს და გამოიყენეთ მათთვის გათვლილი ქანჩები. ხრახნები რბილია და მათი დაზიანება ადვილია.

საკეტის სვლა რბილია და სწრაფია. ინტერნეტში ბევრს წერენ XT-22-ის საკეტებზე, რომლების გახსნა ითხოვს დიდი ძალის დატანებას და ასევე იმაზე, რომ ვაზნების მიწოდებისას ხდება ტყვიის თავების დეფორმაცია, მაგრამ ჩვენი იარაღის საკეტი იხსნებოდა-იკეტებოდა იდეალურად და ტყვიის თავებზე არანაირი დეფორმაცია ასევე არ შეინიშნებოდა.

dasdas

XT-22-ის დამრტყმელ-სასხლეტი მექამიზმი არ გამოირჩევა სირთულით. „ProFire” ტიპის რეგულირებადი ერთ საფეეხურიანი სასხლეტი წონის რეგულირება შესაძლეებელია შესაბამისი მარეგულირებელი ხრახნის საშუალებით და ამისთვის საჭირო იქნება კონდახის მოხსნა. “ProFire” არის „მარლნის“ პასუხი მისი კონკურენტი „სევიჯის“ “Accu Trigger”-ზე და ძალიან კარგია რომ ის სტანდარტულია XT-22 სერიის იარაღებზე. მოგეხსენებათ .22 კალიბრის იარაღი ძალიან მსუბუქია და შესაბამისად მსროლელის მიერ ნებისმიერი ხარვეზი სასხლეტის დამუშავებისას  ეგრევე აისახება ხოლმე ჯგუფების სიგანეზე. “ProFire” არ არის კლასიკური გაგებით წმიდა სისხლის საასპარეზო სასხლეტი, მაგრამ ის იძლევა მინიმალური რეგულირების საშუალებას რაც კარგია 150 დოლარიან იარაღში. ასევე „მარლინის“ სასხლეტი აღჭურვილია მცველით და თუ არ მოხდა ჯერ მასზე დაჭერა, სასხლეტი ადგილიდან არ დაიძვრება.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო პოზიტიური ექსტრაქცია. ხელით გადასატენ იარაღში პოზიტიური ექსტრაქცცია ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი და უზრუნველყოფს იარაღის საიმედო მუშაობას. XT-22-ზე თუნდაც შედარებით ნელა საკეტის გახსნისას, თუნდაც გაუსროლელ ვაზნის ექსტრაქცია იყო ძალიან პოზიტიური და მასრა შორს მიფრინავდა . ალბათობა რომ მსროლელი არასაკმარისად ენერგიულად გადატენის საკეტს და მასრა გაიჭედება, ძალიან მცირეა. როგორც კლინტ სმიტი იტყოდა, იარაღის საკეტი არ არის თქვენი მეგობარი და ამიტომ ზედმეტად მას ნუ გაუფრთხილდებით. ყოველთვის ენერგიული და სწრაფი მოძრაობით გადატენეთ იარაღი.

დამზადების ხარისხი, დეტალების მორგების ხარისხი  XT-22-ზე არის სავსებით დამაკმაყოფილებელი. ერგონომიკა თუ არ ჩავთვლით მოუხერხებელ მჭიდის ღილაკს ასევე ძალიან კარგია. მარლინმა უარი უნდა თქვას მჭიდის ღილაკის ამ კონსტრუქციაზე, ხოლო მჭიდის ფიქსაციის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი გამოყენებულია რემინგტონ 597-ზე. ის ერთდროულად სწრაფია და ამავე დროს ღილაკი დაცულია უნებლიე დაჭერისგან. რაღაც ამდაგვარი მარლინმაც უნდა გამოიყენოს. მანამდე ფრთხილად იყავით არ დაკარგოთ მჭიდი ტყეში, რომელიც თან მარტო ერთი ცალი მოყვება.

მთლიანობაში პირველი შთაბეჭდილებები აღმოჩნდა როგორც ხვდებით საკმაოდ პოზიტიური. იდეაში ბიუჯეტური XT-22 არ ტოვებდა ზედმეტად „ბიუჯეტური“ იარაღის შთაბეჭდილებას. რეგულირებადი  სასხლეტის ქარხნული მდგომარეობაც იყო ძალიან კარგი. იარაღს მოყვა ჩინური წარმოების „Bauer“-ის 4×32 ძალიან საბაზისო ოპტიკური სამიზნე მარტივი “დუპლექსის” ტიპის ბადით. პრინციპში მე მირჩევნია იაფი ოპტიკა იყოს მაქსიმალურად მარტივი, რომ ნაკლები იყოს პრობლემების ალბათობაც. გარდა ამისა ასეთი სუსტი ოპტიკა გამოირჩევა დაბალი წონით და მცირე გაბარიტებით, ამიტომაც პირველ ეტაპზე გადავწყვიტეთ ამ „სკოპის“ დატოვება. თანაც ეხლა როდესაც სამწუხაროდ საქართველოში შეიზღუდა ოპტიკის და აქსესუარების იმპორტი, შესაძლბლობა იარაღის კასტომიზაციის მნიშვნელოვნად შემცირდა.  მეორადი იარაღის აქსესუარების ბაზარი საქართველოში ძალიან მცირეა, ხოლო გადამყიდველები ან თუნდაც მაღაზიები ვინც ვაჭრობენ ასეთი პროდუქციით, ძალზედ მცირე ასორტიემნტი აქვთ და როგორც წესი ფასი ძალიან გაბერილია. ეხლა „მაიმარკეტზე“ იყიდება ჩინური „ხარისის“ ბიპოდის ასლი 250 ლარად, მაშინ როდესაც „ამაზონზე“ ის 25-30 დოლარი ღირს. არაკეთილსინდისიერი გადამყიდველებისთვის ხუთმაგი ფასის გადახდაზე მსროლელმა ჩემი აზრით უნდა უარი თქვას და ამიტომაც ბიპოდის შეძენაზე უარი თქმა მოგვიწია. სამაგიეროდ სინთეტიკური კონდახი შევღებეთ და გამოვიყენეთ ლეგეენდარული „რემინგტონ M40A1“-ის „მაკმილანის“ კონდახის კამუფლირების სქემა. ეს იარაღი მე მახსოვს ჯერ იმ დროიდან, როდესაც „Delta Force”-ს ვთამაშობდი და იმ დროს ეს იარაღი ალბათ იყო ერთადერთი, სტანდარტული კამუფლირებით. კამუფლირება, გარდა იმისა, რომ ემსახურება პრაქტიკულ მიზნებს ასევე მნიშვნელოვნად გაალამაზა ჩვენი „მარლინი“. ჩვენ მოვიმარაგეთ სხვადასხვა ტიპის ვაზნები და როგოც კი ამინდები გამოვიდა, გავეშურეთ სასროლეთზე.

16776874_424821551193341_1878301149_o

სინთეტიკური კონდახის დიდი პლიუსი. მას არ ეშინია ნესტის და სიცივის. გარდა ამისა სინთეტიკური კონდახის მოდიფიცირება ძალიან ადვილია. 

სურათიდან როგორც ხედავთ, ადგილზე დაგვხდა ძალიან ცუდი პირობები. თოვლი. ყინვა. სასროლოსნო პოზიცია თოვლში ამოვთხარეთ. როგროც შეგვეძლო კომფორტულად მოვაწყვეტ და დავიწყეთ სროლა. ჩინური წარმოების გერმანული სახელით “ბაუერის” ოპტიკა სამწუხაროდ ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. ფოკუსის და ბადის სიმკვეთრის დარეგულირება მაგრად გართულდა. ლინზები ნორმალური იყო და ოპტიკა მსუბუქია, ეს არის მისი პლიუსები, შემდეგ მხოლოდ მინუსები წამოვიდა. 50 მეტრზე სროლა კიდე შესაძლებელი იყო, 100 მეტრზე უკვე ეს ოპტიკა პრაქტიკულად გამოუსადეგარი აღმოჩნდა, ეს უკვე მეორე ამ მოდელის “სკოპია” რომელიც გამოუსადეგარი აღმოჩნდა. მის სანაცვლოდ “მარლინზე” დავაყენეთ ასეთივე ბიუჯეტური “სკოპი” Bushnell 3×9. ეს ოპტიკა კარგია, იაფია, თუმცა გაბარიტული და შედარებით მძიმე. ის “ბაუერის” ოპტიკაზე 2-ჯერ ნაკლები ღირს და აქვს უფრო დიდი გადიდება, ბადის განათება და შესწორების მექანიზმიც მუშაობს უფრო ზუსტად. მისი ბადე იძლევა საშუალებას გამოიყენოთ მისი ელემენტები დამიზნებაში შესწორებებისთვის, მაგრამ ჯვარი ზედმეტად სქელია. მიუხედავად ამისა შაშხანა რასაც იტყვიან ამუშავდა და დაგვანახა თავის პოტენციალი. სამიზნედ ჩვენ ვიყენებდით ფერად საკანცელარიო  ფურცლებს 70×75 მმ-ზე. მათი განადგურება 100 მეტრის მანძილიდან და არც ისე მდგრადი პოზიციიდან არ წარმოადგენდა არანაირ პრობლემას იმ პირობით, რომ ვისროდით იმ ვაზნას რა ვაზნითაც იარაღი იყო მისროლილი. ვაზნის შეცვლისას თუ არ ვიცოდით რა შესწორება უნდა შეგვეტანა, ტყვია სამიზნეს არ ხვდებოდა. განსხვავება საწყის სიჩქარეში და ტყვიის წონაში 100 მეტრზე საგრძნობ სხვაობას იძლევა და ასეთ მანძილზე ასეთ სამიზნეზე სროლა შესაძლებელია იმ ვაზნით რა ვაზნაზეც იარაღი იყო გასწორებული, ან დამახსოვრება როგორ იცვლება მორტყმის საშუალო წერტილი კონკრეტული მუხტის გამოყენებისას. აქაც მოქმედებს მარტივი წესი: ნახე მუხტი, რომელიც ყველაზე ზუსტი და საიმედოა და შექმენი ამ ვაზნების მარაგი. ყველაზე კარგი ჯგუფი 100 მეტრზე იყო შთამბეჭდავი 25მმ მიღწეული იაფი Eley Sport ვაზნებით (ერთი “ფლაიერის” დამატებით ჯგუგი გაიზრდება 41მმ-მდე რაც მაინც კარგი შედეგია). კიდევ ერთი ჯგუფი იყო 46მმ, და ბოლოს 67მმ. სროლის პირობების და ოპტიკის შესაძლებლობების გათვალისწინებით ეს არის ძალიან კარგი შედეგი.  სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება გავტესტოთ იარაღი ლაბორატორიულ პირობებში. უამინდობის გამო ამ სტატიის პუბლიკაციაც გადაიდო თითქმის სამი კვირით. მიუხედავად ამისა ჩვენი აზრით “მარლინმა” დაგვანახა თავისი პოტენციალი და ის ნამდვილად იმსახურებს ხარისხიან ოპტიკას და არა ჩინურ სუროგატს. კარგი ოპტიკით ამ იარაღით შესაძლებელია .22lr-ის თანდაყოლილი სიზუსტის სრული ათვისება.

rwrwe78912

ვის როგორი მოსაზრებები აქვს სიზუსტეზე, მაგრამ იარაღი რომელიც ჯდება ათას ლარამდე და გაძლევს საშუალებას ყველაზე იაფი ვაზნით 100 მეტრზე მოარტყა სათამაშო კარტის ხელა სამიზნეს, ჩემი აზრით არის კარგი იარაღი.  კარგი ოპტიკით და ბიპოდით კიდე უფრო უკეთესი შედეგის მიღება არის შესაძლებელი. 

რას შევცვლიდი იარაღში? პირველ რიგში “მარლინმა” უნდა უარი თქვას ამ იდიოტურ გარეთ გამოშვერილ მჭიდებზე და მჭიდის ღილაკის ასეთ კონსტრუქციაზე. არანაირი აუცილებლობა არ არის რომ მჭიდი იყოს გარეთ გამოშვრილი. არის საფრთხე მჭიდის დაზიანების და ზარალდება იარაღის იერსახე. ღილაკი უნდა იყოს ისეთი რომ შესაძლებელი იყოს მჭიდის ერთი ხელის გამოყენებით მოხსნა. იარაღს ჭირდება ნამდვილი საღვედეები და ადგილი ბიპოდის დასაყენებლად. დანრჩენში ეს იარაღი არის ახლოს იდეალურთან. განსაკუთრებულ ქებას იმსახურებს ახალი სასხლეტი, პირველად ბიუჯეტურ იარაღზე ჩვენ დავინახეთ სასხლეტი, რომელიც არ ქმნიდა პრობლემებს, არ იყო ზედმეტად მძიმე და არ ქონდა “ხრაშუნის” შეგრძნება.

Marlin XT22VR არ ღირს იაფი. მაგრამ თუ გინდათ ზუსტი შაშხანის აწყობა ის არის კარგი ბაზა ამისთვის. მას არ ჭირდება გადაკეთებები, ჩარხვა და ბურღვა, როგორც ძველ საბჭოთა შაშხანებს. საკმარისია იყიდოთ კარგი “რინგები” და ოპტიკა და თქვენ გაქვთ ზუსტი შაშხანა. არც ბიპოდის დასაყენებელი ხრახნის დაყენება პლასტმასის კონდახზე არ არის დიდი პრობლემა. ნაკლებ ფასში შესაძლებელია საბჭოთა “ტოზის” ან “მც”-ს მოდიფიცირება მაგრამ საჭირო გახდება იარაღის კონსტრქუციის გადაკეთება თუნდაც ოპტიკის დასაყენებლად და ეს უკვე ითხოვს ოსტატის ჩარევას და გაცილებით მეტი დროც იქნება საჭირო.

“საიგა” – საბრძოლო იარაღის მოკრძალებული ასლი

Sunday, July 10th, 2016

წუთიერი დუმილით მინდა მოვიხსენიო ყველა ის ვისაც ქონდა იმედი თავისი „საიგის“ 2000 დოლარად გაყიდვის იმიტომ რომ ასეთი გუჟური ფასების დრო როგორც მინიმუმ ხანგრძლივი პერიოდით და როგორც მაქსიმუმ სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს. საქართველოში „ტაქტიკური ფორმატის“ საიგებზე ამხელა ფასის დღემდე რჩება ჩემთვის გამოცანად.  გასაგებია რომ ეს იარაღი დიდხანს არ შემოდიოდა საქართველოში მაგრამ იშვიათი ეს იარაღი არასდროს არ იყო. მითუმეტეს გაუგებარია ამხელა ფასის არსებობა, როდესაც უკვე წლებია იყიდება საქართველოში პრაქტიკულად ანალოგიური ჩეხური „ვზორები“, რომლებიც ღირს სამჯერ, ოთხჯერ უფრო ნაკლები და არაფრით ნაკლები არ არიან „საიგებზე“ და კიდე უფრო გაუგებარია როდესაც შესაძლებელია ქარხნული AR-15-ის ყიდვა უფრო იაფად. ბოლო დროს ასევე შესაძლებელია ბულგარული  BSR-ის ან „არსენალის“ ყიდვა და თუ პირველის შესახებ ნაკლები რამ არის ცნობილი „არსენალები“  ფრეზირებული რესივერებით და ცივად ნაჭედი ლულებით ძალიან ღირსეულად გამოიყურებიან. ეხლა რაც მთავარია ეს დრო როგორც ვთვქი წარსულს ჩაბარდა იმიტომ, რომ სახელგანთქმული „ნაღდი რუსული 2000 დოლარიანი საიგის“ ფასი იწყება 1250 ლარიდან. ჩემი დამოკიდებულება რუსული იარაღის მიმართ ალბათ ყველამ იცის. მე ვცდილობ არ ვიყიდო რუსული პროდუქცია. რუსული იარაღების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი. არც დიდად არ მახარებს ის ფაქტი რომ რუსული პროდუქციის იმპორტი ხორციელდება, მაგრამ მეორეს მხრივ თუ ვიღაცა დაიწყებს იარაღებთან გაცნობას და სროლას იაფი რუსული იარაღით ამაში ცუდი არაფერი არ არის. ასეა თუ ისე ჩვენ ძალიან ღარიბები ვართ რომ ვიყოთ პრინციპულები…

როგორც უკვე ვთქვი ფასი “საიგებზე” ეხლა  1250 ლარიდან იწყება. ბუნებრივია ღარიბ ქვეყანაში ყველაზე იაფი პროდუქცია ყველაზე კარგად იყიდება და 1250 ლარიანი “საიგა” როგორც ჩანს არის ბესტსელერი სხვა მოდელებს შორის. გარდა ტრადიციული 7.62×39  კალიბრისა ეს იარაღი ეხლა უკვე ხელმისაწვდომია უზომოდ პოპულარულ ჩვენთან .223 კალიბრში და ასევე მის საბჭოთა ანალოგ 5.45×39 კალიბრში. ჩვენი მოკლე ტესტირების ობიქტი არის სწორედ ასეთი „საბაზისო“ „საიგა 223“.

P1070490

ჩვენი ტესტირებისს ობიექტი, .223 კალიბრის „საიგა“, ლამინატის კონდახით და ტიბჟირით, პლასტმასის ტარით.  .223 კალიბრის საიგები გამოდის რუსეთში დაახლოებით 2002 წლიდან.

შეძენის დროს იარაღების დათვალიერებისას აღმოვაჩინეთ, რომ რკინის დამუშავების ხარისხი და შესაბამისად დაფარვის ტექსტურა ორი იდენტურ იარაღში აშკარად განსხვავდებოდა. არ ვიცი აღნიშნული რითი იყო განპიორბებული თუ არა სახელგანთქმული რუსული ხარისხის კონტროლით. იარაღის არჩევისას ტრადიციულად შევამოწმეთ ლულის არხი, სავაზნე, მართვის ელემენტების ფუნქციონირება და დენთის აირების კამერის განლაგება ლულაზე იმისთვის რომ დავრწმუნებულიყავით რომ იგი არ იყო გადახრილი, რაც არც ისეთი დიდი იშვიათობა „აკმოიდებისთვის“, დამახასიათებელი სხვათაშორის ნებისმიერი ქვეყნის წარმოების „კალაშნიკოვებისთვის“.

ჩვენი “საიგის” დაბალი ფასი განპირობებული იყო იარაღის უკიდურესად ღარიბული კომპლექტაციით. მუყაოს ყუთში იდო კარაბინი, საწმენდი ნაკრები ე.წ. „პენალი“, ცარიელი პლასტმასის ზეთის ბოთლი და რაც ყველაზე სამწუხაროა მხლოდ ერთი 10 ვაზნიანი შავი პოლიამიდის მჭიდი. “პიკატინები”, შავი პლასტმასის ფურნიტურა, დასაკეცი კონდახი და უფრო დიდი ტევადობის მჭიდები, ეგრევე ზრდიან ფასს. ჩვენ ბიუჯეტში შეზღუდულები ვიყავით და ამიტომაც ავირჩიეთ ყველაზე საბაზისო “საიგა .223″. ამ იარაღის სანადირო ვარიანტები კიდე უფრო იაფი ღირდა, მაგრამ ჩვენ ასეთი კონფიგურაცია არ გვაწყობდა.

ბევრმა არ იცის მაგრამ რუსებს აქვთ იდიოტური ტრადიცია სამოქალაქო იარაღის დამახინჯების. ამაში შედის შტიფტები გაყრილი ლულებში ბალისტიკური მარკირებისთვის და იგივე მიზნით გადაკეთებული (დადამღული) სავაზნეები, გეომეტრია შეცვლილი საბრძოლო ბჯენები, ხელოვნურად დასუსტებული “ვიკინგები” (რუსული წარმოების 9მმ-ნი პისტოლეტები) რომ ვერ ისროლოთ +P ვაზნები და სხვა წვრილმანი მავნებლობები, რომლებიც მიზნად ისახავენ: ა) შემცირდეს სამოქალაქო იარაღის საბრძოლო თვისებები და რესურსი; ბ) პრაქტიკულად გამოირიცხოს თავსებადობა სამოქალაქო და საბრძოლო იარაღებს შორის.

ჩვენი „საიგის“ შემთხვევაში აღნიშნული “მოდიფიკაციები” გამოიხატა იმაში, რომ თუ ჩემი .223 კალიბრის “Arsenal SAR-SF” უპრობლემოდ „იღებს“ AK-74-ის მჭიდებს იმ პირობით რომ 30 ვაზნიან მჭიდში 20 ვაზნაზე მეტს არ ჩავალაგებ, „საიგამ“ უარი განაცხადა ასეთი მჭიდის მიღებაზე ისევე როგორც „არსენალის’  .223 კალიბრის მჭიდი მას არ მოერგო. საკმარისია დაიჭიროთ გვერდი-გვერდ ორი მჭიდი და ეგრევე მიხვდებით რომ მჭიდის უკანა ბჯენის გეომეტრია განსხვავებულია ხოლო „საიგის“ მჭიდის წინა ნაწილი ასრულებს „რამპის“ ფუნქციას, რომელიც ნორმალურ იარაღში არის რესივერის ან ლულის განუყრელი ნაწილი. თანაც თუ სხვა იარაღში რამპა ფოლადის არის აქ ის პლასტმასის არის. რამდენხანს გაძლებს ეს დეტალი უცნობია თუმცა რაიმე პრეტენზიები ამ დეტალის მიმართ მე არ შემხვედრია. ბუნებრივია ყველაფერი ეს ქმნის სერიოზულ ლოგისტიკურ პრობლემას. სად იშოვოთ .223 კალიბრის „საიგის“ მჭიდები თუ ქვეყანაში აქამდე .223 კალიბრის საიგები პრაქტიკულად არ გაყიდულა?

არსებობს რამდენიმე გზა ამ პრობლემის მოგვარების, მათ შორის AK-74-ის მჭიდების მოდიფიცირება სადაც უნდა დაიქლიბოს an მჭიდის ბჯენი ან ბერკეტი იარაღზე რომელიც იკეტება მჭიდის ბჯენზე (მაშინ ორიგინალური მჭიდი აღარ გამოდგება), შემდგომ მჭიდის წინა კედლის „კემპით“ ამაღლებით და ქლიბვით. შეიძლება ასევე დამონტჟდეს „რამპა“ რესივერის შიგნით, რომელიც იყიდება ამერიკაში მაგრამ რა აზრი აქვს ამას თუ AK-74-ის მჭიდში 20-ზე მეტი .223 კალიბრის ვაზნა არ უნდა ჩადოთ მაინც. ამიტომ საუკეთესო გზა არის ორიგინალური მჭიდების ჩამოტანა ამერიკიდან. რასაც უნდა ჩამოტანის გზების ცოდნა, ფული და ლოდინი.

7898199

წინა პლანზე არის “საბრძოლო” მჭიდი. უკანა პლანზე – მოდიფიცირებული სამოქალაქო.  ”საიგები” იღებენ მხოლოდ სამოქალაქო ხოლო მაგალითად “ვეპრები” იღებენ “საბრძოლო” მჭიდებს. 

როგორც უკვე ვთვქი ჩემ „არსენალში“ 5.45-ზე გათვლილი მჭიდები უპრობლემოდ მუშაობენ. აშშ-ში გამოცემულ „კალაშნიკოვის“ ცნობარში მე ამოვიკითხე რომ როგორც წესი 10-ზე მეტი ვაზნა რომ ჩაალაგოთ ასეთ მჭიდში ვაზნები იწყებენ შიგნით გადაჯგუფებას და ვაზნის მჭიდიდან მიწოდება არ ხდება საიმედოთ, ამიტომ უკეთესი შედეგსითვის საჭიროა 5.45-ის მიმწოდებელი შეცვალოთ .223-ის მიმწოდებლით მაგრამ ვაზნები ფორმის ცვლილების გამო 20 22 ვაზნაზე მეტი მაინც არ ჩავა. ჩასვლით მეტი ვაზნა ნამდვილად არ ჩადის მაგრამ ორიგინალური მიმწოდებლით „არსენალში“ 5.45-ის მჭიდები საიმედოთ მუშაობენ. არც 5.45 კალიბრის BSR-ის პატრონს არ ექნება მჭიდების პრობლემა, ასე რომ  .223 კალიბრის „საიგების“ პატრონებმა უნდა შეუკვეთონ მჭიდები ამერიკიდან. სხვა გზა არ არის. მჭიდების თვალსაზრისით .223 კალიბრის “საიგა” ყველაზე რთული შემთხვევაა. მოკლედ დიდი მადლობა რუსებს იარაღის დამახინჯებისთვის. აღსანიშნავია, რომ 5.45 კალიბრის “საიგამ” მიიღო AK-74-ის მჭიდები და საიმედოთ იმუშავა, მხოლოდ ბოლო ვაზნის მიწოდება არ ხდებოდა და ტყვიის თავებს ეტყობოდა დეფორმაცია. ასეა თუ ისე მოდით შევთანხმდეთ, რომ კარაბინი ყველაზე საიმედოთ მუშაობს სპეციალურად მისთვის გათვლილი მჭიდებით. არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ ვუთხრა მადლობა “არსენალების” იმპორტიორს, იმისთვის რომ მოაყოლა ყველა იარაღს დამატებითი ორი ალბათ საუკეთესო ბულგარული “ვაფლის” 30 ვაზნიანია მჭიდები და ამისთვის არ მომთხოვა დამატებით ფულის გადახდა.

adapter1_zpsaddddddcdafd4

კიდევ ერთი ვარიანტია .223 კალიბრის “საიგაზე” მჭიდის ადაპტორის დაყენება რომელიც იძლევა  საშუალებას გამოიყენოთ AR-15-ის მჭიდები, რომლებიც უფრო იაფიც ღირს და უფრო ცშირად გვხდება გაყიდავში. 

სამწუხაროდ დამახინჯების თემა მჭიდებზე არ მთავრდება. მაგალითად, უკვე ტრადიციულად “საიგის” უკანა სამიზნე მოწყობილობა გათვლილია 300 მეტრზე სასროლად მხოლოდ. გარდა ამ შეზღუდვისა „სამოქალაქო“ “ცელიკი” უბრალოდ უშნოა და არაესთეტიური “საბრძოლო” “ცელიკთან” შედარებით. კარგი ამბავი ის არის, რომ როგორც წესი ნორმალური „ცელიკის“ შეძენა საქართველოში დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ ეს იქნება წმიდა კოსმეტიკური გაუმჯობესება, ვინაიდან უკანა სამიზნე მოწყობილობის ბაზა მაინც არ არის გათვლილი 300 მეტრზე მეტ მანძილზე  ცელიკის ამაღლებაზე.

დამახინჯებების თემა უნდა გავაგრძელოთ იმით, რომ უნდა გიამბოთ კიდევ ერთ საეჭვო პრაქტიკაზე. სამოქალაქო ხრახნილლულიანი იარაღს, რომელიც გამოდის რუსეთში გააჩნია ე.წ. “კრიმმეტკები” (криминальная метка, კრიმინალური დამღა). “კრიმმეტკა” არის ლულის ან სავაზნის კედლების დადამღვა იმისთვის რომ მასრამ ან ნასროლმა ტყვიამ მიიღოს უნიკალური დაზიანება (ბალისტიკური დამღა). ეს მაიმუნობა ხორციელდება რამდენიმე მეთოდით, მაგალითად ლულის გახვრეტა და შიგნნით შტიფტის ჩასმა რომელიც “დაკაწრავს” ტყვიებს (ხორციელდებოდა სამოქალაქო “სკს”-ებში), ასევე სავაზნის ფორმის შეცვლა რაც იწვევს გასროლილი მასრის დადამღვას (რგოლის ფორმის მასრის ყელზე “ტიგრებში”, ამობურცული ერთ ადგილას “საიგებში”) და ბოლოს, მოემზადეთ, ლულის გამოსასვლელთან  დამღის დარტყმა (“ვეპრებში”)!   ეხლა იარაღის ასეთი ფორმით დამახინჯებაზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია, ისევე როგორც ასეთი მეთოდით იარაღის მონიშვნის სარგებლიანობაზე, მაგრამ “რუსული რკინის” ფანატებმა უნდა იცოდნენ რა მაიმუნობებს აქვს ადგილი მათ იარაღზე.

შენიშვნა: წლების განმავლობაში კონსტრუქცია, მოდიფიკაციები და კრიმინიალური დამღების დატანის მეთოდები იცვლებოდა. როგორც წესი საექსპორტო და საშინაო ბაზრისთვის განკუთვნილ იარაღებს აქვთ ამ მხრივ განსხვავებები.  

7897950

“კრიმმეტკა” “ვეპრის” ლულაში (სურათზე მარჯვენა ზედა ნაწილში, ლულის არხში “ჩარტყმული”). 

6468980

“კრიმმეტკით” “მონიშნული” “საიგის” მასრა (მეორე მარცხნიდან) და “ტიგრის” მასრა (პირველი მარჯვნიდან)

შემდეგი „სიურპრიზი“ დაგვხდა იარაღის ვიზუალური დათვალიერებისას. რესივერის მარჯვენა მხარეს ტართან დავინახეთ რაღაც უცნაური გარეთ გამოშვერილი ღილაკი. ვა, გავიფიქრე მე, საკეტის შემაკავებელი? მაგრამ საკეტი რომ არ რჩება გახსნილი ბოლო ვაზნის გასროლისას? მაშინ რა ჯანდდაბაა ეს? ბოლოს გაირკვა რომ ეს არის ყურდაღება, მექანიკური საკეტის შემაკავებელი, რომელიც საკეტს აფიქსირებს ღია მდგომარეობაში მაგრამ ისე, რომ გაუშვათ საკეტი წინ ის ვაზნას არ მიაწოდებს!!!!! იმიტომ რომ ის ბლოკირებულ მდგომარეობაში არ არის ბოლომდე უკან გასული! ვაი თქვენს პატრონს უბედურს…

დამატებით დავადგინეთ რომ მოდელებზე დასაკეცი კონდახით თუ მცველი გახსნილია კონდახი არ დაიკეცება და თუ დაკეცე მცველი არ იხსნება. მექანიკური საკეტის შემაკავებელთან ერთად ეს ზომები არის განპირობებული რაღაც უსაფრთხოების სავალდებულო წესებით, რომელიც რუსეთში არსებობს. რა თქმა უნდა შესაძლებელია ეს შემაკავებელი ამოიღოთ და გადააგდოთ, როგორც ზედმეტი დეტალი მაგრამ რესივერში დარჩება ღია ადგილი….

P1070498

საკეტის მექანიკური შემაკავებლის ღილაკი .

P1070526

სურათზე არის 5.45×39 კალიბრის “საიგის” ლულის მოწყობილობა. ის ვიზუალურად გავს იგივე მოწყობილობას AK-74-ზე მაგრამ კედელი შიგნით რომელსაც ეჯახება დენთის აირები გამქრალია. კიდევ ერთი მაგალითი კარგი იარაღის ხელოვნურად გაფუჭების. 

მორიგი უცნაურობა ჩვენ “საიგაზე” ამჯერად ლულის ბოლოს არის განლაგებული. ყველაზე იაფ “საიგაზე” ერთი შეხედვით ლულას არ გააჩნია ლულის მოწყობილობის დაყენების შესაძლებლობა მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში ლულის ბოლოს ხრახნები არის, უბრალოდ მაგათზე ჯერ დახრახნილია რკინის ცილინდრი, რომელიც შემდგომ დამატებით და სრულიად ზედმეტად არის დაფიქისირებული შტიფთით, შემდეგ შედუღებული, გაპრიალებული და შეღებილი. რატომ??? რატომ არ შეიძლება უბრალოდ დაუყენო ლულას  ხრახნების მოსახსნელი დამცავი? როგორც ეს არის გაკეთებული მაგალითად „ვზორზე“? იმისთვის რომ მოხსნათ ეს სისულელე ლულიდან მე გირჩევთ ჯერ დინჯად გადააცალოთ დაფარვა ამ დეტალს რომ ნახოთ ზუსტად სად არის შტიფთი განლაგებული. შემდეგ ეს ადგილი ჩაქლიბოთ ისე რომ შედუღების ადგილი მოქლიბოთ რაც წესით ეს უნდა იყოს საკმარისი რომ ცილინდრი გათავისუფლდეს შტიფტისგან და მერე მოუშვათ და მოხსნათ ის ლულას. მე ეს მეთოდი წარმატებით გამოვიყენე, როდესაც 11.3 ინჩიან AR-15-ის ლულას მოვხსენი XM177 ტიპის გრძელი ალმქრობი, ამისთვის მე გამოვიყენე ჩვეულებრივი ქლიბი და მეტი არაფერი. ნახევარსაათიანი დინჯი მუშაობა იყო საკმარისი, რომ ფიქსირებული ალმქრობი მომეხსნა. ეხლა ამერიკელებმა ეს იმიტომ გააკეთეს რომ პერმანენტულად დამაგრებული ლულის მოწყობილობა ითვლება ლულის სიგრძეში და ასე 11.3 ინჩიანი ლულა გახდა 16.5 ინჩიანი, რაც ნიშნავს რომ ის თავისუფლად იყიდება და არ არის საჭირო სპეციალური ნებართვა. „საიგაში“ იგივე მეთოდით ლულაზე რკინის ცილინდრის დამაგრება რომელიც არ ცვლის ლულის სიგრძეს ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

P1070496

“საიგის” ლულის დაბოლოება. ”საიგა 223-ის” ლულის ტვისტი არის უნივერსალური 1:9. 

როგორც უკვე ვთქვის ხარისხი არის რუსული წარმოების იარაღის სუსტი წერტილი, ამიტომ შეძენისას “საიგა” უნდა ძალიან დიდი ყურადღებით დაათვალიეროთ.  ლულა უნდა იყურებოდეს სწორად, ხანდახან წინა “ტრუნიონი”, რკინის ბაზა რომელიც მაგრდება დაბეჭდილ რესივერში არ ზის სწორად და ლულაც გადახრილია. წინა სამიზნე მოწყობილობის ბაზა უნდა იყოს სწორად დაყენებული ლულაზე და არ უნდა იყოს გვერძე გადახრილი. რუსები თვლიან რომ “საიგის” ლულის დიამეტრი ყიდვამდე უნდა გადამოწმდეს სპეციალური კალიბრით იმისთვის რომ დავრწმუნდეთ, რომ ლულის არხის სისქე არ იცვლება. გადაკვრები ანუ როდესაც ლულის არხი გარე ზემოქმედების შედეგად ვიწროვდება, მეტ წილად გვხვდება სავაზნესთან და იმ ადგილებში სადაც ლულაზე არის წამოცმული დენთის აირების კამერა და წინა სამიზნე მოწყობილობის ბაზა. გარდა ამისა ფორუმებზე გადააწყდებით უმრავ “ხორორ” ისტორიებს, რომელიც უაკვშირდება “საიგების” ხარისხს, მაგალითად მთლიანად გადახურულ დენთის აირების ნასვრეტებზე და ასე შემდეგ. ყველა ამ ისტორიის და შემთხვევის აქ მოყვანას აზრი არ აქვს, გული გაგიხდებათ ცუდათ. რა თქმა უნდა ასევე აუცილებელია მართვის ელემენტების მუშაობის გადამოწმება, მცველი, სასხლეტი, მჭიდის ღილაკი უნდა მუშაობდნენ მკაფიოდ ზედმეტი წინაღობის და ძალის დატანების გარეშე. რაც უფრო მეტს ვკითხულობდი “საიგის” არჩევაზე მით უფრო კარგად მახსენდებოდა ჩემი ახალგაზრდობა, როდესაც რუსულ მანქანები ჯერ კიდევ ბევრი იყი. ეს მანქანა ჩემი ძმა ტოლიატის ინჟინერმა თავისთვის ააწყო და მერე ფული დაჭირდა და გაყიდა….

სროლისას არაფერი განსაკუთრებული სიურპრიზი არ ყოფილა. მცველი არ იყო ზედმეტად ხისტი, სასხლეტი ტიპიური „კალაშნიკოვის“, ერთ საფეხურიანი, ცოტა გრძელი სვლით მაგრამ სწრაფი სროლა იყო ადვილი. მჭიდი ძნელად თავსდებოდა იარაღში, რაც პრინციპში არ არის გასაკვირი ახალი იარაღისთვის. .223 მაღალწნევიანი ვაზნაა და ამიტომაც ლულის ალი საკმაოდ დიდი იყო. .223-ში კომპენსატორის გამოყენება არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მაგრამ ალმქრობი ჩემი აზრით აუცილებელია.

P1070491

“სიგის” მარცხენა მხარე, რესივერზე დაყენებულია ოპტიკის კრონშტეინის სამაგრი ადგილი. საღვედეები ასევე მარცხენა მხარეს არის, რაც ცაციებს პრობლემებს შეუქმნის. 

კონდახი სასტიკად მოუხერხებელია. ვიწრო და მოკლე, რკინის „პლატით“. ეს კონდახი უნდა შეცვალოთ, მოხსნათ და გადააგდოთ თუ არ აპირებთ „საიგის„ უროდ გამოყენებად, კარებების შემტვრევის მიზნით.   სხვათაშორის არსებობს პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს კონდახის ხრახნის მიდუღებას, იმისთვის რომ იდეაში არ მოხდეს იარაღის დამოკლება მისი მოხსნით. როგორც ყველა მაიმუნობა, ამასაც არანაირ აზრი არ აქვს ვინაიდან თუნდაც შედუღებული ვინტის მოხსნა შესაძლებელია ან ბოლოს და ბოლოს შესაძლებელია კონდახის მოხერხვა. შავი პლასტმასის სახელური უბრალოდ შავი პლასტმასის სახელურია და მეტი არაფერი. ის ასევე ჯობია შეცვალოთ უფრო ერგონომიული მოდელით.

დაშლისას თავი იჩინა დენთის აირების მილის ფიქსატორმა, რომელიც ძალიან ძნელად იხსნებოდა. თხელი რკინის რესივერის ხუფის დაყენებისას კიდევ ერთხელ მოვიხსენიეთ „ბრძენი“ რუსები. დეტალების დამუშავება ტიპიურია რუსული იარაღისთვის. ინსტრუმენტების კვალი რკინას ეტყობა მაგრამ შესრულება მისაღებია. ლულის არხის, სავაზნე და დგუში ქრომირებულია.  იარაღი ჯერ ფოსფატირებულია, შემდგომ შეღებილია შავი საღებავით, ისევე როგორც საბრძოლო “კალაშნიკოვები”.

P1070502

“საიგის” რესივერი შიგნიდან

რაც მთავარია სროლისას არ ყოფილა დაბრკოლებები. იარაღმა მოინელა მთლიანად გარსით დაფარული და ექსპანსიურ ტყვიებიანი ვაზნები. ექსტრაქცია იყო პოზიტიური. გასროლილ მასრებს აღენიშნებოდა საფირმო დეფორმაცია კედლის მხარეს, დამახასიათებელი ყველა „კალაშნიკოვის“ ტიპის იარაღისთვის.  როგორც ამას ველოდით იარაღი იყო კონტროლირებადი, უკუცემა უმნიშვნელო. კონდახი საშინლი. აღსანიშნავია, რომ იარაღი არ იყო მისროლილი ქარხნულად. 100 მეტრზე ტყვიები მოხვდა მაღლა და მარცხნივ.

პირობები ხელს არ გვიწყობდა რომ გვესროლა სიზუსტეზე. წოლიდან სროლისას ჯგუფმა შეადგინა 14 სმ, ვაზნით 62 გრანიანი ტყვიით. სროლის პირობები არ იყო კარგი და საყრდენის გარეშე სროლისთვის შედეგი მისაღებია. სამწუხაროდ მოწყობილი სასროლეთი არ არსებობს და აკადემიური შედეგების მიღებას ჭირდება დრო და ცოტა გამართლებაც, რომ პირობები ხელს გიწყობდნენ. ჩემი აზრით ღია სამიზნით, კარგ პირობებში და კარგი ვაზნით ასეთმა იარაღმა უნდა ისროლოს 70-80მმ-ნი ჯგუფები 100 მეტრზე. მეტს იარაღს თხელი ლულით, დაბეჭდილი თხელი რესივრით, თავისუფალი სავაზნით და ორ რიგიანი მიწოდებით უბრალოდ ვერ მოთხოვთ. „პასპორტში“ მითითებულ სიზუსტეს ყურადღება არ მიაქციოთ. ან მოხნსენიებული შედეგი განიხილეთ როგორც მინიმუმი ამ იარაღისთვის. როგორც წესი რეალობაში „საიგები“ ბევრად უკეთეს შედეგს აჩვენებენ პასპორტში მითითებულ ციფრებთან შედარებით.

მთლიანობაში “საიგამ” დატოვა დადებითი შთაბეჭდილება. 2000 დოლარის გადახდა ასეთ იარაღში არის სრული სისულელე. 1200-1500 ლარი არის მისაღები ფასი ახალ კარაბინში, იმის ფონზე რომ სარდაფში აწყობილი “კალაშნიკოვები” საქართველოში იყიდებოდა 2000 ლარზე მეტ ფასად. რატომ არ ხდება “საიგების” მოდერნიზაცია ჩემთვის უცნობია, თუნდაც უკეტესი ფურნიტურის დაყენებით ან ერგონომიკის გაუმჯობესების მიზნით. ალბათ იმიტომ რომ არ უნდათ მისი გაძვირება, იმიტომ რომ ხარისხი თუნდაც გაუმჯობესებული “საიგის” ისევ იქნება დაბალი. რატომ უნდა გააუმჯობესო ის რაც ისედაც იყიდება, საკმარისად არის ხალხი რომელიც დახუჭული თვალებით იყიდის “საიგას” მხოლოდ იმიტომ რომ მას აწერია сделано в России. “კალაშნიკოვის” გაუმჯობესებაზე ბევრი მწარმოებელი მუშაობდა, აღსანიშნავია, რომ უმეტესობა დაუბრუნდა ფრეზირებულ რესივერებს, ისრაელი და ფინეთი, რომლებიც უშვებენ “კალაშნიკოვის” კლონებს ასე გააკეთეს, ებრალები თავიდანვე ხოლო ფინელებმა შეცვალეს “ვალმეტები” დაბეჭდილი რესივერებით ახალი RK 95 TP-ით რომლებსაც უკვე ფრეზირებული რესივერები აქვთ.  ბევრი კლონიც გამოშვებული აღმოსავლეთ ევროპაში იყენებს უფრო სქელ მეტალის ფირფიტებს. შეიძლება უკვე ძალიან გვიანიც არის და როგორც ეხლა “მოსინს” არ უშველის კარგი კონდახი ისე “კალაშნიკოვის” გაუმჯობესებაზე ფიქრი უკვე გვიანია, ხოლო იაფი და პოპულარული კლასიკა მაინც გაიყიდება და ყოველთვის ექნება თავისი ნიშა ბაზარზე.

AK-Alpha

“ეუროსატორი 2016-ზე” Kalashnikov USA-ს მიერ წარმოდგენილი AK Alpha არის Galil ACE-ის იდეის გამეორების მცდელობა. იარაღი, რომელიც იყენებს “კალაშნიკოვის” ავტომატიკის სქემას მაგრამ უფრო თანამედროვე ერგონომიულ ფორმატში. დრო გვაჩვენენს იქნება თუ არა ეს იარაღი წარმატებული მითუმეტეს როდესაც “გალილები” უკვე იწარმოება და იყიდება. არსებული ინფორმაციით “ალფა კალაშნიკოვის” შექმნაში ებრაელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ. “იჟმაში” დარჩა ისევ თამაშგარე მდგომარეობაში.

shooterscentral.ge დასკვნა: “საიგა” არის ხელოვნურად “გაფუჭებული” “კალაშნიკოვის” სამოქალაქო ვერსია, საწყისი დონის ტაქტიკური კარაბინი და მისი მთავარი ძლიერი მხარეებია ფასი და სისტემის თანდაყოლილი საიმედოობა. შეძენისას იარაღი უნდა დეტალურად შემოწმდეს ქარხნული წუნების აღმოჩენის მიზნით. თავის “ქარხნულ” ვარიანტში, იმ პირობით რომ იარაღი თავისუფალია წუნებისგან ის შეიძლება განიხილოს როგორც ბაზა “ტაქტიკური კალაშნიკოვის” აწყობისთვის. თუ კალიბრი (ფასი, ხელმისაწვდომობა) პრობლემას არ წარმოადგენს, საუკეთესო ვარიანტია მოდელი გათვლილი 5.45-ზე. 7.62 და .223 კალიბრებში ბევრად უკეთესი ალტერნატივები არსებობს მათ შორის 7.62 კალიბრის რომლებიც თანაც უფრო იაფიც ღირს .

vpo-136k

თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, ყველაზე ნაკლებად დამახინჯებული რუსული წარმოების სამოქალაქო “კალაშნიკოვი” არის “მოლოტის” წარმოების ВПО-136 Вепрь-КМ. ეს იარაღი არის კალსიკრუი “კონვერსიული” იარაღი, ანუ წარსულში სამხედრო AKM, რომელშიც გაუქმებულია ავტომატური ცეცხლი9ს წარმოების საშუალება. დანარჩენში ეს არის საბჭოთა წარმოების “კალაშნიკოვი”, რომელიც გადაეცა “მოლოტს” ძველი იარაღების მარაგების შემცირების ფარგლებში. 

 

ჩვენი ტესტი – AKC-74У

Wednesday, June 1st, 2016

aksu22

პირადად ჩემთვის „ბნელი 90-ები“ და თბილისის ომი ანუ პრაქტიკულად მთელი ჩემი ბავშვობა ასოცირებულია „კალაშნიკოვის“ ავტომატებთან. იარაღები მე ბავშვობიდან მიზიდავდა და ამიტომაც სკოლის რვეული ავსებული მქონდა იარაღების ნახატებით სადაც დომინირებდა ერთი, უჩვეულოდ მოკლე, უცნაური „ლულით“ და არა პროპორციულად დიდი მჭიდით. ცხადია ასე მე აღვითქვავდი 5.45 კალიბრის AKC-74У-ს, რომელი თავისი კომპაქტური ზომების გამო დიდი პოპულარობით სარგებლოდა იმ დროს თბილისში მოქმედი არარეგულარულ შეიარაღებულ ფორმირებებში, ბანდებში თუ სხვაგვარ შეიარაღებულ დაჯგუფებებში. „რეიბანები“, „ტელნაშკა“ და „აკსუ“ 45 ვაზნიანი მჭიდით იყო „რემბოს“ აუცილებელი ატრიბუტები, “სტეჩკინთან” ერთად. მოგვიანებით, როდესაც ჩემი დაინტერესება გადაიქცა გატაცებად მე დავიწყე რუსული სპეციალიზირებული ჟურნალების კითხვა. აღნიშნულ გამოცემებში განსაკუთრებით “Soldier of Fortune”-ის რუსულ გამოცემაში ჯერ კიდევ ღიად და პირდაპირ წერდნენ ჩეჩნეთის ომზე, ღალატზე, კორუფციაზე, გენერლების სიბეცეზე. საბრძოლო გამოცდილებაზე და რაღა თქმა უნდა იმ დროს საშტატო იარაღის საბრძოლო პირობებში გამოყენებაზე. წაკითხულიდან გამომდინარე მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ AKC-74У დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. ამის პარალელურად არ წყდებოდა დებატები 5.45×39 კალიბრის ავკარგიანობაზე ძველ ნაცად 7.62×39-თან შედარებაში. რომ შევაჯამო იმ დროინდელი გამოხმაურებები, გამოდიოდა, რომ AKC-74У ადვილად ხურდებოდა, არ გამოირჩეოდა სიზუსტით ხოლო 200 მეტრის ზევით მისი ვაზნა იყო არაეფქტური.

გავიდა წლები, შესაძლებელი გახდა იარაღების შეძეენა, ჩემ ხელში გაიარა ათობით იარაღმა და ერთ 20xx წლის ცხელ ზაფხულს მე მომეცა საშუალება ახლოს გამეცნო AKC-74У, იარაღი რომელიც აქამდე ჩემთვის მიუწვდომელი იყო. ამ სტატიაში მე შემოგთავაზებთ ჩემ შეხედულებას ამ უდაოდ საინტერესო იარაღზე.

მე არ ვაპირებ აქ AKC-74У-ს შექმნის ისტორიის მოყოლას. აკრიფეთ გუგლში იარაღის სახელი და თქვენ განკარგულებაში იქნება ტონობით მასალა რომელიც დეტალებში აგიღწერთ საბჭოთა/რუსული იარაღის შექმნის ისტორიას. ამ ისტორიის გამეორება არ არის ჩემი მიზანი, ჩემი მიზანია შევაფასოთ აღნიშნული იარაღი მსროლელის თვალსაზრისით და გავარკვიოთ რას წარმოადგენს ის რეალობაში.

AKC-74У მიღებული იყო შეიარაღებაში 1980 წელს და ის უნდა ყოფილიყო მედესანტეების და საბრძოლო გათვლების, მანქანების ეკიპაჟების საშტატო შეიარაღება. იარაღი მაქსიმალურად უნიფიცირებული იყო იმ დროს შეიარაღებაში მყოფ AK-74-თან, რამაც პრინციპში განაპირობა ამ იარაღის უცნაური სახელის „მოდერნ“-ის მქონე კონკურსში გამარჯვება. დრაგუნოვის, სიმონოვის და სტეჩკინის მიერ წარდგენილი ავტომატები გამოირჩეოდნენ ორიგინალური კონსტრუქციით მაგრამ მათ არ ქონდათ არაფერი საერთო  AK-74-თან გარდა რა თქმა უნდა კალიბრისა.

AKC-74У არ ან ვერ გახდა საბრძოლო ნაწილების შეიარაღების ნაწილი მაგრამ გახდა სტანდარტული შეიარაღება იმ პერსონალის რომელი უშუალოდ არ იღებდა მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში. ავღანეთის ომში AKC-74У ასევე იყენებდნენ სამხედრო პილოტები რომლებსაც არ აკმაყოფილებდათ სტანდარტული 9მმ-ნი “მაკაროვები”. მტრის ზურგში მოჯახედების წინააღმდეგ პისტოლეტი იქნებოდა უძლური, ტყვედ ჩავარდნა ნიშნავდა სიკვდილს წამებით ხოლო მოკლე AKC-74У მცირე შანს აძლევდა მფრინავს გაეძლო სამაშველო ჯგუფის მოსვლამდე.

„აკსუ“ გაცილებით უფრო პატარაა და მსუბუქი ვიდრე AK-74. მისი მასა (ბრჩხილებში მოყვანილია AK-74-ის მონაცემები) 2.7 კგ (3.3კგ) ცარიელ დმგომარეობაში და 3 კგ (3.6) სავსე მჭიდით. ლულის სიგრძე 206.5 მმ (372 მმ). ხრახნების ბიჯი 1:200-დან შეიცვალა 1:160-ზე მოკლე ლულაში ტყვიის უკეთესი სტაბილიზაციის მიზნით. გამოცხადებული ტყვიის საწყისი სიჩქარე არის 713 მ/წ-ში ( 910 მ//წ-ში). სროლის ტემპი 700 გასროლა წუთში (650) გვერძე მოკეცილი ლითონის დუგლუგით AKC-74У-ს სიგრძე სულ რაღაც 490მმ-ია.  შედარებისთვის დაკეცილი კონდახით 9მმ-ნი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ “უზის” სიგრძე 470 მმ-ია.

kasri

ლულა აღჭურვილია მასიური „კასრით“, რომლის ფუნქცია არის ლულის ალის შემცირება ხოლო მეორე ვერსიით ავტომატიკის მუშაობის საიმედოობის გაზრდა, თუმცა „აკსუ“ და ავტორის კუთვნილი 5.56 კალიბრის „არსენალი SAR-SF” მოხსნილი ლულის მოწყობილობით უპრობლემოდ მუშაობდნენ. ასეთი “ბუსტერის” გამო იარაღის შიგნით შედარებით მეტი ნამწვავი ხდება რაც კოროზიული ვაზნების გამოყენებისას საჭიროებს უფრო ყურადღებიან მოვლას. 

ძალიან მომეწონა რესივერის (სალულე კოლოფის) ასახდელი ხუფი, დამაგრებული რესივერზე. დენთის აირების კამერა შესრულბულია წინა სამიზნე მოწყობილობის ბაზასთან ერთად და მისი კუთხე 90 გრადუსია განსხვავებით 45 გრადუსიანი კუთხიდა ადრინდელ “კალაშნიკოვებზე”. ხუფზე მიდუღებულია L-ფორმის ორ პოზიციანი უკანა სამიზნე მოწყობილობა. პოზიცია „П“ –постоянный გამოიყენება 350 მეტრამდე სროლისთვის ხოლო მერორე პოზიცია 350 მეტრზე ზევით მანძილებზე სასროლად. წინა სამიზნე მოწყობილობა (ისევე როგორც უკანა) დაცულია გვერდებიდან და მისი რეგულირება შესაძლებელია ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეებში. „აკსუ“-ს სამიზნე მოწყობილობების დადებით მხარეებს განეკუთვნება სამიზნე მოწყობილობების მარტივი საბრძოლო კონფიგურაცია, უარყოფითებს, უკანა სამიზნე მოწყობილობა ძალიან ვიწროა, შუქს ცუდათ ატარებს და ამიტომ საშუალო მანძილებზე მისი გამოყენება გართულებულია, ახლო მანძილებზე გამოცდილი მსროლელი გამოიყენებს დამიზნების სხვა ტექნიკას როდესაც დამიზნება ხდება ინსტინქტურად, სილუეტით ან სამიზნე მოწყობილობების სილუეტების გამოყენებით. ახალბედა მსროლელი ცხადია დიდ სირთულეებს წააწყდება თუ შეეცდება ახლო მანძილებზე ცუდად ხილვადი „მუშკა-ცელიკის“ “ტრადიციული” წესით გამოყენებას.  საბჭოთა კავშირში არ აღიარებდნენ დიოპტრებს არა და დიოპტრი განიერი ნასვრეტით იქნებოდა იდეალური ამ იარაღისთვის და ჩემი აზრით საგრძნობლად გაზრდიდა სროლის ეფექტურობას.  იდეაში „აკსუს“ კომპლექტში უნდა მოყოლოდა მოწყობილობები რომლებიც მაგრდებოდა იარაღზე და იძლეოდა ღამით სროლის საშუალებას მაგრამ რეალურად ასეთი მოწყობილობები მგონი არავის არ უნახავს.

დენთის აირების მილი ჭკვიანურად ფიქსირდება თავის ადგილას პინით, რომელსაც წევს წინ სალულე კოლოფის ხუფი დახურულ მდგომარეობაში. ახადეთ ხუფი და დენთის აირების მილიც მზად არის მოსახსნელად, შესაბამისად AKC-74У-ს დაშლა გაცილებბით ადვილია. არ არის დახურვისას საჭირო ხუფის გასწორება  და არ არის დენთის აირების მილის ჩამკეტი, რომელიც ხშირად გახსნა ჩაკეტვისას საჭიროებს რამე მყარი საგნის დახმარებას. ამ მხრივ „აკსუ“ შეიძლება ითქვას გაცილებით უფრო ელეგანტურია და მოსახერხებელი.

ისევე როგორც AK-74 “აკსუ” რკინის დეტალები ფოსფატირებულია და შემდგომ გაჟღენთილია თერმო-გამძლე ლაკით. ასეთი კომბინირებული დაფარვა გამძლეა და კარგად იცავს იარაღს კოროზიისგან.

aksu05

პროტოტიპებში „აკსუს“ ქონდა ზევიდან დასკეცი კონდახი მაგრამ საბოლოო ჯამში მას ერგო “AKC”-ის სტანდარტული მარცხნიდან მოსაკეცი ლითონის დუგლუგი, რომელიც არის ზომიერად ერგონომიული და ამავე დროს უკიდურესად გამძლე.  ასევე მისი წყალობით შესაძლებელია „აკსუ“-ზე ქვედა ტიბჟირის გამოცვლა, ვერტიკალური სახელურის დაყენება. სამაგიეროდ შეუძლებელი გახდა გვერდიდან ოპტიკის მონტაჟის შემთხვევაში დუგლუგის დაკეცვა.   

გარდა სტანდარტულთან შედარებით დამოკლებული საკეტის ჩარჩოსა და დგუშისა, AKC-74У-ს კონსტრუქციიდან ასევე ამოიღეს “ჩახმახის შემაკავებელი”, რომლის ჩახმახის დაცემის „გადაავადების“ წყალობით საკეტს ეძლევა საშუალება საიმედოთ ჩაიკეტოს სავაზნეზე (დაწყნარდეს) და მხოლოდ მას მერე ჩახმახი ურტყავს დამრტყმელს და ხდებოდა მორიგი გასროლა.  იმისთვის რომ გამოირიცხოს ჩახმახის დარტყმა სასხლეტზე უკან მისვლისას „აკსუს“ დამრტყმელ სასხლეტ მექანიზმში გაჩნდა ჩახმახის მოძრაობის შემზღუდველი.

AKSNATSILEBI

მართვის ელემენტების განლაგების მხრივ AKC-74У AK-74-ის იდენტურია და ამ მხრივ იზიარებს ყველა იმ ნაკლს რაც ზოგადად გააჩნია “კალაშნიკოვის” სქემას. მარჯვნივ განლაგებული საკეტის სახელური შესრულებული საკეტთან ერთად, იგივე მხარეს განლაგებული მოუხერხებელი მცველი-სელექტორი. სელექტორის ზედა მდგომარეობა უდრის მცველს, შუა ავტომატურ, ქვედა ერთჯერად ცეცხლს. აღნიშნული განხორციელებულია განგებ, იმის გათვალისწინებით რომ სტრესულ სიტუაციაში ჯარისკაცი სელექტორს დააყენებს უკიდურესად ქვედა მდგომარეობაში და თუ ეს იქნება ჯერებით სროლის რეჟიმი აღნიშნული გამოიწვევს ვაზნების მარაგის სწრაფ უკონტროლო გახარჯვას. ამიტომ იარაღი, რომ „აიძულოთ“ ისროლოს ჯერებით საჭიროა უფრო დაფიქრებული მოძრაობა და სელექტორის შუა მდგომარეობაში დაყენება. სულ ეს არის. იარაღი კიდე უფრო მარტივი ჩანს ვიდრე “AK-74″!

akboltface

მასიური ექსტრაქტორის გამოყენება განპირობებულია იმით, რომ “კალაშნიკოვბი” არ იყენებენ სქემას მასრის წინასწარი ექსტრაქციით. 

ალბათ ყველას გაგვიგია  „აკსუს“ სიზუსტეზე უფრო სწორედ მის არ არსებობაზე. ერთის მხრივ გასაგებია საიდან მოდის ეს მოსაზრება, იარაღას აქვს დაახლოებით 10 სანტიმეტრით შემოკლებული სამიზნე ხაზი, მოკლე ლულა. AKC-74У აშკარად არ არის შექმნილი ზუსტი სროლისთვის ხოლო საბჭოთა ჯარის შესაბამისი სახელმძღვანელოს მიხედვით დასაშვებია 15სმ-ნი გაფანტვა 100 მეტრზე. შედარებისთვის 9მმ-ნი Heckler&Koch MP5 იგივე მანძილზე ისვრის თითქმის ორჯერ უკეთესი შედეგით რაღა ვთქვათ კარაბინებზე….

სანამ სიზუსტის დასადგნად იარაღის ტესტირებას დაიწყებთ დარწმუნდით რომ ის მისროლილია. AKC-74У-ს მისასროლად უნდა იცოდეთ რომ წინა სამიზნე მოწყობილობის გადაწევა ჰორიზონტალურ სიბრტყეში 1მმ-ით, გადაწევს მოხვედრის საშუალო წერტილს 100 მეტრზე 37სმ-ით. წინა სამიზნე მოწყობილობის ერთი სრული დატრიალება გამოიწვევს მოხვედრის საშუალო წერტილი გადანაცვლებას ვერტიკალურ სიბრტყეში 28 სმ-ით 100 მეტრზე. საბჭოთა ჯარში „აკსუ“ ითვლებოდა ვარგისად თუ 4 ან 3 მორტყმის დიამეტრი ოთხი გასროლიდან შეადგენდა არა უმეტეს 15 სმ-ს 100 მეტრზე, ხოლო საშუალო მოხვედრის წერტილის გადახრა დამიზნების წერტილიდან არ აღემატებოდა 5 სმ-ს. გასათვალისწინებელია რომ ინსტრუქციით იარაღი უნდა გასწორდეს 100 მეტრზე, მაგრამ გამოცდილი მსროლელი/ჯარისკაცი იარაღს გაასწორებს ისე რომ მიიღოს მაქსიმალურად სწორი ტრაექტორია მინიმალური გადახრებით რაც მისცემს მას საშუალებას ისროლოს ეფექტური სროლის მთელ მანძილზე მინიმალური შესწორებებით.

5,45traj

აღნიშნული ცხრილები მომზადებულია “ჰორნადის” ბალისტიკური კალკულატორით და შედგენილია როგორც ილუსტრაცია ოპტიმალური “განულების” მანძილის მაგალითის. (მე არ ვარ ბალისტიკური კალკულატორის გამოყენების დიდი სპეციალისტი ასე რომ კრიტიკას კომენტარებში მხოლოდ მივესალმები)

aksamxaz

უკანა სამიზნე მოწუობილობა გადაწეულია მსროლელის თვალისკენ, მაქსიმალური სიგრძის სამიზნე ხაზის მიღების მიზნით.

რა თქმა უნდა ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა ჯერებით სროლა. ჯერებით სროლას აქვს აზრი უკიდურესად მოკლე მანძილებზე და ამ რეეჟიმში სროლის ეფექტურობის გაზრდაზე დღემდე თავს იმტვრევენ ყველა წამყვანი სამხერდო იარაღის მწარმოებელი კომპანიები. ჩვენ უპრობლემოდ “დავამუღამეთ” სამ გასროლიანი ჯერები, მაგრამ 15-20 მეტრზე სროლისას შედეგი არც თუ ისე სახარბიელო იყო. პირველი ტყვია ხვდებოდა სამიზნეს ცენტრში, მეორე მაღლა და მარცხნივ (სროლა ხორციელდებოდა მარცხენა მხრიდან) და მესამე ტყვია ცდებოდა სამიზნეს. როგორც ჩანს ლული მოწყობილობა დიდად ვერ ასრულებდა კომპენსატორის ფუნქციას ხოლო დამოკლებული საკეტის ჩარჩო და დგუში მაინც იმდენად მძიმე იყო რომ უკუცემა მაინც დიდი იყო. შედარებისთვის იგივე მანძილიდან Bushmaster XM-15 გადაყვანილი დგუშიან სქემაზე სტაბილურად არ გამოდიოდა სამიზნის ცენტრიდან. მხოლოდ სილუეტის ძირში დამიზნებით ჩვენ ვაღწევდით იმას რომ საბჭოთა იარაღიდან სამივე ტყვია სამიზნეს ხვდებოდა მაგრამ გაფანტვა იყო საკმაოდ დიდი. დაახლოებით იგივე შედეგი მივიღეთ AKС-74-დან სროლისას რომელიც უფრო დახვეწილი სალულე მოწყობილობით იყო აღჭურვილი. მე არ ვარ დიდი სპეციალისტი ჯერებით მსროლელ იარაღში მაგრამ ჩემი აზრით ორივე იარაღის სიზუსტის გაუმჯობესების შეასძლებლობები არსებობს სროლის ტემპის შემცირებით და უფრო ეფექტური სალულე მოწყობილობების გამოყენებით. უკანასკნელი დასტურდება იმ ფაქტით, რომ რუსული „სპეცურა“ მასიურად ცვლის საშტატო ლულის-მუხრუჭებს/კომპენსატორებს უფრო ეფექტური უცხოური მოდელებით.

ერთჯერადი გასროლებითAKC-74У-ს კონტროლთან პრობლემები არ იყო. იარაღი ზომიერად ზუსტი იყო 100 მეტრზე სროლისას და ჯდებოდა უპრობლემოდ 15 სმ-ან „ნორმატივში“. ჩემი აზრით 5.45-ს გაცილებით უფრო უკეთესი თანდაყოლილი სიზუსტე აქვს ვიდრე 7.62×39-ს.

არსებობს მოსაზრება რომ 200 მეტრის ზევით AKC-74У “ვერ” ისვრის. არ დაიჯეროთ. ჩვენ ვისროდით 450 მეტრის მანძილზე. ქარის არ არსებობის შემთხვევაში 10 გასროლიდან 3-4 ხვდებოდა ადამიანის ფიგურის ფორმის სამიზნეს. კარგი განათების პირობებში ვიწრო „შაშხანის“ სტილის სამიზნე მოწყობილობები უკვე მსროლელზე მუშაობენ და არა პირიქით. ბუნებრივია მზის გადასვლასთან ერთად სროლის ეფექტურობაც რადიკალურად შემცირდა. რა თქმა უნდა ასეთი შედეგების მისაღებად საჭიროა კარგი მსროლელი კარგი მხედველობით და იდეალური პირობები. ჩემი აზრით „აკსუ“-ს ეფექტური სროლის მანძილი გაწვრთნილი მსროლელის ხელებში იქნება 200 მეტრამადე. მაგის ზევით დაბალი უკუცემის გამო შესაძლებელია ზომიერად სწრაფი კორექტირებადი „შემაწუხებელი“ ცეცხლის წარმოება და “სამიზნე“ თავს ნამდვილად არ იგრძნობს უსაფრთხოდ.

dm4aksucomp

მარცხენა მხრიდან სროლისას 10-15 მეტრიდან სროლისას სამიზნეებზე დაახლოებით ასეთი შედეგები გვქონდა. 

ბოლოს ჩვენ ვცადეთ სამ გასროლიანი ჯერებით სროლა 450 მეტრზე. გაფანტვა ძალიან დიდი იყო, 7-10 მეტრის ფარგლებში ან მეტი, როგორც ვხედავდით მოხვედრების ადგილას ამოვარდნილი მტვერით. რამე ეფექტურობაზე საუბარი ზედმეტია. ასეთ მანძილზე ჯერებით სროლა შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფურ სამიზნეზე, სხვა შემთხვევაში ეს უბრალოდ ვაზნების უაზრო ხარჯვაა. სამხედრო იარაღის ცნობილი ქსპერტი პიტერ კოკალისი პაკისტანში ვიზიტისას პირველმა გამოცადა მოჯახედების მიერ ხელში ჩაგდებული ახალი საბჭოთა ავტომატი, – AK-74. მისი სიტყვებით ამ იარაღიდან შესაძლებელი იყო ორ გასროლიანი ჯერებით სროლა და 200 მეტრის სიშორეზე განლაგებული ადამიანის ფიგურის სიმაღლის ზომის სამიზნეში მორტყმა, მაგრამ ჩემი აზრით კოკალისი მაღალი კლასის მსროლელია და AK-74 ტიპის იარაღიდან უფრო რეალურია  სამ გასროლიანი ჯერებით სროლა.

რომ გითხრათ, რომ შედეგი მოულოდნელი იყო ალბათ მოვიტყუები თუმცა სროლის სიზუსტის მხრივ ამ იარაღმა დაგვარწმუნდა რომ ის არ არის უიმედო. AKC-74У არ არის შაშხანა და არც კარაბინია, მე ვუწოდებდი მას “სუბ-კარაბინს”, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გაბარიტების იარაღი გათვლილი შაშხანის კალიბრზე. არის “აკსუ” არაზუსტი იარაღი? არა. AK-74-თან შედარებით კი, მაგრამ უკანასკნელი არის არაზუსტი Remington 700-თან შედარებით. ისიც უნდა გავითვალისწინოთ რა პირობებში მიიღო AKC-74У-მ არაზუსტი იარაღის რეპუტაცია. საბრძოლო ნათლობა ამ იარაღის მოხდა ავღანეთში. იმ ქვეყანაში სადაც ამერიკელებმა არც ისე დიდიხნის წინ სერიოზულად ჩაფიქრდნენ 5.56 NATO-ს და მასზე გათვლილი M4-ის ეფექტურობაზე და საწყობებიდან გამოიტანეს მანამდე კარგად სშენახული .30 კალიბრის M-14-ები. ასე რომ გასაკვირი არ არის  რომ წვევანდელებით დაკომპლქტებული ჯარი სადაც საცეცხლე მომზადება ისედაც იყო ფორმალური ხოლო საბრძოლო მოქმედებები ხდებოდა მთიან და გაშლილ ადგილებში ასეთი თვისებების მქონე სპეციალიზირებული იარაღი ვერ დაიმსახურა მოწონება.  შესაბამისად AKC-74У-ს გამოყენება ავღანეთში იყო ეპიზოდური, ეს იარაღი არ იყო გავრცელებული საბრძოლო ნაწილებში, ხოლო მოჯახადებს შორის და პაკისტანში, იშვიათობის გამო ამ იარაღს ქონდა ასტრონომიული გასაყიდი ფასი და ის მალევე გახდა სტატუსის სიმბოლო ბოევიკებს შორის. მათ შორის სტატუსის სიმბოლო ის გახდა ოსამა ბინ ლადენისთვის რომელიც დიდიხანი აფარებდა თავს პაკისტანის და ავღანეთის სასაზღვრო რეგიონებს და პერიოდულად ჩნდებოდა პროპაგანდისტურ ვიდეო კლიპებში გვერძე მიყუდებული “აკსუ”-თი. ჩამოგდებული საბჭოთა მფრინავისგან აღებული AKC-74У მოჯახედებმა ასევე მადლობის ნიშნად გადასცეს საჩუქრად ამერიკელ კონგრესმენ ჩარლი ვილსონს, რომელიც სათავეში ედგა მოჯახედებისთვის დახმარების ამერიკულ პროგრამას, რასაც საბოლოო ჯამში მოყვა საბჭოთა კავშირის დამარცხება ავღანეთის ომში და საბოლოოდ მისი დაშლაც.

რა თქმა უნდა AKC-74У ვერ შეედრება “სრულფასოვან” კარაბინებს სროლის სიზუსტეში მაგრამ როგორც “პერსონალური თავდაცვითი იარაღი” ჩემი აზრით ის შეუდარებელია. პირველ რიგში ის არის საიმედო, როგორც ყველა “კალაშნიკოვი” და იყენებს ისეთივე გამძლე, პრაქტიკულად უკვდავ მჭიდებს. გარდა ამისა ის არის უკიდურესად კომპაქტური. რენჯზე მანქანაში გადაადგილებისას აკეცილი კონდახით ის იდო ფეხებში ისე რომ არც გარედან ჩანდა და არც ადგილს იკავებდა. ცეცხლის გახსნა შესაძლებელი იყო დაუყონებლივ. ამავე დროს 14.5 და 16.5 ინჩიანი AR-15-ები თუნდაც ბოლომდე ჩაკეცილი კონდახებით ახლოსაც ვერ მივიდოდნენ კომპაქტურობით „აკსუ“-თან. ასეთი იარაღებიდან ცეცხლის წარმოება მანქანიდან იქნებოდა ძნელი და მეტი დრო დაჭირდებოდა იმ პირობით რომ იარაღი არ უნდა ჩანდეს გარედან. AKC-74У-ს  დასაკეცი კონდახი ძალიან გამძლეა და ამავე დროს ადვილად და სწრაფად იშლება და იკეცება. ეს კონდახი ნაბიჯი წინ არის ადრე გამოყენებული ქვევიდან დასაკეც კონდახთან შედარებით.  უკანასკნელი აღებული გერმანული MP-40 ტიპის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიდან, ადეკვატური იყო 9მმ-ან იარაღზე მაგრამ ახალ კონდახთან შედარბით ის ნაკლებად მყარია, ჩაკეტვის მექანიზმი ნაკლებად გამძლე და საიმედოა და გაშლა-დაკეცვაც ისეთი სწრაფი და მოსახერხებელი არ არის. 45 ვაზნიანი მჭიდის გამოყენება შესაძლებელია იმპროვიზირებული საყრდენის როლში რაც ოდნავ ზრდის სროლის ეფექტურობას. ლულის ალი დიდია და გასროლის ხმაც მაღალია მაგრამ საშტატო ალის ჩამხშობი ადეკვატურად ასრულებს თავის ფუნქციას.

aksuanalog

“აკსუ”-ს  ანალოგები. ”სუბ-კარაბინები” ბევრ ქვეყანაში შეიქმნა სრული ზომის შაშხანების ბაზაზე, როგორც თავდაცვის იარაღი დამხმარე სამხედრო პერსონალისთვის, მაგრამ როგორც ჩანს შედეგებით კმაყოფილი არავინ არ იყო რის გამოც წლების განმავლობაში უშედეგოდ ხდებოდა პერსონალური დაცვის იარაღის კონცეფციაზე და შესაბამისი იარაღის შექმნაზე მუშაობა, რომელიც იქნებოდა კომპაქტური მაგრამ  ექნებოდა ადეკვატური სიზუსტე, საიმედოობა და საცეცხლე ძალა. 

სიმართლე გითხრათ „კალაშნიკოვის“ ეს ვარიანტი იმდენად მომეწონა, რომ რამდენიმე წლის მერე მე დაუფიქრებლად შევიძინე მისი ბულგარული ანალოგი 5.56×45 კალიბრის “Arsenal SAR-SF”. ამ იარაღის ძირითადი დანიშნულება უნდა ყოფილიყო თავდაცვა, გასართობი სროლა და ვარჯიში ტიპიურ თავდაცვით მანძილებზე. იარაღის გადატანისას არ ითხოვს დიდ შალითას ან ჩანთას, საიმედოობა არის ჩვეულებრივი კარაბინის ტოლი და სწორედ ამიტომ მე შევიძინე “სუბ-კარაბინი” და არა სრულფასოვანი კარაბინი ან შაშხანა, თუმცა არჩევანის საშუალება იყო. ქვეყანაში სადაც პისტოლეტის ტარება აკრძალულია, 500მმ-ნი სიგრძის მქონე იარაღი ტარებისს უფლებით არის საუკეთესო არჩევანი ადამიანისთვის, რომელსაც სურს რომ მისი იარაღი იყოს უნივერსალური და მუდმივად მასთან იყოს. მე არ ვიძახი რომ შესაძლებელია AKC-74У-ს ფორმატის იარაღის ფარული ტარება, ეს სისულელეა, მაგრამ აგარაკზე, პიკნიკებზე, ექსკურსიებზე, მანქანაში ის შეიძლება თან იქონიოთ ისე რომ ის არ დაიკავებს ბევრ ადგილს და არც ზედმეტ ყურადღებას მიიქცევს. გარდა ამისა მოკლე “კალაშნიკოვი” თავისუფალია იმ პრობლემებისგან, რომელიც უკავშირდება “10 ინჩიანი” AR-15-ის ექსპლუატაციას (უაკანასკნელი ასევე არის ხელმისაწვდომი საქართველოში). მაგრამ გავმეორდები კიდევ ერთხელ, “აკსუ” არ არის შაშხანა.  ასე რომ დაფიქრდით სანამ ასეთი ტიპის იარაღზე გააკეთებთ არჩევანს.

ჩემი აზრით AKC-74У და მისი სამოქალაქო „კლონები“ არის სპეციალიზირებული თავდაცვითი, ბრძოლის ველზე “უკანასკნელი შანსის” იარაღი და სწორედ ამ პოზიციიდან უნდა შეფასდნენ. ეს არ არის ფეხოსნის იარაღი, ის არ არის გრძელ დისტანციებზე სასროლი, თუმცა გაწვრთნილი მსროლელის ხელში მისი გამოყენება შესაძლებელია უფრო გრძელ დისტანციებზე ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

თუ გამოყენების ფილოსოფიაზე და სროლის  მანძილებზე შევთანხმდით, რჩება ერთი კითხვა: რამდენად ეფექტურია 5.45 კალიბრის ტყვია ნასროლი ასეთი მოკლე ლულიდან? გამოცხადებული საწყისი სიჩქარე 3.42 გრამიანი ტყვიის AKC-74У-დან არის 710 – 730 მ/წ-ში, AK-74-დან ნასროლ იგივე ტყვიას ასეთი სიჩქარე აქვს 200 მეტრის მანძილზე. ესეიგი AKC-74У-დან ნასროლი ტყვიის საწყისი ენერგია იქნება სადღაც 900 ჯოული. AKC-74У-ს სამხედრო სახელმძღვანელოს მიხედვით (НСД) 100 მეტრზე ტყვიის ენერგია იქნება  72 კილოგრამი მეტრზე, რაც რომ გადავიყვანოთ ჯოულებში გამოდის 715 ჯოული. იგივე მაჩვენებელი 200 მეტრზე შეადგენს უკვე 539 ჯოულს. იგივე საწყისი ენერგია გააჩნია 9მმ „ლუგერის“ ტყვიას რაც არც ისე ცოტაა. რა თქმა უნდა მარტო ენერგიის აბოლუტური მნიშვნელობა არ არის მთავარი. მთავარია რაზე იხარჯება ეს ენერგია მას მერე რაც ტყვია მოხვდება სამიზნეს. 5.45-ის მთავარი დაზიანების მექანიზმი არის მისი აყირავება. ვინც ყურადღებით კითხულობს ჩემ ბლოგს იცის რომ მაგალითად .223 რემინგტონის შემთხვევაში საწყისი სიჩქარის ვარდნა პირდაპირ მოქმედებს ამ კალიბრის ტყვიის ფრაგმენტაციის ხარისხზე, ხოლო ფრაგმენტაცია არის ამ ვაზნის სამიზნესთვის დაზიანების მიყენების მთავარი მექანიზმი.  ანუ ნაკლები საწყისი სიჩქარე უდრის ნაკლებ ფრაგმენტაციას, უდრის ნაკლებ ტერმინალურ ეფექტურობას. ისევე როგროც 5.56 კალიბრის M855, ისევე 5.45 კალიბრის 7ნ6 და 7ნ10 იყენებენ ფოლადის პენეტრატორებს. ჩემი აზრით ასეთი პენეტრატორი ამცირებს ტყვიის ტერმინალურ ეფექტურობას თუმცა ზრდის წინაღობებში შეღწევის უნარს რაც სამხედრო იარაღისთვის ასევე მნიშვნელოვანია. 7ნ10-ში დამატებით სიცარიელე ტყვიის ცხვირში რომელიც იყო 7ნ6-ში უკვე ამოვსებულია ტყვიით. არა და 1998 წელს Journal of Trauma-ში გამოქვეყნდა სტატია სადაც 5.45-თვის დამახაისათებელი აყირავება და უცნაური და რადიკალური ტრაქტორიის შეცვლა ქსოვილებში მოხვედრისას ახსნილი იყო ტყვიის შიდა (გარედან შეუმჩნეველი) დეფორმაციით, როდესაც ტყვიის გული „გადაედინებოდა“ ცარიელ ცხვირში და ეს იწვევდა ტყვიის აყირავებას და ტრაექტორიის ცვლილებას, რასაც მოყვებოდა ქსოვილების მნიშვნეელოვანი დაზიანება. ამის დასადგენად განხორციელდა ათი გასროლა ბალისტიკურ ჟელატინში და ამოღებული ტყვიები შემდგომ გააშუქეს რენტგენით. 7ნ6-იც და 7ნ10-იც სხვაგვარად ძალიან მყარი ტყვიებია და მათი დეფორმაცია ან ფრაგმენტაცია პრაქტიკულად არ ხდება, რაც ასევე დადასტურდა ხორვატიაში 2001 წელს ჩატარებულ ტესტებში რომელთა შედეგი გამოქვეყნდა ჟურნალში „სამხედრო მედიცინაში“. ტესტირება მიზნად ისახავდა 5.45 კალიბრის ტყვიის ქცევას რბილ ქსოვილებში მოხვედრისას. ტყვიის სიმყარეს ადასტურებს ჩემი იმპროვიზირებული ტესტიც, რომელიც წლების წინ მე ჩავატარე ჩემი კუთვნილი 5.45 კალიბრის „ვეპრით“. მიუხედავად გრძელი ლულისა (რაც განაპირობებდა უფრო მეტ საწყის სიჩქარეს ვიდრე სტანდარტული AK-74-დან) და სროლის ახლო მანძილისა ტყვია ხვრიტავდა მორებს, ფიცრებს შედიოდა გრუნტში და იქიდან ამოღებული პრაქტიკულად მთლიანი იყო, ზოგ შემთხვევაში ოდნავ მოღუნული ან წატეხილი ცხვირით. ასეთი მყარი ტყვიის, არასაკმარისი სტაბილიზაციის და სიმძიმის ცენტრის ტყვიის კუდისკენ გადაწევის გამო რიკოშეტის საფრთხე ძალიან მაღალია. ამ მხრივ ტაქტიკური თვალსაზრისით 5.56 NATO გაცილებით უკეთესად გამოიყურება მისი ფრაგმენტაციიის თვისების გამო. ზოგი რუსული წყაროს მიხედვით რიკოშეტების საფრთხის გამო, რუსეთში არ წყდებოდა სამუშაოები უკეთესი პოლიციური იარაღის შესაქმნელად რომელიც შეცვლიდა AKC-74У-ს პოლიციური იარაღის როლში. ჩეჩნეთის ომის ვეტერანები აღნიშნავდნენ ქალაქის პირობებში და შენობების შიგნით რიკოშეტების დიდ საფრთხეს.  საინტერესო ფაქტია, რომ რუსეთში არსებობს მოსაზრება, რომ 5.45-ის შეირაღებაში მიღება იყო შეცდომა ხოლო ის ფაქტი რომ ის უფრო ნაკლებად ძლიერია ვიდრე უფრო “ბებერი” 5.56 NATO აიხსნება ღალატით და საბოტაჟით, მაგრამ ჩემი აზრით იმ დროს საბჭოთა კავშირს უბრალოდ არ შეეძლო შეექმნა და მასობრივად გამოეშვა ისეთი ვაზნა, რომელიც “დაამარცხებდა” 5.56 NATO-ს, დენთიც კი რომელიც გამოიყენება ამ კალიბრში დასავლური სტანდარტებით პრიმიტიულია და ბუნებრივია ასეთ პირობებში უპირატესი ვაზნის შექმაზე საუბარი ზედმეტია.

arxi545

ასე გამოიყურება 5.45 კალიბრის ტყვიის ტიპიური ქცევა ბალისტიკურ ჟელატინში. ბუნებრივია რომ მანძილი შესვლიდან ადგილამდე სადაც ტყვია იწყებს აყირავებას დამოკიდებული იქნება სამიზნეში ტყვიის შესვლის კუთხეზე და სიჩქარეზე რაც ბადებს ეჭვს ამ დაზიანების მექანიზის საიმედოობაში (იგივე ეხება 5.56NATO-ს ტყვიას). (ილუსტრაციის ავტორი მარტინ ფაკლერი)

სამწუხაროდ პრაქტიკულად არაფერი არ არის ცნობილი იმაზე თუ როგორ მოიქცევა ტყვია ნასროლი მოკლე AKC-74У-დან. რაიმე კონკრეტული ტესტირების შესახებ მე ინფორმაცია ვერ მოვიძიე. ამის მიზეზი ალბათ არის დაბალი ინტერესი AKC-74У-ს მიმართ საბჭოთა/რუსულ ჯარში და მისი ნაკლები გავრცელებულობა სხვა ქვეყნებში.

7n6-10

თავდაპირველად 5.45×39-ის გამოჩენამ გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია NATO-ს ქვეყნების სამხედრო ექსპერტებში. წინასწარი ინფორმაციით ტყვიას ქონდა საწყისი სიჩქარე 1200-1300 მ/წ-ში, მაგრამ როგორც კი ექსპერტებმა ხელში ჩაიგდეს 5.45 კალიბრის ვაზნები და გამოცადეს, აღმონდა რომ გამოყენებული ტექნოლოგიებით და ბალისტიკური თვისებებით ის ჩამორჩებოდა 5.56NATO-ს ვაზნას.

რაც შეეხება 5.45 კალიბრის წინაღობებში გავლის უნარს, 7ნ6 ტიპის ვაზნა (წითელი ლაკით) კარგახანია შეცვლილია 7ნ10 ტიპის ვაზნით (ვიზუალურაად იდენტურია, ლაკი ისამაისფერია), რომლის ტყვიის გულა დამზადებულია ნაწრთობი ფოლადისგან, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ამ ტყვიის ჯავშანგამტანი თვისებები, თუმცა ნომენკლატურით ის არ განეკუთვნება ჯავშანგამტან ვაზნებს.

რაც შეეხება პოპულარულ მითს გადახურების და ტყვიებით “ფურთხებას”, ერთ-ერთი ვერსიით აღნიშნული განპირობებულია უფრო ჩქარი ხრახნების ბიჯით რის გამოც იზრდება დატვირთვა ტყვიაზე და გახურებული ლულის შემთხვევაში ტყვია სხლტება ხრახნებიდან და მისი სტაბილიზაცია არ ხდება. შედეგად არის სიზუსტის დეგრადაცია თუმცა ტერმინალური ეფექტურობის მხრივ ახლო მანძილზე სამიზნეს კუთხით მოხვედრილმა ტყვიამ შეიძლება უფრო მეტი დაზიანება მიაყენოს. ჩქარი ბიჯის გამოყენება 5.45 კალიბრის „კალაშნიკოვებში“ განპირობებულია გრძელი ტყვიით, რომელსაც ძალიან კარგი აეროდინამიური თვისებები აქვს და კარგი ბალისტიკა. იგივე მიზეზით ჩქარ ბიჯს იყენებს M-4, რომელსაც ეს ბიჯი ჭირდება ასევე გრძელი მგეზავი ტყვიის სტაბილიზაციისთვის. 5.45 კალიბრის “კალაშნიკოვებში” მაღალი დატვირთვა ლულის კედლებზე დასტურდება იმით რომ ერთ დროს ახალი ტიპის 5.45 კალიბრის ტყვიების შექმნისას კატაასტროფულად შემცირდა ლულის რესურსი რის გამოც საჭირო გახდა ლულის არხში ხრანხნების შესრულების ტექნოლოგიის ცვლილება. რას იზამ? ბალისტიკაში არაფერი არ არის საჩუქრად.

რომ შევაჯამოთ AKC-74У-ს ჩვენი მიმოხილვა, უნდა ვთქვათ, რომ ეს იარაღი არის ცუდი კონცეფციით შექმნილი კარგი იარაღი. აბსოლუტურად ნათელია, რომ რადიკალური შემცირება იარაღის მათ შორის მისი ლულის სიგრძის შემცირებით გამოიწვევს იარაღის სროლისუნარიანობის. თანდაყოლილი სიზუსტის და ვაზნის ეფექტურობის შემცირებას. გამოსავალი ასეთ შემთხვევაში არის განსხვავებული ვაზნის გამოყენება ან თუ ეს მიზანშეუწონელია ლოგისტიკის და ეკონომიურობის თვალსაზრისით მაშინ მეტი უნდა გაკეთდეს იარაღის სროლისუნარიანობის გაუმჯობესებისთვის. უკეთესი კომპენსატორები, სამიზნე მოწყობილობები, ასევე არ იქნებოდა ურიგო შეიქმნას სტანდარტული იარაღის ტარებისთვის უკეთესი მოწყობილობები, კომპაქტური მჭიდები რომ დამხმარე პერსონალს აღარ დაჭირდეს სპეციალიზირებული იარაღი. დღემდე სამხედრო “პერსონალური დაცვის იარაღის” შექმნის ამოცანა გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ამ მცდელობებს მოყვა ბევრი საინტერესო იარაღის და კალიბრის შექმნა. რაც შეეხება AKC-74У-ს, ჩემი აზრით კარგად გაწვრთნილი მსროლელის ხელში ეს იარაღი დამაკმაყოფილებლად შეასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას, ის საიმედოა და მისი ძლიერი მხარე მისი უკიდურესად კომპაქტური გაბარიტეებია სრულფასოვანი კარაბინის საიმედოობის შენარჩუნებით. თუ რომელიმე სტრუქტურა დაფიქრდება ამ იარაღის მოდიფიკაციაზე შემდგომი გამოყენების მიზნით (რაც ნაკლებად სავარაუდოა) პირველ რიგში უნდა გაუმჯობესდეს ლულის მოწყობილობა რომ გაიზარდოს სროლი ეფექტურობა და ასევე ამ იარაღს ჭირდება უფრო ეფექტური “თავდაცვითი” ვაზნა ფრაგმენტირებადი და არა “თავდასხმითი ყველაფრის გამტანი” ტყვიით.

“უზი” – გამარჯვების იარაღი

Tuesday, May 24th, 2016

121-965x543

ამინდი იყო მშვენიერი, მაგრამ მანამდე ერთი კვირის განმავლობაში ქარი ცვლიდა წვიმას. როგორც ჩანს ზევით გადაწყვიტეს რომ დღეს ამინდი კარგი ყოფილიყო, იმიტომ რომ სწორედ ამ დღეს და ამ დილას ჩვენ, shooterscentral-ის გუნდს უნდა გამოგვეცადა ისტორიული და ლეგენდარული იარაღი, ებრაელების სახელმწიფოს დამცველი, 90-ნი წლების „ბოევიკების“ აუცილებელი ატრიბუტი,  ცნობილი ჩემი თაობის ყველა ბავშისთვის – ლეგენდარული „უზი“.  რაც ჩვენ დამატებით გვახარებდა იარაღი, რომელიც ჩვენ უნდა გამოგვეცადა არ იყო რაღაც კომერციული პროდუქტი ან არალიცენზირებული ასლი. ის იყო ნამდვილი, წარსულში სამხედრო 9მმ-ნი “უზი” „Israel Military Iindustries”-ის წარმოების, გადაწყობილი ორიგინალური დეტალებისგან ჩეხეთში და შემდგომ შემოტანილი საქართველოში სამოქალაქო იარაღის ბაზარზე გასაყიდათ.  ჩვენი „უზი“ ადაპტირებულია სამოქალაქო ბაზრისთვის ჩეხური „მულტი აგროს“ მიერ, რომელიც აწყობს ამ იარაღებს სამოქალაქო ბაზრისთვის 2012 წლიდან.

შექმნილი უზეილ გალის მიერ, „უზი“ უკვე ყველანაირი გადმოსახედიდან “ბებერი” იარაღია. პირველი საცდელი პარტია 80 ერთეულის რაოდენობით მზად იყო 1951 წლეს. გამოცდილი სპეც-დანიშნულების და საჰაერო-სადესანტო ნაწილებში მისი გაუმჯობესებული ვარიანტი წარდგენილი იქნა ისრაელის თავდაცვითი ძალებისთვის 1955 წელს, ამ სახელმწიფოს რიგით მ-7 დამოუკიდებლობის დღეს, 12 მაისს. უკვე 1956 წელს მოხდა ამ იარაღის საბრძოლო ნათლობა „სუეცის ომში“. მას მერე ბევრი დრო გავიდა და ჩვენ გვაინტერესებდა ამ იარაღის გამოცდა იმისთვის, რომ დაგვედგინა იყო ის ტაქტიკური მსროლელის ეფექტური ინსტრუმენტი თუ ერზაც-იარაღი, რომლის დანიშნულება იყო ახალგაზრდა სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სწრაფი გადაიარაღება იაფი იარაღით და რომლის დროც უკვე დიდიხანი წასულია.

“უზის” შექმნის ზოგად ისტორიაზე ჩვენ უკვე ვწერდით, და ამჯერად ჩვენ თვალს გადავავლებთ იმ ეპიზოდებს, რომლებიც მოგვცემს საშუალებას უკეთ გავიგოთ ამ იარაღის გამოყენების ფილოსოფია და დაგვეხმარება ამ იარაღის ობიექტურ შეფასებაში თანამედროვე რეალიების და ტრენდების გათვალისწინებით.

“უზის” შეიარაღებაში მიღებას წინ უძღვოდა კონკურსი სადაც მისი კონკურენტი იყო ასევე ადგილობრივი წარმოების პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი “კარა”. ორივე იარაღი იზიარებდა ავტომატიკის სქემას თავისუფლაი, მასიური ტელესკოპური საკეტით, ორივე იარაღი იყო ერთნაირად კონსტრუქციულად მარტივი, მაგრამ  გამოყენებული ტექნოლოგიებით „უზი“ იყო უფრო ინოვაციური. ის იყენებდა ლითონის ბეჭდვით დამზადებულ დეტალებს, რაც იყო უფრო იაფი, ეკონომიური, მარტივი და სწრაფია დეტალების დამზადების მეთოდია, “უზი” არ ითხოვდა განსაკუთრებულად ზუსტ წარმოებას და მაღალ კვალიფიციურ მუშა ხელს. აღნიშნულმა ფაქტორებმა ისევე როგორც “უზის” უკეთესმა საბრძოლო თვისებებმა განაპირობა უზიელ გალის იარაღის სამართლიანად დამსახურებული გამარჯვება.

karaპისტოლეტ-ტყვიამფრქვევის „კარას“ პროტოტიპი. ეს იარაღი იყო „უზის“ კონკურენტი 1951 წელს გამართულ კონკურსში. გარდა ამისა შედარების მიზნით გამოიყენებოდა გერმანული მპ40, იტალიური ბერეტას იარაღი და ბრიტანული „სტენი“.1951 წელს გამართულ ტესტირებაში „უზის“ იარაღმა აჯობა საიმედოობაში „კარას“ და გამოცხადდა გამარჯვებულად. სურათის წყარო uzitalk.com

უნდა ითქვას, რომ 50-ან წლებში ისრაელში იარაღის წარმოება იყო პრაქტიკულად კუსტარული, შეიარაღება რომელსაც იყენებდნენ ებრაელები იყო მრავალფეროვანი, მოძველებული და გავცეთილი, ამიტომ ახალ იარაღს უნდა გადაეჭრა ბევრი სერიოზული პრობლემა, მათ შორის: შეიარაღების უნიფიკაცია; მასობრივი წარმოების უზრუნველყოფა პრაქტიკულად პრიმიტიულ და კუსტარულ საწარმოო სიმძლავრეების გამოყენებით და ამასთანავე მას უნდა ქონოდა მაღალი საბრძოლო თვისებები. ასეთ პირობებში ტექნოლოგიურობა და სიიაფე ისეთივე მნიშვნელოვანი იყო როგორც იარაღის საიმედოობა და საცეცხლე ძალა. ის ფაქტი, რომ უზიელ გალმა წარმატებით გაართო თავი ამ დავალებას ნამდვილად აძლევს მას უფლებას დაიკავოს ადგილი გამოჩენილი იარაღის კონსტრუქტორებს შორის.

boltnorm

„უზის“ ტელესკოპური საკეტი, „ეცმევა“ ლულას რაც იძლევა იარაღის რესივერის სიგრძის შემცირების საშუალებას. „უზიში“ გრძელი ლულა „დაიმალულია“ რესივერში.   50-ან წლებში ეს არ იყო პიონერული მაგრამ უდაოდ იყო ინოვაციური და თანამედროვე გადაწყვეტილება. ოთხ ღარიანი  ლულის სიგრძე 260მმ-ია, ხოლო ღარების ბიჯი არის  1:10-ზე. ლულა არ არის ქრომირებული. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ თავისი დროისთვის “უზი” გამოირჩეოდა მაღალი ტექნოლოგიურობით, მისი დეტალების უმეტესობა ბეჭდვის (stamping) ტექნოლოგიით მზადდებოდა. კონსტრუქციაში გამოყენებული დეტალების გეომეტრია და მთლიანად იარაღის კონსტრუქცია მარტივია. მასიური საკეტის წყალობით „უზის” სროლის ტემპი ყოველგვარი შენელების მექანიზმის გამოყენების გარეშე იყო წუთში 650 გასროლა. ასეთი დაბალი ტემპი ხელს უწყობდა ჯერებით ეფექტურ სროლას. დიდი მასის (3.5) კგ და კარგი ბალანსის წყალობით უკუცემა მსროლელების აზრით არის ძალიან დაბალი.

“უზი” როგორც იმ ეპოქის უმეტესობა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების ისვრის ღია საკეტით. ღია საკეტიდან სროლა ნიშნავს, რომ იმისთვის, რომ იარაღი გაისროლოთ საჭიროა მოათავსოთ მჭიდი იარაღში, საკეტი გაწიოთ უკან და ის დარჩება ღია. იარაღი ეხლა “შეყენებულია” და მზად არის სროლისთვის.  სასხლეტზე დაჭერისას საკეტი თავისუფლდება, იწყებს წინ მოძრაობას, იღებს მჭიდიდან ვაზნას, ათავსებს მას სავაზნეში  მასზე განლაგებული ფიქსირებული დამრტყმელი წვდება ვაზნის ამაალებეს და ხდება გასროლა როდესაც საკეტი პრაქტიკულად დახურულია, ანუ საკეტი პრაქტიკულად ასრულებს დამრტყმელი როლსაც. “უზიში” საკეტი თავისუფალია,  ის არ არის გადაბმული ლულასთან და დენთის აირების წნევის ზემოქმედებით ის იწყებს უკან მოძრაობას, ახდენს მასრის ექსტრაქციას და თუ იარაღი ავტომატური სროლის რეჟიმშია დამაბრუნებელი ზამბარის ზემოქმდებით ისევ წინ იწყებს მოძრაობას და ყვლაფერი მეორდება. თუ იარაღი ერთჯერადი სროლის რეჟიმშია საკეტი რჩება უკანა/ღია მდგომარეობაში. ასეთ სქემაში დაბალი სროლის ტემპი მიიღწევა საკეტის დიდი მასით. პოპულარული მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ეს სქემა დღეს პრაქტიკულად აღარ გამოიყნება. აბსოლუტური უმეტესობა თანამედროვე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების ისვრის დახურული საკეტით. ღია საკეტიდან მსროლელი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები გამოირჩევიან მარტივი კონსტრუქციით, სროლის დაბალი ტემპით, ასეთი იარაღი ნაკლებად ხურდება, ვინაიდან ღია საკეთი უზრუნველყოფს ლულის “ვენტილაციას” ჰაერით. ამავე დროს ღია საკეტი ქმნის საფრთხეს იარაღში უცხო ნაწილაკების მოხვედრის, მყარ ზედაპირზე დავარდნისას საკეტი შეიძლება მოწყდეს და მოხდება გასროლა. თავისმხრივ დახურულ საკეტიანი იარაღებს გააჩნიათ უკეთესი სიზუსტე ერთჯერადი გასროლებით, ასევე დახურული საკეტი ამცირებს იარაღის შიგნით ჭუჭყის და ტალახის მოხვედრას. ასეთი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევბი ისევე იქცევიან სროლისას, როგორც ტიპიური საიერიშო შაშხანები, რაც არ ითხოვს მსროლელის განსხვავებულ მომზადებას. დახურულ-საკეტიანი იარაღები ასევე გამოირჩევიან უკეთესი თანდაყოლილი უსაფრთხოებით. მთლიანობაში ამ ფაქტორებმა განაპირობეს უკანასკნელი სქემის დომინირება პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში და დღეს ღია საკეტიანი სქემა თანამედროვე იარაღში პრაქტიკულად აღარ გვხდება.  სრული ზომის „უზი“ ისვრის ღია საკეტიდან, მაშინ როდესაც 80-ან წლებში შექმნილი ზოგი „მინი“ და ყველა „მიკრო უზი“ იყენებდნენ უკვე დახურულ საკეტიდან სროლის სქემას რასაც მოყვა სროლის ტემპის ზრდა და ეფქტურობაც ჯერებით სროლისას ასეთი იარაღებიდან პრაქტიკულად ნულამდე დავიდა. ჩვენ განსაკუთრებულად გაგვახარა იმ ფაქტმა რომ ჩვენი კონვერტირებული “უზი” ღია საკეტიდან ისროდა. საქმე იმაშია, რომ აშშ-ში 1982 წლიდან ძალაში შევიდა აკრძალვა ღია საკეტიან იარაღზე რისი მიზეზიც იყო ამ აკრძალვის ავტორების მიხედვით ღია საკეტიანი იარაღის გადაკეთება ჯერებით სროლისთვის იყო ძალიან ადვილი. აქიდან გამომდინარე ლომის წილი სამოქალაქო “უზების” ისვრიან დახურული საკეტიდან და იყენებენ დამრტყმელს, რომლის კონსტრუქცია წააგავს ჩეხური Vz58-ის სქემას. 1982 წლის აკრძალვას “შეეწირა” ორი ამერიკული წარმოების იარაღი, რომელიც კონკურენციას უწევდა “უზის”, კრიმინალურ წრეებში პოპულარობით, ეს იყო “ინგრემ მ11″ და “ტეკ 9″.

“უზის” კონსტრუქციის თავისებურებას წარმოადგენს ტელესკოპური საკეტი.  ეს ნიშნავს რომ საკეტი “ეცმევა” ლულას და ლულა ექცევა პრაქტიკულად მის შიგნით. ასეთი ტელესკოპური საკეტი პირველად გამოჩნდა ჩეხი ვაცლავ ჰოლეკის “სამოპალებში” (Sa.23) 1948 წელს და მეორე ვერსიით ტელესკოპური საკეტის იდეა ეკუთვნის დიდ ბრიტანეთში მოღვაწე პოლონელ კონსტრუქტორს ირჟი პოდსედკოვსკის, რომელმაც შექმნა ექსპერიმენტული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი 1944 წელს ბრიტანელების მოთხოვნით. ორივე ხსენებული იარაღი ასევე იყენებდა მჭიდს რომელიც იარაღის ტარში იყო მოთავსებული რამაც გააჩინა სამართლიანი კითხვები “უზის” კონსტრუქციის ორიგინალურობასთან მიმართებაში. თავად უზიელ გალი უარყოფდა იმას, რომ მისთვის ცნობილი იყო “სამოპალების” შესახებ. ჩეხოსლოვაკია სოც. ბანაკის წევრი იყო და ნაკლებად სავარუდოა რომ გალს ქონოდა ინფორმაცია უახლეს ჩეხურ იარაღზე, მაგრამ ასეა თუ ისე ეს ისტორია რჩება ერთ-ერთ გამოცანად იარაღის ისტორიკოსებისთვის. გალი ხსნიდა თავის არჩევანს ასეთ სქემაზე, რომ სიბნელეში “უზის” გადატენვა იქნებოდა ადვილი, პრონციპით “მუშტი მუშტს  ეძებს”.

იკვებება “უზი” ფოლადის ორ რიგიანი 25 და 32 და 40 ვაზნიანი მჭიდებიდან (ჩვენ იარაღს სამი 25 ვაზნიანი მოყვა), ორ რიგიანი გამოსვლით. როგორც ჩანს მჭიდების კონსტრუქცია პირდაპირ არებულია ბერეტას 1938 წლის მოდელის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევისგან. ორ რიგიანი გამოსვლის წყალობით მჭიდების შევსება ვაზნებით ადვილია.  25 და 32 ვაზნიანი მჭიდები ერთნაირად საიმედოა, 40 ვაზნიანი გამოდგება რენჯზე გასართობად მხოლოდ.

გამოჩენისთანავე უზი თბილად მიიღეს ბევრ სხვა ქვეყანაში. ამას განაპირობებდა ისრაელის ჯარის რეპუტაცია და რა თქმა უნდა “უზის” მაღალი საბრძოლო თვისებები.  ”უზი” გაიყიდა 90 ქვეყანაში, მის ასლებს ამზადებდა ბელგიური FN, ჩინური “ნორინკო”, ხორვატიული Arma Grupa Strojnica ERO, გამოდოდა ის ასევე ამერიკაში სადაც მას FN- ის დაზგებზე ჯერ Group Industries და შემდეგ Vector Arms უშვებდა.

uzimain1

ჩვენი ტესტირების ობიექტი, IMI-ს წარმოებული 9მმ-ნი “უზი”, კონვერტირებული მხოლოდ ერთჯერადი სროლის რეჟიმიან სამოქალაქო კარაბინში. ეს იარაღი საქართველოში ფორმდება როგორც კარაბინი. ის ფაქტი, რომ ანალოგიური იარაღი Vz61 ფორმდება როგორც მოკლელულიანი იარაღი მხოლოდ შენახვის უფლებით, მეტყველებს იმაზე რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღებები ლოგიკასთან არ მეგობრობენ. ერთადერთი რაც ვიზუალურად განასხვავებდა იარაღს სამხედრო ორიგინალისგან იყო ჩეხი იმპორტიორის დამღა რესივერზე და ორი შედუღებული ნასვრეტი სასხლეტის წინ, რაც აუცილებელი იყო ჯერებით სროლის რეჟიმის გაუქმებისთვის.

ჩვენი „უზის“ ფურნიტურა დამზადებულია მყარი შავი პლასტმასისგან. ეს დეტალები კარგად ნახმარი იარაღისგან ერგო ჩვენ უზის და ცვეთის ნიშნები უხვად ეტყობა. იგივე ეხება რესივერს, რომელსაც მომწვანო დაფარვა აქვს (პარკერიზაცია). ის კარგ მდგომარეობაშია მაგრამ პატარა ნაკაწრები და შეჭეჭყილობები მაინც ეტყობა. ლულა ასევე არ არის ახალი მაგრამ მდგომარეობა მისი საუკეთესოა. მჭიდები პრაქტიკულად ახალია. იარაღი აღჭურვილია რკინის დასაკეცი დუგლუგით, რომელმაც 1965 წელს შეცვალა ფიქსირებული, ხის კონდახი. ერთი დარტყმა კონდახის უკნიდან, როგორც ნანახი მქონდა კინოფილმებში  და ის გაიშალა საბრძოლო მდგომარეობაში. სახელურის მარცხნივ განლაგებულია დიდი მჭიდის ღილაკი. ერთი დაწოლა და მჭიდი აღმოჩნდა ჩემ ხელში. როგორც პისტოლეტში მჭიდის მოთავსება იარაღში ჩემთვის ადვილია. ერთი ჩემთვის პრაქტიკულად ინსტინქტური  მოძრაობა და მჭიდი ისევ ტარშია. იარაღი პირველად მიჭირავს ხელში და უკვე ისე ვგრძნობ თავს თითქოს მას კარგად მიჩვეული ვარ!

uz5

“უზის” მექანიკური მცვლი და აღნიშვნები ივრიტზე. საექსპორტო მოდელებს აღნიშვნები ქონდა ლათინური ასოებით. უკიდურესად წინა მდგომარეობა არის გაუქმებული ჯერებით სროლისთვის, შუა მდგომარეობა ერთჯერადი გასროლებისთვის და უკანა პოზიცია არის მცველის.   ტარის ქვედა ნაწილში არის მჭიდის მასიური  ღილაკი. ტარზე  უკნიდან განლაგებულმა მცველმა შეიძელბა მტკივნეულად გიბრწკინოთ. 

uz6

“უზის” დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი

ჩვენი ბლოგის სპეციალობა არის თავდაცვითი და ტაქტიკური იარაღი, ამიტომ ჩვენ არ გვაინტერსებდა როგორი „ჭრა და მიტანა“ ქონდა „უზის“ ნახევარ კილომეტრზე. ამის მაგივრად ჩვენ განვათავსეთ ერთი მისასროლი სამიზნე და ერთი „სილუეტი“, რომ მივისროლოთ იარაღი თუ ის საერთოდ  მისასროლია და შევამოწმოთ მისი ეფექტურობა ტიპიური თავდაცვით  სცენარებში.


uzmishenმისასროლი სამიზნე 15 მეტრიდან. იარაღი ურტყავს იქ სადაც უმუზნებთ. იარაღი მისროლილი აღმოჩნდა. უცნობია ყველა “მულტი-აგროს”  ”უზი” მისროლილია თუ უბრალოდ ჩვენ გაგვიმართლა. 

რამდენი იარაღიდან გვისვრია ჩვენ აქ არ დავწერთ, ეს სია ალბათ მინიმუმ 200 იარაღს ითვლის, მაგრამ „უზიდან“ სროლა არაფერს არ გავდა რაც ჩვენ აქამდე გვინახია. დაჭერა სასხლეტზე და მასიური ნახევარ-კილოგრამიანი საკეტი გარბის წინ ეჯახება ლულას და ხდება გასროლა. საკეტი რჩება შეყენებულ ღია მდგომარეობაში. შეგრძნება ისეთია თითქოს მოხდა ორი გასროლა. უკუცემა ნულის ტოლია მაგრამ განსხვავდება სხვა იარაღებისგან იმით რომ იარაღი არ ხტუნავს ზევით, ის დინჯად დადის ზევით-ქვევით, ზევით-ქვევით. არიფული ტერმინი რომ გამოვიყენოთ ის თითქოს თვით-ბალანსირებადია. გასროლისგან უჩვეულო შეგრძნებას მალევე ეჩვევი და ხვდები რომ ჭორი რომ მასიური საკეტის მოძრაობა ამცირებს სიზუსტეს მხოლოდ ჭორია. იარაღიდან ზუსტი სროლა თავდაცვით მანძილებზე ადვილზე ადვილია. დაივიწყეთ მოკლე სპლიტები და დაბლ-ტაპები, მაგრამ მაქსიმალურად სწრაფად სროლისას ჰორიზონტალური გაფანტვა პრაქტიკულად არ არის რაც კარგია. მსროლელი სრულად და ადვილად აკონტროლებს იარაღს. ასეთ დაბალ უკუცემას საკეტის დიდ მასასთან ერთად განაპირობებს ის ფაქტორი რომ ლულა “შედის” საკეტში თითქმის 10 სანტიმეტრით და საკეტის წონის დიდი ნაწილი განლაგებულია იქ სადაც ხდება დენთის აირების ენერგიის წარმოქნა ეს კიდე საგრძნობლად ამცირებს ლულის “ხტომას”.

uzi shoot

მასრა კადრში ჩანს, იარაღი ისევ “უყურებს” სამიზნეს.

ოთხი მსროლელი ვიყავით, აქიდან ორი გამოცდილი, ერთი ნაკლებად გამოცდილი და ერთიც გამოუცდელი. ოთხივე მსროლელის ხელში იარაღი იყო ზუსტი და ეფექტური გამოდგა. ოთხივე მსროლელი დარჩა აღრთოვანებული იარაღით და აღნიშნეს კარგი ბალანსი, უკუცემის არ არსებობა და კარგი ერგონომიკა. 100 მეტრზე ჩვენ არ გვისვრია, მაგრამ გამოცდილი მსროლელი „სილუეტს“ არ ააცილებს 200 მეტრამდე მანძილზე თუ ისვრის საყრდენის გამოყენებით ან წოლიდან. „უზი“ უფრო ზუსტია ვიდრე უმეტესობა „სურათების  შემსწავლელ ექსპერტს“ შეიძლება ეგონოს. ავტომატურ რეჟიმში „უზი“ უფრო ზუსტია ვიდრე ბევრად თანამედროვე მისი ანალოგები. ასეთი მაღალი თანდაყოლილი სიზუსტე იარაღში, რომელცი წესით და რიგით არ უნდა იყოს ზუსტი, მეტყველებს იმაზე თუ რამდენად ნიჭიერი კონსტრუქტორი იყო უზიელ გალი.  ის უეჭველი ექსპერიმენტირებდა საკეტის წონასთან, რომ სასურველი სროლის ტემპი მიეღო ჯერებით მაქსიმალურად ეფექტური სროლისთვის.

uzmishen3

ასე გამოიყურებოდა სამიზნე რომელსაც ოთხი ადამიანი ესროდა ყველა მოხვედრა დაჯგუფებულია სილუეტის ცენტრში.

“უზი” აღჭურვილია იმ ეპოქისთვის ტიპიური სამიზნე მოწყობილობით, L ფორმის ორი დიოპტრით, 100 და 200 მეტრზე სასროლად. სწორი და მაღალი კონდახის გამო “უზის” სროლა ადვილია წოლიდან მაგრამ ხელიდან ის არც ისე მოსახერხებელია. ჩემი აღნაგობა სტანდარტული არ არის და უფრო სუსტი აღნაგობის მქონე მსროლელებს ნაკლები დისკომფორტი ექნებათ “უზიდან” სროლისას. ასეა თუ ისე დასაკეცი დუგლუგები არასდროს არ გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ერგონომოულობით და “უზის” დუგლუგიც “მისაღებად არაკომფორტულია”.

სროლის დროს ადგილი ქონდა ერთ დაბრკოლებას, პირველივე ხუთი გასროლის დროს, როდესაც საკეტს ძალა არ ეყო ბოლომდე შეეტანა ვაზნა სავაზნეში. შემდეგ 100 გასროლილ ვაზნაზე მეტი დაბრკოლება არ ყოფილა. ექსტრაქცია იყო პოზიტიური, მასრებს არ აღენიშნებოდა არანაირი ანომალიები. ორრიგიანი 32 ვაზნიანი მჭიდებიც უპრობლემოდ მუშაობდნენ და ორ რიგიანი გამოსასვლელის გამო ადვილად ივსებოდნენ ვაზნებით.

იარაღი იქვე დავშალეთ და გავწმინდეთ. მე არ მგონია არსებობდეს იარაღი რომელიც ასე ადვილად იშლება. დააჭირეთ ღილაკს უკანა სამიზნის წინ, ახადეთ ხუფი რესივერს და ამოიღეთ საკეტი, მორჩა, იარაღი მზად არის წმენდისთვის. თუ უფრო დეტალური წმენდა გსურთ, ხელით მოხსენით ლულის ქანჩი დიდ ფიქსატორზე თითის დაჭერით და ამოიღეთ ლულა. ამოაგდეთ ერთი დიდი შტიფტი და მოხსენით ტარი დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმთან ერთად. ყველა დეტალი დიდია, არსად არაფერი არ დაიკარგება, არანაირი ინსტრუმენტი არ არის საჭირო. სრულ სიბნელეში, თვალებახვეული ამ იარაღს ადვილად დაშლით და ააწყობთ. იარაღის გაწმენდაც ადვილი იყო, რესივერი დიდია საწმენდად ადვილად ხელმისაწვდომი და  ადგილი სადაც დაგროვდება ჭუჭყი პრაქტიკულად არ არის. რკინის რესივერს ამობეჭდილი აქვს გვერდებიდან ღარები რაც ზრდის რესივერის სიმტკიცეს და ასევე აძლევს საშუალებს მანდ დაგროვდეს ჭუჭყი რაც ზრდის იარაღის საიმედოობას. ვაზნა მჭიდში სავაზნესთან მიმართებაში ისეა განლაგებული რომ მიწოდება მაქსიმალურად საიმედო და დაბრკოლებების გარეშე განხორციელდეს. ორმაგი გამოსვლის წყალობით საკეტს ნაკლები ენრგია ჭირდება რომ გამოაძროს ვაზნა მჭიდიდან ხოლო ვაზნა განლაგებულია კუთხით ისე რომ მიწოდების დროს ამაალებელი არ გაუსწორდეს  ფიქსირებულ დამრტყმელს მანამ სანამ ვაზნა არ აღმოჩნდება სავაზნეში.

uz2

განიერი რესივერი და მარტივი საკტი ადვილია გასაწმენდად. საკეტი ზე-მარტივი კონსტრუქციის არის და ერთადერთი მოძრავი დეტალი მასში არის ექსტრაქტორი. დმაბრუნებელი ზამბარა ერთი ცალია.

აუცილებელი მოთხოვნა, რომ თანამედროვე ტაქტიკური/თავდაცვითი იარაღი იყოს უსაფრთხო, რაც ნიშნავს, რომ ის უნდა ისროდეს მხოლოდ მაშინ როდესაც სასხლეტზე აჭერთ თითს. დავარდნა, დარტყმა, დაბინძურება არ უნდა ქმნიდეს შემთხვევითი გასროლის საშიშროებას. თავისი დროისთვის „უზი“ ამ მხრივ კარგად გამოიყურება არა და იმ ეპოქის საბრძოლო იარაღი არც ისე უსაფრთხო ოყო დღევანდელი სტანადრტებით. “უზის” გააჩნია სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქცია, მექანიკური მცველი განლაგებული ტარის ზედა ნაწილში მარცხენა მხარეს, სახელურის მცველი (grip safety) განლაგებული ტარის ზურგზე, რომელიც ითიშება მას მერე რაც მსროლელი მყარად მოკიდებს ხელს იარაღს და ასევე ე.წ. უსაფრთხოების „რატჩეტი“ განლაგებული რესივერის ხუფის ქვედა ნაწილზე, რომელიც არ აძლევს საშუალებას საკეტს „გაიქცეს“ წინ და განახორციელოს გასროლა თუ მსროლელმა ბოლომდე არ გამოწია საკეტი და არ ჩაკეტა ის ღია მდგომარეობაში. უსაფრთხოების ეს სისტემა ლეგენდის მიხედვით გაჩნდა „უზიზე“ მას მერე რაც უზიელ გალის მეგობარმა შემთხვევით თავი მოიკლა „უზიდან“, როდესაც საკეტს გაუშვა ხელი მანამ სანამ ის ჩაიკეტებოდა გახსნილ მდგომარეობაში.

სწორედ ამიტომ, თუ „უზიმ“ გაჭედა, პირველი რაც უნდა გააკეეთოთ დააფიქსიროთ საკეტი  უკანა „შეყენებულ“ მგომარეობაში და უკვე ამის შემდეგ ამოიღოთ მჭიდი. თუ საკეტი მიუშვით წინ მაშინ როდესაც ვაზნებიანი მჭიდი იარაღშია, შეიძლება მოხდეს გასროლა. „უზის“ პატრონმა კარგად უნდა გაითავისოს ამ იარაღისს ეს თვისება, რომ რამე უბედურება არ მოხდეს.

P1070310

სურათზე ნაჩვენები მოწყობილობა არ მისცემს საკეტს საშუალებას წავიდეს წინ სანამ ის ბოლომდე უკანა მდგომარეობაში არ მოვა.

“უზის” განულების ოპტიმალური მანძილი 50 მეტრია. ასეთ შემთხვევაში 25 მეტრზე ტყვია მოხვდება 3სმ-ით მაღლა ხოლო ას მეტრზე დამიზნების წერტილიდან 3-4 სანტიმეტრით დაბლა. წინა სამიზნე მოწყობილობა იძლევა საშუალებას, როგორც ვერტიკალური ასევე ჰორიზონტალური შესწორებების შეტანის. წინა სამიზნის დატრიალება საათის ისრის მიმართულებით აწევს მაღლა მოხვედრის წერტილს და პირიქით. 180 გრადუსით დატრიალება გადაწევს მოხვედრის წერტილს ვერტიკალურ სიბრტყეში დაახლოებით 4 სმ-ით 50 მეტრზე.  იმისთვის რომ შეიტანოთ ჰორიზონტალური შესწორება უნდა დაატრიალოთ ფუძე რომელშიც ზის წინა სამიზნე მოწყობილობა. მარჯვნივ გადაწევა გამოიწვევს მოხვედრის წერტილის მარცხნივ გადაწევას და პირიქით. გაითვალისწინეთ რომ ჰორიზონტალური შესწორების შეტანა ასევე ოდნავ შეცვლის ვერტიკალურ მოხვედრის წერტილს (ფუძე დატრიალებისას ან ოდნაც აიწევა ან დაიწევა).  180 გრადუსით ფუძის დატრიალება გამოიწვევს მოხვედრის წერტილის გაწევას 64 სანტიმეტრით 50 მეტრზე. ეს ციფრები მოგცემთ საშუალებას ადვილად გამოთვალოთ შესწორებების ოდენობა. სამხედრო “უზები” პრაქტიკულად არასდროს არ სწორდებოდა აბსოლუტური სიზუსტით და მისროლისას სროლა ხორციელდებოდა ჯერებით. მოარტყი სამიზნეს 100 მეტრზე? იარაღი გასწორებულია.

uz4

ლულის ქანჩი და მისი ფიქსატორი. თეთრი სარებავი არის სავარაუდოთ ისრაელის ჯარის არსენალის მარკირებები. წინა სამიზნე მოწყობილობების დამცავი ყურების დამზადების ხარისხმა ოდნავ გული დაგვწყვიტა. 

იარაღიდან სროლის, მისი დაშლის და გაწმენდის შემდეგ, კარგად ხვდები რა გამოყენების ფილოსოფია ქონდა ამ იარაღს, რაზე ფიქრობდა უზიელ გალი ამ იარაღს რომ ქმნიდა. ყველაფერი იარაღში არის მარტივი და გასაგები ისე რომ ისრაელს შეეძლო მაქსიმალურად იაფად და სწრაფად გამოეშვა საკმარისი რაოდენობის „უზი“ ხოლო ისრაელის დამცველს შეეძლო მაქსიმალურად მოკლე ვადაში აეთვისებინა ეს იარაღი და ეფექტური წინააღმდეგობა გაეწია მტრისათვის. ეს არ არის თანამედროვე ტაქტიკური სუპერ სწრაფი სუპერ ტაქტიკური იარაღი, „ყველგან“ რელსებით და ქამრის დაყენების ხუთნაირი ვარიანტით რომ მსროლელს ვარცხნილობა არ გაუფუჭდეს იარაღის მხრიდან მოხსნისას. ამ იარაღით არ არის შექმნილი მედლების მოსაგებად სასროლოსნო შეჯიბრებებზე. „უზი“ არის მარტივი და ეფექტური იარაღი, რომელიც აძლევს საშუალებას უბრალო ადამიანს ეფექტურად გაანადგუროს ცოცხალი სამიზნეები ახლო და საშუალო მანძილებზე, „უზი“ ომის იარაღის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

uzbarrel

“უზის” ლულის არხი უნაკლოა.

დღეს “უზის” შეძენა შესაძლებელია 2100 ლარად და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ მის შეძენაზე მე მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო შემდეგ რამეს.  ”უზი” არის იარაღი აწყობილი იქ სადაც მისი წარმოების გამოცდილება არ აქვთ. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენი მაღაზიაბი უარს აცხადებენ გარანტიის გაცემაზე, საჭიროა ასეთი „ჩამოწერილი, აღდგენილი თუ “გადამუშავებული“ იარაღის ზე-მკაცრი ინსპექტირება. ბუნებრივია რომ უნდა შემოწმდეს ყველაზე სწრაფად ცვეთადი ნაწილები. “უზის” შემთხვევაში ეს არის ექსტრაქტორი, მჭიდები, ლულის არხი, დამრტყმელი შესრულებული საკეტთან ერთად.  ”უზიზე” ორიგინალურრ მდგომარეობაში ის საკეტთან ერთად შესრულებულია, თუ ის მიდუღებულია ესეიგი ის გამოცვილია. საკეტი “უზიში” თავისუფლად უნდა მოძრაობდეს, თუ ის ედება ხუფს ან რესივერს იარაღი გაჭედავს, თუ მანძილი საკეტსა და ხუფს შორის ზედმეტად დიდია საკეტი შეიძლება გადაახტეს შემაკავებელს და იარაღი თავისით დაცლის მჭიდს, ეს ძალიან სახიფათო მდგომარეობაა. მჭიდის ტუჩები არ უნდა იყოს დაჭეჭყილი და არ უნდა ატარებდნენ შეკეთების (გამოსწორების) ნიშნებს, მჭიდის კორპუსი არ უნდა იყოს დაჭეჭყილია ან დეფორმირებული. სავაზნე უნდა იყოს სუფთა ნაკაწრების ან ნიჟარების გარეშე. ლულის არხის ზედაპირი უნდა იყო პრიალა. ლულის ქანჩის კბილები, რომელსაც ედება ფიქსატორი არ უნდა იყოს მოცვეთილი. ეძებეთ ბზარები, არაკვალიფიციური შეკეთების ნიშნები. როგორც წესი თუ იარაღი ვიზუალურად კარგად გამოიყურება, მჭიდები და ლულა საღია, დანარჩენშიც იარაღი უნდა იყოს კარგი. როგორი კარგიც არ უნდა იყოს იარაღი ვიზუალურად ფუნქციონალური შემოწმება აუცილებელია. მოწმდება დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის და მართვის ყველა ელემენტის გამართული მუშაობა.  გამოიყენეთ ინტერნეტი, გამოიკვლიეთ დამღები და წარწერები, რომელიც იარაღზეა. გაითვალისწინეთ, რომ ასეთი იარაღის შეძენისას ტექნიკურ პრობლმების ალბათობა საკმაოდ მაღალია. გავიხსენოთ თუნდაც Vz58-ის პრობლემები დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმთან, ამიტომ ჩემი აზრით “გადამუშავებლი” იარაღების საუკეთესო კლიენტები არიან ადამიანები, რომელბსაც არ ექნებათ პრობლემა იარაღის ტექნიკურ ნაწილში გარკვევა და მისი მდგომარეობის ზუსტი დიაგნოსტირება და ასევე საჭიროების შემთხვევაში სახლში ექნებათ ყველა საჭირო ინსტრუმენტი რომ მარტივი რემონტი თავად შეასრულონ. რაც შეეხება იარაღის კასტომიზაციას, ოფციები უფრო ბევრია ვიდრე თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ, მაგრამ ნაწილები და აქსესუარები იყიდება სპეციალიზირებულ საიტებზე, რაც ართულებს მათ ჩამოტანას, თუმცა ფასები ხელმისაწვდომია. რა თქმა უნდა ორიგინალური აქსესუარები ძვირია მაგრამ ახალი გამოშვების საკმაოდიაფი ღირს. იმისთვის, რომ უკეთ გაიცნოთ ამ იარაღის კონსტრუქცია, ისტორია და მოვლა/მომსახურების ნიუანსებში გაერკვიოთ, მე რეკომენდაციას ვუწევ რესურს uzitalk.com, რომელიც 2002 წლიდან მოქმედებს და უამრავ სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს.

dasammm

“უზი” გაშლილი კონდახით Arsenal SAR-SF-თან შედარებით.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. “უზის” მაღალი ფასი “გადამუშავებული” იარაღისთვის შეიძლება გამართლებული იყოს მისი იშვიათობით საქართველოში და იმ ფაქტით რომ ის ფორმდება ტარების უფლებით, მაგრამ ამავე დროს გარანტიის არარსებობა განაპირობებს რიკს რომ შეგრჩებათ პრობლემური იარაღი. მიუხედავად იმისა, რომ იარაღი კარგად ისვრის, არის საიმედო და საკმრისად უსაფრთხო, ღია საკეტიდან სროლის გამო ის საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, ამასთანავე მასზე შეუძლებელია ადვილად ფანრის ან ოპტიკის დაყენება. ის უდაოდ გამოსადეგია თავდაცვითი იარაღის როლში, მაგრამ 2000 ლარად შესაძლებელია ტაქტიკური კარაბინის შეძენა, რომელიც იქნება უფრო უნივერსალური, ძლიერი და ეფექტური იარაღი თუმცა ამვე დროს 9მმ-ნი ვაზნა უფრო ნაკლები ღირს ვიდრე ნებისმიერი კარაბინისთვის  განკუთვნილი ვაზნა.  იარაღი იქნება საუკეთესო შენაძენი გამოცდილი, იარაღის ენთუზიასტებისთვის და კოლექციონირებისთვის. ვინც სერიოზულად დაინტერესებულია ტაქტიკური-თავდაცვით სროლით უმჯობესია არჩევანი გააკეთოს საიერიშო შაშხანის ბაზაზე შექმნილ სამოქალაქო კარაბინების მოდელებზე.

პს

ჩვენ მივიღეთ უდიდესი სიამოვნება ამ ლეგენდარული იარაღის გაცნობისგან. მადლობელები ვართ რომ ჩეხებმა დატოვეს ღია საკეტი და მაქსიმალურად შეინარჩუნეს იარაღის ორიგინალური იერსახე. მათი მარკირებაც თითქოს დამალულია რესივერის ქვედა ნაწილში და თვალს არ ჭრის. სწორედ ასეთი მომენტები და სტატიები რომლებიც იბადება ასეთი შეხვედრების შედეგად არის ის რის გამოც ეს რესურსი მიუხედავად ყველაფრისა აგრძელებს არსებობას. 

Remington 597 vs Marlin 795

Thursday, February 25th, 2016

P1070012

.22lr და მისთვის განკუთვნილი იარაღი იყო, არის და იქნება ჩვენი ყურადღებიც ფოკუსში, იმიტომ რომ ორივე რჩება ყველაზე ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი ადამიანისთვის და ამვე დროს უნივერსალურობით და იმ სარგებლით რომლის მოტანა მათ შეუძლიათ ისინი დღემდე შეუდარებელნი არიან. ნადირობა, მიზანში სროლა, რეკრეაციული სროლა, პრაქტიკული ვარჯიშებ ზედმეტი ხარჯებუს და იარაღის ნაჩქარევი ცვეთის გარეშე და ბოლოს თუნდაც თავდაცვა, ეს ყველა ის სფეროა სადაც .22lr გამოადგენა მსროლელს. .22lr-მა გახადა ხელმისაწვდომი სროლა პრაქტიკულდ ნებისმიერისთვის. ამ კალიბრის იარაღი არ საჭიროებს ძვირად ღირებულ აქსესუარებს, ოპტიკას, მოვლის საშუალებებს, მინიმალური ინვესტიციებია საჭირო რომ მიიღოთ თქვენთვის სასურველი იარაღი. ხანდახან მესმის ხოლმე: არა, არ ვცემ პატივს .22-ს, ზედმეტად სუსტია. პატივცემულო თქვენ, როგორც ჩანს არ გესმით .22-ის დანიშნულება და თანაც განებივრებული ხართ უფასო ტყვიაწამლით და იარაღით. .22 კალიბრი არასდროს არ შექმნილა სახიფათო ცხოველებზე სანადიროდ და მტრის ცოცხალი ძალის გასანადგურებლად. ის შეიქმნა იმისთვის, რომ სროლა გამხდარიყო ხელმისაწვდომი ყველასთვის და ამ ფუნქციას ის წარმატებით ასრულებს აგერ უკვე საუკუნეზე მეტია. გამომდინარე კარგი თანდაყოლილი სიზუსტიდან, რომელიც .22lr-ს გააჩნია და ასევე გასროლის დაბალი ხმიდან და მცირე უკუცემიდან ამ ვაზნამ ჰპოვა გამოყნება ბევრ სხვა სფეროში. პრაქტიკულად ყველა სფეროში სადაც ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება.

მოთხოვნა მცირეკალიბრიან იარაღზე არასდროს არ შემცირებულა, თუმცა ბოლო დროს მოთხოვნა გაიზარდა მცირეკალიბრიან იარაღზე, რომელიც აკოპირებს საბრძოლო იარაღს. გაჩნდა მოდელები, რომლებიც სრულად იმეორებენ საბრძოლო იარაღებს და ასევე მოდელები, რომლებიც შორეულად გვანან საბრძოლო იარაღს.  მათი ფასი საკმაოდ მაღალია და ისინი, როგორც წესი ორჯერ, სამჯერ უფრო ძვირია ვიდრე კლასიკური მცირეკალიბრიანი შაშხანები.  ამავე დროს “მილიტარისტული” მცირეკალიბრიანი კარააბინები (სულ ყველა რაც ჩვენ შეგხვედრია) გამოირჩევიან კონსტრუქციის გაუმართლებელი სირთულით.

rugassc

.22 კალიბრის ორი ყველაზე გავრცელებული დღეს ფორმატი არის “ტაქტიკური” და “კლასიკური”, პირველი გამოირჩევა მოდიფიიკაციების მრავალი ოფციებით, მაღალი ფასით და ტაქტიკური გარეგნობით, რომელიც დღეს მოდაშია. მეორეს გააჩნია სანადირო/სპორტული იარაღის ფესვები, გამოირჩევა მსუბუქი წონით, მოკრძალებული გაბარიტებით და დაბალი ფასით. მარცხნივ ISSC Mk22, მარჯვნივ Ruger 10/22. 

აღნიშნულ სტატიაში ჩვენ შევადარებთ ერთმანეთს და შევაფასებთ, სწორედ კლასიკური ტიპის ორ ამეირიკული წარმოების შაშხანას, “რემინგტონ 597″ და “მარლინ 795″-ს. ორივე იარაღი გათვლილია .22lr ვაზნაზე, ორივე არის ნახევრად ავტომატური, ორივე იკვებება მოსახსნელი მჭიდიდან. ამ ორიდან „რემინგტონი“ ბევრად უფრო ხშირია საქართველოში ვიდრე “მარლინი”. ორივე იარაღი ამერიკაში 150 დოლარამდე ღირს, ცხადია საქართველოში ჩვენი იმპორტიორების წყალობით ისინი ორჯერ სამჯერ უფრო მაღალ ფასად იყიდება.

ისტორია და ტექნიკური მახასიათებლები

“რემინგტონ 597″ უფრო ახალგაზრდაა ვიდრე “მარლინი” და გამოდის 1997 წლიდან. ის ხელმისაწვომია სამ კალიბრში. .22lr, .22WMR, და .17HMR, აქიდან უკანასკნელის წარმოება შეწყევტილია. არსებული ინფორმაციით რემინგტონი ნებაყოფლობით იბრუნებს ამ იარაღს და უნაზღაურებს მფლობელს მის ფასს, როგორც ჩანს ამ კომპანიამ ისევ იჩქარა ახალი იარაღის გაყიდვაში გაშვება მისი საფუძვლიანი გამოცდის გარეშე. “597″-ის შექმნით რემინგტონს სურდა კონკურენცია გაეწია მარლინ 60/795-თვის და რუგერ 10/22-სთვის, ორ იარაღთან, რომელიც დომინირებდა მცირეკალიბრიანი იარაღის ამერიკულ ბაზარზე.  ამისთვის მათ რიგი ორიგინალური გადაწყვეტილებებიც მიიღეს, მათ შორის მაგალითად “597″ მაქსიმალურად იმეორებს მსხვილ-კალიბრიანი იარაღის ერგონომიკას.  სხვა ანალოგებთან შედარებით „რემის“ კონდახი უფრო გრძელი და მსხვილია (ერთი, ერთნახევარი ინჩით). „რემის“ ხელში აღებისას იარაღი აღითქმევა, როგორც მსხვილკალიბრიანი შაშხანა. შემდეგ, სასხლეტი ყოველთვის იყო სუსტი წერტილი ყველა „ბიუჯეტური“ მცირეკალიბრაინი ნახევრად ავტომატური კარაბინების, ამიტომ “რემინგტონ 597″-ში დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დეტალები დაფარულია ტეფლონით და ნიკელით, რაც უზურნველყოფს სასხლეტის სუფთა, ერთგვაროვან მოქმედებას. კონსტრუქციის ორიგინალურ თავისებურებას ასევე უნდა მივათვალოთ ორი დამაბრუნებელი ზამბარა, მოთავსებული ფოლადის ორ ღერძზე, რომელზეც ასევე მოძრაობს საკეტი. რემინგტონის რწმუნებით ეს უზრუნველყოფს საკეტის სუფთა სვლას და ის ყოველთვის ერთგვაროვნულად იკეტება, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს კონკურენტებთან შედარებით უკეთეს საიმედოობას და სიზუსტეს. დანარჩენში იარაღი არაფრით განსაკუთრებულად არ გამოირჩევა.

იარაღის წონა ოპტიკის გარეშე დაახლოებით 2.5 კგ. მოსახსნელი მჭიდის ტევადობა 10 ვაზნა. ჩვენი ტესტირების ობიექტი აღჭურვილია 16 ინჩიანი ლულით, შავი სინთეტიკური კონდახით, იარაღზე აყენია Bushnell 3-9×40 ოპტიკა და ლულაზე დამატებითი პიკატინის სამაგრი. ჩვენ იარაღს ასევე არ გააჩნია რკინის სამიზნე მოწყობილობები.  პირველი შეხედვით “რემინგტონ 597″ ძალიან ლამაზი და დახვეწილი იარაღის შთაბეჭდილებას ტოვბს.

P1030763

რემინგტონი ამჟამად უშვებს 597-ის ათზე მეტ მოდიფიკაციას. ჩვენი არის მოდელი 597AAC-SD. ამ მოდელის კარაბინის ლულა იძლევა საშუალება ლულის მოწყობილობის დაყენების. ხრახნების ბიჯი იგივეა რაც სტანდარტულ AR-15-ზე, 1/2 -28. 

“მარლინ 795″ წარმოადგენს ზე-პოპულარული “მარლინ 60″-ის ვერსიას მოსახსნელი მჭიდით. მოგეხსენებათ “მარლინ 60″ აღჭურვილია ლულის-ქვეშა ცილინდრული მჭიდით. აღნიშნული იარაღის კონსტრუქცია ეკუთვნის მარლინის კონსტრუქტორს ედვარდ ნიკოლს. “მარლინ 60″-ის და “795″-ის კონსტრქუცია პრაქტიკულად იდენტურია გარდა იმ სხვაობებისა რაც საჭირო იყო იარაღის ადაპტაციისთვის ჩვეულებრივი მჭიდის გამოსაყენებლად. “მარლინ 60″ გამოდის 1960 წლიდან და სულ გამოშვებულია 11 მილიონი კარაბინი. უნდა ვივარაუდოთ, რომ კონსტრუქცია გამოცდილი და საიმედოა. იარაღის მთავარი კონსტრუქციული თავისებურებაა მარლინის საფირმო ე.წ. მიკროღარიანი ლულა, 16 ღარით, რაც კომპანიის რწმუნებით არ ახდენს რბილი .22 კალიბრის ტყვიის დეფორმირებას და ამით მიიღწევა მაღალი სიზუსტე. ლულის სიგრძე 18 ინჩია, წონა სულ რაღაც 2 კილოგრამი. მოსახსნელი მჭიდის ტევადობა 10 ვაზნა.  იარაღი აღჭურვილია რკინის სამიზნე მოწყობილობებით, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ პირდაპირ მაღაზიიდან წახვიდეთ სასროლად და ოპტიკის შეძენა გადადოთ. “რემის” შეძენისას ფასს უნდა დაუმატოთ ოპტიკის ღირებულებაც.

P1060994

ჩვენი ტესტირების ობიექტი აღჭურვილია ოპტიკით Shirstone 4×32, Caldwell-ის „ბიპოდით“ და ჩვენს მიერ შეღებილი სინთეტიკური სტოკით.

მართვის ელემენტები

„რემი“ იყენებს მოსახსნელ 10 ვაზნიან მჭიდს. მჭიდის ღილაკი განლაგებულია იარაღის  მარჯვენა მხარეს. მარლინზე მჭიდის ღილაკი განლაგებულია მჭიდის უკან. პატარა ბერკეტის ფორმით. მცველების განლაგება ორივე იარაღზე იდენტურია, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსზე, სასხლეტის უკან. ორივე კარაბინი ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ ტოვებს საკეტს ღიად, აქიდან “მარლინზე” საკეტის დახურვის მიზნით უნდა დააწვეთ პატარა ბერკეტს სასხლეტთან, ხოლო „რემ“-ზე საკეტი უნდა დაქაჩოთ უკან და გაუშვათ წინ. “რემისგან” განსხვავებით “მარლინი” აღჭურვილია მჭიდის მცველით. თუ იარაღში მჭიდი არ დევს სასხლეტი დაბლოკილი რჩება.

მართვის ელემენტების ერგონომიკის და მოხერხებულობის მხრივ იარაღები ერთნარია, თუმცა „რემის“ მჭიდის ღილაკის განლაგება ჩვენი აზრით უფრო უკეთესია. „მარლინზე“ რთულია მჭიდის მოხსნა ერთი ხელით, განსაკუთრებით, როდესაც წევხარ და ამიტომ მე უბრალოდ ვაჭერდი მას ქვევიდან და მჭიდი ძირს ვარდებოდა. ერთის მხრივ ეს კარგია, იმიტომ რომ ტყეში, ბუჩქებში ძრომიალის დროს მჭიდის დაკარგვის ალბათობა მცირდება.

ზოგადი ერგონომიკის და მოხერხებულობის მხრივ „რემი“ ოდნავ უკეთ გამოიყურება მისი „ზრდასული“ სტოკის გამო, მაგრამ ის ამავე დროს საგრძნობლად უფრო მძიმეა ვიდრე ბუმბულივით მსუბუქი „მარლინი“. “მონოლითური” ოპტიკის სამაგრით, დამატებითი სამაგრით ლულაზე, უფრო მძიმე და ძლიერი ოპტიკის გამო „რემი“ დამძიმდა, ამიტომ დამატებით ბიპოდის დაყენება უკვე ჩემი აზრით ზედმეტად დაამძიმებდა ამ იარაღს. მეორეს მხრივ „მარლინი“ კომპაქტური ოპტიკით, ბიპოდით, მსუბუქი ღვედით და თხელი სტოკით იყო გაცილებით უფრო მსუბუქი და ამავე დროს უფრო კომპაქტური და ადვილად სათრევი იარაღი.

კონსტრუქციების შედარება

“რემინგტონ 597″ გაცილებით უფრო გვიან შეიქმნა და ბუნებრივია რომ ამის გამო გარკვეული  უპირატესობებიც გააჩნია. უკვე ნახსენები ტეფლონ/ნიკელის დაფარვა გამოიხატა საგრძნობლად უფრო უკეთეს სასხლეტში. “რემის” სასხლეტი იყო ერთდროულად უფრო მსუბუქიც და ერთგვაროვანიც. „რემის“ ავტომატიკის სქემა ორი ფოლადის ღერძით და ორი დამაბრუნებელი ზამბარით ძალიან  საიმედოდ გამოიყურება. ამავე დროს სქემატურად ორივე იარაღი თითქმის იდენტურია, ალუმინის რესივერი, მასიური ფოლადის საკეტი მოსახსნელი სახელურით. „რემის“ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ერთ მოდულად არის შესრულებულია, მარლინში ორ მოდულად არის გაყოფილი. მომსახურების მხრივ ორივე იარაღი იდენტურია.  დაშლისას ორივე იარაღი ერთნაირად იშლება. ჯერ უნდა მოიხსნას ორი ხრახნი, რომელიც აფიქსირებს რესივერს სტოკში, შემდეგ განცალკევდეს რესივერის ზედა და ქვედა ნაწილები, რის შემდეგაც უნდა ამოიღოთ საკეტები. ორივე იარაღზე ალუმინის რესივერები შეღებილია, ხოლო ლულები ოქსიდირებულია. უკეთესი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის და თეორიულად უფრო მყარი ავტომატიკის სქემის გამო „რემი“ ისევ ოდნავ უკეთესად გამოიყურება.

update 30.02.2016: “მარლინზე” მწყობრიდან გამოვიდა პლასტმასის ბუფერი. ინსტრუქციის თანამხმად ამ იარაღიდან არ არის რეკომენდირებული ზე-სწრაფი (hyper velocity) ვაზნების გამოყენება. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი მაგრამ ბუფერი პრაქტიკულად დაიფშვნა. მისი ფასი ამერიკაში არის 20 დოლარი რაც საკმაოდ ბევრია პალსტმასის ნაჭერში და ნიშნავს რომ იარაღის მწყობრში დასაბრუნებლად 50 ლარი არის საჭირო და ორი კვირა ლოდინი. ბუფერი ასევე “რემინგტონის” კონსტრუქციაში არის და როგორც ჩანს ეს ბუფერი იცავს ალუმინის რესივერს საკეტის დარტყმისგან. სავარაუდოთ ბუფერის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი არის მისი ასაკი.

ორივე კარაბინი დიდიხანია დაკვირვების ქვეშ არიან და “მარლინს” უკანასკნელი 5 წელი პრობლემა არ ქონია თუმცა „რემთან“ შედარებით ნაკლები ვაზნა არის ნასროლი (დაახლოებით 500 ცალი). „რემინგოტნი“ 2 წელია ექსპლუატაციაში და უკვე 1800 ვაზნაზე მეტია ნასროლი. ამ პერიოდის დროს მხოლოდ მწყობრიდან გამოვიდა და შეიცვალა ქარხნული პიკატინის სამაგრები, რომლებიც დაყენებული იყო ალუმინის რესივერზე. ასე რომ ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში მოემზადეთ რომ ამ სამაგრების შეცვლა მოგიწევთ და ნაცვლად გამოიყენებთ “მერცხლის კუდის” ტიპის სამაგრებს. “მარლინზე” სხვა ტიპის სამაგრის ოფცია არც არის. .22 კალიბრისთვის ამ ტიპის სამაგრი აბსოლუტურად საკმარისია. მინუსი კი” მერცხლის კუდის” ის გახლავთ რომ მაგათზე შეუძლებელია სწრაფად მოსახსნელი კრონშტეინის ან “რინგების” დაყენება.

remlingraf

როგორც ხედავთ ორი იარაღი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. მარცხნივ “მარლინი”, მარჯვნივ “რემინგტონი”. რემინგტონის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონსტრუქციაში იგრძნობა რუგერ 10/22-ის გავლენა. 

ჩემი აზრით კონსტრუქციების შედარებისას “მარლინის” უპირატესობა არის მისი მჭიდი. წლების განმავლობაში “რემინგტონ 597″-ის რეპუტაცია ზარალდებოდა მჭიდების არადამაკმაყოფილებელი კონსტრუქციის გამო. არ ვიცი რა გაუჭირდათ რემინგტონში ასე, რომ მათ დაჭირდათ მჭიდის კონსტრუქციის ორჯერ შეცვლა რის გამოც ამ იარაღის სამი თაობის მჭიდები არსებობს. აქიდან მესამე თაობა ბუნებრივია ყველაზე უკეთესია, მაგრამ არა საუკეთესო. მიუხედავად იმისა, რომ ტევადობა მითითებულია როგორც 10 ვაზნა, მჭიდში თავსდება მხოლოდ რვა ცალი და ეს საკმაოდ ხშირი პრობლემაა. მჭიდის კორპუსი არის მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული, რომელიც ჩამოსხმის მეთოდით მზადდება. მჭიდის ხუფი და მიმწოდებელი პლასტმასის არის. “მარლინის” მჭიდი არის გაცილებით უფრო მყარი, დამზადებული ფოლადისგან და შემდგომ დაფარული ნიკელით, ნარინჯის ფერი პლასტმასის მიმწოდებლით. ხუფიც არის მეტალის. ძნელად წარმოადგენია რა უნდა მოხდეს რომ ეს მჭიდი დააზიანოთ. ასე რომ “ძველი სკოლა” უმჯობესია და “მარლინის” მჭიდი უკეთესია. რემინგტონზე კი მჭიდი ყველაზე სუსტი წერტილია. დავამატებდი რომ კარგი იქნებოდა რომ მარლინის მჭიდზე შესაძლებელი ყოფილიყო მიმწოდებლის თითით დაშვება , რაც გაადვილებდა და დააჩქარებდა მჭიდის ვაზნებით შევსებას.

remlinmag1

რემინგტონის და მარლინის მჭიდები. რატომ ვერ უნდა შეძლოს ამხელა კომპანიამ, როგორიც არის რემინგტონი გამოუშვას ათ ვაზნიანი მჭიდი, რომელშიც ჩადის 10 ვაზნა ჩემთვის გაუგებარია.  

ორივე იარაღი არ გამოირჩევა განსაკუთრებულად ადვილი დაშლის ალგორითმით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ იარაღებს არ აქვთ სამხედრო ფესვები. ასეთი იარაღის წმენდა არ არის აუცილებელი ყოველი გამოყენების შემდეგ. “მარლინის” ინსტრუქციის მიხედვით იარაღი უნდა დაიშალოს და გაიწმინდოს 250 ვაზნის გასროლის შემდეგ. ჩვენი მცრეკალიბრიანი იარაღების მარავალწლიანი ექსპლუატაციის გამოცდილება გვეუბნება რომ თუ მჭიდი და სავაზნეს მიმდებარე “ტერიტორია” სუფთაა, ინტერვალი წმენდებს შორის შეიძლება 1000 გასროლაც იყოს. ლულის გასაწმენდად იარაღის დაშლა აუცილებელი არ არის და ცხადია, რომ ლულას რეგულარული წმენდა ჭირდება, იმისთვის რომ არ მოხდეს ლულის არხის ზედაპირზე ტყვიის ნადების დაგროვება და არ მოხდეს სიზუსტის დეგრადაცია.

შედარება სროლით

სროლა ხორციელდებოდა ორ მანძილზე, 50 და 90 მეტრზე. გამოყენებული იყო სამი ტიპის ვაზნა, Eley Sport, CCI SV და CCI Mini-Mag. სამივე ვაზნამ დაახლოებით ერთნაირი სიზუსტე აჩვენა, ამიტომ ჩვენ უბრალოდ შევკრიბეთ ყველა ჯგუფი და გამოვიყვანეთ საშუალო სიზუსტე თითო იარაღისთვის. 50 მეტრზე “მარლინის” ჯგუფების საშუალო სიგანე იყო 24მმ, ხოლო 100 იარდზე 61მმ. “რემის” ანალოგიური მაჩვენებელი 50 მეტრზე იყო 36მმ და 66მმ 100 იარდზე. აქიდან “მარლინის” საუკეთესო ჯგუფი 50 მეტრზე იყო  შთამბეჭდავი 18მმ და 54მმ 100 იარდზე. ჩემი აზრით “რემი” ადეკვატურად ზუსტია “პლინკერისთვის”, “მარლინმა” აშკარად მიგვანიშნა, რომ მეტიც შეუძლია.

როგორ შეიძლება შევაფასოთ ორივე კარაბინი სიზუსტის და სროლისუნარიანობის მხრივ? “რემინგტონი” აშკარად უკეთესად იგრძნობა თავისი უაღრესად ერგონომიული სტოკის გამო. სასხლეტიც “რემზე” ბევრად უკეთესია და ასეთ მსუბუქ იარაღში სასხლეტი ძალიან დიდ როლს თამაშობს სიზუსტის მიღწევაში. მიუხედავად ამისა ორი “რემინგტონის” ექსპლუატაციამ გვაჩვენა, რომ რამდენადაც სრულყოფილი არ უნდა ყოფილიყო სროლის პირობები და რამდენად კარგი ოპტიკა არ უნდა გამოგვეყენებინა (მეორე რემზე კარგი ხარისხის “ნიკონი” გვეყენა) ან თუნდაც ყველაზე მაღალი ხარისხის ვაზნები სეგვერჩია, “რემინგტონ 597″ უბრალოდ არ გამოირჩევა ქირურგიული სიზუსტით. აქიდან გამომდინარე უნდა დავასკვნათ რომ ეს პირდაპირ უკავშირდება “რემის” ლულის ხარისხს. რაც შეეხება “მარლინს”, თუნდაც ძალიან მოკრძალებული “სკოპით” და მძიმე სასხლეტით ის მაინც ძალიან კარგად ისროდა, რაც უნდა ვივარაუდოთ მიკრო-ღარიანი ლულის დამსახურებაა.

სროლა ხდებოდა საველე პირობებში, გაყინული მიწიდან, ყინვაში. ასე რომ მიღებული შედეგები გვიჩვენებს ორი იარაღის პრაქტიკულ სიზუსტეს, რომელიც მიღწევადია ღია ცის ქვეშ. ასეთ პირობებში “ბიპოდი” მოსახერხებელია, იმიტომ რომ ის უზრუნველყოფს სტაბილურ და ერთგვაროვან სასროლო პლატფორმას. “რემს” ვისროდით საყრდენიდან და ცხადია ყოველთვის არ იქნება დრო კარგი პოზიციის და საყრდენის მოსამზადებლად. 2.5 კგ-ან .22 კალიბრის იარაღს არ ჭირდება 100 დოალრიანი “ჰარისები”, ამიტომ თუ გნებავთ მაქსიმალურად ზუსტი სროლა , ნორმალური ბიპოდის შეძენა იქნება სწორი გადაწყვეტილება. “მარლინზე” დაყენებული Caldwell-ის ბიპოდი 30 დოლარი ჯდება და მშვენივრად ასრულებს თავის ფუნქციას.

20160225_083224

“მარლინმა” დაადასტურა თავისი მაღალი სიზუსტის პოტენციალი, როდესაც 50 მეტრიდან მსროლელმა, პირველივე გასროლით მოხსნა 20 თეთრიანი მონეტა. ამჯერად “მარლინი 795″ არის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი ნახევრად-ავტომატური მცირეკალიბრიანი იარაღი, რომელიც ჩვენ გამოგვიცდია.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე იარაღი ისროდა მინუსურ ტემპერატურაში ვაზნით, რომელიც ძალიან არასაიმედოთ მუშაობს ნახევრად-ავტომატურ იარაღში (Eley Sport), არც ერთ დაბრკოლებას ადგილი არ ქონდა. თუ ჩვენ რამე არ გვავიწყდება არც”მარლინს” და არც “რემინგტონს” არასდროს არ გაუჭედავს, რაც მეტყველებს, რომ ორივე იარაღი ძალიან საიმედოა.

ორი სიტყვა უნდა ვთვქათ ოპტიკაზე. “ბუშნელი”, რომელიც აყენია “რემინგტონზე” არის  ჩინური კონტრაფაქტი. ავტორს ქონდა 4 ასეთი “სკოპი” და მისაღები ლინზების ხარისხთან ერთად ამ მოდელებს აქვთ ძალიან არასანდო შესწორებების მექანიზმი, ხოლო “ზუმის” შეცვლისას მოხვედრის წერტილიც იცვლება. ჯვარი საკმაოდ სქელია და ოპტიკის ბადე ძალიან გადატვირთულია. ასეთი “სკოპი” 60-80 ლარი ღირს, რაც ძალიან იაფია. ასეთი “სკოპის” ყიდვისას რეკომენდირებულია მისი ხმარება ერთი კონკრეტული გადიდებით, ხოლო განულების შემდეგ დოლურების ხელის ხლება აღარ ღირს. სხვადასხვა მანძილზე სროლისას კარგად მუშაობს სამიზნე ბადის დანაყოფები, რომლებსაც იყენებთ ტყვიის ვარდნის კომპენსირებისთვის. სწორედ ამიტომ ბიუჯეტური ოპტიკის შეძენისას .22 კალიბრის იარაღისთვის ალბათ უპრიანია ფიქსირებულ ზუმიანი ოპტიკის შეძენა. რაც უფრო მარტივია იაფი “სკოპი” მით უფრო დიდი ალბათობაა რომ ის უპრობლემოდ იმუშავებს. “მარლინზე” დაყენებული “Shirstone”-ის “სკოპი” დამზადებული იაპონიაში  ასევე გამოირჩევა დაბალი ფასით (130 ლარი)  მისაღები ხარისხის გამოსახულებით, ბადე ასევე სქელია, მაგრამ შესწორებების მექანიზმი უნაკლოდ მუშაობს, რის გამოც იარაღის განულება უპრობლემოდ მოხდა 8 გასროლით. სროლებისას ჩვენ არ გამოგვიყენებია “ზუმის” საშუალება “ბუშნელზე” რომ ორივე თანაბარ მდგომარეობაში ყოფილიყო. ჩემი აზრით ორივე იარაღი უდაოდ იმსახურებს კარგი ხარისხის ოპტიკას. განსაკუთრებულად “მარლინი” რომლიც შერჩეული ვაზნებით და კარგი ოპტიკით ეჭვი არ გვეპარება კიდე უფრო ზუსტი იქნება. ეხლა “მარლინი” ეკუთვნის “რემინგტონს” და ვინ იცის იქნებ რემინგტონებზეც გამოჩნდეს მიკრო-ღარიანი ლულები. იმიტომ რომ ჩვენი აზრით სწორედაც რომ ამ ლულის წყალობით “მარლინი” არის უფრო ზუსტი.

ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ეს კარაბინები არ ითხოვენ ინვესტიციებს და დროის ხარჯვას, იმისთვის რომ ზუსტად ისროლონ. თავისუფლად გამოკიდებული სქელი და გრძელი ლულები, ბედინგი ისევე როგორც ვუდუს რიტუალები, როგორიც არის  ლულის “აბკატკა” ამ იარაღებს არ ჭირდება.  ნორმალური ბიპოდი, კარგი “სკოპი” და იარაღი მზად არის. “რემინგტონზე” ჩვენ ლულაზე გვიყენია სამაგრი ფანრისთვის.  ესთეტი აღშფოთდება და იტყვის რომ ეს მკრეხელობაა, მაგრამ რეალობაში არანაირ ნეგატიურ გავლენას იარაღის სიზუსტეზე ადგილი არ ქონია. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ ორივე იარაღს აქვს “მედიუმ პროფილის” ლულები, რაც აბსოლუტურად ადეკვატურია .22 კალიბრისთვის. სქელ ლულას ასეთ იარაღში აქვს მხოლოდ ის პლუსი რომ იარაღი მძიმდება და ცოტათი უფრო მოსახერხებელია ზუსტი სროლისთვის. თუ ლულა კარგი ხარისხის არის, ყველაზე თხელი პროფილის ლულაც საკმარისი იქნება, რომ .22lr კალიბრის სიზუსტის პოტენციალი სრულად გამოიყენოთ.

ტესტირების შედეგები რომ შევაჯამოდ, საიმედოობის და კონსტრუქციულად ორივე იარაღი ერთნაირია, აქიდან “რემინგტონი” უფრო ერგონომიულია, მაგრამ “მარლნი” უფრო ზუსტია. “რემინგტონი” “მარლინზე” უფრო მძიმეც არის და ნაკლებ ვაზას იტევს მჭიდში. მიუხედავად იმსა, რომ “რემი” უფრო ახალგაზრდაა, აქსესუარები მისთვის უფრო ხელმისაწვდომია. ფასი ორივე იარაღზე თითქმის ერთნაირია. “მარლინის” უპირატესობაა რკინის სამიზნე მოწყობილობები, სამაგიეროდ “რემის” ლულაზე მოწყობილობების დაყენების ოფცია გააჩნია. ჩვენი აზრით ორივე იარაღი ერთნაირად კარგია, მაგრამ “მარლინს” მცირე უპირატესობას მივანიჭებდით უკეთესი სიზუსტის და უპრობლემო კონსტრუქციის გამო. ჩემი აზრით “რემინგტონს” არ ეკადრება პიკატინის სამაგრი, რომელიც ირყვეა და ძვრება და არც მუშა მჭიდის შექმნა არ უნდა იყოს ზედმეტად რთული ამხელა კომპანიისთვის.

Vz.58 – საბოლოო ვერდიქტი

Wednesday, February 17th, 2016

vzmain1

შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ თემები გამოგველია და ისევ იმაზე ვსაუბრობთ რაზეც უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ, მაგრმ ჩემი აზრით ჩეხური „ვზორზე“ კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება. ბოლოს და ბოლოს მეც მაინტერესებს, ეს 800 ლარიანი ნახევრად ავტომატური შაშხანა მართლა კარგია გრძელვადიან პერსპექტივაში თუ არა. დაახლოებით სამი წელი გავიდა მას მერე რაც საქართველოში პირველად გამოჩნდა Vz.58-ის სამოქალაქო ვარიანტები, ჯერ მაღაზია „დიანაში“ და შემდეგ პრაქტიკულად ყველა სხვა იარაღის მაღაზიაში, რომელიც თბილისშია განლაგებული. ფასი 1300 ლარიდან მალე ჩამოვიდა 950 ლარამადე და მეორად ბაზარზე ზოგს გაუმართლა და  ”ვზორი” 700 ლარადაც ჩაიგდო ხელში. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე რომ ამ იარაღის უახლოესი კონკურენტები, რუსული “საიგები” და საბჭოთა სკს-ები იყიდება სამჯერ ოთხჯერ უფრო ძვირად. როგორც ჩანს ეს იარაღი საკმაოდ დიდი რაოდენობით გაიყიდა იმიტომ რომ ეხლა  ბაზარზე არ წარმოდგენს დიდ პრობლემას ეგრევე იპოვოთ რამდენიმე კარგი შემოთავაზება. ფასი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი დაბალი, როგორც 700 ლარი სტანდარტულ შაშხანაში და 1200-1400 “ვზორში” რომელიც არჭურვილია პლასტმასის ფურნიტურით, რომელიც მეტ წილად წარმოდგენილია CAA-ს და FAB Defense-ის ნაკრებებით. ძირითადად „ვზორის“ ვარიანტები საქართველოში წარმოდგენილია ჩეხური CZ-ს მიერ წარმოებული CZ 858 მოდელით, რომელიც ორიგინალური სამხედრო Vz.58-ის კონვერტირებული ვარიანტია და ასევე ჩეხური კომპანია CSA-ს მიერ წარმოებული იარაღებით, რომესლაც ეს კომპანია თავად აწარმოებს. CZ-ს პროდუქცია წარმოდგინილა მხოლოდ კალიბრში 7.62×39, სტანარტული ფიქსირებული კონდახით ან დასაკეცი ლითონის დუგლუგით და ორი სიგრძის ლულით, სტანდარტული 390 მმ და შედარებით გრძელი 482მმ-ნი ლულით. ”ვზორები” გრძელი ლულით იყო განკუთვნილი კანადური ბაზრისთვის, მაგრამ კანადის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ კონვერტირებული იარაღი შესაძლებელია ადვილად გადაკეთდეს ჯერებით სროლისთვის და ამ იარაღის შემოტანა აკრძალა. ნაწილი „კანადური შეკვეთის“ აღმოჩნდა საქართველოშიც. ასეთი იარაღები აღჭურვილია როგორც წესი გრძელი ლულით, განსხვავებით წინა პარტიებისგან კომპლექტდება არა ორი არამედ ოთხი მჭიდით, რომლებიც აღჭურვილია შემალავებლით, რომელიც ზღუდავს მჭიდის ტევადობას ხუთ ვაზნამდე (ადვილად იხსნება) ასევე მჭიდების ტყავის ჩანთით და ორიგინალური ხიშტით. რაც შეეხება CSA-ს წარმოებულ „ვზორებს“  ეს იარაღები მთლიანად მზადდება CSA-ს მიერ, წარმოდგენილია ორ კალიბრში .223 Rem და რა თქმა უნდა 7.62×39. მათი ფასი ბევრად აღემატება Cz858-ის ფასებს, თუმცა იარაღები ძალიან კარგია და ბულგარული „არსენალის“ გამოჩენამდე ეს იარაღები იყო ყველაზე ხელმისაწვდომი .223 კალიბრის კარაბინები საქართველოში. ბოლოს დავამატებ მხოლოდ რომ, კიდევ ერთი მაღაზია ყიდის კონვერტირებულ „ვზორებს“, რომლებიც იწყობა სლოვაკიაში, KolArms-ის მიერ მაგრამ აქ რატომრაც საღდება იმპორტიორის მიერ, როგორც CZ-ს პროდუქცია, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და საეჭვო მარკეტინგულ სვლას წარმოადგენს, ეს რბილად რომ ვთქვათ.

ჩვენ სტატიაში საუბარი წავა მხოლოდ CZ-ს მიერ აწყობილ/კონვერტირებულ იარაღებზე, იმიტომ რომ სტატიის ავტორს ქონდა ასეთი სამი ცალი და უკანასკნელი ორი წელი მე ვაკვირდებოდი ამ ბევრი ამ ტიპის იარაღების ექსპლუატაციას სხვის ხელებში და შეიძლება თამამად ითქვას, რომ shooterscentral-ის გუნდს აქვს ყველაზე ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია ამ იარაღების ექსპლუატაციაზე საქართველოში და ამიტომ ვფიქრობთ ეს სტატია იქნება განსაკუთრებულად საინტერესო როგორც ამ იარაღის მფლობელებისთვის ასევე იმათთვის ვინც ფიქრობს მის შეძენას.

დავიწყებ იმით, რომ ჩემი აზრით „ვზორი“ იმსახურებს „სახალხო იარაღის“ სტატუსს საქართველოში. იმ დროიდან, როდესაც მე 650 ლარად შევიძინე სკს-ი პუშკინის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში გავიდა წლები, წლები როდესაც ნახევრად ავტომატური იარაღის შეძენისთვის ათას ლარზე ბევრად მეტი იყო საჭირო. ტაქტიკური “საიგების” ფასი რამდენიმე ათასი ლარი იყო ხოლო ყველაზე ხელმისაწვდომი იყო უდაოდ კარგი მაგრამ მორალურად მოძველებული საბჭოთა სკს-ი, რომელზეც ფასი სულ იზრდებოდა და ეხლა ამ იარაღში ითხოვენ იმდენს რამდენსაც საღად მოაზროვნე ადამიანი სკს-ში არასდროს არ გადაიხდის (გამონაკლისი იქნება ნაღდი რუსული რკინის ფანატები). ყველაფერი ეს რადიკალურად შეიცვალა, როდესაც გამოჩნდა ჩეხური “ვზორი”. დღეს ნებისმიერს შეუძლია შეიძინოს ტაქტიკური კარაბინი, მოსახსნელი 30 ვაზნიანი მჭიდებით და დასაკეცი კონდახით და მას ეს სიამოვნება დაუჯდება 1000 ლარზე ნაკლები ან ბევრად ნაკლები. მაგარია არა? ნამდვილად, მაგრამ „ვზორის“ შეძენისას პატრონი მზად უნდა იყოს, რომ სანამ იარაღი გახდება 100% საიმედო მას მოუწევს გარკვეული აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა. დაბალი ფასი კარგია მაგრამ იმისთვის, რომ ასეთ ფასად მიიღოთ საიმედო იარაღო მოგიწევთ იარაღის მოწყობილობაში გარკვევა და გარკვეული დროის დახარჯვა მის ჭკუაზე მოყვანისთვის.

12294744_1952965661594639_8442685784349730351_n

“ვზორი” არ არის ერთადერთი იარაღი, რომელთანაც ჩვენ გვაქვს საქმე მაგრამ ის ყველაზე გავრცელებულია ფასის გამო. ეს იარაღი ღირსეულად გამოიყურება სხვა იარაღებბთან შედარებით. 

ბუნებრივია ასეთი კარგი და იაფი იარაღის გამოჩენას მოყვა ინტენსიური ჭორების გავრცელება ადამინებისგან, რომლებიც ცდილობდნენ გაემართლათ თუ რატომ დახარჯეს ორჯერ სამჯერ მეტი იარაღში, რომელიც “ვზორზე” უარესია. არის კატეგროია ხალხის, რომელიც თვლის რომ კარგი იარაღი ის არის, რომლის ფასიც იწყება რამდენიმე ათასი ლარიდან. მე მინდოდა დამეწერა იმ ზღაპრებზე და მითებზე, რომლებიც „ვზორზე“ იგონებენ, მაგრამ ამაზე ჩემ და თქვენ დროს არ დავხარჯავ. ჩემი პასუხი ამაზე იქნება ის, რომ სამი წლების განმავლობაში იმ იარაღებიდან რაც ჩვენ გნკარგულებაშია საკმარისი რაოდნეობის ვაზნა იქნა ნასროლი რომ დავრწმუნებულიყავით იმაში, რომ იარაღები არ ფუჭდება, არ იშლება, ქრომი ლულის არხში არ იცვითება და 300-400 ან თუნდაც ათასი ვაზნის გასროლის შემდეგ სიზუსტის დეგრადაციას ადგილი არ აქვს. არის რამდენიმე ნიუანსი, რომელიც უნდა გათვალისწინებულ იქნას, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

რა შეიძლება ითქვას იარაღის საიმედოობაზე? ძალიან იშვიათად, პრაქტიკულად თითით ჩამოსათვლელ შემთხვევებში დაფიქსირდა შეფერხება ექსტრაქციის დროს, რაც მეტ წილად ჩვენბი აზრით უკავშირდება ბულგარულ ვაზნებს. ასეთი შეფერხება არის ყველაზე ადვილად აღმოსაფხვრელი. პირადად მე სამი წლის განმავლობაში ერთი ასეთი შეფერხება ვნახე, დანარჩენ შემთხვევებზე ვიცი გადმოცემით. ამავე დროს მე არასდროს არ მსმენია „ვზორზე“ რომელიც მწყობრიდან გამოვიდოდა, რომელიმე დეტალის გატეხვის/დაზიანების გამო. სამი წლის განმავლობაში ასეულობით ნასროლ ვაზნაზე, 10-მდე იარაღიდან მე ჩემი თვალით ვნახე მხოლოდ ერთი ამ ტიპის შეფერხება, როდესაც საკეტმა “დაიჭირა” მასრა.  ენერგიული საკეტის გადატენვა და იარაღი მზად იყო სროლის გასაგრძელებლად. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ საიმედოობაზე.  ეხლა რაც შეეხება ხსენებულ ნიუანსებს. სამოქალაქო „ვზორებს“ უკავშირდება ორი პრობლემა, რომლის გაჩენის მიზეზია იარაღის კონვერტაცია მხოლოდ ერთჯერადი გასროლების წარმოებისთვის. პირველი პრობლემის სიმპტომებია, როდესაც გასროლის წარმოების შემდეგ იარაღი გადაიტენა, ვაზნა მიწოდებულია მაგრამ სასხლეტი „მკვდარია“, თითქოს დამრტყმელი არრ არის შეყენებულ მდგომარეობაში.  მიზეზი ამისა არის დისკონექტორის თამაში, რომელიც არასაკმარისად მყარად ზის თავის პინზე. პრობლემა ადვილად სწორდება პინის და დისკონექტორს შორის საჭირო სისქის საფენის მოთავსებით, რომელიც თამაშს გამორიცხავს და პრობლემაც ქრება. თუ თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ შეძლებთ საკუთარი ძალებით პრობლემის მოგვარებას, მიმართეთ ხელოსანს და აუხსენით პრობლემის მიზეზი.

trfix

კიდევ ერთი პრობლემა,რომელიც ხშირად ახასიათებს მხოლოდ ერთი კონრეტული პარტიის კარაბინებს. საუბარია ე.წ კანადურ”ვზორებზე”. როგორც წესი ეს პრობლემა თავს იჩენს ყველაზე ცუდ მომენტში-სროლის დროს. შეიძლება კარაბინის სასხლეტი მექანიზმის დამჭერი ღერძი არ იყოს სწორად დაყენებული და სროლის დროს უკუცემით გამოწვეული ვიბრაციის გამო შევარდეს შიგნით, რესივერში. იარაღი გამოდის მწყობრიდან და მისი დაშლა საკმაოდ რთულდება იმის გამო რომ ნაწილები აღარ არის თავის ადგილზე. მსგავსი შემთხვევის მომსწრე თავად ვყოფილვართ და იმისთვის რომ დაგვეშალა იარაღი, დაგვჭირდა თითქმის ნახევარი საათი.ეს პრობლემა გამოწვეულია იმით,რომ აღნიშნულ ღერძს გააჩნია წრიული ღარი გარშემო. ეს ღარი შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი სიგანის რომ მასში ჩაჯდეს ფიქსატორი.იმისთვის რომ გავარკვიოთ ხომ არ ემუქრება მსგავსი რამ ჩვენს კარაბინს, საჭიროა იარაღი ჯერ დავშალოთ, ხოლო შემდეგ რაიმე წვეტიანი საგნით (მაგალითად ტყვიის თავით) მივაწვეთ აღნიშნულ ღერძს მარცხენა მხრიდან. თუ ის შიგნით შევარდა ე.ი ჩვენს კარაბინს გააჩნია აღნიშნული დეფექტი. ამ ნაკლის გამოსწორება ძალიან ადვილია სახლის პირობებშიც კი, უბრალო ბრტყელი ქლიბის გამოყენებით. ავიღოთ ეს ღერძი და მის გარშემო არსებული ვიწრო ღარი გავაფართოვოთ ქლიბით.შემდეგ ჩავსვათ თავის ადგილას და დავრწმუდნეთ რომ ფიქსატორი ნამდვილად თავისუფლად ჯდება გაფართოებულ ღარში. ამ შემთხვევაში ეს პრობლემა აღარასოდეს შეგვაწუხებთ.

პირველი პრობლემა მე მინახვას ორჯერ სამჯერ, მეორე ძალიან ხშირად იჩენს თავს. ცხადია პრობლემა არ უკავშირდება „ვზორის“ კონსტრუქციას როგორც ასეთს. პრობლემის მიზეზია არასრულფასოვანი კონვერტაცია სამოქალაქო ვარიანტში და სიმართლე გითხრათ ორივე პრობლემის გამოსწორება იმდენად ადვილია, რომ ჩემის აზრით ამის ნაკლად ჩათვლაც არ იქნება სწორი. ბუნებრივია ადამიანი, რომელსაც სურს გადაიხადოს ფული ერთხელ და დადოს სახლში საიმედო იარაღი დარჩება უკმაყოფილო და იმედგაცრუებული, ხოლო ვისთვისაც იარაღი სამუშაო ინსტრუმენტია და როგორც კარგ მძღოლს უნდა ესმოდეს როგორ გამოცვალოს საბურავი ან ზეთი მანქანაში ისე მსროლელმა უნდა იცოდეს იარაღის მოწყობილობა და წვრილმანი პრობლემების აღმოფხვრა. როგორც კარგ მძღოლს ავტოფარეხში აქვს ქანჩების ნაკრები, ისე მსროლელს უნდა ქონდეს ინსტრუმენტები რომ საკუთარი ძალებით განახორციელოს იარაღის წვრილმანი რემონტი. ასე რომ ჩვენი გადმოსახედიდან ეს პრობლემა არც არის, უფრო თავისებურებაა რომელსაც უნდა ყურადღება მიექციოს. ასეა ეს, ის ვისაც ესმის იარაღის მოწყობა და მუშაობის პრინციპები, გააჩნია საჭირო ინსტრუმენტების ნაკრები ყოველთვის ნაკლებს გადაიხდის იარაღში და თავად უზრუნველყოფს იარაღის ტექნიკურ გამრთულობას. ვისაც ეს არ შეუძლია და ეზარება იძულებულია იხადოს მეტი ძვირადღირებულ იარაღში და ენდოს მწარმოებლის რეპუტაციას და მაღალ ხარისხის კონტროლს.

მეტს “ვზორის” საიმედოობაზე ვერაფერს ვერ ვიტყვით. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის ჭკუაზე მოყვანის შემდეგ იარაღი საიმედოა და გამძლე. სუსტი წერტილები მას პრაქტიკულად არ აქვს. იარაღის კონსტრუქცია ზე-მარტივია და ძალიან გამძლეა. მასიური ექსტრაქტორი, მოკლე და სქელი ნემსა, ზამბარების მინიმალური რაოდენობა. ძნელად წარმოსადგენია რა უნდა გაფუჭდეს ამ იარაღში. ხოლო თუ რამე გაფუჭდა იარაღის შეკეთება  არ უნდა იყოს რთული.

ყველას უყვარს კითხვა რამდენად ზუსტია იარაღი. მაგრამ რეალურად რამდენს შეუძლია გამოიყენოს იარაღის სიზუსტის პოტენციალი? ალბათ ერთეულებს. „ყველა“ ვზორი არის სკამარისად ზუსტი, ყველა „ვზორს“ ყუთში უდევს საკონტროლო სამიზნე. სიზუსტე არის ტიპიური 7.62×39 კალიბრის იარაღისთვის. დაახლოებით 8-12 სმ 100 მეტრზე, საველე პირობებში სროლით მიღებული. ასეთი იარაღისთვის ეს აბსოლუტურად ადეკვატური სიზუსტეა.  მაქსიმალუი მანძილი სროლის იყო 450 მეტრი და ამ მანძილზე ვზორი საკმაოდ ეფექტური იყო მეტალის სილუეტების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა იარაღის შეძენის შემდეგ იარაღი უნდა „გაანულოთ“.  წინა სამიზნე მოწყობილობის ერთი სრული ჩატრიალება იწვევს მის გადაადგილებას 0.5მმ-ით რაც იწვევს მოხვედრის წერტილის გადანაცვლებას 14სმ-ით 100 მეტრზე. იგივე ეხება ჰორიზონტალურ სიბრტყეში „მუშკის“ გადაწევას. 0.5მმ უდრის 14 სმ. გამომდინარე იქიდან თუ რა ცდომილებას აქვს ადგილი და რა მოცულობის შესწორების შეტანა გინდათ, ეს ციფრეები დაგეხმარებათ „გაანულოთ“ თქვენი ვზორი ზედმეტი წვალების გარეშე. სამხედრო სახელმძღვანელოს მიხედვით ვზორი სწორდება სპეციალური მისასროლი სამიზნის გამოყენებით, როდესაც უკანა სამიზნე მოწყობილობა დგას 300 მეტრზე სროლისთვის განკუთვნილ პოზიციაზე. დასაშვება გაფანტვა 18 სმ-ის მოცულობით 100 მეტრზე აქიდან მოხვედრის საშუალო წერტილის მაქსიმუმ 5 სმ-ნი გადახრა არის მისაღები. მისასროლი სამიზნე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ.

„ვზორის“ მჭიდები გამძლეა და უპრობლემო. მართალია ამ იარაღის მჭიდები არასდროს არ გაყიდულა ცალკე, მაგრამ გაიყიდა ბევრი „ვზორი“ 4 მჭიდით კომპლექტში. განცხადებამ „მაიმარკეტზე“ „ვზორის“ მჭიდის შეძენაზე ეგრევე საკმარისზე მეტი რაოდენობით მაშოვნინა დამატებითი მჭიდები.  უბრალოდ განათავსეთ განცხადება, რომ შეიძენთ მჭიდებს და საკმარისზე მეტ შემოთავაზებას მიიღებთ. ბოლო დროს დაიწყეს სტანდარტული მჭიდების დამოკლება, ჩემი აზრით ეს აზრს მოკლებული ქმედება არის და ისედაც იშვიათი მჭიდების გაფუჭებაა და მეტი არაფერი.

ჩვენი ბლოგის სპეციალიზაცია არის თავდაცვითი/ტაქტიკური იარაღი და შესაბამისად ვუყურებთ “ვზორს”, როგორც სწორედ ასეთ იარაღს. თავდაცვითი კარაბინის გამოყენება ხდება პისტოლეტის მანძილებზე, უკიდურეს სიახლოვეში სამიზნესტან. ასეთი ვარჯიშების დროს “ვზპორი” საკმაოდ მოსახერხებელია. ის მსუბუქია და ნაკლბად ინერტულია, მანევრირება ადვილია იმის გამო რომ იარაღის სიმძიმის ცენტრი არის იარაღის შუაში.  სქელი ლულები სურათებზე კარგად გამოიყურება, მაგრამ ტაქტიკურ მსროლელს ესმის თხელი, მსუბუქი ლულის უპირატესობები. იარაღი ასეთი ლულით სწრაფი და მოსახერხებელია და მისი მართვა არ ითხოვს ზედმეტ ძალისხმევას მსროლელისგან. მსუბუქი, გამოშვერილი დეტალების გარეშე “ვზორის” თრევა ლაშქრობისას ასევე ადვილია.

58-bolt-face

“ვზორის” საკეტის სახელური ოდნავ კუთხით არის განლაგებული, რის გამოც მეორე ხელით გადატენვა შდარებით ადვილია, ის არის მრგვალი და ხელის ტრავმირება პრაქტიკულად შეუძლებელია.  

ერგონომიკაზე საუბარს გავაგრძელებ იმით, რომ “ვზორს” გააჩნია საკეტის შემაკავებელი და ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი რჩება ღიად, რაც ეგრევე ანიშნებს მსროლელს, რომ ვაზნები გათავდა. ზოგ ჩვენ იარაღზე, დამცავი რკალი, რომელიც იცავს მჭიდის ღილაკს მოჭრილი იქნა, რომ გაადვილდეს მასზე წვდომა. ასეთი მოდიფიკაცია გამართლებულია თავდაცვი იარაღზე, მაგრამ ვისაც უწევს ტყეში ხეტიალი, ჯობია ამისგან თავი შეიკავოს, რომ არ დაკარგის მჭიდი ტყეში.

ჩემრი ღრმა რწმნით, ერგონომიულად “ვზორი” უპირატესია, “საიგაზე” და  შეუდარებლად უკეთესია ვიდრე “სკს”-ი, ამასთანავე ის არანაკლებ საიმედო, გამძლე და ზუსტია. „ვზორი“ საკმაოდ კეთილგანწყობილია ცაციების მიმართაც. ერგონომიკის მხრივ იარაღი კარგად გამოიყურება, მცველი მოსახერხებელია, საკეტი ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ ღია რჩება. საკეტის სახელური მრგვალია, ბასრი კუთხეების გარეშე. დასაკეცი კონდახიც და განსაკუთრებულად ფიქისრებული კონდახი საკმაოდ მოსახერხებელია. „ვზორის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლიუსია, გამძლე დაფარვა, რომელიც პრაქტიკულად არ იცვითება ჩვეულებრივი ექსპლუატაციის პირობებში. ასეთი დაფარვის წყალობით იარაღი ასევე პრაქტიკულად არ იჟანგება. ინტერნეტშიც კი გაგიჭირდებათ გაქუცული ან დაჟანგული “ვზორის” სურათის პოვნა.

“ვზორი” ეფექტური იარაღია ქარხნულ კომპლექტაციაშიც, მაგრამ მცირე ინვესტიციით შესაძლებელია ამ იარაღის კიდე უფრო გაუმჯობესება. ჩვენ ხელში ბევრმა “ვზორმა” გაირა, პრაქტიკულად ყველა კონფიგურაციაში. შეკითხვაზე რაში იქნებოდა მიზანშეწონილი ფულის ინვესტირება, მე ვიტყოდი რომ პირველ რიგში უნდა გამოიცვალოს ზედმეტად მოკლე ტარი და დაყენდეს კარგი ღვედი. დასაკეცი დუგლუგი უნდა აღიჭურვოს სალოყეთი. შემდეგ გამომდინარე იარაღის გამოყენებიდან ლულაზე უნდა დაყენდეს ან ლული ალმქრობი  ან კომპენსატორი. დანრჩენი უკვე გემოვნების და მიზანშეწონილობის საკითხია.

ჩემი აზრით ყველაზე ნაკლებად მოსახერხებელი არის სტანდარტული სახელური, რომელიც ძალიან მოკლეა. უმჯობესია შეიძინოთ FAB Defense-ის სახელური რომელიც იდეალურია ამ იარაღისთვის. თბილისში ერთი მაღაზია ყიდიდა ვითომ ვზორის სახელურს მაგრამ ეს სახელური არ ერგება იარაღს კარგად და მისი დასაყენებელი ხრახნიც გექნებათ ცალკე საშოვნი. გაურკვეველი მიზეზის გამო CAA-ს სახელურის ყუთს არ აწერია რომელი იარაღისთვის არის ის განკუთვნილი და დიდი ალბათობით არის „კალაშნიკოვის“ ტიპის იარაღისთვის და არა „ვზორისთვის“. სახელური თუ ხრახნი იშოვეთ და დააყენეთ, მუშაობს მაგრამ FAB Defense-ის სახელური გაცილებით უფრო უკეთესია.

fabcaavz

FAB Defense-ის სახელური (მარჯვნივ) თბილისში ნაყიდ CAA-ს სახელურთან შედარებით. 

სტანდარტულად “ვზორებზე” ყენდება ორი ტიპის კონდახი, ფიქსირებული და დასაკეცი. აღსანიშნავია, რომ იარაღზე მათი შეცვლა შესაძლებელია რესივერის ყოველგვარი გადაკეთების გარეშე. საჭირო იქნება მხოლოდ სახრახნისი ძალიან განიერი პირით, იმისთვის რომ მოხსნათ ერთი კონდახი და დააყენოთ სხვა. ტელესკოპური კონდახი-ს დაყენება ჩემი აზრით არ არის მიზანშეწონილი, ის ძვირი ღირს, არ იკეცება გვერძე და მოგება ერგონომიკაში არ გაამართლებს ტელესკოპურ კონდახში გადახდილ მაღალ ფასს.

vzstocklent

ავტორის კუთვნილი  ”ვზორი”-ის კონდახი გადახვეულია “პარაკორდით” და დამატებით ზევიდან შავი იზოლაციური ლენტით. “პარაკორდი” არგია, მაგრამ ის იჟღინთება წყლით, ოფლით და ადვილად ჭუჭყიანდება. ამისგან კიდე მას იცავს შავი “იზოლენტა”. 

ყველა ვზორის ლულაზე შესაძლებელია ლულის სხვადასხვა მოწყობილობის დაყენება. კარგად შერჩეული კომპენსატორი, შეამცირებს ლულის ალს და ამავდროულად შეამცირებს უკუცემას და ლულის ხტომას.

„ვზორის“ ყველაზე დიდი ნაკლი არის ის რომ ეს იარაღები არ არის მზად ოპტიკის დასაყენებლად. აბსოლუტური უმეტესობა „ვზორების“ რომელიც ჩვენ ხელშია არის ოპტიკის გარეშე. ხანმოკლე დროის განმავლობაში ერთ ჩემ „ვზორზე“, ტიბჟირის ზედა ნაწილზე  ეყენა კოლიმატორი, ტიბჟირი იყო CAA-ს გამოშვება. ახლო მანძილებზე 25 მეტრამდე იარაღი „ზეროს“ იჭერდა. მე მქონდა იდეა, რომლის მიხედვითაც უკანა პინი, რომელიც იჭერს ტიბჟირს შეცვლილიყო ხრახნით, რაც უზრუნველყოფდა ტიბჟირის უფრო საიმედო და ერთგვაროვან ფიქსაციას, მაგრამ სანამ ამას მოვასწრებდი მომიწია „ვზორთან“ დამშვიდობება.

ჩემი აზრით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა იმ ნასროლი ვაზნის შემდეგ, შეიძლება ითქვას რომ ჩეხური “ვზორი” არის საიმედო და სანდო იარაღი. იარაღი ისროდა სიცხეში და ისეთ ყინვაში რომ ის დაფარული იყო ყინულის ფენით. ის გამძლეა როგორც ყველა სამხედრო იარაღი და უპრობლემოდ გაუძლებს ყველაზე უხეშ ექსპლუატაციას. ესეც იქნება ჩვენი საბოლოო ვერდიქტი ამ იარაღზე. მუშა, გამძლე, სანდო და საიმედო, ღირს ყოველი თეთრი იმ 800-900 ლარიდან რასაც მასში დღეს ითხოვენ.

SAR-SF და “კალაშნიკოვის” პლატფორმის შეფასება

Thursday, October 1st, 2015

P1060459

არავისთვის არ იქნება განსაკუთრებული სიურპრიზი თუ განვაცხადებ, რომ ტიპიური (სტანდარტული) კალაშნიკოვის სისტემის იარაღი ვერ უძლებს კონკურენციას თანამედროვე სისტემებთან, ტაქტიკური/თავდაცვითი იარაღის როლში. თანამედროვე ტაქტიკური კარაბინები, უფრო ზუსტებია, არანაკლებ საიმედო, მოსახერხებელი, ერგონომიული, ტექნოლოგიური. თანამედროვე ტაქტიკური კარაბინის პატრონს ადვილად შეუძლია შეიძინოს ერთი საბაზისო მოდელი, რომელიც მას შეუძლია შემდგომ აქციოს იმ სისტემად, რომელიც მას სურს. ამაში მე არ ვგულისხმობ მარტო ე.წ. „ფურნიტურის“ შეცვლას (სახელური, ტიბჟირი, კონდახი) არამედ ყველა იმ უპირატესობას, რომელიც მოაქვს იარაღის ე.წ. მოდულურ კონსტრუქციას და ტექნოლოგიურობას. ავიღოთ მაგალითისთვის AR-15-ის რესივერი. ყველაფერი რაც რესივერზე ყენდება შესაძლებელია გამოცვლილ იქნას პრაქტიკულად შიშველი ხელებით ან ინსტრუმენტებით, რომლებიც მოიძებნება ნებისმიერ ინსტრუმენტების უჯრაში, სახლში სადაც ცხოვრობს კაცი რომელსაც ხელები ტრაკიდან არ ეზრდება. აღნიშნული გვაძლევს ორ ძირითად უპირატესობას: 1. საშუალებას მოვირგოთ იარაღის ნებისმიერი კომპონენტი; 2. დეტალის წმყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, შესაძლებელია საკუთარი ძალებით შევაკეთოთ იარაღი. AR-15-ში არ არის არც ერთი დეტალი, რომლის ერთი ჩაქუჩით და ერთი ლურსმნით აწყობა შეუძლებელია სამზარეულოში. უმეტესობა თანამედროვე ტაქტიკური/სამხედრო იარაღების პროექტირდება ასეთი მოთხოვნებით, მარტივი, ტექნოლოგიური, მოდულური, თანამედროვე მასალების გამოყენებით. მეორეს მხრივ „კალაშნიკოვი“ არის რეალურად 40-ნი წლების ტექნოლოგიებით შექმნილი იარაღი. ის აგებულია „დაბეჭდილი“ რესივერის ირგვლივ, რომელიც შექმნილია გერმანული ტექნოლოგიებით. მისი ფურნიტურა იყო ხის ან ბაკელიტისს ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გერმანულ იარაღებში. დასაკეცი კონდახი დაყენებული 1949 წლიდან AKC-ზე ასევე ზუსტად იმეორებდა გასული საუკუნის 30-ან წლებში შექმნილი გერმანული დასაკეცი კონდახის კონსტრუქციას. რუსეთი ყოველთვის პროგრესის კუდში მიჩანჩალებდა და იმ დროისთვის კალაშნიკოვის ავტომატის წარმოების ათვისებაც უდიდესი პრობლემა გამოდგა, რის გამოც მაგალითად კონსტრუქციაში და საწარმოო პროცესებში 10 000-ზე მეტი ცვლილება იქნა შეტანილი სანამ წარმოება ბოლომდე დალაგდა და გახდა შესაძლებელი კალაშნიკოვის ავტომატების მასობრივი წარმოება.

რა თქმა უნდა არც AR-15 არ არის ახალგაზრდა. მისი საბოლოო სახის ფორმირება 50-ნი წლების ბოლოს მოხდა, მაგრამ კალაშნიკოვისგან განსხვავებით ეს იარაღი იყო რევოლუციური თავისი დროისთვის. მოდერნიზაციის პოტენციალი AR-15-ში იმხელა იყო რომ ეს იარაღი ნახევარი საუკუნის შემდეგაც ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებს და ზე-პოპულარულია პროფესიონალურ წრეებში, ხელმისაწვდომია უამრავ კონფიგურაციაში დაწყებული პისტოლეტით და დამთავრებული სნაიპერული შაშხანით და ტყვიამფრქვევით ვაზნების ლენტით მიწოდებით და ყველა ამ როლში ის მშვენივრად გამოიჩინა თავი. მიუხედავად იმისა, რომ კალაშნიკოვის ავტომატი არის ნაკლებად ტექნოლოგიური, არ არის მოდულური, ნაკლებად ერგონომიულია, მისი მდიდარი საბრძოლო ისტორია და უკიდურესად საიმედო იარაღის რეპუტაცია იზიდავს უამრავ ადამიანს, რომელიც აჩერებს ამ იარაღზე თავის არჩევანს. „კალაშნიკოვი“ იქმნებოდა ომისთვის, ბრძოლისთვის, ბირთვული აპოკალიფსისთვის და შესაბამისად კარგად მოემსახურება ადამიანს, რომელიც თავის სიცოცხლეს მას ანდობს. ბოლოს და ბოლოს ეს იარაღი ბრწყინავს იმაში რაც არის ყველაზე მათავარი თვისება საბრძოლო იარაღის – საიმედოობა. „კალაშნიკოვი“ ხშირად არის ჩემი ხუმრობების თემა, მაგრამ დამერწმუნეთ მე პატივს ვცემ ამ იარაღს. გინდათ „კალაშნიკოვი“? კარგით, მაშინ ეს სტატია თქვენთვის საინტერესო იქნება, ისევე როგორც კონკრეტულად „კალაშნიკოვის“ ბულგარული კლონების პატრონებისთვის.

კალაშნიკოვის სისტემას მე კარგად ვიცნობ, მქონდა საშუალება ხანგრძლივი ექსპლუატაციის, 5.45 და .308 კალიბრის „ვეპრების“, 7.62 კალიბრის „საიგის“, AKC-74У-ს და ეხლა უკვე მაქვს ბულგარული 5,56 კალიბრის კარაბინი SAR-SF. რა უნდა გავითვალისწინოთ ამ სისტემის იარაღის არჩევისას? „კალაშნიკოვის“ კლონების უმეტესობა იყენებს პრაქტიკულად იდენტურ მართვის სქემას (manual of arms) და განსხვავებები ეხება მცველის კონსტრუქციას, როდესაც იარაღს ემატება მარცხენა მხარეს განლაგებული მცველი, განსხვავებულ „ფურნიტურას“ და დასაკეცი კონდახების კონსტრუქციას. ამასთანავე მსროლელს შეუძლია აარჩიოს სტანდარტული ზომის და მოკლე ტაქტიკური კარაბინები ე.წ. შუალედურ კალიბრებში (5.45×39, 5.56×45, 7.62×39), ისევე, როგორც სანადირო ვარიანტები, მათ შორის შაშხანის კალიბრებზე (.308, 7.62x54r) უფრო გრძელი ლულით და განსხვავებული კონფიგურაციით, ოპტიმიზირებული ნადირობისთვის. ყველა კალაშნიკოვი ერთნაირად იშლება და საჭიროებს ერთნაირ მოვლა/მომსახურების პროცედურებს.

ak var2

კალაშნიკოვის სამი ყველაზე პოპულარული ფორმატი. მარცხნიდან მარჯვნივ: დამოკლებული კარაბინი, დასავლეთში ცნობილი როგორც „კრინკ“ ან „კრინკოვ“ რომელსაც საფუძვლად უდევს საბჭოთა AKС-74У; სტანდარტული საბრძოლო „კალაშნიკოვი“ დაფუძნებული საბჭოთა AKM-ზე და სანადირო ფორმატი, რომელიც ან მაქსიმალურად უახლოვდება სანადირო კარაბინის კონფიგურაციას ან ე.წ. „დრაგუნოვის“ ტიპს, იმ ქვეყნებისთვის სადაც სახელმწიფო არ წყალობს იარაღებს გასამხედროებული იერსახით.

შესაბამისად ადამიანს აქვს არჩევანი გასაკეთებელი რამდენიმე კონფიგურაციას და კალიბრს შორის, რომელიც ყველაზე უკეთ აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს. განსხვავებით სხვა სისტემებისგან, თუ რამე შეიცვალა ის ვერ მოახერხებს იარაღის მოდიფიცირებას. აქიდან გამომდინარე ყველაზე პოპულარული და სასურველი კონფიგურაცია არის სტანდარტული AKM-ის, რომელიც მაქსიმალური უნივერსალურობით გამოირჩევა. არასასიამოვნო სიურპრიზი ელის კალაშნიკოვის მფლობელს თუ ის გადახედავს დამატებითი აქსესუარების ფასებს. ეს განსაკუთრებით ეხება ოპტიკის სამაგრებს. კალაშნიკოვმა თავის დროზე ვერ გათვალა, რომ ოპტიკა იარაღზე გახდებოდა სტანდარტი და ამიტომაც „დაახურა“ თავის იარაღს, თხელი ხუფი, რომელზეც შეუძლებელია ოპტიკის მონტაჟი. მდგომარეობის გამოსწორების მცდელობა იყო რესივერის გვერდიდან უნივერსალური სამაგრის დაყენება, რომელიც ჩემი დაკვირვებით არ გამოირჩევა საიმედოობით და ოპტიკაც მაღლა უნდა იდგას რომ შესაძლებელი გახდეს იარაღის დაშლა მისი მოხსნის გარეშე. დასავლური კომპანებიც ჩაერთვნენ ამ პროცესში და ათეულზე მეტი გზა გამონახეს ოპტიკის მონტაჟის. უფრო სქელი ხუფები დამატებითი ფიქსაციის წერტილებით, ხუფები, რომლებიც ფიქისრდებოდნენ გადაბმით უკანა სამიზნე მოწყობილობის ბაზასთან, ოპტიკის სამაგრები, რომლებიც ყენდებოდნენ ხუფების თავზე, ათასანაირი კრონშტეინები, რომლებიც ყენდებოდნენ სტანდარტულ „საბჭოთა“ სამაგრზე და ასევე სამაგრები, რომლებიც სრულდებოდნენ დენთის აირების მილთან ერთად და აქიდან ყველაზე დახვეწილები დამატებით ფიქისრდებოდნენ ლულასთან გადაბმით. მაგალითად AR-15-ის, FN SCAR-ის ჩეხური BREN-ის სამაგრების სიგრძე იმხელა არის, რომ შესაძლბელია ორი ოპტიკური მოწყობილობის, ფანრის და ლაზერული სამიზნის ერთდროული დაყენება (გამადიდებელი + კოლიმატორი + ლაზერი, ოპტიკური სამიზნე + ღამის ხედვის ხელსაწყო + ლაზერი). „კალაშნიკოვზე“ ეს შეუძლებელია. იმისთვის რომ AR-ზე დააყენოთ ოპტიკა საკმარისია კარგი „რინგების“ ყიდვა. იმისთვის, რომ დააყენოთ ოპტიკა „კალაშნიკოვზე“ მოგიწევთ 150-დან 300-დოლარამდე გადახდა და კიდე თავის მტვრევა იმაზე თუ, რომელი მეთოდი არის თქვენთვის უკეთესი და უფრო საიმედო ვიდრე სხვა მრავალი დანარჩენი. მაგალითად ჩვენ ბულგარულ SAR-SF-ზე ოპტიკის დაყენების ერთადერთი გზა არის ან ხუფის შეცვლა ან დენთის აირების მილის. პირველის ფასი 150 დოლარია მეორესი მინიმუმ 130. ამ მოდელს გვერდითა სამაგრი არ აქვს, გამოყენებული დასაკეცი კონდახის კონსტრუქციის გამო. გამომდინარე, რომ სტანდარტული გვერდითი სამაგრი არ გამოირჩევა განსაკუთრებული სიხისტით, ხოლო დენთის აირების მილი საერთოდ არ იყო განკუთვნილი ოპტიკის დასაყენებლად, უმჯობესია არ დახარჯოთ ფული იაფ ჩინურ სამაგრებზე და იყიდოთ ხარისხიანი დეტალი კარგი რეპუტაციის მწარმოებლისგან, რომელიც სპეციალიზირდება კალაშნიკოვის პლატფორმაზე და არ დაგავიწყდეთ, რომ “კალაშნიკოვის” კლონები ყველა ერთნაირი არ არის და დარწმუნდით რომ სასურველი დეტალი მიდის კონკრეტულად  თქვენ “კლონზე”.

SH-1

კომპანია „Ultimak“ უშვებს ძალიან კარგ, საკუთარი კონსტრუქციის სამაგრებს სხვადასხვა კონფიგურაციის „კალაშნიკოვებისთვის“. სურათზე არის დენთის აირების მილი შესრულებული პიკატინის სამაგრით. საიმედო ფიქსაცია მიიღწევა ასევე სამაგრების გამოყენებით, რომლებიც ყენდება ლულაზე. ლულის გახურების და მეტალის გაფართოების ზემოქმედება „ზეროზე“ აჩენს გარკვეულ კითხვებს. ფასი – 130 დოლარი.

ფურნიტურას რაც შეეხება, აქ არჩევანი ძალიან დიდია, და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი არჩევანი არის სტანდარტული „კალაშნიკოვებისთვის“, ნაკლებად დიდი არჩევანია სანადირო ვარიანტებისთვის, და საკმაოდ შეზღუდული არჩევანია ე.წ. „კრინკებისთვის“. ცხადია დაივიწყეთ ისეთი უკანასკნელი „მოდური“ ტრენდები ტაქტიკურ სამყაროში, როგორებიც არის დასაკეცი სამიზნე მოწყობილობები, თავისუფლად დაკიდებული ლულები და ასე შემდეგ. სამაგრების ფართიც არის ძალიან პატარა რის გამოც სანამ დააპირებთ სახელურების ან ფარნების შეძენას, კარგად დაფიქრდით რა გინდათ, სად დააყენებთ და რამეს ამით ხელს რომ არ შეუშლით. მაგალითად AR-15-ის მჭიდის პირდაპირ ქვევით ვარდება ღილაკზე დაჭერისას. „კალაშნიკოვზე“ მჭიდი წინ უნდა გაწიოთ, რომ ის მოხსნათ, რის გამო თუ გიყენიათ შედარებით გრძელი ვერტიკალური სახელური, რომელიც შედარებით უკან არის დაყენებული, გართულდება მჭიდის გამოცვლა ან საერთოდაც შეუძლებელი გახდება.

ak var1

კარგი ვარიანტია „კალაშნიკოვისთვის“ ე.წ. hand stop-ის დაყენება. სახელური ან hand stop აუცილებელია, იმისთვის რომ იარაღი მყარად გეჭიროთ. პრობლემა ის არის რომ სტანდარტულ ტიბჟირზე არ რჩება ადგილი ერთდროულად სახელურის და ფარანის დასაყენებლად. მაშინ ფარანი უნდა დაყენდეს გვერდიდან რაც ზრდის იარაღის სიგანეს. გამოსავალი შეიძლება იყოს ისეთი სახელურის დაყენება, რომელიც ერთდროულად იძლევა ფარანის დაყენების საშუალებას.

მინუსებია ასეთი სახელურის გაბარიტეები, ფარნების შეზღუდული არჩევანი და მათი ფასი. პოპულარული ტაქტიკურ სამყაროში იარაღის ჭერის c-clamp ტექნიკა პოპულარიზირებული კრის კოსტას და ტრევის ჰალეის მიერ „კალაშნიკოვზე არ იმუშავებს იმიტომ რომ ხელი გადაფარავს რკინის სამიზნე მოწყობილობებს ან დაბლა დაყენებულ ოპტიკას. SAR-SF-ის დასაკეც კონდახს აქვს კიდევ ერთი მინუსი, ის ზღუდავს გამოყენებული ვერტიკალური სახელურების არჩევანს. SAR-SF-ის შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალურია hand stop-ის გამოყენება ან დაყენება სასურველი სახელურის და უარის თქმა სალაშქროდ კონდახის აკეცვის საშუალებაზე, ხოლო შალითაში გადასატანად არც არის აუცილებელი კონდახის ბოლომდე აკეცვა. „კალაშნიკოვების“ ტუნინგის თემის გაგრძელება შესაძლებელია უსასრულობამდე, მაგრამ ამ სტატიის მიზანი არ არის „კალაშნიკოვის“ ტუნინგის ყველა მიმართულების აღწერა. მე მინდოდა თქვენთვის ამეხსნა, რომ „კალაშნიკოვის“ ტუნინგი გაცილებით უფრო რთულია და მეტ დანახარჯებს ითხოვს, რის გამოც სანამ რამეს შეუკვეთავთ კარგად უნდა დაფიქრდეთ, რა გჭირდებათ, ნამდვილად გჭირდებად თუ არა, რას, როგორ და სად აყენებთ და რამეს ხელი ხომ არ შეეშლება. ასევე მოერიდეთ იაფი/ჩინური, უსახელო ნაწილების შეძენას. „კალაშნიკოვების“ მოყვარულების წრეებში ავტორიტეტით სარგებლობენ, „Magpul”, “Krebs Сustom”, “Ultimak”, “FAB Defense”, “Midwest Industries”, „Definitive Arms“, ძალიან კარგ თუ არა საუკეთესო ოპტიკის სამაგრებს უშვებს „RS Regulate“.

ჩვენი ტესტირების პირველი ნაწილი მიეძღვნა ბულგარული SAR-SF-ის ტექნიკურ აღწერილობას და შთაბეჭდილებებს. მეორე ნაწილი ეხება უკვე იარაღის მომზადებას ექსპლუატაციისთვის და ტესტირებას სროლით. რაც შეეხება მომზადებას. „არსენალს“ დაჭირდა გარკვეული სამუშაოები, რაც არ არის გასაკვირი. პირველ რიგში ჩემი მეორეადი დეტელების ყუთში ვიპოვე, სასურველი ფორმის ღვედის გასაყრელი, რომელიც დაყენდა კარაბინზე. SAR-SF-ს აქ აქვს წინა ღვედის გასაყრელი, ალბათ იმიტომ რომ მწარმოებლი აზრით ასეთ იარაღზე უმჯობესია დაყენდეს ერთ-წერტილიანი ღვედი. მე მინდოდა ორ წერტილიანი და ამიტომაც ავარჩიე უკვე კარგად ნაცადი Condor Speedy. ამ ღვედის მასალა ისეთია, რომ ლაშქრობისას ღვედი თავისით იხსნება ამიტომ საჭიროა გადაბმის ადგილების გადახვევა შავი იზოლაციური ლენტით. სხვა მხრივ ეს ღვედი იდელაურია და იძლევა საშუალებას შეცვალოთ მისი სიგრძე ხელის ერთი მოძრაობით.

speedy krink

შემდეგ საჭირო გახდა მჭიდების მორგება. მჭიდის ღილაკის კბილი, ბოლომდე არ ჯდებოდა და კარგად არ ედებოდა მჭიდის ბჯენს. ბჯენის ქლიბით დამუშავებამ აღმოფხვრა ეს პრობლემა და მჭიდის დაყენებისას ისმოდა მკაფიო ჩაკეტვის ხმა, რაც იუწყებოდა რომ კბილი ბოლომდე შევიდა კონტაქტში მჭიდთან და ის საიმედოთ ზის იარაღში.

მჭიდის ამოღებისას მისი უკანა კედელი ედებოდა რესივერის ბასრ კუთხეს და ის იჭედებოდა. მჭიდის პლასტმასის კედლების შეთხელება მივიჩნიეთ უაზროდ და ამის მაგივრად ოდნავ დავქლიბეთ შიქნიდან რესივერი. დამუშავებული ადგილი გავაშავეთ „ცივი“ წესით.

სტანდარტული უკანა სამიზნე იყო ძალიან წვრილი და არ ატარებდა საკმარისად შუქს, რის გამოც დამიზნება რთულდებოდა. შესაბამისი ზომის ქლიბის გამოყენებით, ღარი გაფართოვდა და მიიღო ე.წ. ექსპრეს სამიზნის ფორმა. ასეთი ტიპის სამიზნეები გამოიყენება იარაღზე, რომლითაც ახლო მანძილებზე ნადირობენ აფრიკაში, სახიფათო ცხოველებზე. რითიც ნადირობა შესაძლებელია ბუშში ვეფხვზე, გამოდგება ორფეხა მტაცებლებისგან თავის დასაცავად. დამუშავებული ადგილი ასევე გაშავდა „ცივი“ წესით.

პლასტმასის ტიბჟირი, გაიზომა, გაიხვრიტა ორ ადგილას და მასზე დაყენდა CAA-ს პიკატინის სამაგრი, ვერტიკალური სახელურით. სამაგრი დაფიქსირდა ორი ხრახნით და დამატებით ეპოქსიდით. პიკატინის სექციები იაფი ღირს (5-10 დოლარი) და მათი სტანდარტულ ფურნიტურაზე დაყენება დაგიზოგავთ თანხას, არ გახდება საჭირო ახალი ტიბჟირის შეძენა.

pic on krink

ექსპერიმენტის სახით, მოკლე 5 ვაზნიანი მჭიდის მიმწოდებელი დამოკლდა და შემზღუდველი მოიჭრა, რამაც პატარა მჭიდის ტევადობა გაზარდა ზუსტად 10 ვაზნამდე. ევროპაში „არსენელები“ იყიდება ორ ვაზნიანი მჭიდით ასრებული შეზღუდვის გამო, სადაც შაშხანა სავაზნის ჩატლით არ უნდა იტევდეს სამ ვაზნაზე მეტს. საქართველოში მჭიდის ტევადობა შეზღუდული არ არის, რის გამოც ასეთი ოპერაცია აბსოლუტურად ლეგალურია.

უკანა სახელურის გამოცვლა ლარის კურსის გამო გადაიდო, და ამის მაგივრად სტანდარტულ სახელურს გაუკეთდა სტიპლინგი. ასეთი ჩვევა მაქვს მაქსიმალურად უხეში სახელურების გამოყენების ყველა ჩემ იარაღებზე.

საკონსერვაციო ზეთის მოშორების შემდეგ იარაღი დაიზეთა Break Free LP-თი, რომელსაც უკვე 4 წელია წარმატებით ვიყენებ.

რენჯზე ვიზიტის წინ ჩვენ გვაინტერესებდა პირველ რიგში ლულის მოწყობილობის ეფექტურობა, იმიტომ რომ 5.56 კალიბრის ვაზნის გასროლას ასეთი მოკლე ლულიდან უნდა მოყოლოდა შთამბეჭდავი ლულის ალი, დამაყრუებელი გასროლის ხმა და წნევის დარტყმა. ასევე გვაინტერესებდა ვაზნების მიწოდებისას ხომ არ ხდებოდა ტყვიის თავის დეფორმირება ან რამე ანომალიური დაზიანებებებს ხომ არ ქონდა ადგილი მასრებზე ან ვაზნებზე. ასეთი რამეები ჩვეულებრივი ამბავია კონვერსიულ იარაღში. მაგალითად, უმეტესობა ყოფილი სამხედრო იარაღების არ მუშაობს სანადირო ვაზნებთან, რუსული „ვეპრი“ ჭეჭყავდა მასრებს ექსტრაქციისას და ა.შ. ასევე საინტერესო იყო მოხდებოდა თუ არა ტყვიის აყირავება 100 მეტრზე სროლისას (იარაღის 215 მმ-ნი მოკლე ლულის გამო).

კარაბინს ასევე დაჭირდა გასწორება, საბედნიეროდ მხოლოდ ვერტიკალურ სიბრტყეში, რაც ადვილად შესაძლებელია კომპლექტში მოყოლებული ინსტრუმენტით. ჰორიზონტალურ სიბრტყეში გასწორება უფრო რთულია, ითხოვს ფორმულის გამოყენებას და სპეციალურ ინსტრუმენტს. თუ ეს ინსტრუმენტი არ გაგაჩნიათ, გასწორება ხდება დელიკატური პროცესი და ითხოვს შტანგენცირკულის გამოყენებას. SAR-SF-ის სამიზნე მოწყობილობა გათვლილია 350 მეტრამდე სასროლად და 500-მეტარმდე სასროლად. არ ვარ დარწმუნებულია, რომ ბულგარელებმა გამოიყენეს სამიზნე მოწყობილობა ზუსტად გათვლილი 5.56 ბალისტიკაზე. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება იარაღი “გაანულოთ” სასურველ დისტანციაზე (ქვემოთ მოცემული ცხრილების მიხედვით), დაიმახსოვროთ ტრაექტორია და გამოიყენოთ მხოლოდ „П“ მდგომარეობა. ეს იარაღი გამოიყენება პრაქტიკულად “პისტოლეტის მანძილებზე” და ზედმეტი მაინიპულაციები სამიზნე მოწყობილობებთან საჭირო არ არის. მაქსიმალური სროლის მანძილად მე ავარჩიე 200 მეტრი. განულების დისტანცია 25 მეტრი რაც 200 მეტრამდ მაძლევს საშუალებას „დავრჩე“ სილუეტის ცენტრში და არ შევიტანო ცვლილებები დამიზნებაში, 200 მეტრზე კი მოხვედრის წერტილი იქნება 22 სმ-ით დაბლა. უკანა სამიზნე მოწყობილობის მეორე მდგომარეობას უბრალოდ არ ვიყენებდი. იარაღის დანიშნულებიდან გამომდინარე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რა ტრაექტორია ექნება ამ იარაღს ნოლიდან 50 მეტრამდე ვიდრე 100-დან 300 მეტრამდე. ჩვენი ვარაუდით წინა სამიზნე მოწყობილობის ერთი სრული ბრუნი უნდა იწვევდეს მოხვედრის წერტილის გადაადგილებას 20 სმ-ით 100 მეტრზე. მაგრამ ეს ჩვენი ვარაუდით. რეალურად იარაღი ადვილად  გასწორდა 25 მეტრზე რამდენიმე ცდით, ყოველგვარი ზედმეტი გათვლების გარეშე.

 როგორც უკვე ვთქვი ჩვენ განსაკუთრებულად გვაინტერესებდა როგორ გამოიჩენდა თავს „კრინკის“ ლულის მოწყობილობა და ეხლა გვესმის რატომ ღირს ის აშშ-ში 90 დოლარზე მეტი და იმდენად კარგი გამოდგა რომ თავად „ნოვესკემ“ გააუმჯობეს და გაამოიყენა მისი კონსტრუქცია თავის მოკლე AR-15-ის ბაზაზე შექმნილ კარაბინებში. მაგალითად გვერდიდან დგომისას დენთის აირების დარტყმა პრაქტიკულად არ იგრძნობა. 16.5 ინჩიან AR-15-ის (აღჭურვილი Yankee Hill Phantom-ით) გვერძე დგომა გაცილებით არასასიამოვნო იყო. ლულის ალი პრაქტიკულად არ ჩანდა სანამ მზის ჩასვლის შემდეგ არ დაბნელდა და ასეთ პირობებშიც კი ლულის ალი მინიმალური იყო. ხმის, ალის და დენთის აირბის დარტყმის თვალსაზრისით SAR-SF-დან სროლა არაფრით არ განსხვავდება იგივე კალიბრის შაშხანის სროლისგან. ეს მასიური ლულის მოწყობილობა მძიმეა და გაბარიტული, მაგრამ პირადად მე აზრადაც არ მომივა მისი გამოცვლა. თუნდაც იმის გამო რომ ის როგორც საპრესორი „ამწყვდევს“ დენთის აირების ნაწილს და შესაბამისად მეტად აბინძურებს იარაღს, მე სიამოვნებით დავხუჭავ თვალს ამ თავისებურებაზე.

მოდიფიცირებული მჭიდიდან სროლისას, მეოთხე თუ მეხუთე ვაზნაზე მოხდა დაბრკოლება ვაზნის მიწოდების შეფერხების ფორმით, რაც აღარ გამორებულა შემდეგი 80 ვაზნის გასროლისას.

განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო უკუცემის არ არსებობა. დანამდვილებით მინდა ვთქვა რომ უუკუცმა ისეთივე იყო, როგორც მსუბუქი .22lr-ის კარაბინიდან სროლისას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მოძრავი ნაწილების დიდი მასა და ავტომატიკა გრძელი სვლით, რომელიც ეფექტურად შთანთქავს უკუცემას. ასვევ ალბათ იარაღის 3 კილოგრამიანი მასა. მოკლე ლულის გამო, სიმძიმის ცენტრი იარაღის გეომეტრიული ცენტრთან არის ახლოს, რის გამოც იარაღს აქვს ძალიან კარგი ბალანსი და ის ძალიან მანევრირებადია, სამიზნედან სამიზნეზე სწარაფად გადატანისას მას არ აქვს ინერცია, რომელიც უნდა დაძლიო რომ იარაღი გააჩერო. 15 მეტრიდან სწრაფი ორმაგი გასროლები სტაბილურად ჯგუფდებოდა სამიზნის ცენტრში. ახლო მანძილიდან პირველი ტყვია ხვდებოდა სადაც უმიზნებდით მეორე 10 სმ-ით მაღლა 1-2 საათზე. „დაბლ-ტეპის“ დანიშნულებაც ეს არის, რომ მაქსიმალურად სწრაფად სამიზნე გახვრიტოთ ორ ადგილას, ერთმანეთისგან დაშორებით მაგრამ მასის ცენტრში, რაც ადვილად მიიღწევა ამ იარაღით.

სწრაფ სროლას ისევე როგორც ზუსტ სროლას უფრო შორ მანძილებზე აადვილებს მართლაც რომ ჩინებული სტანდარტული სასხლეტი, რომელსაც აქვს გრძელი სვლა მაგრამ რბილი და ერთვაროვანი (უფრო გრძელი ვიდრე AR-15-ზე მაგრამ უფრო მოკლე ვიდრე Vz-58-ზე). არანაირი შედარება „საიგების“ და „ვეპრების“ ხრაშუნა სასხლეტებთან. რესეტი არის მოკლე რის გამოც სწრაფი სროლა ძალიან ადვილია. ამ იარაღის სასხლეტი ჩვენი აზრით იმსახურებს უმაღლეს შეფასებას და წარმოუდგენელია ვინმემ მოინდომოს Tapco-ს ან Redstar-ის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმზე ფულის დახარჯვა.

კონდახი საჭიროებს მიჩვევას მისი დიდი სიგანის გამო. უმჯობესია იარაღი მაქსიმალურად მკერდის ცენტრისკენ მიიბჯინოთ, რაც უზრუნველყოფს იარაღის მაქსიმალურ კონტროლს. კონდახს დისკომფორტი არ შეუქმნია არც ერთი პოზიციიდან სროლისას. პარადოქსია მაგრამ „კალაშნიკოვი“ უფრო მოსახერხებელია ცაციებისთვის. ასეთ შემთხვევაში მჭიდის გამოცვლა და მცველით ოპერირება შესაძლებელია მარჯვენა ხელით. სწორედ ამ მიზეზის გამო ავტორს არ ქონდა პრობლემები „კალაშნიკოვის“ ერგონომიკასთან. მიუხედავად წლების განმავლობაში მარცხნა მხრიდან სროლისას, ავტორს სახეში არ მოხვედრია არც ერთი მასრა. ასევე შევეცადეთ დაგვედგინა რამდენად მოსახერხებელია იარაღი ავტომობილში. იარაღის გამოყენება შესაძლებელია მანქანიდან სროლისას, მათ შორის გაშლილი კონდახითაც. ეს იარაღი მართლაც ბრწყინავს დახურულ სივრცეებში, ვიწრო ადგილებში, ავტომობილებში გამოყენებისას.

სროლის შემდეგ მასრების და მიწოდებული ვაზნების დათვალიერებამ შეიძლება ბევრი რამე გვითხრას იარაღზე. უნდა ვეძებოდ ანომალიები, წათლილი ტყვიის თავები, გაბერილი/გაბზარული მასრები, გაბრტყელებული ამაალებლები ან დამრტყმელის კვალი რომელიც სუსტია და არ არის ამაალებლის ცენტრში. ასეთი კვალი შეიძლეება სერიოზული პრობლემების სიმპტომები იყოს. სწორედ ასე ერთხელ აღმოვაჩინე რომ ჩემს მიერ ნაყიდ სპარსულ მაუზერს ლულა ქონდა გახვრეტილი (დეაქტივირებული) და შემდეგ უხარისხოდ შედუღებული და სროლა ასეთი იარაღიდან იყო სახიფათო, მასრებს მაღალი წნევის კვალი ეტყობოდა და ნაწილი გაბზარულიც იყო. “არსენალიდან” ნასროლი ვაზნების დათვალიერებისას არანაირი ანომალია აღმოჩენილი არ იქნა. ტყვიის თავებს არ ეტყობა დეფოორმაცია (მათ შორის პლასტმასის ცხვირით აღჭურვილ Hornady V-max ტყვიებს). (update 16.11.15: როგორც ჩანს კალაშნიკოვის ავტომატიკის სქემა გათვლილია ვაზნბებზე რკინის მასრით, ლატუნის მასრა უფრო რბილია და ამიტომაც გარკვეული რაოდენობა ვაზნების გასროლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ აღინიშნება შეჭეჭყილობები მასრებზე, რაც გამოწვეულია ექსტრაქციისას მასრის შეჯახებით რესივერის ხუფთან, ასევე ხანდახან მიწოდებისას მასრის მხარი იჭეჭყება სავარაუდოთ სავაზნის ზედა კედელთან შეჯახებისას, მაგგრამ ამის გამო დაბრკოლებას სროლისას ადგილი არ ჰქონია). 

ექსტრაქცია პოზიტიური იყო, მასრები სტაბილურად ერთი მიმართულებით ტოვებდნენ სავაზნეს (3 საათზე თუ იარაღს ზევიდან უყურებთ) და ვარდებოდნენ იარაღიდან 10 მეტრში.

ak bolt handles

„კალაშნიკოვის“ საკეტის სახელური ისეთივე უკვდავი ანაქრონიზმია, როგორც მოსინის სწორი კონდახი. თითქოს რა უნდა მის გამოცვლას მაგრამ ნახევარი საუკუნე ვერ დააყენეს საშველი. ნახევარმთვარის ფორმის ის მოუხერხებელია, არა და მისი გამოყენება ხდბა ყოველი მჭიდის დაცლის შემდეგ. ებრაელებმა, ფინელებმა, სამხრეთ აფრიკელებმა თავიანთ კლონებში იყენებენ უფრო მოსახრეხებელ ცილინდრულ სახელურებს, ამერიკელებმა გამოუშვეს ადაპტორები, რომლებიც სტანდარტულ სახელურზე ყენდება და ღირს 15-დან 25 დოლარამდე.

100 მეტრზე სროლა განხორიცელდა უგვე მზის ჩასვლის შემდეგ, როდესაც უკვე საკმაოდ ბნელოდა და გადაკეთებულმა სამიზნე მოწყობილობამ კარგად გამოიჩინა თავი. ჩვენ ვერ ვასწრებდით კარგი სასროლოსნო პოზიციის მოწყობას და ამიტომ სროლა ხორციელდებოდა მანქანის როგორც საყრდენის გამოყენებით. ჯგუფები ვარირებდა 12-დან 14-სმ-მდე, 62 გრანიანია ტყვიების გამოყენებისას. ნახვრეტები სამიზნეში იყო სუფთა და მრგვალი რამაც დაგვარწმუნა რომ ტყვია 215მმ-ან ლულაში ბიჯით 1:7 საკმარისად სტაბილიზირდებოდა. ნასროლი ყველა ჯგუფის გადაფარვა შესაძლებელი იყო ერთი ხელის გულით. ჩვენი აზრით იარაღის სიზუსტის პოტენციალი უფრო დიდია და უფრო უკეთეს პირობებში სროლისას გაცილებით უკეთესი შედეგების მიღწევაც შესაძლებელია. ერთი 5 გასროლიანი სერიის შემდეგ სამი ტყვია 5 სმ-ან ჯგუფს ქმნიდა. აღნიშნული შედეგი ფრიად დამაკმაყოფილბელია იარაღისთვის რომლის სიგრძე დაკეცილ მდგომარეობაში სულ რაღაც 50სმ-ია, ხოლო სამიზნე ხაზის რადიუსი „პისტოლეტური“ 235მმ-ია.

krink bal

აღნიშნული ცხრილები შედგენილია Hornady-ის საიტზე არსებული ბალისტიკური კალკულატორის გამოყენებით. მაღალი საწყისი სიჩქარის გამო, 200 მეტრამდე ტყვიას საკამოდ კარგი ტრაქტორია აქვს, თუმცა 200 მეტრის ზევით ტყვია სწრაფ ვარდნას იწყებს. აღნიშნული ცხრილების მიხედვით შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი „საბრძოლო განულების“ მანძილიც (აღნიშნული მონაცემები გათვლილია “რკინის” სამიზნე მოწყობილობებზე) . რა თქმა უნდა ბრმად ცხრილების ნდობა სისულელეა და ტრაექტორია სროლით უნდა გადაამოწმოთ. 

215მმ-ნი ლულიდან ნასროლი 60 გრანიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე იქნება ალბათ მაქსიმუმ 700 მეტრი წამში. ამის გამო ჩემი აზრით მაქსიმალური ტერმინალური ეფექტურობის მიღწევის მიზნით, საუკეთესო იქნება მძიმე ტყვიების  კონტროლირებადი ექსპანსიით გამოყენება. ფასი/ხარისხი/თვისებების მიხედვით მე ავირჩიე 60 გრანიანი Hornady V-max, რომლის კონსტრუქცია უზრუნველყოფს ექსპანსიას თუნდაც დაბალი საწყისი სიჩქარის პირობებში (500 მ/წ-მდე). როდესაც საწყისი სიჩქარე მაქსიმუმ 700 მ/წ-შია, საიმედო ფრაგმენტაციაზე ზედმეტია საუბარი ამიტომ ტყვია კონტროლირებადი ექსპანსიით უნდა იყოს საუკეთესო არჩევანი. ჩემ სიტყვებსაც ბრმად ნუ ენდობით და თავად გამოიკვლიეთ ეს საკითხი. ამით ჩვენი ტესტირების ანგარიში სრულდება

ჩვენი შეფასება რენჯზე ვიზიტის შემდეგ? უმაღლესი. გარდა იმისა, რომ იარაღი კარგად ისვრის შეგახსენებთ, რომ ასევე SAR-SF იყენებს პოპულარულ, გავრცელებულ კალიბრს, ფორმდება ტარებით, არის ზე-კომპაქტური, კარგად შესრულებული და ღირს, ბევრად უფრო იაფი ვიდრე „საიგები“ და AR-15-ები, საგრძნობლად უფრო იაფი ვიდრე .223 კალიბრის Vz-58-ები. დიახ, ის საჭიროებს ცოტა ქლიბით მუშაობას, რასაც ერთი საღამო ეყოფა და იარაღიც უფრო უკეთესად მოიქცევა. შეიძლება გახდეს საჭირო მცირე ინვესტიციებიც დამატებით აქსესუარებში, მაგრამ შედეგად მიიღებთ საიმედო და ეფექტურ საბრძოლო ინსტრუმენტს. რა თქმა უნდა ერგონომიკით ის ვერ შეედრება ამ მაჩვენებლით ეტალონურ AR-15-ს მაგრამ მთავარი მიზეზი SAR-SF-ზე არჩევანის შეჩერების არის მისი კომპაქტურობა, შეუდარებელი საიმედოობა ასეთი გაბარიტის კარაბინისთვის გამოყენებული ავტომატიკის სქემის წყალობით, ფასი და თუ გნებავთ სენტიმენტალური გრძნობები „კალაშნიკოვის“ პლატფორმის მიმართ, ვისაც ასეთი გააჩნია. მე არ მაქვს ასეთი გრძნობები, უბრალოდ მინდოდა მაქსიმალურად კომპაქტური და იაფი 5.56 კალიბრის კარაბინი.

იშვიათი „კალაშნიკოვებისთვის“ კარგი სასხლეტი, მცველი, რომელიც ადვილად იხსნება-იკეტება, უფრო მოსახერხებელი პისტოლეტის სახელური, კიდე უფრო სასიამოვნოს ხდიან ამ იარაღიდან სროლას. ჩვენი აზრით „არსენალის“ კარაბინი SAR-SF იმსახურებს შეფასებას „ძალიან კარგი“ და „რეკომენდირებულია შესაძენად“.

სროლის შემდეგ მოვიდა იარაღის წმენდის დრო. როგორც ვივარაუდე ლულის მოწყობილობას აქვს ისეთივე ეფექტი, როგორც საპრესორს – ხდება დენთის აირების ნაწილის შებრუნება რესივერის შიგნით და იარაღი საკმაოდ დაბინძურებული იყო სროლის შემდეგ. დამაბრუნებელი ზამბარაც კი, რომელიც როგორც წესი არ საჭიროებს წმენდას გამურული იყო. აქიდან გამომდინარე იარაღის წმენდა საკმაოდ ხანგრძლივი იყო და ჩვეულებრივზე მეტი საწმენდი სითხე და ჩვრები გაიხარჯა. SAR-SF-ის ისევე როგორც „კალაშნიკოვის“ სხვა კლონები ითხოვს დენთის აირების მილის საფუძვლიან წმენდას. მილის ზედაპირი არ არის ქრომირებული და ყველაზე ხშირად სწორედ ამ დეტალში იწყება კოროზია. თუ კოროზიამ დაიწყო მეტალის ჭამა, ჩათვალეთ ამ დეტალს თქვენ ვერასდროს ვეღარ მიიყვანთ სუფთა მდგომარეობამდე. ცალკე წმენდას ითხოვს ლულის მოწყობილობა, რომელიც სროლის შედეგად ძალიან ბინძურდება და კიდევ კაი რომ ის ადვილად იხსნება. კონუსი მოთავსებული მოწყობილობის შიგნით როგორც ჩანს ქრომირებულია მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ამის გამო ის არ უნდა გაწმინდოთ. რას იზამ, ყვლაფერს აქვს თავისი ფასი, სამაგიეროდ ის ეფექტურად ასრულებს თავის ფუნქციას. ასეთ იარაღზე ასეთი მოწყობილობის გამოყენება აუცილებელია.  5.56 კალიბრის ამუნიცია როგორც წესი არ არის კოროზიული მაგრამ 7.62-ის შემთხევაში, „არსენალის“ პატრონმა უმჯობესია იარაღი ყოველი სროლის შემდეგ კარგად გაწმი

კომპაქტური და ხელმისაწვდომი – ბულგარული Arsenal “SAR-SF” (ნაწ. 1)

Thursday, September 24th, 2015

ჩვენი მორიგი მიმოხილვის ობიექტია ბულგარული „არსენალის“ მიერ წარმოებული ნახევრად-ავტომატური კარაბინი SAR-SF. ჩვენთან ეს იარაღი ალბათ პირვლად წელს გამოჩნდა, თუმცა ევროპაში და აშშ-ში „არსენალის“ პროდუქცია კარგახანია იყიდება და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. აღნიშნული კომპანია უშვებს კალაშნიკოვის სისტემაზე დაფუძნებული იარაღის ფართო ასორტიმენტს, რომელიც წარმოდგენილია ორ ძირითად კალიბრში 7.62×39 და 5.56×45 (ასევე 5.45×39), როგორც  ფრეზირებული ასევე ფოლადის ფურცლიდან „დაბეჭდილი“ (“stamped”) რესივერებით, მრავალი მოდიფიკაციით, განკუთვნილი სამართალდამცველბისთვის, თავდაცვისთვის, სპორტული სროლისთვის და ნადირობისთვის. აშშ-ში „არსენალის“ პროდუქცია ძალიან ფასობს, და მისი იარაღები საკმაოდ ძვირი ღირს. მათი ფასი როგორც წესი 1000 დოლარზე მეტია.

SLR-107FR-2

აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი მოდელი არის 7.62 კალიბრის მოდელი SLR-107FR, რომელიც პრაქტიკულად არის AK-74M მაგრამ 7.62 კალიბრის.

ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი „არსენალის“ კარაბინებს განსხვავებული სახელები აქვთ, ისევე როგორც გარკვეული ნაწილები ამერიკული წარმოების არის. როგორც წესი SLR მოდელები იყენებენ „დაბეჭდილ“ რესივერებს ხოლო SAM მოდელები შესაბამისად ფრეზირებულ რესივერებზეა აწყობილი. ამერიკაში „არსენალის“ წარმომადგენელი არის ნევადას შტატის დედაქალაქში ლას-ვეგასში განლაგებული კომპანია „Arsenal Inc“.

P1060420

ჩვენი მიმოხილვის ობიექტი, 5.56 კლაიბრის კარაბინი SAR-SF, ფრეზირებული რესივერით და დასაკეცი კონდახით.

თეთრი არაფრით გამორჩეული მუყაოს ყუთის გახსნისას გარდა პოლიეთილენის პარკში გახვეული იარაღისა ჩვეენ აღმოვაჩნეთ საკმაოდ კარგი ხარისხის მუქი მწვანე ფერის ბრეზენტის ღვედს, ზეთისთვის განკუთვნილ პლასტმასის ბოთლს, ბევრისთვის კარგად ნაცნობ მეტალის ცილინდრს შიგნით მოთავსებული საწმენდი კომპლექტით და სახრახნისით, ძალიან ზოგად ინსტრუქციას, და უჩვეულოდ მოკლე ზუმბას. აღსანიშნავია, რომ არსენალის წარმოებული კარაბინები იყიდება სტანდარტულად ერთი 5 ვაზნიანი მჭიდით, მაგრამ ქართულმა იმპორტიორმა იზრუნა ამაზე და დამატებით შეიძინა თითო კარაბინისთვის ორი მაღალი ხარისხის „არსენალის“ პლასტმასის 30 ვაზნიანი მჭიდი, რისთვისაც მას ჩემგან დიდი მადლობა. ასე რომ საკმაოდ ზომიერ ფასად ჩვენ ვყიდულობთ ახალ კარაბინს, რომელსაც თან მოყვება  საწმენდი კომპლექტი, ქამარი და სამი მჭიდი. ჩემი აზრით მშვენიერი შემოთავაზებაა თუ გავითვალისწინებთ ფასს (1870 ლარი) და ასევე იმას, რომ აქამდე  მისი რუსული ანალოგები გლდანში ერთ-ოთახიანი ბინის ფასად იყიდებოდა.

მოდელი SAR-SF, რომელზეც ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი არჩევანი არის პრაქტიკულად საბჭოთა AKC-74У-ს კლონი. ძალიან კომპაქტური ის აღჭურვილია დასაკეცი კონდახით, პლასტმასის ფურნიტურით და მისი ლულის სიგრძე მხოლოდ 21.5სმ-ს შეადგენს. დაკეცილ მდგომარეობაში იარაღის სიგრძე სულ რაღაც 50სმ-ია! წონა მჭიდის გარეშე, ზომიერი 3 კილოგრამია. ლულა აღჭურვილია საკმაოდ დახვეწილი კონსტრუქციის მქონე ეფექტური ლულის მოწყობილობით, რომელიც ახშობს ალს, ამცირებს გასროლის ხმას და ამავე დროს „ატყუებს“ იარაღს დენთის აირების კონუსური ფორმის ხაფანგში მოქცევით რაც აძლევს საშუალებას „ავტომატიკას“ მიიღოს საკმარისი იმპულსი რომ უზრუნველყოს საიმედო გადატენვა. აღნიშნული მოწყობილობა ადვილად იხსნება გასაწმენდად.

P1060445

მართვის ელემენტებით და იერსახით იარაღი პრაქტიკულად მთლიანად იმეორებს AKC-74У-ს.

საინტერესო ნიუანსია, რომ აშშ-ში იმისთვის რომ იყიდოთ კარაბინი 16 ინჩზე მოკლე ლულით საჭიროა სპეციალური ნებართვა ამის გამო SAR-SF (ამერიკული ბაზრისთვის SAM7) იქ იყიდება კონდახის გარეშე, როგორც პისტოლეტი და მასზე იკრძალება კონდახის ან წინა ვერტიკალური სახელურის დაყენება.. საქართველოში ასეთი შეზღუდვა არ არსებობს ამიტომაც ჩვნ შეგვიძლია უპრობლემოდ შევიძინოთ მოკლე კარაბინი. ერთი პერიოდი აშშ-ში იყიდებოდა მოკლე „არსენალი“ კონდახით მაგრამ გრძელი 16 ინჩიანი ლულით. სპეციალური ნებართვის აღების შემდეგ ხდებოდა ლულის გადაჭრა და მყიდველი ღებულობდა სასურველ მოკლე-ლულიან კარაბინს.

P1060433

SAR-SF-ზე მარკირება იუწყება რომ იარაღი გათვლილია 5.56×45 კალიბრის ვაზნაზე რაც წესით უნდა ნიშნავდეს რომ 5.56 Nato-ს გამოყენებას არ უნდა მოყვეს პრობლემები. მწარმოებლის საიტზე ასევე მითითებულია, რომ შესაძლებელია M193 და SS109 ტიპის ვაზნების გამოყენება.

SAR-SF ამჯერად საქართველოში ხელმისაწვდომია ორ კალიბრში, ამერიკულ 5.56×45 და ძველ გერმანულ კალიბრში 7.62×39. ორივ ეს კალიბრი დამსახურებულად ძალიან პოპულარულია საქართველოში და წმიდა ტერმინალური ეფექტურობის თვალსაზრისით ალბათ 7.62 კალიბრის მოდელი უფრო ეფექტური იქნება, როგორც თავდაცვის იარაღი, გამომდინარე იქიდან, რომ მოკლე ლულიდან ნასროლი 5.56 კალიბრის ტყვია ალბათ ვერ მიაღწევს ისეთ სიჩქარეს რომ ამუშავდეს ამ კალიბრის ეფექტურობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი – ფრაგმენტაცია. 21სმ-ნი ლულიდან ნასროლი 62 გრანიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე იქნება მოკრძალებული 700-710 მ/წ-ში. ამის გამო ლოგიკური იქნებოდა  მძიმე წონის, კონტროლირებადი ექსპანსიის მქონე ტყვიების გამოყენება რამაც უნდა  საგრძნობლად გაზარდოს 5.56 კალიბრის SAR-SF-ის ტერმინალურ ეფექტურობა. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ დაბალი უკუცემის გამო, 5,56 კალიბრის SAR-SF-დან სროლა უფრო ადვილი იქნება და რა თქმა უნდა ვაზნების ასორტიმენტი და ხარისხიც უფრო დიდი არის.

P1060444

5.56 კალიბრის გამოყენებამ განაპირობა უფრო სწორი მჭიდების გამოყენება. სწორედ მჭიდის  ფორმით ადვილად მიხვდებით რა კალიბრის არის იარაღი. 7.62×39 კალიბრის ვაზნას აქვს უფრო „დაქანებული“ ფორმის მასრა რასაც ჭირდება უფრო „მოღუნული“ მჭიდი. ბულგარულ მჭიდებს საკმაოდ მაღალი შეფასება აქვთ. კრიტიკული ადგილები და მჭიდის ხუფი ფოლადის არის.  მჭიდის მეორე მხარეს დატანილია კალიბრი. მჭიდების აღებისას დააკვირდით რომ მაღაზიის გამყიდველს არ აერიოს და არ გაგატანოთ სხვა კალიბრზე გათვლილი მჭიდი.

ამ სტატიის დაწერამდე ერთი ორი თვით ადრე რამდენიმე მაღაზიაში გაჩნდა კალაშნიკოვის სისტემის იარაღები, მათ შორის ბულგარული და პოლონური მოდელები. აქიდან ერთ-ერთი იყო აღჭურვილი  არა-ქრომირებული „შავი“ ლულით. ასევე ეჭვები გაჩნდა „არსენალის“ ლულების მიმართაც, რაც გასაგებია, იმიტომ, რომ მწარმოებლის საიტზე არ წერია არსად რომ ლულები ქრომირებულია. დათვალიერებისას ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ  SAR-SF-ის დენთის აირების კამერა, დგუში, სავაზნე და ლულა ნამდვილად ქრომირებულია. იგივე დაგვიდასტურა მაღაზიის კონსულტანტმა და ასევე დასძინა რომ ერთ მყიდველს იარაღების ხელოსანი მოყვა, რომელმაც ასევე დაადასტურა რომ ლულა ქრომირებულია. ეხლა რატომ არის ეს დეტალი მნიშვნელოვანი? საქმე იმაშია, რომ ასეთი იარაღებიდან გამოიყენება ხშირად ბი-მეტალით დაფარული ტყვიები და კოროზიული ვაზნები და ამიტომაც ქრომი უზურუნველყოფს ლულის დამატებით დაცვას. ეს მით უფრო აქტუალურია თუ საქმე გვაქვს სწრაფ და მაღალწნევიან კალიბრებთან, როგორიც არის 5.45×39 ან 5.56×45. სათანადო მოვლის და შენახვის პირობებში კარგი ხარისხის „შავი“ ლულაც დიდხანს გაძლებს მაგრამ ზოგადად წესი ასეთია, რომ სამხედრო, ტაქტიკურ, თავდაცვით იარაღზე ლულა და სავაზნე უნდა იყოს ქრომირებული. ასეთი დანიშნულების იარაღის ექსპლუატაცია გულისხმობს დიდი რაოდენობით ვაზნების ხარჯვას, სროლის მაღალ ტემპებს და არც თუ ისე იდეალურ სროლის პირობებს და არც თუ ისე მაღალი ხარისხის ვაზნების გამოყენებას. ქრომი იცავს ლულის არხს და სავაზნეს, უზრუნველყოფს ადვილ ექსტრაქციას და ამავე დროს ადვილია გასაწმენდად. დამატებით „არსენალის“ ლულებზე შემიძლია გითხრათ რომ ლულები ცივი როტაციული ჭედვის მეთოდით მზადდება (დადის ჭორი, რომ მათთვის ლულებს ამზადებს ცნობილი ავსტრიული მწარმოებელი „შტეირ-მანლიხერი“) ხოლო ლულის „საპასპორტო“ რესურსი არის 15 000 გასროლა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. სათანადო მოვლის შემთხვევაში ლულის სიცოცხლის ციკლი უფრო გაიზრდება. 5.56 კალიბრის SAR-SF-ის ლულას ექვსი ხრახნი აქვს ხოლო ბიჯი არის 1:7.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც უკავშირდება SAR-SF-ს არის მისი რესივერის დამზადების ტექნოლოგია. მოგეხსენებათ რომ თავიდანვე კალაშნიკოვის ავტომატი უნდა ყოფილიყო აწყობილი  რესივერზე რომელიც დამზადდებოდა ფოლადის ფურცლის პრესის მეშვეობით ცივი ფორმირებით. რუსებს გაუჭირდათ გერმანელების მოგონილი ტექნოლოგიის მასობრივი წარმოებისთვის ადაპტირება და პირველი კალაშნიკოვის ავტომატები იყენებდნენ ფრეზირების მეთოდით დამზადებულ რესივერებს. პირველი მეთოდი იყო უფრო ტექნოლოგიური, იაფი და ნაკლებ მასალას ითხოვდა. მეორე მეთოდი თეორიულად ქმნიდა უფრო მყარ კონსტრუქციას თუმცა ითხოვდა რთულ და ხანგრძლივ ოპერაციებს, ფრეზირებას და მასალის ხარჯიც იყო დიდი. როგორც უკვე აღვნიშნე „არსენალი“ უშვებს ორი ტიპის რესივერს, ფრეზირებულს და ცივი ფორმირებით დამზადებულს („ნაბეჭდს“). კომპანიის რწმუნებით ფრეზირებული რესივერები მათი განსაკუტრებული სიამაყის მიზეზია, ვინაიდან ასეთი რესივერი მზადდება ფრეზირებით ცხელი ჭედვით ნაჭედი ფოლადის ნაჭრებისგან. ცხელი ჭედვის გამო ფოლადი გამოდის უფრო მყარი, შიდა დეფორმაციების და სიცარიელეების/დეფექტების გარეშე და შესაბამისად დიდი რესურსი გააჩნია. დამატებითი „გვერდითი ჩვენებები“ ასეთი დამხადების მეთოდის არის იარაღის უფრო მყარი კონსტრუქცია (სროლისას ნაკლები ვიბრაცია წარმოიშვება), და დეტალების უკეთესი მორგეება, რაც უზრუნველყოფს მეტ სიზუსტეს, უფრო საიმედო ოპტიკის ფიქსაციას, საკეტი უფრო რბილად მოძრაობს რესივერში და პრაქტიკულად არ აქვს ადგილი მჭიდის რესივერში „თამაშს“. ნაჭედი და ფრეზირებული საკეტი, საკეტის მატარებელი, რესივერი და ცივი ჭედვის მეთოდი დამზადებული ქრომირებული ლულა, მართლაც უნდა ნიშნავდეს, რომ ეს იარაღი არაერთ თაობას უნდა გაუძლოს. ყოველ შემთხვევაში ასე ამტკიცებენ არსენალის წარმომადგენლები. ასეთი რესივერის გამოჩენას მათ იარაღებზე “არსენალმა” უწოდა თამაშის წესების შემცვლელად აკ-ს კლონების ბაზარზე. იმიტომ რომ იარაღი ასეთი რესივერით აშშ-ს ბაზარზე პირველად ღირდა ათას დოლარზე ოდნავ მეტი.  მისი წინადმორბედი, აშშ-ში დამზადებული “არსენალის” შაშხანა თავის დროზე ღირდა არც მეტი არც ნაკლები 3500 (!!!) დოლარი.

დეტალების მორგებას რაც შეეხება მართლაც უნდა აღვნიშნო, რომ საკეტი ძალიან რბილად მოძრაობს, სასხლეტი არის ძალიან კარგი და ალბათ საუკეთესო რაც მე შემხვედრია „კალაშნიკოვის“ კლონებში. მცველიც მუშაობს ძალიან რბილად, ადვილად ირთვება და საიმედოდ ფიქსირდება გახსნის და დახურულ პოზიციაში. იგივეს ვერ ვიტყვი ძალიან ბავრ ‘საიგაზე“ და „ვეპრზე“. სუბიექტური შეფასებით დეტალების დამუშავების ხარისხის ძალიან კარგია და არაფრით არ ჩამოუვარდება სხვა ანალოგებს.

მოდელი SAR-SF აღჭურვილია ქვევიდან დასაკეცი კონდახით. აღნიშნული კონსტრუქციის კონდახი პირველად გამოყენებულ იქნა საბჭოთა AКС-ზე 1949 წლიდან და იდეა ცხადია გერმანული იყო, ასეთი კონსტრუქციის კონდახებს იყენებდნენ გერმანელები MP-40 ტიპის „პისტოლეტ-ტყვიამფრქვევზე“. ჩვენი აზრით კონდახი უკიდურესად მოსახერხებელია, დაკეცილ მდგომარეობაში პრაქტიკულად შერწყმული არის იარაღთან და არ ზრდის მის გაბარიტებს.  მისი გახსნა/დაკეცვა შესაძლებელია დაყენებული მჭიდითაც.  ასევე კონდახის ასეთი კონსტრუქციის გამო SAR-SF-ს არ გააჩნია ოპტიკის გვერდითი სამაგრი. ასეთი სამაგრი გააჩნია მოდელებს მხოლოდ გვერდიდან დასაკეცი ან ფიქსირებული კონდახებით. დაკეცილი კონდახით SAR-SF სრულიად ფუნქციონალურია, შესაძლებელია მჭიდის გამოცვლა, მცველის ჩართვა გამორთვა და ცეცხლის წარმოება. კონდახის გასაშლელად/დასაკეცად უნდა დააჭიროთ მასიურ ღილაკს მარცხენა მხრიდან. კონდახს არ აქვს „ლუფტები“, არაფერი არ თამაშობს და არ ხმაურობს. გახსნილ და დაკეცილ დმგომარეობაში კონდახი ფიქსირდება ფრეზირებულ რესივერში ორი მასიური კბილით. AKMC-ის ექსპლუატაციამ საბჭოთა ჯარში გამოავლინა პრობლმები ასეთი კონდახის მდგრადობასთან ჯარის პირობებში ექსპლუატაციისადმი, რის გამოც მოგვიანებით გამოიყენებოდა გვერძე დასაკეცი კონდახი უფრო ძლიერი, ხისტი გადაბმის სქემით. ჩვენი აზრით ბულგარულმა კონდახმა არ უნდა შექმნას პრობლემა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კბილები ჯდება ფრეზირებულ რესივერში. ჩვენ დავაკვირდებით ამ დეტალსს და რამე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად გაცნობებთ.

P1060431

P1060432

SAR-SF-ის პლასტმასის ფურნიტურა, კარგად გამოიყურება. პისტოლეტის ტიპის სახელური ბევრად მოსახერხებელია ვიდრე სტანდარტული საბჭოთა ტიპის. ღვედი არის Condor Speedy.  

P1060428

ისევე როგორც AKC-74У-ზე რესივერის ხუფი არ ცილდება იარაღს, და იხსნება ზევით. ხუფზე განლაგებულია სტანდარტული უკანა რკინის სამიზნე მოწყობილობა, რომელსაც აქვს ორი მდგომარეობა სტანდარტული “П“ (350 მეტრამდე სასროლად)  და „4-5“ განკუთვნილი 450-500 მეტრზე სასროლად (ჩვენი აზრით ზედმეტად ოპტიმისტური მოთხოვნა ისევე როგორც 350 მეტრი). ესთეტიური თვალსაზრისით იარაღს უხდება ხუფი, ამობურცული ტექსტურით, როგორც ადრინდელ საბჭოთა „კალაშნიკოვებში“.

P1060440

წინა სამიზნე მოწყობილობა რეგულირდება ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეში. როგორც ჩანს იარაღი გასწორებულია ქარახანაში (სამიზნე მოწყობილობის ბაზაში განლაგება მონიშნულია). სურათზე კარგად ჩანს დენთის აირების კამერა ქრომირებული ზედაპირით. 

რაც შეეხება კოლიმატორის დაყენებას ეს შეიძლება იყოს პრობლემატური. SAR-SF არ არის აღჭურვილი ოპტიკის გვერდითი სამაგრით. შესაბამისად კოლიმატორის დაყენება შესაძლებელია დენთის აირების მილზე (შესაბამისი დეტალის დაყენების შემდეგ) ან რესივერის ხუფის გამოცვლა. მაღალხარისხიანი დეტალები საკმაოდ ძვირი ღირს (Samson-ის ალუმინის ტიბჟირი და დენთის აირების მილის ხუფი ჯდება 200 დოლარზე მეტი), ასე რომ დაფიქრდით იქნებ უმჯობესია შეიძინოთ მოდელი გვერდიდან დასაკეცი კონდახით, რომელიც 300 ლარით მეტი ღირს.

მიმოხილვის ბოლოსკენ როგორც წესი ყურადღებას ვამახვილებ ხოლმე რაიმე ნაკლოვანებებზე და ამ შემთხვევაში ეს ალბათ არის იარაღის არც თუ ისე უმნიშვნელო ნაწილი – მისი დამცავი დაფარვა. იარაღი შეღებილია შავი საღებავით რაც ჩვეულებრივი პრაქტიკა არის, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ის აბსოლუტურად არადმგრადია საწმენდი ქიმიის მიმართ. ის ასევე მაგალითად ადვილად იხსნება სპირტით, რაც მე აღმოვაჩინე მას მერე რაც შევეცადე ზედმეტი ზეთის და საკონსერვაციო საფოხის მოშორება. სიმართლე გითხრათ ასეთ რამეს მე წავაწყდი პირველად. პრაქტიკულად ნებისმიერი აგრესიული საწმენდი ქიმია ზემოქმედებს „არსენალის“ კარაბინის საღებავთან ამიტომ ალბათ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ასეთი ხსნარების გამოყენებისას თუნდაც ლულის გაწმენდისას. იარაღის მექანიზმის საწმენდად გამოდგება ზეთები საწმენდი მინარევებით, ხოლო აგრესიული საწმენდი ხსნარების/სოლვენტების გაოყენებისგან მგონი უკეთესი იქნება თავი შეიკავოთ.  იგივეზე იუწყება Arsenal.inc-ის საგარანტიო პოლიტიკის დოკუმენტი, რომლიც მათ საიტზე არის ატვირთული. მათი რეკომენდაციით საუკეთესო საწმენდი საშუალება არის Break-Free CLP. სხვა საწმენდი საშუალების გამოყენება შეაჩერებს გარანტიის მოქმედებას. აი ასე, არც მეტი არც ნაკლები.

სამწუხაროდ ბულგგარელებმა არ გამოასწორეს ის რაც არის „კალაშნიკოვების“ მოწყალებული სიზუსტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი (გარდა დაბალი ხარისხის ამუნიციისა), არასრულყოფილი, რუდიმენტარული სამიზნე მოწყობილობები. უკანა სამიზნე მოწყობილობის ღარი ზედმეტად წვრილია და პრაქტიკულად არ ატარებს შუქს. ასეთი კონფიგურაციის სამიზნე მოწყობილობები არ უნდა ეყენოს ახლო მანძილზე სროლისთვის განკუთვნილ იარაღზე. სერიოზული მსროლელი აუცილებლად დააყენებს ამ იარაღზე ან კოლიმატორს ან შეეცდება საკუთარი ძალებით გააუმჯობესოს სტანდარტული სამიზნე მოწყობილობები, „მუშკის“ ღია ფერში შეღებვით ან უკანა სამიზნე მოწყობილობის ღარის გაგანიერებით.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით ყველა ვინც განიხილავს ასეთი ტიპის იარაღის შეძენას უნდა გაითვალისწინოს რომ ის ყიდულობს პრაქტიკულად ე.წ. „საბ განს“. შემოკლებულად „საბ განს“ ამერიკელები ეძახიან პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს. ანუ კომპაქტურ ავტომატურ იარაღს, რომელიც იყენებს პისტოლეტის კალიბრს და როგორც წესი აღჭურვილია კონდახით. რა თქმა უნდა SAR-SF არ იყენებს პისტოლეტის კალიბრს მაგრამ ძალიან მოკლე ლულის და წვრილი კალიბრის ვაზნის გამო, თვისობრივად ის ჩვენი აზრით არის „საბ განი“ შაშხანის კალიბრზე. შესაბამისად ასეთი არჩევანი განპირობებული უნდა იყოს პირველ რიგში მისი გამოყენების სპეციფიკით. ეს იარაღი არის თავდაცვითი პირველ რიგში და ასევე გამოდგება გასართობი სროლისთვის. ამ იარაღის შეძენას აზრი არ აქვს თუ მყიდველს სურს კარაბინი და სროლა ას მეტრზე და უფრო შორს მეტ ნაკლები სიზუსტით. ასეთ შემთხვევაში  SAR-SF-ის შეძენას აზრი არ აქვს.

პრაქტკული თვალსაზრისით ანუ იმ ადამიანის გადმოსახედიდან, რომელიც აფასებს იარაღს, როგორც ინსტრუმენტს და არა როგორც სექსუალური ფანტაზიების ობიექტს, SAR-SF არის ვიწრო-სპეციალიზირებული თავდაცვითი იარაღი, რომლის გამოყენება იგულისხმება პისტოლეტისთვის ტიპიურ დისტანციებზე. საქართველოს პირობებში აღნიშნულ მოდელს აქვს კიდევ ერთი დიდი უპირატესობა. ის ფორმდება ტარების უფლებით. ბევრ ადამიანს აქვს პრობლემა როდესაც მიდიან დასასვენებლად და სურთ იარაღი თან ქონდეთ. პისტოლეტის გადატანა გამოირიცხება. სრული ზომის შაშხანის თრევა შეიძლება დამღლელი იყოს, ცოლ-შვილიც არ იქნება კმაყოფილი იმით რომ იმის მაგივრად რომ დამატებითი მატრასები, ბალიშები და სათამაშოები ჩაატიოთ მანქანაში იქ ნაცვლად იდება შალითა ან კეისი მათი აზრით სრულიად არა საჭირო კარაბინით ან შაშხანით შიგნით. SAR-SF აკეცილი კონდახით იმდენად კომპაქტურია რომ ის არც ადგილს დაიკავებს და არც ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობს. მე არ ვთვლი, რომ საქართველო იმდენად სახიფათო ადგილია, რომ მანქანაში მუდმივად გედოს კარაბინი, მაგრამ ის რაც საკმარისია და ადეკვატურია (პისტოლეტი) აკრძალულია ამიტომაც ასეთი მოკლე კარაბინი შეიძლება ბევრისთვის იყოს მისაღები და რაც მთავარია აბსოლუტურად ლეგალური ალტერნატივა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მაინც კარაბინია და იყენებს საკმაოდ ძლიერ ვაზნას, რეკომენდირებულია გაეცნოთ ამ იარაღის შესაძლებლობებს, შეზღუდვებს და რეგულარულად ივარჯიშოთ.

ამით ბულგარული SAR-SF-ის „ცივი“ მიმოხილვა დასრულებულია ხოლო მეორე ნაწილში ჩვენ შევეცდებით მოგიყვეთ როგორ გამოიჩინა თავი ამ იარაღმა რენჯზე. თუ იარაღი ისევე კარგად ისვრის, როგორც გამნოიყურება ფასი-ხარისხით ის კონკურენციას გაუწევს “ვზორებს” და კარგი ალტერნატივა იქნება ბევრად უფრო ძვირადღირებული AR-15 ტიპის კარაბინებისთვის.  ამ ფასის კატეგორიაში “არსენალის” კონკურენტია ჩეხური Vz 58 ტიპის შაშხანები, რომელიც ალბათ უმჯობესია კალიბრში 7.62 თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი “ვზორების შეძენა რეალურია 700 ლარად. 5.56 კალიბრში “არსენალი” უკეთესია ვიდრე CSA-ს იგივე კალიბრის კარაბინები, იმიტომ რომ ღირს უფრო იაფი და კასტომიზაციის მეტი ვარიანტიც არის. ცხადია ნაღდი “საბჭოთა რკინის” მოყვარულებს ყოველთვის შეუძლიათ მიყიდონ სული ეშმაკს და მაგ ფულით იყიდონ რუსული საიგა 2500-3000 დოლარად.

 

“მოკლე” AR15 – სიგრძეს აქვს მნიშვნელობა

Wednesday, March 25th, 2015

jjr6o5

არ ვარ დარწმუნებული შეიძლება მე ვცდები, მაგრამ როგორც ჩანს საქართველოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მოკლე ლულიანი AR-15. მოკლე ლულიან AR-15-ში  მე ვგულისხმობ იარაღს  რომელიც აღჭურვილია 10.3 და 11.5 დუიმის სიგრძის ლულებით (შემდგომში უბრალოდ 10-ნი და 11-ნი ლულები). მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ქარხნული კარაბინების, რომლებიც იყიდება მაღაზიაში არის 16.5-ნი  ლულებით, როდესაც საქმე მიდგება შეკვეთით აწყობაზე უპირატესობა ენიჭება სწორედ უფრო მოკლე ლულებს.  მიზეზი რატომ არის ჩვენ მაღაზიებში კარაბინების უმეტესობა 16.5 დუიმის სიგრძის მქონე ლულებით არის ის რომ ეს იარაღები შემოდის ძირითადად აშშ-დან სადაც კარაბინები ლულის მინიმალური სიგრძით 16.5 იყიდება თავისუფლად ხოლო ამაზე მოკლე ლულიანი კარაბინი ითვლება „მოკლელულიან შაშხანად“ და საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, რომლის მიღებას უნდა დრო და 200 დოლარიანი ქვითარი. ჩვენთან ცხადია ასეთი შეზღუდვა არ არის და როგორც ჩანს არჩევანის შემთხვევაში მყიდველები უპირატესობას ანიჭებენ სწორედაც რომ მოკლელულიან კარაბინებს.

დაწყებული იმ დროიდან რაც კოლტმა გაამოუშვა მოდელი 607, კარაბინი მოკლე 10 ინჩიანი ლულით და გასაშლელი კონდახით, ასეთი ზე-მოკლე AR-15-ები პოპულარობით სარგებლობენ მომხმარებლების გარკვეულ წრეებში. პირველი „კლიენტები“ კი ასეთი იარაღის იყვნენ აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები რომლებიც ვიეტნამში იბრძოდნენ. მოდელი 607 შემდგომ შეიცვალა უფრო დახვეწილი 609 მოდელით, რომელიც იყო პირველი „ზემოკლე“ AR-15, რომელიც გამოდიოდა მსხვილი პარტიებით და დიდი რაოდენობით გამოჩნდა საბრძოლო დანაყოფებში. საბრძოლო პირობებში ექსპლუატაციამ გამოავლინა ბევრი პრობლემები ამ იარაღთან და ის შემდგომ შეიცვალა მოდელი 629 რომელსაც მათ შორის ქონდა უკვე ოდნავ გრძელი 11.5 დუიმიანი ლულა. როგორც მოგეხსენებათ, რომ  ამ სისტემის იარაღის და მისი ვაზნის ევოლუცია აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში არ წყდებოდა და ადგილი ქონდა მრავალ მცდელობას ამ იარაღის გაუმჯობესების. მიუხედავად იმისა, რომ ითვლება რომ მოკლე ლულიანი AR-15 არის ყველაზე პრობლემური შვილი სტოუნერის სისტემის იარაღების ოჯახში  2000 წელს 10 ინჩიანი AR-15 კვლავ გამოჩნდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების არსენალში ამჯერად Mk18-ის სახით, ხოლო სამოქალაქო მსროლელებში მოკლე AR-15 დიდი პოპულარობით სარგებლობს.  რატომ დაბრუნდა “მოკლე”  AR-15? იმიტომ, რომ ჯარს და ფლოტს უნდოდა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გაბარიტების მქონე იარაღი, რომელიც გამოიყენებოდა კარაბინის კალიბრს და იქნებოდა მაქსიმალურად თავსებადი შეიარაღებაში მყოფ M4-თან. თუ ადრე ასეთი კონფიგურაციის კარაბინი იყო არასაიმედო და პრობლემური რა შეიცვალა მას მერე? რა უპირატესობები და შეზღუდვები აქვს „ზემოკლე“AR-15-ებს? რას ელოდოს ასეთი იარაღის პატრონმა და რისთვის უნდა იყოს მზად. ყველა ამ შეკითხვაზე მე შევეცდები გაგცეთ პასუხები ამ საკამოდ ვრცელ სტატიაში.

დავიწყოთ ყველაზე მთავარით, რა პრობლემას ქმნის 10-ნი ან თუნდაც 11-ნი ლულის გამოყენება ამ სისტემის იარაღში? მოგეხსენებათ, რომ სტანდარტული AR-15 იყენებს დენთის აირების პირდაპირი შეფრქვევის სისტემას, რომელიც ცნობილია და გამოიყიენება მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ჯერ ფრანგულ როსინიოლის  სისტემის შაშხანებში და მოგვიანებით შვედი ერიკ ეგლუნდის კონსტრუქციის კარაბინში, თუმცა სტოუნერის მიერ გამოყენებული სქემა უფრო რთულია. ამ სისტემის ადეპტი მეც გახლავართ. რატომ? იმიტომ რომ ასეთი სქემის გამოყენება იძლევა საშუალებას შექმნა  მარტივი იარაღი ძალიან ცოტა მოძრავი დეტალით, უფრო მსუბუქი და თან უდიდესი სიზუსტის პოტენციალით. პირდაპირი შეფრქვევის სისტემას ცხადია დადებითი მხარეების გარდა გააჩნია უარყოფითი მხარეებიც (როგორც ყველა სისტემას). პირდაპირი  შეფრქვევის სქემაში რომელიც გამოიყენა იუჯინ სტოუნერმა დიდი მნიშვნელობა აქვს ლულაში წნევის შენარჩუნების დროს. ეს ნიშნავს რომ სისტემა იღებს საჭირო მოცულობის წნევას საჭირო დროის განმავლობაში რაც აუცილებელია, რომ მოხდეს მასრის საიმედო ექსტრაქცია და ახალი ვაზნის სავაზნეში მიწოდება. მოკლე ლულიან იარაღში გამომდინარე იქიდან, რომ ლულის დაბოლოება განლაგებულია ძალიან ახლოს დენთის აირების სიტემის ნასვრეტთან ლულაში საიდანც ხდება აირების ამოღება გადატენვის ციკლის შესასრულებლად აღნიშნული იწვევს წნევის შენარჩუნების დროის (dwell time)  შემცირებას. ეს კი ახდენს გავლენას იარაღის საიმედოობაზე, განსაკუთრებულად ჯერებით სროლისას. ანუ ამ  სისტემას აქვს თანადაყოლილი თვისება იყოს მგრძნობიარე წნევის შენარჩუნების დროზე და ასევე გამოყენებული ვაზნის მიმართ.  როგორც კი იცვლება ვაზნები და იარაღის კონფიგურაცია საჭიროა ცვლილებები რომ საიმედოობა შენარჩუნდეს. ეს არი იყო პრობლემა M16-ში, იმიტომ რომ ის იქმნებოდა კონკრეტული ვაზნის ირგვლივ, კონკრეტული კონფიგურაციით.

შეკითხვაზე რატომ იყო 10-ნი AR-15-ი არასაიმედო ვიტნამში და გახდა საიმედო 2000-ან წლებში მარტივი პასუხი არ არის. საქმე იმაშია, რომ მაშინ ეს სისტემა იყო შედარებით ახალი და ნაკლებად შესწავლილი. მაშინ არ არსებობდა მძიმე ბუფერები, ზამბარები, ვაზნები არ იყო ისეთი მაღალი ხარისხის, როგორც დღეს.  იმ პროცესების ბუნება, რომელიც მიმდინარეობს AR-15-ის შიგნით არ იყო კარგად შესწავლილი. იუჯინ სტოუნერი, ჯიმ სალივანი და სხვა ნიჭიერი ხალხი, რომლებიც ქმნიდნენ და ხვეწავდნენ M-16, ქმნიდნენ მას ისეთს როგორსაც მას სთხოვდნენ სამხედროები. შაშხანას 20 დუიმიანი ლულით, 11 დუიმიანი დენთის აირების სისტემით და ვაზნით, რომელსაც ექნებოდა სასურველი გარე და ტერმინალური ბალისტიკური მონაცემები. იმ დროს უბრალოდ არ იყო მიღებული ერთი და იგივე სისტემის სხვადასხვა კონფიგურაციის შაშხანის (თვითდამტენის) შეიარაღებაში მიღება. ფეხოსნის ძირითადი იარაღის მოდიფიცირება დასაკეც, მოკლე-ლულიან, კომპაქტურ იარაღად დაიწყო მოგვიანებით და მანამდე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად უბრალოდ სხვა სისტემას იღებდნენ შეიარაღებაში, უფრო მსუბუქს და უფრო სუსტი კალიბრის (მაგალითად 30-06 კალიბრის გარანდის შაშხანა და .30 კალიბრის კარაბინი M1.). ამიტომ, არავინ არ ფიქრობდა იმაზე თუ რა მოხდებოდა რომ M-16-ის ლულა გადაჭრილიყო შუაზე და რა ცვლილებები მოყვებოდა ამას ბალისტიკაში და ასე შემდეგ. იარაღის მოდიფიცირება ხდებოდა ახალი მოთხოვნების მიხედვით, სწრაფად, ომის პირობებში და პრობლემების გადაჭრა ხდებოდა იარაღის საბრძოლო პირობებში ექსპლუატაციის პარალელურად. მას მერე რაც ამდენი წელი გავიდა ცხადია ეს სისტემა უკეთ არის თუ არა ბოლომდე შესწავლილი და შესაბამისად გახდა შესაძლებელი საიმედო მოკლე AR-15-ის შექმნა. სამხედროები წავიდნენ შემდეგი გზით, დენთის აირების ნასვრეტი ლულაში გაიზარდა 16მმ-დან 18მმ-მდე, ექსტრაქტორის ზამბარა 4 ხვეულით შეიცვალა უფრო ხისტი ხუთ ხვეულიანი დეტალით, რომელსაც დაემატა რეზინის რგოლი ექსტრაქტორის ქვეშ („ბუბლიკი“),  სამი განცალკევებული დენთის აირების რგოლი შეიცვალა ერთიანი დეტალით.  მე ხელთ მაქვს პრეზენტაცია, რომელიც მიმოიხილავს Mk18-ის (M4 ტიპის შაშხანა აღჭურვილი 10 დუიმიანი აპერით) ტესტირების შედეგებს. 4 ასეთი იარაღიდან იყო ნასროლი ჯამში 40 000 ვაზნა. სულ ოთხივე იარაღმა განიცადა 56 დაბრკოლება. აქიდან ლომის წილი 29, მოვიდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ კარაბინზე, დანარჩენებმა 10 000 გასროლაზე განიცადეს 6, 10, და 11 დაბრკოლება შესაბამისად, რაც ნიშნავს საშუალოდ 1 111 გასროლას დაბრკოლების წარმოქმნას შორის. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. 10% ნასროლი იყო საპრესორების გამოყენებით. ყველა გასროლა ხდებოდა მოკლე ან საშუალო სიგრძის ჯერებით. უნდა ვივარაუდოთ რომ ნახევრად-ავტომატური სამოქალაქო მოდელები უფრო საიმედო იქნებიან რა თქმა უნდა კარგი მწარმოებლისგან ან აწყობილი კომპეტენტური პირის მიერ. ამ თემას კიდე დავუბრუნდებით ამ სტატიის ბოლოს.

mADqDg7

Mk18 Mod 1 რომელიც ამჟამად არის შეიარაღებაში, იწყობა კოლტის M4 ან M16A1-ის რესივერებზე და ასევე იყენებს Daniel Defense-ის ტიბჟირს პიკატინის სამაგრებით და SOPMOD კონდახს. იარაღზე აყენია KAC-ის საპრესორი.  

კიდევ ერთი პრობლემა უკავშირდება მოკლე ლულის გამოყენებას. შაშხანის მასრაში არსებული დენთი ნელა იწვის იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ლულის სიგრძე და ტყვიას მეტი ენერგია გადასცეს. შესაბამისად მოკლე ლულიდან სროლისას უნდა ველოდოთ დიდი მოცულობის ლულის ალს (ავტორის გამოცდილებით მოდერატტორის გაოყენების გარეშე ლულის ალი მზიან ამინდშიც ჩანს) იმის გამო რომ მოკლე ლულაში დენთი ვერ ასწრებს ბოლომდე დაწვას და ასევე გასროლის ხმა არის ძალიან მაღალი. აქ გამოსავალი არის მხოლოდ მაღალი ხარსხის სპეციალური ლულის მოწყობილობის/მოდერატორის გამოყენება, რომელიც შეამცირებს წნევის დარტყმას, ალს და გასროლის ხმას. სამწუხაროდ ასეთი თანამედროვე მოწყობილობების ფასი 100 დოლარიდან იწყება, მაგრამ თუ თქვენ აპირებთ მეტ ნაკლებად ბევრი ვაზნის სროლას თქვენი მოკლე AR-15-დან ასეთი მოწყობილობის გამოყენება აუცილებელია. ცხადია რომ მოკლე ლულა მნიშვნელოვნად ტვირთავს ლულის მოწყობილობას და ის მაღალი ხარისხის უნდა იყოს რომ გაუძლოს ექსპლუატაციას. ამერიკელები იყენებდნენ ვიეტნმაში შთამბეჭდავი სიგრძის მოდერატორს. მე მეყენა ასეთი მოდერატორი 11.5-ან კარაბინზე და ის კარგად ახშობს ლულის ალს და ამცირებს გასროლის ხმას, მაგრამ ის არც ისე ადვილად იწმინდება და ასეთი მოდერატორით 11.5-ნი კარაბინი ხდება 14.5-ნი კარაბინის სიგრძე. შესაბამისად  11.5-ნი ლულის გამოყენებაც აზრს კარგავს. მაღალი გასროლის ხმა ასევე სერიოზული ტაქტიკური შეზღუდვაა, დახურულ სივრცეში პისტოლეტის ან კარაბინის გასროლის ხმას ადამიანი აიტანს, მოკლე ლულიანი კარაბინიდა გასროლა სმენის დაცვის გარეშე ნიშნავს რომ მსროლელი  გარანტირებულად მიიღებს აკუსტიკურ ტრავმას. ამიტომ თუ ასეთ იარაღს იყენებთ თავდაცვისთვის იქონიეთ ახლომახლო სმენის დაცვის საშუელაბა.

რაც შეეხება ლულის ცვეთის/რესურსის საკითხს ჩემს მიერ მოყვანილი ტესტირების შედეგებში ასევე ნახსენები არის ეს თემა. პრეზენტაციის ნაწილში, რომელიც ეხებოდა ლულის ყელის ცვეთის მაქსიმალურ ნიშნულს (throat erosion) რის შემდეგადაც ლულა უნდა გამოიცვალოს. ოთხმა კარაბინმა ამ მაჩვენებელს მიაღწიეს დაახლოებით 7 – 9 ათასი გასროლის შემდეგ.  ნახევრად-ავტომატურ კარაბინს სამოქალაქო მსროლელის ხელში თუ ის ანალოგიურად მაღალი ხარისხის ქრომირებული ლულით არის აღჭურვილი, რესურსიც დიდ ალბათობით უფრო მეტი მეტი იქნება.

სულ ბოლოსთვის კი  ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო თემა შემოვინახე. რა გავლენას ახდენს 10-11-ნი ლულა კარაბინის გარე და ტერმინალურ ბალისტიკაზე? მოგეხსენებათ ბალისტიკაში საოცრებები არ ხდება და ბუნებრივია დამოკლებულმა ლულამ მნიშვნელოვნად შეამცირა ამ  იარაღის ეფექტურობა. 80-ნი წლების დასაწყისიდან აშშ-ის შეიარაღებული ძალები გადავიდა ახალ ვაზნაზე ინდექსით M855. ეს ვაზნა შექმნილი იყო იმისთვის, რომ გაზრდილიყო იარაღის ეფექტურობა წინაღობებს მიღმა განლაგებული სამიზნეების მიმართ, რის გამოც მის წინამორბედთან შედარებით (M193) გაიზარდა ტყვიის მასა (52 გრანიდან 62 გრანამდე), ხოლო ტყვიის შიგნით მოთავსდა ფოლადის გული, ე.წ. პენეტრატორი.

penetr

მიუხედავად იმისა რომ ტყვიაში მოთავსებულია რბილი ფოლადისგან დამზადებული გულა, M855 არ არის კლასიფიცირებული, როგორც ჯავშანგამტანი არც მწარმოებლის და არც აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ. ისე ასეთად არ არის კლასიფიცირებული საქრთველოშიც სადაც მოქალაქეს ეკრძალება მათ შორის ჯავშანგამტანი ტყვიების გამოყენება.

გაზრდილი მასის და პენეტრატორის გარდა გაიზარდა ტყვიის გარსის სიმკვრივე რამაც ჯამში გაზარდა ტყვიის ეფექტურობა ბარიერში გავლისას მაგრამ შეამცირა მისი ტერმინალური ეფექტურობა. მოგეხსენებათ, რომ ამ ტყვიის მთავარი დამაზიანებელი მექანიზმი არის ფრაგმენტაცია, ხოლო ფრაგმენტაციას ადგილი აქვს მხოლოდ ტყვიის გარკვეული სიჩქარის მიღწევის შემდეგ. სიჩქარის შემცირებამ და ტყვიის გარსის სიმკვრივის ზრდამ გამოიწვია ეფექტური სროლის მანძილის შემცირება და ეფექტურ სროლის მანძილში მე ვგულისხმობ იმ მანძილს რა მანძილზეც მოქმედენს ფრაგმენტირების მექანიზმი.  ეს უკვე იყო პრობლემა მაშინ როდესაც ჯარში მასიურად არ გამოჩნდა 14.5-ნი კარაბინები და ფეხოსანთა ძირითადი შეიარაღება კვლავ იყო M-16, 20 ინჩიანი ლულით. ბუნებრივია, ლულის დამოკლებამ მხოლოდ შეამცირა ტერმინალური ბალისტიკა.  მაგალითად M4-დან ნასროლი M855ის ტყვია განიცდის ფრაგმენტაციას მხოლოდ 50 მეტრამდე მანძილზე, ხოლო M193 განიცდის ფრაგმენტაციას 100 მეტრამდე მანძილზე. 11.5 ინჩიანი ლულიდან ნასროლი M855 საიმედოთ ფრაგმენტირდება მხოლოდ 15 მეტრამდე მანძილზე.  ამაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს ის ვინც ირჩევს ასეთ იარაღს და ვაზნას საკუთარი თავის დაცვის მიზნით.

M-16A1, M193 ტიპის ვაზნასთან ტანდემში არის ძალიან ეფექტური იარაღი. ჭრილობები მიყენებული ასეთი იარაღიდან არის ძალიან მძიმე საბრძოლო პირობებში ეფექტური სროლის  მანძილის მთელ დიაპაზონში. საბჭოთა სპეციალსიტები, რომლებიც იმყოფებოდნენ ვიეტნმაში აღნიშნავდნენ მძიმე ჭრილობებს, რომლებსაც იწვევდნენ ამერიკელების ნასროლი ტყვიები, რაც გახდა გაეროში საბჭოთა მხარის მიერ პროტესტის მიზეზიც და ამტყვიების კარძალვის მოთხოვნა (ინფორმაცია აღებულია რუსული წყაროდან და დაუდასტურებელია). დიდი ალბათობით ვიეტნამიდან მიღებულმა ინფორმაციამ ითამაშა როლი გადაწყვეტილების მიღებაში, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირში უარი ითქვა 7.62×39 კალიბრზე და 1974 წელს მიღებულ იქნა შეიარაღებაში “ახალი” AK-74 კალიბრში 5.45×39.

მე სრულად ვიზიარებ არსებულ მოსაზრებას, რომ 14.5 დუიმიანი ლულით აღჭურვილი M4, M855 ვაზნასთან ერთად არ არის კარგი კომბინაცია. ეს არის შეცდომა, რომელიც ვერ სწორდება, აშშ-ის შეიარაღებული ძალების შიგნით არსებული კონსერვატიული, ბიუროკრატიული და კორუმპირებული სისტემის არსებობის გამო. მე არ მინდა იმის თქმა რომ M4 უვარგისი ნაგავია, არა, მაგრამ M855-ზე უნდა უარი ითქვას შეიარაღებულ ძალებში და მას არ უნდა ენდოს სამოქალაქო მსროლელი. დღეს არსებობს ბევრად უკეთესი ვაზნები. გავმეორდები მე არ მაქვს პრეტენზია იარაღთან ან კალიბრთან, პრობლემა არის M855. ამ ყველაფრის გარდა M855-ს უკავშირდება კიდე ორი პრობლემა, მისი დაბალი სიზუსტე და ის რომ ვაზნის ტერმინალური ეფექტი „თამაშობს“ პარტიიდან პარტიამდე.

რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ყველაფერი ზემოაღნიშნულიდან. გარე ბალისტიკა არ არის დიდი პრობლემა თუ გავითვალისწინებთ, რომ მოკლე AR-15-ს ადამიანი ყიდულობს როგორც თავდაცვის ისნტრუმენტს ან გასართობ იარაღს. სხვა გამოყენება ასეთ იარაღს უბრალოდ არ აქვს. თავდაცვით სცენარებში კარაბინის გამოყენება ხდება პისტოლეტის მანძილებზე, ანუ ტიპიურ შემთხვევაში სროლა განხორციელდება სასაუბრო დისტანციებზე, მიბჯენით ან 10 მეტრამდე მანძილზე. შესაბამისად ტერმინალური ბალისტიკა არის პრობლემა, მაგრამ იმდენად დიდი არა, როგორც სამხედროებისთვის, რომლებსაც უწევთ უფრო შორ მანძილებზე სროალ.  ქალაქის სახლის პირობებში მოკლე ლულით განპირობებული შეზღუდვები ასე მკვეთრად არ იჩენს თავს, თუმცა შეზღუდვები არსებობს და საკმაოდ სერიოზული.  არის დიდი ალბათობა რომ 10-15 მეტრის იქით 10-11 ინჩიანი ლულიდან ნასროლი M855 დაკარგავს დაზიანების მთავარ მექანიზმს – ფრაგმენტაციას. მისი ტერმინალური ეფექტი იქნება ძალიან სუსტი რაც ნიშნავს რომ სამიზნე არ იქნება ნეიტრალიზებული საიმედოდ და სწრაფად. ჩემი აზრით ყველაზე პოპულარული და გავრცელებული ვაზნა,  M855 არის გამოუსადეგარი 10-11 ინჩიან AR-15-ში. სწორედ ამიტომ საჭიროა შედარებით მძიმე ტყვიების გამოყენება.  ანუ ტყვიების სადაც ფრაგმენტაცია/ექსპანსია ხდება შედარებით დაბალ სიჩქარეებზე. 1:7-ნი ლულისთვის ესენია 68 Gr Hornady Match TM, 69 gr SMK OTM, 75 gr Hornady TAP, 77 Gr Nosler OTM. 1:9-ნი ლულისთვის უმჯობესია 69 გრანამდე წონის ტყვიების გამოყენება. ოპერატორები, რომლებიც იყენებდნენ Mk18-ს  უპირატესობას ანიჭებდნენ საშტატო ვაზნის ტყვიაზე უფრო მძიმე ტყვიით (77 გრანი) აღჭურვლი ვაზნას  - Mk 262, რომელიც ისევე როგორც M855 შეიარაღებაში არის მიღებული და განკუთვნილი იყო „მარქსემენის“ განკარგულებაში არსებული 5,56 კალიბრის სისტემებში გამოყენებისთვის. აუცილებლად გამოცადეთ ვაზნების მოქმედება, დარწმუნდით რომ მოკლე ლულიდან სროლისას არ ხდება მათი დესტაბილიზაცია და სამიზნეში არ არის ოვალური ნახვრეტები. თუ ლულა ვერ ახდენს ტყვიის სტაბილიზირებას გარდა სიზუსტი დეგრადაციისა ამან შეიძლება გამოიწვიოს ლულაზე დაყენებული კომპენსატორის ან მუხრუჭის დაზიანება, რომელსაც ზედმეტად ვიწრო ტყვიის გამოსასვლელი აქვს. და ბოლოს რჩევა იმათთვის ვინც იყენებს მოკლე AR15-ს თავდაცვისთვის, აქციეთ ჩვევად იარაღთან ერთად იქონიოთ სმენის დაცვის საშუალება, ყველაზე უმჯობესია აქტიური ყურსასმენები. დახურულ სივრცეში მოკლე AR15-დან გასროლამ, შეიძლება მძიმე დაზიანება მიაყენოს თქვენ სმენას.

graph2ტყვიის ვარდნა სხვადასხვა სიგრძის ლულებიან  AR15-დან, ვაზნა M855 ამერიკული იარაღისთვის და 7н6  რუსული იარაღისთვის. გათვლებისთვის გამოყენებულია ბალისტიკური კალკულატორი Hornady. რუსულ წყაროებში მოცემული მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება მიღებული შედეგებისგან, მაგრამ  რაც მივიღეთ  გათვლებით იმას გიჩვენებთ. 

graph1

ამ გრაფიკიდან ჩანს საწყისი სიჩქარის ვარდნა მანძილის ზრდასთან ერთად. 10 და 11 ინჩიანი ლულების ბალისტიკა პრაქტიკულად იდენტურია, მაგრამ პატარა მატებას ლულის სიგრძეში სხვა სარგებელი მოაქვს.  

tx4cut

არსებობს ასევე AR-15 12.5 დუიმიანი ლულით. ძირითადი მიზეზი ასეთი სიგრძის ლულის გაჩენის არის საშუალება გამოიყენოთ რეფლექსური ტიპის საპრესორი, რომელშიც თავსდება ლულის გარკვეული ნაწილი და ამიტომაც საჭიროა დამატებითი სიგრძე. 

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ არ გექნბეათ პრობლემა სიზუსტესთან. ეს სისტემა საოცრად დიდი სიზუსტის პოტენციალის მქონეა. 200 მეტრამდე მოკლე AR15 იქნება საკმარისზე მტად ზუსტი როგორც საბრძოლო კარაბინი ხოლო 100 მეტრამდე ის იქნება დიდი ალბათობით უფრო ზუსტი ვიდრე  ბევრისთვის სიზუსტის ეტალონი – „სვდ“.  რატომ? იმიტომ რომ მოკლე სქელი ლულა პრაქტიკულად არ განიცდის რხევას, დაუმატეთ ამას ლულის მაღალი ხარისხის, მოძრავი ნაწილების დაბალი მასა, დგუშის არ არსებობა, რომელიც არ ზემოქმედებს ლულაზე და მიიღებთ ძალიან ზუსტ იარაღს.

P1050488

ასეთი ჯგუფები არ იქნება იშვიათობა, კონკრეტულად ავტორის კარაბინის საშუალო სიზუსტე არის 4.7 სმ  100 მეტრზე. 

ეხლა რაც შეეხება საკითხს, რომელსაც სტატიის დასაწყისში შევეხე. ანუ კარგ 10 – 11 ინჩიან  AR-15-ის არჩევას. სიმართლე გითხრათ ყველა მოკლე AR-15 რაც მე მინახავს საქართველოში იყო აწყობილი აქ ნაწილებიდან ანუ არც ერთი არ იყო ქარხნული მოდელი. შესაბამისად დადგენა იმისი თუ რა კომპონენტებისგან და როგორ იყო აწყობილი კონკრეტული კარაბინი ძნელია. იმის თქმა არ არის საჭირო რომ მოკლე AR15-მა საიმდოდ იმუშაოს საჭიროა მხოლოდ მაღალი ხარსხის და საჭირო სპეციფიკაციების მქონე კომპონენტების გამოყენება. მე მინახია აქ აწყობილი მოკლე კარაბინები, რომლებიც არ მუშაობდნენ საიმედოდ ყველა ტიპის ვაზნით. დადგენა მუშაობს თუ არა იარაღი შესაძლებელია მხოლოდ მისი ტესტირებით. კარგი “მოკლე” AR-15 უნდა ინელებდეს ყველა ტიპის 5.56х45 კალიბრის ვაზნით.

გასათვალისწინებელია, რომ იარაღი შეიძლება საიმედოთ მუშაობდეს და ზუსტადაც ისროდეს, მაგრამ მას შეიძლება აგუჩნდეს პრობლემები მოგვიანებით. თუ მოკლე AR15 არ არის მოდით ვიხმაროთ ავტოსპორტული ჟარგონი შესაბამისად „დანასტროიკებული“  მაშინ შესაძლებელია არც ისე გრძელვადიან პერსპექტივაში იარაღს გაუჩნდეს მექანიკური პრობლემები. ეს გამოიხატება ექსტრაქტორის ნაჩქარებ ცვეთაში (რესურსის შემცირებაში), შეიძლება მალევე დაიწყოს პრობლემები საიმედოობასთან და ყველაზე მძიმე შედეგი გამოიხატება გატეხილ საბრძოლო ბჯენებში. მიზეზი? საკეტი გაიხსნება უფრო მალე და შეეცდება ამოიღოს მასრა სავაზნიდან, როდესაც ლულაში წნევა ჯერ კიდევ მაღალია, და მასრა არის გაფართოებული და მიბჯენილი სავაზნის კედლებზე. ამუშავე ასეთ რეჟიმში კარაბინი საკმარისად დიდხანს და ექსტრაქტორი გამოვა მწყობრიდან. სწორედ ამიტომ “მოკლე” AR-15-ში მიმაჩნია, რომ სავაზნე უნდა იყოს ქრომირებული, რაც ნაკლებ წინაღობას ქმნის ექსტრაქციისას და სწორედ ამიტომ მიჩნეულია რომ “მოკლე” AR-15-ში უმჯობესია მძიმე ბუფერის გამოყენება, რომელიც დიდხანს გაუწევს წინააღმდეგობას საკეტს რომელსაც აწვება დენთის აირები მანამ სანამ ლულაში წნევა დაეცემა, და ამავე დროს მისცემს საშუალებას იარაღს საიმედოთ შეასრულოს გადატენვის ციკლი. კონკრეტული ტიპის ვაზნის გამოყენებამაც შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები. მაგალითად ცნობილია, რომ Noveske თავის მოკლე AR-15-ში იყენებს დენთის აირების ნასვრეტს, რომლის დიამტერი არის 0.80 ინჩი ნაცვლად 0.70-სა Mk18-ში. მიზეზი? კარაბინმა უნდა იმუშაოს ნაკლებად ძლიერ არა სამხედრო სტანდარტის ვაზნებთან. შესაბამისად ამ იარაღში M855-ის გამოყენება უნდა დაბალანსდეს მძიმე ბუფერით და დამაბრუნებელი ზამბარის გამოყენებით. რა ლულა, რა ბუფერი, რა ექსტრაქტორი და დამაბრუნებელი ზამბბარა აყენია თქვენ იარაღში ამის გარკვევა შეიძლება აღმოჩნდეს შეუძლებელი. ამიტომაც საქართველოში ნაყიდი მოკლე AR15-ის შეძენა გარკვეულ რისკს წარმოადგენს. გამოცდილი მსროლელს შეუძლია მიხვდეს, როდის მისი კარაბინი იღებს მეტ დენტის აირებს ვიდრე ეს საჭიროა (overgas), შეიძლება მიხვდეს როდის დამაბრუნებელი ზამბარა ითხოვს შეცვლას და ასე შემდეგ. ნაკლებად გამოცდილი მომხმარებლისთვის მოკლე AR15-ის „დანასტროიკება“ იქნება ჩინური ენა.  ამიტომაც მე ასეთ მომხმარებელს ვურჩევ 14.5-16-5-ნი AR15-ის შეძენას, რომელიც იქნება მოსაწყენად საიმედო, ზუსტი და ტერმინალური ბალისტიკაც იქნება მისაღები თუნდაც უვარგისი M855-ის გამოყენებისას. “მოკლე” AR-15 არის სპეციფიკური ვიწროსპეციალიზირებული იარაღი. ყველაფერი ამის მოსმენის შემდეგ ვიღაცა იტყვის რომ აი კალაშნიკოვი იმიტომ არის მაგარი რომ ყოველთვის ისვრის, ამდენი ტვინის ჭყლეტვა საჭირო არ არის და ასე შემდეგ.  ქარხნული AR-15 მოკლე ლულებით, რომლებსაც უშვებს  Noveske, Bravo Company და ასე შემდეგ იქნება ზუსტიც და საიმედოც, მომხმარებელი ყიდულობს ამ იარაღს და იყენებს ჩვეულებრივად. საქართველოში აწყობილი “მოკლე” AR-15-ის შეძენისას თუ წააწყდით პრობლემებს, მაშინ მოგიწევთ ან გაყიდოთ ეს იარაღი ან დაადგინოთ რა არის პრობლემის მიზეზი და გამოასწოროთ ის. ამ სტატიაში მე ძალიან ზერელედ აღვწერე ტექნიკური ნიუანსები, რომ მკითხველს შეექმნას წარმოდგენა საკითხზე. ჩემი მიზანი არ იყო დეტალური აღწერა AR-15 მუშაობის სქემის. ამის საკამრისი კომპეტენცია მე არც მაქვს. მე ვიცი ის მინიმუმი რაც მაძლევს მე საშუალებას აქ აწყობილი AR-15 ვამუშაო საიმედოთ და ვისროლო ზუსტად. ჩემთვის ეს საკმარისია.

wund3

wund6

რუსული იარაღის ადეპტებს ვთვაზობ გაეცნონ  M855-ის და საბჭოთა 5.45×39 კალიბრის ტერმინალური ეფექტის ამსახველ ილუსტრაციებს. ცხადია რომ ამერიკული ვაზნა უფრო დიდ დაზიანებებს იწვევს, პრობლემა არის მხოლოდ ის რომ მოკლე ლულის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ამ კალიბრის ეფექტურობას. საბჭოთა ვაზნის ეფექტურობაზე გაცილებით ნაკლებია ცნობებილი. 

თუ გაგიჩნდათ კითხვა რომელი ჯობია 10 ინჩიანი თუ 11 ინჩიანი ლულა, ჩემი აზრით 11.5-ნი ლულა უკეთესია. სხვაობა ბალისტიკაში, როგორც მოყვანილი გრაფიკიდან ჩანს არის უმნიშვნელო მაგრამ 11.5 დუიმიან ლულას აქვს სხვა უპირატესობები. Bravo Company-ის (რომელიც სპეციალიზირდება AR-15-ის ტიპის იარაღის წარმოებაში) წარმომადგენლის განმარტებით 11.5 ინჩიანი ლულით აღჭურვილი AR-15 არის 4% უფრო გრძელი ვიდრე 10 ინჩიანი კარაბინი მაგრამ ეს 4% იძლევა საშუალებას წნევის შენარცუნების დრო გაიზარდოს 40% რაც სისტემას ხდის უფრო ტოლერანტულს სხვადასხვა ტიპის ვაზნების, სხვადასხვა წონის ბუფერების გამოყენებისას და ასევე ნაკლებად მგრძნობიარეა გაცვეთილი/სუსტი ექსტრაქტორების მიმართ.  ლულის ტვისტს რაც შეეხება, უმეტესობა მოკლე ლულაში გამოიყენება 1:7, მაგრამ არსებობს 1:9-იც, ავტორის კუთვნილი AR15 სწორედ ასეთი ლულით არის აღჭურვილი. ჩემი აზრით “მოკლე” AR15-ის ლულა და სავაზნე უნდა იყოს ქრომირებული.

რაც შეეხება მოკლე AR15-ის ტაქტიკურ ნიშას, რა თქმა უნდა ასეთი მოკლე და მსუბუქი კარაბინი მოსახერხებელი ინსტრუმენტია. მოკლე ლულის გამო იარაღით მანევრირება ადვილია. ინერცია მას პრაქტიკულად არ აქვს. ტაიმერის გამოყენებით ვარჯიშების შესრულებამ დაადასტურა რომ იარაღის სამიზნეზე მიტანა უფრო სწრაფია ვიდრე 16 ინჩიანი AR-15-ის. გადაადგილებისას, როდესაც იარაღი ღვედზეა დაკიდებული ის არ ედება არაფერს და არ ღლის მსროლელს. ცხადია დახურულ მჭიდრო სივრცეებშიც გამოსაყენებლად ასეთი კარაბინი ბევრად მოსახერხებელია. Mk18-ის დანიშნულებაც ეს იყოს, მისი გამოყენება მათ შორის უნდა მომხდარიყო ჯგუფების მიერ, რომლებიც დაკავებულები იქნებოდნენ გემების დათვალიერებით და ჩხრეკით, ოპერატორების მიერ, რომლებიც პირადი დაცვის ფუნქციას შეასრულებდნენ. ამ იარაღის გამოყენება არ იგულისხმებოდა “ჩვეულებრივ” საბრძოლო მოქმედებებში. ეს უნდა გაითვალისწინოს ასეთი იარაღის სამოქალაქო მფლობელმა. იმას ვისაც უნდა კომპაქტური თავდაცვის იარაღი ტარების უფლებით, რომელიც ჩაანაცვლებს პისტოლეტს, რომლის ტარება ჩვეულებრივ მოქალაქეებს ეკრძალება  ”მოკლე” AR15 იქნება კარგი არჩევანი. თუ ეძებთ შაშხანას, შაშხანის მანძილებზე სასროლად, სანადიროდ ან უბრალოდ გინდათ შორს მსროლელი მსუბუქი იარაღი აირჩიეთ 16.5-ნი ან 20-ანი ლულით აღჭურვილი იარაღი.  სამოქალაქო თავდაცვის იარაღის როლში “მოკლე” AR-15-ის ბალისტიკური შეზღუდვები იქნება ნაკლებად მნიშვნელოვანი და პირველ ადგილზე გამოდის თავდაცვის იარაღის მთავარი თვისება, საიმედოობა. რამდენად შესაძლებელია ენდოთ აქ აწყობილ AR-15-ს თქვენი გადასაწყვეტია.

და ბოლოს არ შემიძლია არ ვახსენო ამ სტატიაში “მოკლე” კალაშნიკოვი. საბჭოთა კავშირშიც შეიქმნა ანალოგიური იარაღი, რომლის დანიშნულება ასეთივე მოკრძალებული იყო. საუბარი მაქვს საბჭოთა კავშირში შექმნილ AКС74У-ზე. ამ იარაღს პრაქტიკულად უნდა შეეცვალა სტეჩკინის სიტემის პისტოლეტი, თავდაცვის იარაღის როლში, იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც პირდაპირ არ იყვნენ ჩართული საბრძოლო მოქმედებებში ან იყვნენ მძიმე შეიარაღების გათვლის ნაწილი, საბრძოლო მანქანების ეკიპაჟის წევრები და ასე შემდეგ (აშშ-ში ამ როლისთვის განკუვნილი იყო კარაბინი M4).  AКС74У-ს არასდროს მოეთხოვებოდა შაშხანის/კარაბინის ფუნქციების შესრულება. ტიპიური გამოყენების მანძილი? 50 მეტრი. თავდაპირველი იდეა ამ იარაღით შეიარაღებულიყო საჰაერო-სადესანტო ჯარები მიჩნეულ იქნა არამიზანშეწონილად მათ შორის ამ იარაღის არადამაკმაყოფილებელი საბრძოლო თვისებების გამო. ასევე რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არანაირ სპეციალური ვარჯიშები ან ჩათვლის სისტემა  AКС74У-ს მფლობელებისთვის საბჭოთა ჯარში არ არსებობდა და ნორმატივების ჩაბარება ხდებოდა  AК74-ით, ვინაიდან მათი ჩაბარება  AКС74У-ით უბრალოდ იყო შეუძლებელი. მცდელობები  AКС74У შეცვლილიყო უფრო ადეკვატური სისტემით არ შეწყვეტილა არც საბჭოთა კავშირში და არც შემდგომ რუსეთში. მოგვიანებით რუსებმაც შექმნეს  AК74-ის დამოკლებული ვარიანტი АК105, რომელიც აშკარად უფრო უკეთესი იარაღი უნდა იყოს ვიდრე  AКС74У.  არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩვენი გათვლებით მიღებული მონაცემები განსხვავდება იმ მონაცემებიდან, რომლებიც მოცემულია რუსულ წყაროებში. მე არ ვენდობი რუსულ წყაროებს, თან რუსებს არ უყვართ თავისი იარაღის კრიტიკა.  მე პრაქტიკულად ვერ ვიპოვე რაიმე საინტერესო საკითხავი ამ იარაღზე და როგორც ჩანს რუსებს კარგი არაფერი არ აქვთ ამ იარაღზე სათქმელი და დუმილი ურჩევნიათ. თუმცა საკმარისად არის გამოხმაურებები, რომლის მიხედვითაც იარაღი სწრაფად ხურდება და ცეცხლსი ეფექტურობა ნულამდე დადის. ის ფაქტიც, რომ ნორმატივების შესრულებისას ამ იარაღს არ იყენებდნენ მეტყველებს იმაზე რომ საბჭოთა ჯარში ამ იარაღს საერთოდ არ ანიჭებდნენ არანაირ მნიშვნელობას.

დიახ, AКС74У არის ბუმბულივით მსუბუქი, ძალიან კომპაქტური და სიამედოც. სროლა ამ იარაღიდან მაგარი გართობაა, მაგრამ ეს იარაღი არის არაეფექტური და გაცილებით უფრო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვიდრე ამერიკული M4 ან თუნდაც Mk18. რუსები ყველგან იმეორებენ, რომ ამ იარაღის ეფექტური სროლის მანძილი არის 500 მეტრი რაც ჩემი აზრით ისეთივე რეალისტურია როგორც 1000 მეტრზე სამიზნე მოწყობილობები მაუზერის პისტოლეტებზე. პრიმიტიული სამიზნე მოწყობილობები და მოკლე სამიზნე ხაზის გამო (პრაქტიკულად პისტოლეტური 235მმ) ეფექტურად სროლა AКС74У-დან შეუძლია მხოლოდ კარგად გაწვრთნილ მსროლელს. ჯერებით სროლისას ახლო მანძილებზე AКС74У ასევე მნიშვნელოვნად ჩამორჩება M4-ს მიუხედავად იმისა, რომ ისიც იყენებს შედარებით დაბალ იმპულსიან ვაზნას. როგორ მოხვდა ეს იარაღი შეიარაღებაში ჩემთვის გაუგებარია. ტექნიკური დავალება იყო ძალიან ხისტი მე ვიტყოდი არარეალისტური, რასაც შეეწირა იარაღის საბრძოლო თვისებები, დაუმატეთ ამას კორუფცია ზედა ეშელონებში და გასაგები გახდება სავარაუდო მიზეზებიც ამ იარაღის ჯარში და მილიციაში მოხვედრის. ალბათ იგივე მიზეზების გამო წარმოებაში მოხვდა კურიოზული პისტოლეტი ПСМ-ი, რომელიც ასეთი გამოვიდა ასევე არარეალისტური მოთხოვნების გამო.

9024321 ვერტმფრენების საბჭოთა პილოტები ავღანეთში, საშტატო ავტომატებით ბუდეებში.