Archive for the ‘ჩვენ გვწერენ’ Category

მორიგი შეკითხვა

Tuesday, January 5th, 2010

Zalian mainteresebs arcus98 -is Sesaxeb kompetenturi azri, monacmebi da gamoxmaurebebi rogorc saqarTveloSi ise ucxoetSi

(axali nayidi maqvs arcus98 DAC, Hi-power-is klonia da aSkarad !!! makarovs bevrad ufro rbili sasxleti aqvs !!!! , da Zalian mainteresebs yvela hi-power-s aseti sasxleti aqvs Tu marto arcus98-s? )

სრულყოფილს პასუხს ვერ გაგცემთ დროის უქონლობის გამო და იმის გამო რომ არკუსი არასდროს არ მქონია, თუმცა ვაპირებდი მის შეძენას. ერთადერთი რაც მე მაჩერებდა იყო ის რომ ის არ არის ჰაიპაუერის ზუსტი კოპია. პირველ როგში იმიტომ რომ არ არის მხოლოდ ერთჯერადი მოქმედების, როგორც ორიგინალური ჰი პაუერი. იარაღია იაფია და გააჩნია ყველა იაფი იარაღის ნიშანთვისება, დამუშაბევების დაბალი ხარსხი, სუსტი დაფარვა, სავარაუდოთ ლითონის ხარსხი არ არის ისეთი, როგორც უფრო თანამედროვე და ძვირადღირებულ იარაღში. სხვაგვარად რომ ყოფილიყო საქმე მაშინ ის გაიყიდებოდა არა 1000 არად არამედ 3000 ლარად. გამომდინარე იმ გამოხმაურებებიდან რაც მე წავიკითხე ნტერნეტშო, იარაღი  მუშაობს დამაკმაყოფილებლად.  ანუ რამე პრობლემები არკუსთან ჩემთვის უცნობია.  საქართველოს პირობებებში, როდესაც იაარღს არ ატარებ არ ისვრი არკუსი თავის საქმეს გააკეთებს და კარგად მოემსახურება პატრონს, ამაშუ დარწმუნებული ვარ.  მეეჭვება ამ იარაღმა გაუძლოს ინტენსიურ ექსპლუატაციას, ჩემი გათვლებით იაფი იარაღი საშუალოდ პირველ გაფუჭებამდე მუშაობს 3–5 ათასი გასროლა. მერე ნებდედებიან ჯერ ზამბარები და სხვა რკინის დეტალები, რომლებზეც მოდის დიდი დატვირთვა. იაფიანი იარაღის სუსტი წერტილი ხშირად არის ასევე მჭიდები, ზედმეტად თხელი და სუსტი, ასევე სუსტი ზამბარები.  ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ხარსხის კონტროლი და ხარსხის სტაბილურობა იშვიათია, რაც ნიშნავს, რომ ალბათობა გადაეყაროთ ქარხნულ ბრაკს არის გაცილებით დიდი ვიდრე ძვირადღირებულ იარაღებში. ასე რომ აზრი აქვს ყიდვისას იარაღი კარგად  შეამოწმოთ.

პატივისცემით,

ლევანი

shooterscentral.ge

 

ps

კომპეტენტური გამოხმაურებისათვის მიმართეთ google.com-ს, ჩაწერეთ იქ იარაღის სახელი და მერე ეძებეთ საჭირო ინფორმაცია.

ზეთების არჩევანი

Thursday, December 3rd, 2009

მორიგი კითხვა მივიღე რომელზეც პასუხი შეიძლება სხვებისთვისაც საინეტეროს იყოს.

Gamarjoba levan,

Iqneb mirchio sad shevidzino tbilisshi met-naklebad normaluri zetebi. Neitralurebi maqvs.tyviis da dentis mosashorebeli mchirdeba.

 GIGA

 გამარჯობა გიგა,

პირველ რიგში, მოდი შევთანმხდეთ, რომ ზეთით ლულას არავინ არარ წმინდავს. ზეთი ზეთია ხოლო ნაგარის მოსაშორებელი საშუალება არის ე.წ. ნიტრო–სოლვენტი ანუ გამხსნელი (растворитель). სამწუხაროდ ჩვენ მაღაზიებში სპეციალური იარაღის ნიტრო–სოლვენტები არ იყიდება მაგრამ სამაგიეროდ ქიმიურად იგივე შემადგენლობა აქვს კარბურატორის საწმენდ სითხეს. მე წარმატებით ვიყენებ ABBRO-s ფირმის. ის საუკეთესოდ ხსნის ნაგარს.  ტყვიის და სპილენძის მოსაშორებლად იყიდე Robla Solo-Mil, ორ კვირაში ექნებათ გაგარინზე მაღაზია კალიბრში. და ასევე იხმარე ლატუნის ჯაგრისები, ყველგან იყიდება. 

დღეს დღეისობით ზეთების საკმაოდ დიდი არჩევანია, 10 წლის განმავლობაში უამრავი ბრენდი მოვსინჯე და გარკვეული წარმოდგენა უკვე შემექმნა.

ყველაზე კარგი ნეიტრალური ზეთი, რაც მე მიხმარია არის “ბალისტოლი” (მაღაზია კალიბრი გაგარინზე), ნორმალურად მუშაობდა ESSO-ს უნივერსალური ზეთი, რომელიც გუდვილში ვიყიდე. მაგრამ ბოლო 2–3 წელი მე ბალისტოლს ვიყენებდი.   და ეხლახან აღმოვაჩინე ძალიან მაგარი ზეთი Legia რომელსაც “ბრაუნინგი” უშვებს. ღირს 9 ლარი თუ არ ვცდები და მგონი ამაზე უკეთესი ზეთი დღეს საქართველოში არ იშოვება . იყიდება ეხლა ამ მომენტში ფინანსთა სამინისტროს სავაჭრო ობიექტში, რომელიც არის ინგოროყვას ქუჩის პარალელურ ქუჩაზე, იქ ადრე საგადასახადო ოყო.  სხვა ზეთებიც ნორმალურია მაგრამ მე არ ვიყიდიდი თურქულს და არ ვიყიდიდი სპრეის (ლეგია კი არის სპრეი მაგრამ ზეთი იქიდან წნევით არ გადმოდის და ყველაფერს არ სვრის).  სპრეი არ მომწონს, რომ იმიტომ რომ ძალიან თხევადია, საკმაოდ ჭირს მისი ზომიერად გამოყენება და ასევე მალე ორთქლდება.

ცხადია საზღვაერგარეთაც დიდი არჩევანია, როგორც წესი კარგი ბრენდის ზეთი ყოველთვის კარგია. ასევე მე მაქვს Hoppe`s –ის ზეთი, მაგრამ ის ძალიან სქელია და მაგალითად დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის დასაზეთად მე მას არ ვიყენება მაგრამ საკეტის “რელსებისთვის’ და დიდი დეტალებისთვის ის კარგია.  

დღეს თუ გინდა კარგი ზეთი, იყიდე Legia.  

იმედია ეს ინფორმაცია გამოგადგება

i474bea7cd7a36

სკს–ზე კითხვა

Sunday, May 31st, 2009

მორიგი კითხვა მომივიდა და შევეცდები გავცე პასუხი.

 

gamarjobaT batono levan,sks-tan maqvs ramodenime shekitxva,es nashromi wakitxuli maqvs da dzalian momwons, rac sheexeba shekitxvebs maqvs sks-i 54-wlis,gamoshveba ijevskis qarxnis,iaraRis da lulis nimeri aqvs sxvadasxva, anu lula aqvs gamocvlili, da lulis tuchze ar etyoba tetri rkali rac qromirebis nishania, xom ver damexmarebit lulis nomrit gamoshvebis wlis dadgenashi??? anu raime monacemta baza tu arsebobs sadme internetshi rom lulis gamoshvebis weli rom gavarkvio???

 

da kidev erti kitxva. maqvs yugoslaviuri sks-is yidvis shansi,da sul axalis remontgauvlelis sakonversacioc ki mosaxsneli aqvs, da xarisxit rogori aris tu icit????? anu ajobebs sabchotas????

 didi madloba winaswar. gisurebt waratebas

 

ბაზები იარსებებს სავარაუდოთ…. მე ასეთი უბრალოდ არ მინახია. სკს–ებზე გასაგები დათარიღების სისტემაა ხოლო თუ ნაწილები იცვლება, როგორც წესი უკვე კონკრეტული ნაწილის გამოშვების თარიღის დადგენა პრობლემატურია.  ასევე არ ვიცი რა გითხრათ როგორ დაადგინოთ ქომირებულია ლულა თუ არა. მე თვალით გავრჩევ მაგრამ როგორ ავხსნა ეს არ ვიცი.  რკალი რომ არ ჩანს ეგ არაფერზე არ მეტყველებს. ისე მე არ მგონია, რომ 1954 წლის სკს–ზე დაყენებულიყო არაქრომირებული ლულა. სურათებია საჭირო ლულის და კლეიმოების მაგით შეიძლება რამის დადგენა. ძლიერი შუქით რომ მიანათოდ ქრომის ფენა გამოჩნდება.  ნუ ეხლა ალბათ გაარჩევთ იმით რომ ქრომირებული ლულა კარგად გაწმენდილი ადვილა ირეკლვას შუქს და სარკესავიტ არის ანუ ჩრდილები კარგად ჩანს. არაქრომირებული ლულას ბევრად უფრო არაერთგვაროვანი ზედაპირი აქვს და შუქს არ ირეკლავს და არც ჩრდილები არ ჩანს.

იუგოსლავიური სკს–ები სკამოდ კარგი იარაღია . სხვაობა რაც არ უნდა იყოს ჩემი აზრით იქნება ალბათ მხოლოდ თეორიული ამ იარაღის მფლობელისთვის.  მე პირადად ავირჩევდი ეხლა იუგოსლავიურს. მომწონს მისი იერსახე და კომპენსატორი.

 

პატივისცემით,

.22lr კალიბრის იარაღი საქართველოში

Sunday, October 19th, 2008

შედეგი შეკითხვა  მომივიდა ელ ფოსტაზე:

gaumarjos levan, ra mainteresebs, saqartveloshi romeli iaragis shedzena sheidzleba 22kalibrze, da cesieri optikis dayenebis shemtxvevahsi ra maximaluri shedegi sheidzleba miigo iaragit? cinascar didi madloba

დღეს დღეისობით ბოლო მონაცემებით, რაც მე მაქვს შეგიძლია მაღაზიაში იყიდო შემდეგი შაშხანები

ყველაზე მაღალი კლასის გერმანული ვალტერ G22, ფასი იწყება 1400 ლარიდან და ზევით. აქვს სამაგრები და ადვილად დაყენდება ნებისმიერი ოპტიკა თუ აქსესუარი. მაღაზია ქარავანი დინამოს სტადიონის უკან

ამავე მაღაზიაში დევს ასევე ორი ტიპის რუსული ტოზის შაშხაბა, ფასი 590 ლარიდან და ზევით. ერთი ბოლტიანი მეორე ნახევრად ავტომატური. ორივე ქ სამაგრები და დაყენდება ოპტიკა.

ასვე მაღაზიებშიდ ევს ჩინური ნორინკო. რამოდენიმე მოდელი. ფასი იწყება სადღაც 500 ლარიდან. გამომდინარე იქიდან რომ ტოზიც არის მე ტოზს ავირჩევდი. ადრე ჩინელები ებვრად იაფი ღირდა და მათ ყიდვას აზრიც ქონდა.

ასევე ხანდახან ხელიდან იყიდება ძველი რუსული ტოზები, ცალვაზნიანები და მჭიდიანებიც, ფასები იწყება 400 ლარიდან.

რამოდენიმე ძვირიანი შაშხანა დევს მაღაზია დენთში, ინფექციურის პირდაპირ ყაზბეგის გამზირზე.

ოპტიკას რაც შეეხება მცირე უკუცემის გამო დაყენდება ყველაფერი რასაც მოისურვებ, მათ შორის 50 ლარიანი ჩინური ოპტიკა.  ანუ მინიმალურ გადიდბას ავიღებდი Х4-ს და მაგის ზევით. გეკოზე კარგია 6ჯერადი ფიქსირებული გადიდება ან 4ჯერადი. 6ჯერადი ზუსტ დამზინების საშუალებას მოგცემს და ამავე დროს ხედვის ველიც დიდი ქნება და ზომაში მსუბუქი და კომპაქტური. ეხლა მე რომ ვაყენებდე ოპტიკას დავაყენებდი ყოველგვარი კამათის გარეშე იაპონურ შირსტოუნს (ბრონზის სერია) იყიდება 120 ლარად მაღაზია მაგნუმში თამარ მეფის გამზირზე. ოპტიკა არის სასაცილო ფასში და იაპონური ხარსხის. ძალიან მაგარია ვფიქრობ ხომ არ ვიყიდო ერთ “ნა ვსიაკი სლუჩაი” სანამ არის….. არის კიდე ქარავანში ტრუ–გლო–ს ოპტიკა. ნორმალური ჩანს მაგრამ უფორ ძვირი ღირს. ბადე დუპლექსი ან ნებისმიერი თხელი ჯვარით, ფსევდო–მილდოტებს ძალიან სქელი ბადე აქვს და დამიზნება მოუხერხებელია მაგრამ ბიუჯეტიან ოპტიკებში რატომღაც სულ ამ მილდოტს ტენიან. თუ ბადეს ექბევა დამატებითი ელემენტები და მანძილმზომები ესეც კარგია, “გეკოს” “კრუტოი”  ტრაექტორია აქვს და შეიძლება სხვა და სხვა მანძილებზე ბადის სხვა და ხვა ელემენტები გამოიყენო დამინებისთვის, იმისთვის რომ ტყვიის დაცემის კომპნსირება გააკეთო.  

რეზულტატებს რაც შეეხება ზუსტი სროლა შესაძლებელია კარგი ხარსხის ოპტიკით (რომელსაც კარგი გამოსახულება აქვს ანუ ჩინური შირპატრები არ იგულისხმება) 150 მეტრამდე. მე სამასზეც მისვრია მაგრამ 150 მეტრის ზევით სტაბილური სროლა საველე პირობებში უკვე პრობლემატურია. 100 მეტრზე ჩემი ტოზ 8 აკეთებს ოპტიკის გარეშე, დიოპტრით, 4–5 სმ ჯგუფებს იაფი ვაზნებით.  50 მეტრზე პრაქტიკულად  ტყვია ტყვიაში.

იმედია ეს ინფორმაცია დაგეხმარება.