Archive for the ‘ვაზნები და ამუნიცია’ Category

მომენტალური მწყობრიდან გამოყვანის გამომწვევი ფაქტორების შესახებ

Tuesday, March 8th, 2011

არსებობს მოსაზრება, რომ შეიარაღებული კონფლიქტის ანუ ომის პირობებში უფრო მომგებიანია დაჭრა მოწინააღმდეგეს ჯარისკაცი ვიდრე ის მოკლა. თუ მეომარი მოკვდა ის ეთიშება ბრძოლას, საჭიროა მხოლოდ ის დაკრძალო და თუ ბევრი დაიღუპება უბრალოდ დაკრძალავ ყველას ერთად ერთ დიდი საფლავში. მაგრამ თუ ის  დაიჭრა საჭიროა ის ჯერ ბრძოლის  ველიდან გაიყვანო შემდეგ კიდე უმკურბნალო. ეს ყველაფერი დამატებით რესურსებს ითხოვს, რაც საბოლოო ჯამში მოწინააღმდეგე მხარეს ასუსტებს. როდესაც საქმე ეხება თავდცავას ასეთი მიდგომა არ არის გამართლებული. ჩვენი მიზანი არის არა დავასუსტოთ მოწინააღმდეგე არამედ სწრაფად და ეფექტურად აღვკვეთოთ ჩვენს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებები. ამ მომენტში თავდამცველი იბრძვის თავისი ან სხვისი სიცოცხლისთვის. მოწინააღმდეგის/თავდამსხმელის სწრაფი გამოყვანა მწყობრიდან არის გარანტია აგრესიული ქმედებების შეწყვეტის. სწრაფი ნეიტრალიზაცია თავდამსხმელის მით უფრო აქტუალურია თუ თავდამსხმელი არ არის მხოლოდ ერთი არამედ რამოდენიმე. მსროლელს, რომელიც თავს იცავს ან იცავს სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ უნდა თავდამსხმელის სიკვდილი, მას უნდა მისი სწრაფად და მომენტალურად მწყობრიდან გამოყვანა და ამით აგრესიული ქნედებების შეჩერება. ხოლო მომენტალური/სწრაფი მწყობრიდან გამოყვანა და სიკვდილი ერთი და იგივე არ არის. მაიმიში, 1986 წელს მაიკლ პლატი უკვე იყო მკვდარი, როდესაც მან მოკლა ორი და დაჭრა რამოდენიმე ფედერალური ბიუროს აგენტი. მიუხედავათ იმისა, რომ მან შეტაკების დასაწყისშივე მიიღო სასიკვდილო ჭრილობა, ის მანიც აგრძელებდა ბრძოლას და მოკლა ორი აგენტი სანამ სხვებმა მოახერხეს მისი საბოლოო ნეიტრალიზება, თუმცა ის მაინც მოკვდებოდა სასიკვდილო ჭრილობისგან, რომელიც ის არ გააჩერა საკმარისად სწრაფად. აქიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი სხვაობა სასიკვდილო ჭრილობის მიყენების და სამიზნის მომენტალური მწყობრიდან გამოყვანას შორის. ეს სხვაობა იზომება მეტრებით და წამებით, მეტრებით რომელიც შეიძლება დაფაროს სასიკვდილოდ დაჭრილმა მაგრამ არანეიტრალიზირებულმა თავდამსხმელმა და დრო, რა დროსაც მას შეუძლია განაგრძოს აგრესიული ქმედებები.  ამავე დროს სამიზნის ნეიტრალიზებას ყოველთვის არ მოყვება სიკვდილი. შევეცადოთ უფრო დაწვრილებით გავაანალიზოთ ეს ყველაფერი.

 რა იწვევს სამიზნის მწყობრიდან მომენტალურ გამოყვანას?  რა იგულისხმება ამ შეკითხვის ქვეშ?  ანუ რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ადამინი მომენტალურად შეწყვეტს აგრესიულ მოქმედებებს? ეს არის რა თქმა უნდა მხოლოდ მომენტალური სიკვდილი. მომენტალურ სიკვდილს იწვევს მხოლოდ ორი რამ, თავის ტვინის სიკვდილი ან ცენტრალური ნერვული სისტემის კოლაფსი. ნუ აურევთ ამას სასიკვდილო ჭრილობაში, სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობამ, რომელმაც არ გამოიყვანა ადამიანი მწყობრიდან მომენტალურად, ეს შეიძლება იყოს სისხლდენა, ინფექცია, ტყვიით მოწამვალა და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მოხდება გარკვეული დროის განმავლობაში, რამოდენიმე წუთში, საათში, დღეში, წელიწადში. დრო ჩვენი მტერია ამ შემთხვევაში. გამომდინარე აქიდან, რაც ეხლა დაიწერა გამოდის, რომ მხოლოდ ტყვიის მორტყმა პირდაპირ თავის ტვინში ან ზედა ხერხემალში იძლევა გარანტიას, რომ თავდამსხმელი ეგრევე გამოვა მწყობრიდან და შეწყვიტავს აგრესიულ მოქმედებებს. ყველა დანარჩენ სხეულის ნაწილებში მოხვედრა ამის გარანტიას შესაბამისად არ იძლევა. მათ შორის არც გულში მორტყმა. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ გულის განადგურების შემდეგ, ტვინში რჩება საკამრისი ჟანგბადი, რომ ადამიანმა გაგაგრძელოს მოქმედება 15–20 წამის განმავლობაში. ნებისმიერი, მონადირე მოგიყვებათ თქვენ ისტორიას სადაც, ცხოველი ახერხებდა გაქცევას და კვდებოდა საკმაო მოშორებით დაჭრის ადგილიდან და მთლიანად განადგურებული გულით. თუ ცხოველი ამას ახერხებს არ არსებობს არანაირი მიზეზი, რატომ იგივეს ვერ შეძლებს ადამიანი.   არსებობს უმრავი დოკუმენტირებული შემთხვევა, როდესაც ადამიანები უძლებდნენ 5, 9, 12 „კარგ“ მორტყმას ადეკვატური კალიბრის იარაღიდან და აგრძელებდნენ ბრძოლას. ნიუ იორკის პოლიციის ვეტერანი ჯიმ სირილიო თავის წიგნში აღწერს შემთხვევას, როდესაც ადამიანმა მიიღო ორი ჭრილობა მკერდში 12 კალიბრის ტყვიით ახლო მანძილიდან და მაინც დარჩა ფეხებზე. ადამიანი წერს ის, არის ყველაზე გამძლე ცხოველი.  

აქ მნიშვნელოვანია განვმარტოდ, რომ ჩვენ ეხლა ვლაპარაკობდით გარანტირებულ მომენტალურ მწყობრიდან გამოყვანაზე. არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც მსხვერპლი მომენტალურად გამოდიოდა მწყობრიდან ერთი ტყვიის მორტყმის შემდეგ, რომელიც არ აზიანებდა არც ზედა ხერხემალს და არც თავის ტვინს. რა იწვევდა ამას? არსებობს მრავალი მიზეზი, რომელიც ამას ახსნიდა და პირველ რიგში ფსიგოლოგიური ასპექტი (ამაზე ოდნავ ქვევით). არსებობს სხვა ვერსიებიც, მაგალითად დოქტორ დენის ტობინის თეორია, რომლის მიხედვითაც მარტივად, რომ ავხსნათ არსებობს ე.წ. ნევროლოგიური შოკის მექანიზმი, რომელიც მოდის მოქმედებაში ტყვიის ქსოვილებში გავლისას და ამის შედეგად წარმოქმნილი დროებითი ჭრილობის არხი, რომელიც თიშავს ორგანოებს მათი ფიზიკური დაზიანების გარეშე. ეს ისევ და ისევ ეწინააღმდეგება  წინა ნაწილში აღწერილი დოქტორ ფაკლერის თეორიას. მინიმუმ ერთი ანალოგიური თეორია არსებობს ასევე რუსულ სამეცნიერო წრეებში.შეიძლება ანალოგია გავალოთ საბრძოლო ხელოვნებებთანაც. ასეთი საბრძოლო ხელოვნებების ოსტატები დაგიდასტურებენ, რომ სხეულის გარკვეულ ნაწილებში დარტყმა ადვილად გამოყავს ოპონენტი მწყობრიდან საერთოდ ქსოვილების დაზიანების გარეშე. გამოცდილი და ფიზიკურად მომზადებული მებრძოლები ნებდებოდნენ და ითიშებოდნენ ასეთი დარტყმების შედეგად და ეს ვერ აიხსნება ფსიქოლოგიური ფაქტორით, და მხოლოდ იმის გათვითცნობიერებით, რომ მათ ხელი ან ფეხი დაარტყეს.

 

ფსიქოლოგიური ასპექტი. ადამიანის ფსიქოლოგიური რეაქცია, რეაქცია ტყვიით დაჭრაზე არის ისეთი რამ, რისი პროგნოზირებაც და წინასწარ გამოთვლაც  შეუძლებელია. ვერავინ ვერ დაითვლის, რომ 9მმ-ან 124 გრანიან +P ვაზნას კონკრეტული ტიპის ტყვიით აქვს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ვთქვათ 10 ბალი 12-დან, რომელიც გაზომავს მის ეფექტურობას. ეს შეუძლებელია. ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ადრენალინი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ყველაფერმა ამან შეიძლება განაპირობოს ჭრილობაზე განსხვავებული რეაქცია. ჭრილობის მიღება აიძულებს ზოგ ადამიანს მომენტალურად დაეცეს მიწაზე და შეწყვიტოს მოქმედება, ზოგს პირიქით უბიძგებს უფრო აგრესიული ქმედებებისკენ. ადამიანის სხეულს მიუხედავათ იმისა, რომ ის არის ნაზი და სუსტი გააჩნია გადარჩენის მრავალი ილეთი, მათ შორის ტკივილის გრძნობის ჩახშობა და უბრალოდ მისი გადადება სხვა უფრო მოსახერხებელი დროისთვის. ერთ ერთი ასეთი მექანიზმი ცნობილია, როგორც Fight or Flight სინდრომი, რომელიც პირველად 1920 წელს აღწერა ფსიქოლოგმა ვოლტერ კენონმა. ანიშნული სინდრომი არის დადმიანის სხეულის რეაქცია, გამოწვეული რაიმე ძლიერი სტრესით და ის „ჩაწერილია“ ჩვენ ტვინში და წარმოადგენს გენეტიკურ ინსტინქტს, რომელიც ადმიანს შემორჩა იმ დროიდან, როდესაც ის ემალებოდა და გაურბოდა მტაცებლებს რამოდენიმე ათასი წლის წინ. ეს ინსტინქტი გვიცავს ჩვენ ფიზიკური ზიანისგან. ის უკავშირდება ტვინის ნაწილს სახელად ჰიპოტოლამუსი, რომელიც, ძლიერი სტრესის პირობებში იწვევს ნერვული უჯრედების ამოქმედებას და გამოიმუშავებს ქიმიკატებს, რომლებიც ამზადებენ ადმიანის სხეულს სამკვდრო სასიცოხცლო ბრძოლისთვის ან სწრაფი გაქცევისთვის სასიკვდილო საფრთხისგან თავის დაღწევის მიზნით. ასეთი რეაქციის დროს სისხლს მიეწოდება ადრენალინის, ნორადრენალინის და კორტიზოლის ძლიერი კოქტეილი.  ნერვული უჯრედების აქტიურიბა და ქიმიქატები ერთობლიობა იწვევენ ჩვენ ორგანიზმში დრამატულ ცვლილებებს. სუნთქვა ხდება ხშირი, სისხლი მიემართება კუნთებში და კიდიურებში, თვალის გუგები ფართოვდება. მხედველობა მკვეთრდება, გონება ხდება უფრო მობილიზებული, რეაქციები ჩქარედება. ტკვილის გრძნობა ქრება ხოლო იმუნური სისტემა ძლიერდება. ორგანიზმი და გონება მზადაა სასტიკად იბრძოლოს ან დიდი არაბუნებრივი სიწრაფით გაიქცეს სიცოხლის გადასარჩენად. ადამიანი პრაქტიკულად ხანმოკლე პერიოდით ხდება სუპერმენი სუპერ შესაძლებლობებით. რა შეუძლია ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ცნობილია. არსებობს დოკუმენტირებული შემთხვევები, როდესაც ადამიანი ავითარებდა არაბუნებრივ ძალას და სიჩქარეს, მაგალითად ბებია, რომელმაც ააყირავა პიკაპი იმისთვის, რომ მის ქვეშ მოყოლილი თავისი შვილიშვილი გადაერჩინა და ასე შემდეგ. ეს შემთხვევები დოკუმენტირებულია და აღწერილია, ეს არის ფაქტები, მათი იგნორირება არ შეიძლება. აღწერილი  რეაქცია პრაქტიკულად ავტომატურად ანეიტრალებს ტყვიის მოხვედრით გამოწვეულ თითქმის ყველა ფსიქოლოგიურ ეფექტს, ადამიანი უბრალოდ ფიზიკურად არ გრძნობს ტყვიის მოხვედრას. თუ ოდესმე ბრძოლაში დაჭრილ მეომრებთან ამ თემაზე გისაუბრიათ, უმეტსობა გეტყვით, რომ გაცხარებულ ბრძოლაში ტყვიის მოხვედრისას მათ იგრძნეს მხოლოდ დარტყმა მოხვედრის ადგილას, ტკვილი, შოკი, გათვითცნობიერება, რომ თქვენ დაგჭრეს ჩნდება მოგვიანებით.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის? იმას, რომ ფსიქოლოგიური ფაქტორები თამაშობენ უმთავრეს როლს თავდამსხმელის შეჩერებისას თუ ადილი აქვს ტანში მოხვდრებს ანუ არ არის დაზიანებული თავის ტყვინი ან ზედა ხერხემალი. გათვითცნობიერება რომ დაგჭრეს, ტკივილი (ხშირად „გადადებული“), სისხლის დენა (საკუთარი სისხლის დანახვა), შიში, იმ ფაქტის გათვითცნობიერება რომ თქვენ იარაღი გესროლეს, ყველაფერმა ამან შეიძლება მომენტალურად აიძულოს   თავდამსხმელს შეწყვიტოს მოქმედება, მაგრამ იგივე მიზეზების გამო მან შეიძლება განაგრძოს აგრესიული ქმედებები უფრო მეტი აგრესიით და შემართებით. ალბათობა რამდენად ხშირად ფსიქოლოგიური ფაქტორი იქნება თქვენს მხარეს ვერ გამოითვლება.

საინტერესო ფაქტი:

ტულაში ლექციების კურსში შემაჩერებელი ძალის ძალიან საინტერესო განმარტებას კითხულობენ. ის ასე ჟღერს: შემაჩერებელი ძალა ეს არის დრო მომენტიდან, როდესაც სამიზნეს მოხვდება ტყვია და მომენტამდე, როდესაც სამიზნე შეწყვიტას ყურადღების მოპყრობას.

დროებითი და პერმანენტული ჭრილობების არხები

Monday, March 7th, 2011

როდესაც მე პირველად გადავწყივიტე ახალი განყოფილება გამეხსნა, მე დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, მქონდა თუ არა მე უფლება დამეწერა რამე ასეთ რთულ და არაერთგვაროვან ისევე, როგორც ნაკლებად შესწავლილ თემაზე, როგორიც არის ჭრილობების ბალისტიკა. დიდიხნის ფიქრის შედეგად მე მაინც ჩავთვალე საჭირო, რომ გარკვეული მასალები ეტაპობრივად გამომექვეყნებინა ბლოგზე. უნდა გაგაფრთხილოდ, რომ ყველაფერი რასაც აქ წაიკითხავთ არის ამონარიდები და კომპილაცია სხვა და სხვა წიგნებიდან და მეცნიერული ნაშრომებიდან, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ჩემთვის. ამ მოკლე პუბლიკაციების მთავარი მიზანი არის თქვენი დაინტერესება აღნიშნული საკითხით, რაც უნდა გიბიძგოთ თავად უფრო ჩაუღრმავდედ ამ საკითხების შესწავლას და თვითონ ეძებოთ კითხვებზე პასუხი. ეს პუბლიკაციები არავითარ შემთხვევაში არ გთავაზობენ მზა და ადვილ პასუხებს რთულ კითხვებზე. ისინი მხოლოდ მოკლედ მიმოიხილავენ არსებულ ცოდნას და გამოცდილებას. მე შევეცდები არ დავიკავო არც ერთი მხარე და თანაბრად გაგაცნოთ ყველა არსებული აქტუალური აზრი და პოზიცია ამა თუ იმ საკითხის მიმართ. მორიგი მოკლე სტატია ეხება ძირითად და ერთადერთ არსებულ დამაზიანებელ ფაქტორებს, პერმანენტულ და დროებით ჭრილობის არხებს.

ჭურვი (ტყვია), რომელიც ეჯახება ქსოვილს ანადგურებს მას მასში შეღწევისას და გავლისას, ასევე ის ისვრის ქსოვიელბს გარშემო (ცენტრიფუგის პრინციპი). ქსოვილებში შეღწევა და გავლა ფიზიკურად ანადგურებს ქსოვილებს, რომელიც ტვყიას გზაზე ხვდება და ამით წარმოქნის პერმანენტულ ჭრილობის არხს, ხოლო მისგან გამოსროლილი (განზე გაშლილი/გაწელილი) ქსოვილები ქმნიან დროებით ჭრილობის არხს. მხოლოდ ეს არის ის მექანიზმები, რომლებიც იწვევნ ქსოვილების დაზიანებას მათში ჭურვის გავლისას. სხვა რაიმე ფაქტორები, „ჰიდროსტატიკური შოკი“ და ასე შემდეგ უფრო მითების და ზღაპრების თემას განეკუთვნება (ამაზე მოგვიანებით). ჭრილობა, რომელიც წარმოიშვება ქსოვილებში ჭურვის გავლის შედეგად ხასიათდება დაზიანებული და გაწელილი ქსოვილების ადგილმდებარეობით და მათი რაოდენობით. ლაბორატორიული ტესტირებები საშუალებას იძლევა დადგინდეს ეს მონაცემები სიზუსტის მაღალი ხარისხით და შესაბამისად ზუსტად დადგინდეს დაზიანებების მასშტაბები.
როგორც უკვე ავღნიშნე პერმანენტული არხი წარმოიქმნება იმის გამო რომ ქსოვილები ნადგურდება, უშუალოდ მათზე ტყვიის დაჯახების შედეგად. პერმანენტული არხისგან განსხვავებით დროებითი არხი წარმოიქმნება ქსოვილების გაწელვის ანუ მათი დროებითი ადგილმდებარეობის შეცვლის შედეგად. ეს ხდება იმის გამო. რომ ტყვია რომელიც მაღალი სიჩქარით გადის მათში ქმნის ცენტრიფუგის ეფექტს, რის გამოც ხდება ქსოვილების განზე გაშლა/გაწელვა მათი შემდგომი განადგურებით ან მის გარეშე. სწორედ აქ იმალება ყველაზე გავრცელებული მიზეზი ყველაზე ცხარე კამათების. ზუსტად ეს თეორია და განსხვავებული აზრი ჭრილობის დროებითი არხის მნიშვნელობაზე ყოფს ტერმინალურ ბალისტიკას ორ პირობით ერთმანეტზე დაპირისპირებულ ბანაკად. პირველ ბანაკს ხელმღვანელობენ ცნობილი სახელები, დეტროიტის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დეტექტივი ევან მარშალი და მისი კოლეგა ედვინ სანოუ. მათი მიდგომა ეფუძნება რეალურ პრაქტიკულ გამოცდილებას და კონკრეტული სროლის ინციდენტების შესწავლას მრავალი წლის განმავლობაში. შესაბამისად ისინი არიან კონცენტრირებული კონკრეტული კალიბრების და კონკრეტული ვაზნების ეფექტურობის შესწავლაზე, გამომდინარე იქიდან, თუ როგორი ეფექტით გამოიყენებიან ისინი რეალურ სამყაროში რეალურ შეტაკებებში. მეორე ბანაკს სათავეში უდგას დოქტორი მარტინ ფაკლერი და მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია სახელად ჭრილობების ბალისტიკის საერთაშორისო ასოციაცია. მათი კვლევები ეფუძნებიან ერთიან ტესტირების მეთოდს რომელის ავტორიც გახლვათ თავად დოქტორი ფაკლერი. მოკლედ, რომ ავღწეროთ, ტესტი წარმოადგენს სროლას 10%-ან ჟელატინში, სადაც მინიმალური აუცილეებელი შეღწევა არის 30 სმ. საინტერესოა, რომ თავიან კვლევებსი ორივე ბანაკი თანმხდება ეფექტურ ვაზნების კომბინაციებზე კლაიბრებში .38Special და .45 ACP მაგრამ დიამეტრალურად განსხვავდება 9მმ ლუგერთან დაკავშირებით. ფაკლერი ასევე ამტკიცებს, რომ პისტოლეტის ტყვია ანადგურებს მხოლოდ იმ ქსოვილებს, რომლებსაც ის უშუალოდ ეხება. ამას ის ხსნის იმით, რომ პისტოლეტის ტყვიის სიჩქარე მცირეა და ის ძალა რომელიც ქმნის დროებით არხს არ არის საკამრისი, რომ გამოიწვიოს გაშლილი/გაწელილი ქსოვილების დაზიანება. შედარებისთვის შაშხანის ტყვია (600მ/წ-ზე მეტი სიჩქარით), ქმნის საკმარის ძალას, რის გამოც ქსოვილების გაწელვის სიჩქარე იმდენად დიდია, რომ ქსოვილი ვერ ასწრებს გაწელვას და უბრალოდ ნადგურდება, რის გამოც ჭრილობის არხი ბევრად უფრო დიდია. თუ ჩვენ დაუჯერებთ ფაკლერის თეორიას, მაშინ ისეთი ტესტები, რომლებიც იყენებს ისეთი ქსოვილების იმიტატორებს, როგორიცაა თიხა და საპონი არ არის სანდო. განსხვავებით ცოცხალი ქსოვილებისგან ყველა ეს ნივთიერება არ არის ელასტიური. ამით ეს სუბსტანციები რადიკალურად განსხვავდებიან ადამიანის ქსოვილებისგან. შესაბამისად დროებითი არხი, რომელიც წარმოიშვება ამ სუბსტანციაში ტყვიის გავლისას არის დიდი, მისი დიამეტრი არ მცირდება ან ძალიან უმნიშვნელოდ მცირდება. თუ ჩვენ ასევე დავეთანხმებით ფაკლერს იმაში, რომ დროებითი არხი, რომელიც წარმოიშვება პისტოლეტის ტყვიის გავლისას ქსოვილებში არ აზიანებს ქსოვილებს მაშინ ეს ტესტირებები არაფერს არ გვეუბნება. მე ნანახი მაქვს სურათები საპონის ბლოკებში ნასროლი ტყვიების. ყველაზე შთამბეჭდავი არხი ქონდა 7.62 TT-ს ტყვიას, ხოლო ყველაზე მცირე 230 გრანიან .45 ACP-ს ტყვიას. ეს შედეგი პირდაპირ ეწინაარმდეგება არსებულ რეალობას და მისი ნდობა არ შეიძლება. თუ მეცნიერული ტესტის შედეგები ეწინააღმდეგება არსებულ გამოცდილებას ესეიგი ტესტირების მეთოდი მცდარია და არა პირიქით. ესეიგი ფაკლერის მეთოდი სწორია? არა. სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ფაკლერის მეთოდის ყველაზე სუსტი წერტილია აუცილებელი მინიმალური შეღწევა (30 სმ). ამის შედეგად ტესტირებამ მაგალითად დადგინა, რომ მრავალგზის გამოცდილი კომბინაცია 115 გრანიანმა +P+ კატეგორიის 9მმ-ნმა ვაზნამ, რომელსც წარმატებით იყენებდა კენტუკის შტატის პოლიცია, გამოცხადდა უვარგისად მხოლოდ 25 სანტიმეტრი შეღწევის გამო. იგივე ტესტირებისას .380 კალიბრის ვაზნა უფრო ეფექტურად იქნა მიჩნეული. ეს შედეგი ასევე, როგორც „საპნის ტესტი“ პირდაპირ ეწინააღმდეგება არსებულ რეალობას.
ფაკლერი და მისი მიმდევრები ამტკიცებენ, რომ პისტოლეტის ტყვიის გავლისას ქსოვილები იწელებიან და როგორც წესი გაფართოება არ აღემატება ათჯერ, ტყვიის დიამტერს. შემდეგ ქსოვილები ასევე უვნებლად უბრუნდებიან თავის პირვანდელ დმგომარეობას. ქსოვილების დაზიანება არ ხდება. ცხადია, რომ ისეთ ორგანოებში შეღწევისას, რომლებიც არ არიან ელასტიური (მაგალითად თავის ტვინი) დაზიანებები გაცილებით მეტი იქნება. ქსოვილების ვერ ასწრებენ გაწელვას და მთლიანობის შენარჩუნებისას, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტყვიის სიჩქარე აღემატება 600მ/წ–ში, მაშინ როგორც უკვე დავწერე ისინი ნადგურდებიან ამა თუ იმ რაოდენობით. მაგალითად მონადირეებმა კარგად იციან, რომ გარკვეული ტყვიები ნადირში მოხვედრისას უფრო მეტ ხორცს აფუჭებენ ვიდრე სხვა ტყვიები. ასეტი მაღალი სიჩქარეები პისტოლეტებში ჯერ ჯერობით მიუღწეველია, შესაბამისად მხარეები ვერ თანხმდებიან დროებითი არხის მნიშვნელობაზე. ეხლა რაც შეეხება პერმანენტულ არხს და დაზიანებული ქსოვილების რაოდენობას. ერთი მოხვედრა .45 კალიბრის ტყვიის 90 კგ წონის მამაკაცში იწვევს მისი ქსოვილების საერთო მასის 0.02%–ის დაზიანებას. ეს იმდენად მცირეა, რომ რაიმე ეფექტურობაზე აქ უკვე ლაპარაკი ზედმეტია. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ მხოლოდ პერმამენტულ არხს აქვს მნიშვნელობა, გამოდის, რომ უფრო დიდი დიამეტრის ტყვიას აქვს მეტი შანსი დააზიანოს მნიშვნელოვანი ორგანო, ვიდრე ტყვიას უფრო ნაკლები დიამეტრით. შესაბამისად უფრო დიდი კალიბრის ტყვია აზიანებს მეტ ქსოვილს, ესეიგი ის უფრო ეფექტურია. ამის საწინააღმდეგოდ არსებობს, როგორც მინიმუმ ერთი ექსპერიმენტი, რომელიც ჩაატარა დოქტორმა ბრიუს რეგსდეილმა აშშ-ს შეიარაღებული ძალების ინსტიტუტიდან. ტესტირების დროს სროლა განხორციელდა სრწრაფი 9მმ-ნი ვაზნების გამოყენებით, ფაკლერის რეცეპტით შექმნილ ბალისტიკურ ჟელატინში, რომელშიც მოთავსებული იყო ღორის აორტა. ცდებმა აჩვენა, რომ ტყვიამ, რომელმაც ახლოს გაიარა აორტასთან გაწყვიტა ის, მასზე უშუალო შეხების გარეშე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება არსებულ მოსაზრებას დროებითი არხის უმნიშვნელობის შესახებ ….
ასეა თუ ისე პირადად ჩემი აზრია, რომ სიმართლე სადღაც შუაში არის დამალული. დროებითი არხი აზიანებს ქსოვილებს, მაგრამ ამ დაზიანების ხარისხი მნიშვნელოვნად ვარირებს შემთხვევიდან შემთხვევამდე და კალიბრიდან კალიბრამდე ხოლო მისი ზუსტად დადგენა/დათვლა შეუძლებელია, ისევეე როგორც მისი ეფექტი არ არის საიმედო, მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია.

მარშალის თეორიის მიმდევრებს ეძახიან მორგის მონსტრებს, ხოლო ისინი თავისმხრივ ეძახიან ფაკლერის მიმდევრებს ჟელატინის ფანატებს.

ექსპანსიური ვაზნების შესახებ

Tuesday, April 6th, 2010

რას წარმოადგენს ექსპანსიური ტყვია?

 ექსპანსიური ტყვია, არის სპეციალური კონსტრუქციის ტყვია, რომლეიც საშუალებას აძლევს მას ქსოვილებში მოხვედრისას გაიშალოს, გაზარდოს ტავისი დიამეტრი და მაქსიმალურად გაზარდოს დაზიანებული ქსოვილების რაოდენობა.  კონსტრუქცის მიხედვით არსებობს უამრავი კონსტრუქციის ექსპანისური ტყვია, მაგრამ ყველაზე გავრცელებული დიზაინი არის ჩახვრეტილ თავიანი ტყვია. ექსპანსიურმა ტყვიებმა დიდი გზა გაიარეს მარტივი ტყვიისგან დამზადებული ცახვრეტილი ჭურვებიდან თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ პროდუქტამდე, რომელშიც გამოიყენება ყველაზე თამამედროვე ტექნოლოგიები, მასალები და ურთულესი და მრვალმხრივი ტესტირებები. ამა თუ იმ ტიპის ექსპანსიური ვაზნების გამოყენება არის ჩვეულებრივი ამბავი ნებისმიერ სამართალდამცავ სტრუქტურაში, რომელიც სერიოზულად უდგება თავის საქმეს, ისევე როგორც  ნებისნმიერი კანონმორჩილი იარაღის მფლობელის შემთხვევაში. ამ სტატიაში განხილული იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპანისური ვაზნების ტიპები, რომლებიც განაპირობდნენ ექსპანსიური ვაზნების კონსტრქუციის განვითარებას.  აქვე უნდა ავღნიშნო, რომ განსხვავებით სხვა ქვეყნებისა მაგალითად აშშ–ში სამართალდამცავის მიერ იარაღის გამოყენება არის უკიდურესი ზომა, რომელიც გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და იარაღის გამოყენებისას ის ვალდებულია რაც შეიძლება ამლე ა ეფექტურად გაანეიტრალოს საფრთხე, გამაფრთხილებელი გასროლა, ფეხში სროლა და ასეთი სისულელეები აშშ–ს სამართალდამცავების ტაქტკაში არასდროს არ განიხილენა. თუ ოფიცერმა გადაწყვიტა სროლა ის ისვრის მოსაკლავად და არა გასაფრთხილებლად ან შესაშინებლად. აქიდან გამომდინარე გასაგები ხდება, რატომ ექცევა აშშ–ში ამხელა ყურადღება ტყვიაწამალს და მის ეფექტურობას. კრიტიკულ სიტუაციაში ოფიცერი ისევე როგორც კანონმორჩილი მოქალაქე უნდა იყოს დარწმუნებული, რომ თუ მან თავისი გააკეთა ტყვიაც თავისას გააკეთებს, გამოიყვანს მოწინააღმდეგეს მწყობრიდან სწრაფად და ეფექტურად. დისკუსიები ამა თუ იმ ტიპის ტყვიის და კალიბრუის ეფექტურობის გარშემო მუდამ წარმოებს, როგორც ოფიციალურ დონეზე ასევე სპეციფიურ წრეებში, კონსტრუქტორებში, ძალოვნებში და იარაღის უბრალო მფლობელებში. ამის შედეგად წლიდან წლამდე სულ უფრო უკეთესი და დახვეწილი ტყვიაწამალი ჩნდება, ისევე როგორც იხვეწევა ტყვიაწამლის ეფექტურობის დადგენის მეთოდოლოგიოა და ასე შემდეგ.

 hollow_point

კლასიკური გარსით დაფარული ექსპანსიური ჩახვრეტილ თავიანი ტყვია.

რა არის ექსპანსია?

როდესაც ტყვია ხვდება სამიზნეს, კერძოდ კი რბილ ქსოვილებს, წნევა რომელიქ იქმნება ტყვიის წვერში იწვევს ტყვიის თავის გაფართოებას, შიგნიდან გარეთ. აღნიშნული იწვევს ტყვიის დიამეტრის ზრდას რის შედეგადაც ზინდება მეტი ქსოვილი, უფრო დიდი ალბათობუთ ზინდება მნიშვნელოვანი შიდა ორგანოები რაც იწვევს მასიურ სისხლდებას და სამზინის სწრაფ გამოყვანას მწყობრიდან. ტყვია იღებს სოკოს ფორმას, დამრგვალებული გაფართოებული თავი და ცილინდული ფორმის ფუძე.

ექსპანსიის დამატებითი მოგება მდგომარეობს იმაში, რომ ექსპანისა და შესაბამისად გაზრდილი წინაღობის ძალა, ამცირებს ტყვიის შეღწევის სიღმეს რაც ამცირებს სამიზნის სრული გახვრეტის და განზე მსგომი ადამიანების დაზიანებას.

აღსანიშნავია, რომ ექსპანსი არ არის   ერთადერთი გზა ტყვიის ეფექტურობის გაზრდის. ორ საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს ორი იდენტური სამხედო კალიბრის რუსული 5.45 და ამერიკული 5.56. მიუხედავთ მათი წვრილი კალიბრისა დამატებითი დამაზიანებელი ეფექტი მიღწეულია პირველი ტყვიის შემთხვევაში მისი დაყირავებით , რაც იწვევს ასევე მეტი ქსოვილის დაზიანებას, ხოლო ამერიკული ტყვიის შეთხვევაში მისი ქსოვილებში ფრაგმენტაციით. ორივე ხერხი ისევე, როორც ექსპანიის ეფექტი ემსახურება ერთ მიზანს, ქსოვილებში გავლისას  მათი მაქსიმალური რაოდენობით დაზიანება–განადგურებას. ასევე ტყვიის დიამეტრის გაზრდა, ზრდის მიე მიერ მნიშვნელოვანი შიდა ორგანოების დაზიანების ალბათობასაც.

პირველები თავის კლასში – Express Bullets

ექსპანსიური ვაზნების ისტორია დაიწყო მე–19 საუკუნის ბოლოს, როდესაც გაჩნდა იდეა ჩახვრეტილ თავიანი ტყვეიბის გამოშვების. თავდაპირველად ეს კეთდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ შემცირებულიყო ტყვიის მასა და გაზრდილიყო მათი სიჩქარე. პირველად ასეთი ტყვიბი დეტალურად მიმოხილული იყო ე.წ. “იდეალურ საძიებელში”, რომელსაც უშვებდა ჯონ ბარლოუ. აღნიშნული გამოცემა იყო კატალოგების და ინსტუქციების კრებული, რომელიც რეგულარულად გამოდიოდა აშშ–ში.   1890 წლის მეოთხე გამოშვებაში იყო დეტალურად აღწერილი პირველი ტყვიები ცახვრეტილი თავებით (Hollow Points). ეს იყო “ექსპრესს” კალიბრების აღმოცენების დრო, სადაც სხვა და ხვა მწარმოებლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ყველაზე სწრაფ ტყვიანი კალიბრის გამოგონებაში. თავდაპირველად ჩახვრეტილ თავინი ტყვიებს უწოდებდნენ “ექსპრესს ტყვიებს” ხოლო სარეკლამო პროსპექტები იუწყებოდნენ, რომ აღნიშნული ტყვიების გამანაგურბლი ძალა 50% მეტი იყო ვიდრე ჩვეულებრივი ტყვიების შემთხვევაში.  მოგვიანებით პირველი ცახვრეტილ თავიანი ტყვიები გაჩნდა უკვე რევოლვერის კალიბრებში: 32-20, .38-40 და 44-40 ვინჩესტერი. იმ შემთხვევაში, თუ საწყისი მასალა – ტყვია იყო საკმარისად რბილი, ექსპანსიის ეფექტი ადვილად მიღწევადი იყო რევოლვერებშიც.

Figure1

პირველი “ექსპრესები”.

Dum-dum ინდოეთიდან

ადრინდელ ექსპანსიურ ვაზნებს ასევე გნეკუტვნება ე.წ. Dum-dum ტყვიები. აღნიშნული ტყვიების კონსტრუქციის ავტორი იყო ინგლისელი კაპიტანი ნევილ ბერტიე–კლეი. მისი კონსტრუქციის ტყვიებს უშვებდა ინდოეთში კალკუტას მახლობლად განლაგებული დუმ–დუმის არსენალი. ტყვიები განკუთვნილი იყო .303 British კალიბრისთვის, რომელიც იყო სტანდარტული კალიბრი დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში. ტერმინი დუმ–დუმ ასევე ფართოდ გამოიყენებოდა ჟარგონში, სხვა და სხვა ექსპნსიური ვაზნების დასახელებებში, მაგრამ ნამდვილი დუმ–დუმი არის მხოლოდ .303 კალიბრის ექსპანიური ტყვია.  ისტორია, რომელიც მოყვა აღნიშნული ტყვიების მიღებას გახდა მიზეზი, რის გამოც ჰააგის მშვიდობის კონფერენციაზე 1899 წელს გახდა ასეთი ტიპის ტყვიების შეიარაღებულ ძალებში აკრძალვის მიზეზი.

dumdum_bullets

 

ელმერ კეიტი და მისი Semi wad cutter hollow point 

1930 წლამდე დიდი არაფერი არ ხდებოდა ექსპანსიური ტყვიების სამყაროში. მაგრამ უკვე 1931 წელს ლეგენდარულმა ელმერ კეიტმა დაუმატა ნახვრეტი თავისი ტყვიის დიზაინს, რომელიც დღემდე ცნობილია როგორც semi wad cutter, განსაკუთრებული ფორმის ტყვია, ბრტყელი თავით, გარსის გარეშე, რომელიც განკუთვნილი იყოს სასროლოსნო შეჯიბრებებისათვის. 1937 წელს ელმერ კეიტის კონსტრქუციის ტყვიები semi wad cutter hollo point წარმოადგენდა სპეციალურად მოკლელულიანი იარაღისთვის შექმნილ ექსპანსიურ ვაზნებს და მაგ დროისთვის გამოდიოდა .38 special, .357 magnum  და .44 special კალიბრებისთვის.

357443b

 

ლი ჯურასი და Super Vel

supervel

აშშ–ში 1931 წელს დაბადებული ლი ჯურასი ხელით ტენიდა ვაზნებს 12 წლის ასაკიდან. 1950–ან წლებში ის ატარებდა სხვა და სხვა ექსპერიმენტებს .35 კალიბრის შაშხანებისთვის გათვლილ ტყვიებთან. 1963 წელს ქალაქ სელბივილში (ინდიანას შტატი) ის ქმნის საკუთარ კომპანიას სახელად Super Vel  და ხდება პირველი ვინც შესთავაზებს მსროლელებს გარსით დაფარული ჩახვრეტილ თავიან ტყვიებს. მთავარი იდეა: გარსით დაფარული ჩახვრეტილ თავიანი ტყვია, რომელიც მაღალი სისიწრაფის ხარჯზე განიცდიდა ექსპანიას (კონტროლირებად დეფორმაციას). ამასთანავე მისი ვაზნები ოპერირებდნენ სტანდარტული წნევებით. ლი ჯურასის კონსტრუქციის ტყვიებმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს. მანამდე ძირითადად სამართალდამცავები და ჩვეუოებრივი მოქალაქეები იყენებდნენ ან ჩვეულებრივ მთლიანად გარსით დაფარულ ტყვიებს ან ტყვიებს, ჩახვრეტილი თავებით, რომლებსაც ქონდათ გარსით დაფარული ფუძე, რომელიც არანაირად არ მოქმედებდა ექსპანსიაზე. გარდა ამისა ექსპანსიისთვის საჭირო იყო მინიმუმ 330 მეტრი წამში სიჩქარე რაც სტანადტული წონის ტყვიებში იმ დროს ძნელად მისაღწევი იყო. ამ დროს ლი ჯურასის 9მმ–ნი ლეგენმდარული 90 გრანიანი გარსით დაფარული ჩახვრეტილ თავიანი ტყვია, რომელიც ავითარებდა საწყის სიჩქარეს 450–480 მეტრს წამში აღმოჩნდა სრული სენსაცია. სამწუხაროდ ლი ჯურასს არ გააჩნდა უნარი ემართა კომპანია ასეთი სწრაფი ზრდის პირობებში, იზრდებოდა მოთხოვნა, მა სუწევდა უფრო მეტი და მეტი კომპონენტების შეძენა, რომლებსაც ის ვერ აწარმოებდა საკუთარი ძალებით, რამაც სულ მალე კომპანია რთულ პირობებში  ჩააყენა და 1974 წელს კომოპანიან კარებები დახურა. იმ დროისთვის სახელწოდება სუპერ ველ იყო სინონიმი მაღალსიჩქარიანი ექსოპანისური ვაზნების.

 leejurrasantelope

ლი ჯურასი გარდა იმისა რომ იყო ნიჭიერი კონსტრუქტორი ასევე იყო უმაღლესი კლასის მსროლელი. ამ სურათზე ის გადაღბული ანტილოპასთან, რომელიც ის მოკლა აუტო–მაგის ტიპის პისტოლეტიდან 200 მეტრის მანძილიდან.

ტომ ბურცზინსკი და Hydra-Shok

თუ ერთი პოპულარულ საიტს დაუჯერებთ, ტომ ბურცზინსკი იყო ტყვიაწამლის სამყაროში ისეთივე მნიშვნელოვანი ფიგურა, როგორც ჯონ ბრაუნინგი ცეცხლსასროლი იარაღის სამყაროში. კომპანია Federal-ზე მომუშავე  კონსტრუქტორი, რომელმაც იმ დროს ჯერ კიდევ მცირე კომპანია ერთ რიგში დააყენა ისეთ გრანდებთან, როგორიც არიან ვინჩესტერი და რემინგტონი.  ტომ ბურცზინსკლის ეკუთვნის უამრავი ექსპანსიური ტყვიის დიზაინი, მათ შორის რევოლუციური hydra-shock, რომლის 1970–ნი წლების დასაწყისში გამოჩენამ ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა ექსპანსიური ტყვიების სახე,  შემდეგ მას მოყვა 1991 წელს Starfire ექსპანსიური ვაზნა, რომელსაც უშვებდა  PMC. ბურცზინსკის ასევე ეკუთვნის Quik-Shok–ის კონცეფცია, მსხვრევადი ექსპანსიური მაღალი სისწრაფის ტყვიის.  ხოლო სულ ახლახან ამ ადამიანმა შეძლო და შეათავსა ის რაც შეუთავსებელი ჩანდა.  თვითონ ახალი ტყვიის დასახელება (Expanding Full Metal Jacket)  უკვე ჭრის ყურს და ყველას ვისაც უთხრარი, პირველი რაც მკითხეს ეგ როგორო? როგორ და აი ასე, მთლიანად გარსით დაფარული ექსპანსიური ტყვია. აღნიშნული მიღწეულ იქნა მრავალჯერადი ტესტირებების შედეგად და ასევე მჭიდრო თანამშრომლობით აშშ–ს სამართალდამცავ სტრუქტურებთან, ყველაზე მჭიდროთ გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან.  გამომდინარე მათგან მიღებული ინფორმაციიდან სხვა და სხვა ტყვიების ტესტირებების და რეალურად გამოყენების შედეგებზე,   კომპანია Federal-ის კონსტრუქტორთა ჯგუფმა პრაქტიკულად სუფთა ფურცლიდან შექმნა ახალი ტიპის ექსპანსიური ვაზნა, რომელიც უზრუნველყოფდა ადეკვატურ შეღწევას და ექსპანსიას მათ შორის წინაღობაში გავლის შემდეგაც (როგორიცაა მაგალითად სქელი ზამთრის ტანსაცმელი). ცნობილია, რომ ექსპანსიური ვაზნების სუსტი წერტილი არის ცახვრეტილი თავის ამოვსება გარეშე მასალებით (სქელი ტანსაცმლის ნაფლეთები, ძვლის ნატეხები და სხვ) რაც ხელ უშლის ექსპანსიას. ახსნა იყო მარტივი და რთულიც, ჩახვრეტილ თავიან დიზაინზე ითქვა უარი, მარტივად რომ ავხსნა ხალი ვაზნა წარმოადგენს ტყვიის ფუძეს, რომელზეც არის განლაგებული რეზინის თავი და ეს ყველაფრი დაფარულია გარსით, ხოლო ტყვიის თავი არის ბრტყელი. დარტმისას ხდება რეზინის ტავის დეფორმაცია, გარსის გაშლა და ტყვიის ფუძის ექსპანსია. ტესტირებებამ აჩვენა დამაკმაყოფილებელი, საიმედო და სიმეტრიული ექსპანია. ტომ ბურცზინსკიმ და მისმა გუნდმა კვლავ მშვენივრად გაართვეს საქმეს თავი.

emj

სურათზე ნათლად ჩანს .45 კალიბრის ტყვიის ექსპანსიის ეფექტი.   

Glaser safety Slug - ალტერნატიული გზა

არსებობს ტყვიის ეფექტურიობის გაზრდის კიდევ ერთი ნაკლებად ცნობილი და გამოკვლეული გზა. ე.წ. მხვრევადი ტყვიები. პრინციპში მათი კვალიფიკაცია, როგორც ექსპანისურ ვაზნებად ალბათ არ შეიძლება მაგრამ ამ სტატიის სრულყოფილებიდან გამომდინარე მათზეც ორ სიტყვას დავწერ. მსხვრევადი ტყვიის დამზადების რამოდენიმე მიზეზი იყო, პირველ რიგში მასალებზე ეკონომია (აქტუალური იყო მეორე მსოფლიო ომის დროს) და ასევე დამაზიანებელი ეფექტის გაზრდა და რიკოშეტის ალბათობის შემცირება. მაღალი სიჩქარე უზრუნველყოფდა აგრესიულ ფრაგმენტაციას და შესაბამისად დიდი ჭრილობის შექმნას.  უარყოფითი მხარე, დაბალი შეღწევა. ამის შესახებ კარგად იცოდნენ პატარა ტყვიაწამლის მწარმოებელი ამერიკული კომპანიის Glaser Safety Slug, Inc.–ის დამფუძნებლებმა. ამიტომაც მათ გადაწყიტეს ამზე ეთამაშად.  ტყვია, რომელიც შექმნა აღნიშნული კომპანიისთვის  ჯერ კანონმა წარმოადგენდა  გარსით დაფარულ ტყვიას, რომელიც სავსე იყო 12 ნომერი საფანტით, ხოლო თავზე მას ეხურა პოლიმერის თავსახური.  მსუბუქი წონის გამო ტყვიას აქვს ძალიან მაღალი სასწყისი სიჩქარე და სხეულში მოხვედრისას წარმოქმნის დიდი ზომის ჭრილობას, რომელიც არ არის ძალიან ღრმა, რაც თავისთავად ზღუდავ მის ეფექტურობას, ხოლო დაბალი შეღწევადობა კომპანიამ აქცია უპირატესობად, და განაცხადა რომ ეს თვისება არის კარგი, თუ სროლა ხდება მაგალითად თვითმფრინავის შიგნით. ვაზნამ გამოიწვია გარკვეული ინტერესი, როდესაც ის პირველად გამოჩნდა 70–ნი წლების ბოლოს, როდესაც საჰაეო ტრანსპორტზე ტერორიზმი უკვე ჩვეულებივი მოვლენა იყო. ცნობილია რომ აშშ–ს შეიარაღებული ბორტგამცილებლები ინტენსიურად ცდიდნენ ამ ტყვიას, მაგრამ საბოლოო ჯამში აირჩიეს კონვენციონალური ექსპანისური ვაზნები.

15794423

რას ნიშნავს +P და +P+ ვაზნები

Monday, February 1st, 2010

1234

ალბათ გსმენიათ ე.წ. +P და +P+ ვაზნებზე? თუ არ გსმენიათ და არ იცით რას ნიშნავს ის მაშინ ეს სტატია დაგაინტერესებთ.  მოკლედ, რომ ვთქვათ ასეთი ინდექსით ტიპიურად აღინიშნება საშუალოზე უფრო მაღალ წნევიანი ვაზნები, მაგრამ რომლებიც არ ავიტარებენ იგივე წნევას რაც საცდელი მუხტები. საცდელი უხტები, როგორც ვიცით (ან არ ვიცით) არის პსეციალური მაღალწნევიანი ვაზნები, რომლებსაც იყენებენ იარაღის გამოცდებისას, იმისთვის, რომ დაადასტურინ რომ იარაღი სპეციფიკაციებს შეესაბამება არ გააჩნია შიდა დეფექტები ანუ ის უბრალოდ არ აფეთქდება სროლისას. როგორც წესი გაისროლება ეერთი ავზნა, რის სემდეგაც იარაღი გადის ტესტირებას, თუ ყველაფეი რიგზეა იარაღს მონიშნავენ სპეციალური ნიშნით რაც ადასურებს, რომ იარაღმა შემოწმება გაიარა. როგორც წესი საცდელი მუხტის (ვაზნის) წნევა აღემატება მაქსიმალურად დაშვებულს დაახლოებით 15–20%.  როგოც უკვე ავღნიშნე  +P ვაზნა დგას შუაში, ნორმალურ წნევიან ვაზნას და სცდელ მუხტს შორის.  შესაბამისად +P გაიშიფრება, როგორც +Pressure ანუ მეტი წნევა. საშუალოდ 10%–ით მეტი. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ–ს ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც ადგენს ამ სფეროში სტანდარტებს the Sporting Arms and Ammunition Manufacturers’ Institute (SAAMI), არ ცნობს ტერმინს +P+, მაგრამ თუ ასეთი ინდექსი გამოიყენება მწარმოებლის მიერ, ესეიგი განვიტარებული წნევა უფრო მაღალია ვიდრე ამ კომპანიის კონკრეტული +P ვაზნა.  როგორც უკვე ვთქვი ის მაინც დაბალი იქნება ვიდრე საცდელი მუხტი. როგორც წესი, ძირითადად კლასიფიკაციის ეს მეთოდი გამოიყენება თავდაცვითი ვაზნებისთვის, რომელიც გამოიყენება მოკელულიან ცეცხლსასროლ იარაღში.

SAAMI–ს სტანდარტები

cxrili2

ისმის ლოგიკური კითხვა, რატომ თავიდანვე არ შეიქმნა ვაზნა მაქსიმალური წნევით? პასუხი მარტივია, პროგრესი. განვითარდა ტექნოლოგიები, უფრო სრულყფილი მასალები, დენთები…. გახდა შესაძლებელი და უფრო სწორედ გახდა აუცილებელი ვაზნების ეფექტურობის გაზრდა. მეტი წნევა ნიშნავს მეტ სიჩქარეს, მეტი სიჩქარე ნიშნავს მეტ ენერგიას. ხოლო +P ინდექსი დამატებით აფრთხილებს, რომ ასეთი ვაზნის გამოყენება ძველ იარღში არ არის სასურველი. მეტიც, გარკვეული იარაღის თანამედროვე მოდელეები საერთოდ არ არის გათვლილი ასეთ ვაზნებზე.

ruger

დასტური იმისა თუ რამდენად შორს წავიდა ტექნოლოგიები, Ruger-ის ახალი ულტრა კომპაქტური რევოლვერი LCR, ნახევრად პოლიმერის კონსტრუქციის და გათვლილია .38 Special +p ვაზნების გამოყენებაზე.  

შესაბამისი გაფრთხილება წერია იარაღის ინსტრუქციაში, რომელიც იარაღს მოყვება. ყველა იარაღი გარკვეულ წილად გაუძლებს +P ვაზნები გარკვეულ რაოდენობას, მაგრამ ასეთი ვაზნების ხშირი გამოყენება საგრძნობლად სეამცირებს ახალი იარაღის სასიცოხლო ციკლს, ხოლო ძველ იარაღში შეიძლება კონსტრუქციის დაზიანებაც გამოიწვიოს. თუ არ ხართ დარწმუნებული არის თუ არა თქვენი იარაღი გათვლილი +P ვაზნებზე მიმარტეთ პირდაპირ მწარმოებელს ან google.com-ს. მაგრამ მე პირადად +P ვაზნები საქართველოში არ შემხვედრია. მწარმებელი ყოველთვის უკეთებს თავის პროდუქციას შესაბამის მარკირებას.

+p

როგორც უკვე დავწერე +P ვაზნები ძირითადად გამოიყენება სპეცილაურ თავდაცვით ვაზნებში, რომლებიც აღჭურვილია ექსპანსიური ტყვიებით. როგორც ცნობილია დაბალი სიჩქარე არ ურუნველყოფს ვაზნის საჭირო ექსპანსიას, გარდა ამისა ექსპანსიური ვზნა კონსტრუქციდან გამომდინარ არის როგორც წესი უფრო მსუბუქი, შესაბამისად საწყისი სიჩქარის გაზრდით კლავ ორ კურდღელს, ხელს უწყობ საიმედო ექსპანსიას (გაშლას) და ამავე დროს მატებ ენერგიას.

+P ვაზნები გამომდიოანრე თავისი ფასიდან არ გამოიყენება გასართობი სროლისთვის. +P ვაზნა ასევე გაცილებით მეტად ცვითავს იარაღს და შესაბამისად მისი ხშირი გამოყენება მიზანშეუწონელია.

ვაზნების თავსებადობაზე

Friday, January 29th, 2010

გადავწყვიტე ამ თემაზე დაწვრილებით დამეწერა ერთი განცხადების გამო, რომელიც ერთ ერთ საიტზე ვნახე.  ჩემის აზრით იქ შეცდმოთ იყო მითითებული გასაყიდი იარაღის კალიბრი.  იყო ნახსენები, .357 მაგნუმი, იარაღზე, რომელიც გამოდიოდა 1907 წლიდან, როდესაც .357 მაგნუმი ჯერ კიდევ არ არსებობდა საერთოდ. იმ იარაღის კალიბრი სინამდვილეში არის .351SL ანუ Self Loading ან კიდე Winchester Self Loading. ეს ვაზნა ვიზუალურად და მონაცემებით  ძალიან გავს .357 მაგნუმს, მაგრამ ეს ავზნები თავსებადი არ არის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ .357 მაგნუმის რეალური კალიბრი არის 8.9მმ ხოლო .357 მაგნუმის არის 9.1. გესმით ეხლა რა საფრთხესთან გაქვს საქმე როდეასაც გაისვრი უფრო დიდი კალიბრის ტყვიას. გამსკდარი ლულა, მოგლეჯილი საკეტი და სავარაუდოთ მძიმე ტრავმები თუ გავითვალისწინებთ .357 მაგნუმის წნევას. 

ასე, რომ მარტივი წესი გამოიყენე ის ვაზნა, რომელზეც არის გათვლილი იარაღი რჩება ძალაში და არაფერი ამ მხრივ ახალი არ გამოგონილა. თუმცა ცხადია, არის რამოდენიმე თავსებადი კალიბრი.

ამიტომაც მე ვეცდები ჩამოვთვალო ყველა თავსებადი პოპულარული საქართველოში კალიბრი.

.38 Special – .357 Magnum

დავიწყოთ ყველაზე ცნობილი .38 Special და .357 magnum. .357 magnum–ზე გათვლილი იარაღიდან შეასძლებელია .38 Special კალიბრი ვაზნების გასროლა. ყველაფერი მანდ ემთხვევა გარდა მასრის სიგრძისა, რომელიც .38–ში უფრო მოკლეა. ცხადია შეუძლებელია .357–ის გამოყენება .38–ზე გათვლილ იარაღში.

5.56X45 – .223 Remington

5.56X45 და .223 Remington მთლიანად თავსებადია. მხოლოდ უნა ვოცოდეთ, რომ არი სხვაობა იარაღის სავაზნბეებში, რომელიც გათვლილია ამ ორ სხვა და სხვა სახელის მქონე იდენტურ ვაზნებზე. 5.56 ვაზნაზე გათვლილი სავაზნე უფრო განიერია, რაც უზრუნველყიოფს უფრო საიმედო მუსაობას, .223 რემ–ზე გათვლილი იაარღის სავაზნე უფრო ვიწროა და გათვლილია ვაზნების უფრო ზუსტ პოზიციონირებაზე სავაზნეში გაზრდილი სიზუსტისთვის. მგრამ ორვე ვაზნა მთლიანად თავსებადია.

.22lr – .22WMR

კიდევ ერთი პოპულარული შეცდომა არის .22lr (საქართველოში ასევე ცნოილი როგორც “გეკო”) გამოყენება .22WMR–ზე (Winchester Magnum Rimfire)  საქართველოში ასევე ცნოილი, როგორც “მაგნუმი” ან “მაგნიუმი” :–) ) გათლილ იარაღში. ეს ვაზნები თავსებადი არ არის!!! მასრის დიამეტრი .22WMR-ში არის 7.4მმ ხოლო .22lr-ში მხოლოდ 7მმ. რა თქმა უნდა პირველის მასრაც უფრო გრძელია. გამომდინარე დაბალი წნევიდან, რომელსაც ავითარებს .22lr-ი მისი სროლა ტექნიკურად შესაძლებელია .22WMR-ზე გათვლილი იარაღიდან მაგრამ ეს არა სასურველია, იმიტომ რომ შეიძლება მასრა გასკდეს,გავარვარებული აირები ზემოქმედებას იქონიებენ სავაზნეს კედლებზე, გარდა ამისა სიზუსტეც იქნება საშინელი.

9X18-9X17

ასევე ხშირად გამიგია და მინახია, როგორ მოქონდათ სანებართვოში 9X17–ზე გათვლილი იარაღი და თან აყოლებდნენ 9X18 კალიბრის მაკარობის ვაზნებს. არც ეს ორი კალიბრი 9Х18 ПМ და 9Х17 Short, (9X19 Kurz, .380ACP)  არ არის თვასებადი. საბჭოთა ვაზნის დიამეტრი 0.27მმ–ით უფრო დიდია ვიდრე .380 ის ტყვიის დიამეტრი. გარდა ამის განსხვავდება მასრის სიგრძე და საბჭოთა ვაზნა უფრო მეტ წნევას ავითარებს.  საბჭოთა ვაზნის გამოყენება .380–ზე გათვლილ იარაღში გამოიწვევს იარაღის სწრაფ ცვეთას და მის მწყობრიდან გამოსვლას სავარაუდოთ მსროლელისთვის ტრავმების მიყენებით.

.222 Remington – .223 Remington

არ არის თავსებადი ასევე .223 Rmington (5.56X45) და .222 Remington. პირველი უფრო ძლიერი ვაზნაა, უფრო გრძელი მასრა აქვს და სრული სიგრძეც უფრო დიდია.

. 17 Hornady Mach 2 – .17 Hornady Magnum Rimfire

არ არიან თავსებადი.  პირველი დაფუძნებულია .22lr-ის მასრაზე, მეორე .22WMR-ის მასრაზე. ტყია ერთი კალირბისაა 4.4მმ მაგრამ მნისვნელოვნად განსხვავდება ვაზნების ენრგია და მასრი ზომები.

 

ps

უნიკალურ იარღს უშვებს ბრაზილიური კომპანია Taurus Spa, 5 ვაზნიან რევოლვერს მოდელი Taurus Judge, რომელიც გათვლილია .45 Colt ვაზნაზე და ამვდროულად .410 კალიბრის სანადირო ვაზნაზე. დოლურაში სავაზნები დავიწროებულია ბოლოსკენ იმისთვს, რომ შეცდომით არ დატენონ იარაღი .45 კალიბრის უფრო მსხვილი ვაზნებით რაც გმოიწვევს იარაღის მწყობრიდან გამოსვლას, იმიტომ რომ ის არ არი გათვლილი ძლიერ და მაღალწნევიან ვაზნებზე.   რევოლვერი რეკლამირდება, როგორც თავდაცვითი იარაღი.

taurusjudg

ტაურუსის “მოსამართლე” და ორი ვაზნა, რომელზეც ეს იარაღი არის გათვლილი (courtesy Box-o-Truth)

აშშ–ში 2010 წის Shot Show-ზე ტაურუსმა წამროადგინა ”მოასმართლის” მოდიფიცირებული და უფრო მცირე ზომის რევოლვერი მოდელი Taurus Public Defender, რომელსაც უკვე აქვს პოლიმერის რამკა.  

 

გაგრძელება იქნება

10mm Auto და Bren Ten

Monday, October 19th, 2009

Monday, March 16th, 2009

ბრენ თენი შეიქმნა ამერიკაში ტომას დორნჰაუსი და მაიკლ დიქსონის მიერ. თავდაპირველი იდეა იყო შექმნილიყო ავტომატური პისტოლეტი, რომელიც შეითავსებდა ამ სისტემის იარაღის ყველა დადებით თვისებას და იმავე დროს იქნებოდა ისეთივე “ძლიერი”, როგორც მსხვილკალიბრინი რევოლვერები. ბრენ თენის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ასევე ასევე თავად ჯეფ კუპერს.
საინტერსო ისტორია უდევს სათავეში პისტოლეტში გამოყენებულ ვაზნას – “10mm Auto”. ეს ვაზნა ნამდვილად არ შეიქმნა სპეციალურად ბრენ თენისათვის, როგორც ამას ხშირად იმეორებენ სხვა და სხვა სტატიებში. თუმცა პირველი სერიული იარაღი ამ კალიბრში ნამდვილად იყო ბრენ თენი. ავტომატური პისტოლეტისათვის ძლიერი რევოლვერის ნაირი ვაზნის შექმნის იდეა ეკუთვნის უიტ კოლინზს (კიდევ ერთი ნიჭიერი და დამოუკიდებელი პიროვნება, ვისი წყალობით შეიქმნა პრაქტიკულად ყველანაირი სისტემა, მექანზმი, ვაზნა და ასე შემდეგ). 70-იანი წლების დასაწყისში მან საკუთარი ინიციატივით დაიწყო ექსპერიმენტები (იმიტომ, რომ თავისუფალ ქვეყანაში შემოქმედებაზე ნებართვა და ქვითრები ბანკიდან არ არის საჭირო) ბრაუნინგ ჰაი პაუერის სიტემის პისტოლეტებთან, იმის გასარკვევად თუ რამდენად ძლიერი და რა კონსტრუქციის ვაზნა შეიძლება “მოინელოს” ავტომატურმა პისტოლეტმა. თავდაპირველად ექსპერიმენტებში მონაწილეობდა გაძლიერებული “.38 Super” ვაზნები. შემდგომ მან გადაწყვიტა პრაქტიკაზე განეხორციელებინა ჯეფ კუპერის იდეა ახალი ტიპის .40 კალიბრის ვაზნის შესახებ, რომელშიც მოთავსდებოდა 200 გრანიანი ტყვია ძალიან მაღალი საწყისი სიჩქარით (300 მეტრი წამში და ზევით). განსაკუთრებულად ბევრი სამუშაოს ითხოვდა მიწოდების გეომეტრიის განსაზღვრა იმისთვის, რომ .40 დიამტერის ტყვია საიმედოდ მიწოდებულიყო ავტომატური პისტოლეტის მოძრავ “პატრონნიკში”. ხანგრძლივი გამოცდების შემდეგ, ის უშუალოდ დაუკავშირდა ჯეფ კუპერს და ანახა მას თავისი ნახაზები და ახალი ვაზნის მაკეტები. ჯეფ კუპერმა იდეა მოიწონა და ჟურნალ Guns & Ammo-ს დახმარებით პროექტი გაგრძელდა. ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფდნენ კომპანია Bar-Sto-ს ინჟინერი ირვ სტოუნი და პროფესიონალი იარაღის ხელოსანი ჯონ ფრენჩი. მათი დამარებით 1972 წელს აიწყო ბრაუნინგ ჰაი პაუერი კალიბრში .40 G&A. მასრაში მოთავსებული იყო 180 გრანიანი ტყვია საწხისი სიჩქარით 315 მ/წ 5 დუიმიანი ლულიდან გასროლისას. ამავე დროს უიტ კოლინზის და ჯეფ კუპერის გზები გაიყო. კოლინზმა გააგრძელა მუშაობა ვაზნაზე, რომელსაც ექნებოდა უფრო გრძელი მასრა და უფრო უკეთესად მოერგებოდა 1991 კოლტის სისტემას ხოლო კუპერმა გააგრძელა მუშაობა პროექტზე, რომლის სახელი იყო .40 Super. რამოდენიმე წლის შემდეგ ჯეფ კუპერი უერთდება დიქსონის და დორნჰაუსის პროექტს და .40 Super გახდა ის რასაც ყველ იცნობს ეხლა, როგორც 10mm Auto. 

cartridges

იდეა, რომლის მიხედვიტაც შეიქმნა კომპექსი (ახალი ვაზნა + პისტოლეტი) იყო საინტერესო და ალბათ ყველაფერი იქნებოდა კარგად, რომ არა ახლად დაარსებული კომპანიის მფლობელების სულსწრაფვა. ნაჩქარებად გამოშვებულ იარაღს ახასიათებდა ე.წ. ბავშვური დაავადებები, პრობლმები ვაზნების მიწოდებასთან და მჭიდების კონსტრუქციასთან. ყველაფერი ეს იყო მიუღებელი ასეთი ტიპის იარაღისთვის, რომელცი უკვე სერიულად წარმოებდა და იყიდებიოდა და ასევე ვერ აკმაყოფილებდა თავად ჯეფ კუპერის სტანდარტს, რომელიც გამოიყენება საბრძოლო პისტოლეტების შეფასებისას: კარგი სასხლეტი, კარგი სამზინე მოწყობილობები და აბსოლუტური საიმედოობა. პირველი ორი შესრულდა, სტანდარტულ ბრენ თენს ქონდა ყველაფერი ის, რაც გვხვდება მხოლოდ სპეციალიზირებულ და “დანავაროტებულ” იარაღში ხოლო საიმედოობა უზრუნველყოფილი არ იყო. უნდა ითქვას რომ ამაში არა პისტოლეტის კონსტრუქცია იყო დამნაშავე არამედ დაუხვეწავი საწარმოო პროცესი. ამის გამო გაყიდული პისტოლეტების დიდი რაოდენობა დაუბრუნდა კომოპანიას და 1986 წელს კომპანია საბოლოოდ გაკოტრდა. სულ გამოშვებულ იქნა დაახლოებით 1500 ბრენ თენის პისტოლეტი. დღეს დღეისობით კარგი ხელოსნის დახმარებით ბრენ თენი უპრობლემოდ მუშაობს, მაგრამ თავის დროზე დაუხვეწავმა მჭიდის კონსტრუქციამ და საწარმოო პროცესებმა გამოიწვიეს პროექტის ნაადრევი სიკვდილი.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავათ ამისა, ახალმა ძლიერმა ვაზნამ მოიკიდა ფეხი, როგორც სამოქალქო ბაზარზე ასევე შეაღწია ძალოვან სტრუქტურებში. 1989 წელს აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მიიღო შეიარაღებაში სმიტ&ვესონის პისტოლეტი მოდელი 1076 კალიბრით 10mm Auto. საშტატო იარაღისთვის ასეთი ტიპის ვაზნა ზედმეტად ძლიერი გამოდგა და ბიურომ შეუკვეთა დასუსტებული ვაზნბი, რომლებსაც უწოდებნენ 10mm Lite ან 10mm FBI. ამან გამოიწვია ლოგიკური შედეგი, შემცირდა საშტატო პისტოლეტების საიმედოობა, რამაც რა თქმა უნდა წარმოშვა მიუღებელი სიტუაცია და ამ კალიბრზეც და იარაღზეც ითქვა უარი. სმიტ&ვესონი შეეცადა გამოესწორებინა პრობლემა და ასე დაიბადა დღეს დღეისობით ყველაზე პოპულარული და კარაგდ ცნობილი ვაზნა – .40S&W.
მიუხედავათ ყველაფრისა 10mm Auto დღესაც ცოცხალია. გამოდის რამოდენიმე ტიპის პისტოლეტი გაათვლილი ამ ვაზნაზე. სხვა და სხვა 1911 სისტემის პისტოლეტები, ასევე გლოკ 20 და 29 და ასე შემდეგ.
ძირითადად იარაღი ასეთ ვაზნაზე გამოიყენება როგორც თავდაცვითი, სხვა და სხვა ნადირობების დროს. სპორტშიც მისი სხვა და სხვა ხელით დატენილი ვარიანტები ძალიან პოპულარულია. თავისი თვისებების გამო, მას ასევე იყენებენ უშუალოდ სანადიროთ ისეთ ცხოველებზე, როგორიცაა ირემი, ტახი და ასე შემდეგ. ცნობილი როკ-მუსიკოსი ტედ ნუჯენტი იყენებს გლოკ 20 ტახებზე ბადირობისას. ცნობილია ეპიზოდი მისი მონაწილეობით, რომლიც მოხდა აფრიკულ საფარიზე. ერთი გასროლით თავისი გლოკ 20-დან მან მოკლა აფრიკული კამეჩი (африканский буйвол). 180 გრანიანი Cor-Bon-ის ტყვიამ მთლიანად გახვრიტა ხცოველის კისერი და ხეხრემალი!

10mm აუტომ განაპირობა ასევე სხვა ანალოგიური ვაზნების შექმნა, როგორებიცაა რა თქმა ინდა უკვე ხსენებული .40 S&W ასევე .41 Action Express, 10mm Magnum, მზარდი პოპულარობის მქონე .357 SIG, ნაკლებად ცნობილი სპეციალიზირებული 9×25mm Dillon, .224 BOZ (10მმ აუტოს მასრის და 5.56X45 ვაზნის ტყვიის ჰიბრიდი, .400 COR-BON, .40 SUPER და 10mm Express.

პისტოლეტი ბრენ თენ
400px-Bren_ten

.357 SIG-ის ისტორია

Monday, October 19th, 2009

Friday, March 20th, 2009

357SIG1

“თუ მსროლელს, ჭირდება ყველაფერი: მაღალი ენერგია, კარგი ტრაექტორია, მაღალი სისწრაფე, დიდი სიზუსტე, ღრმა შეღწევა და დიდი საცეცხლე ძალა და მხოლოდ ერთ ვაზნაში, რომელიც ჩადის კომპაქტურ და მსუბუქ და სროლისას კომფორტულ იარაღში, ასეთებისათვის ზედგამოჭრილია .357 Sig.” ციტატა სტატიიდან ჟურნალში Handguns, 1996 წლის აპრილის გამოცემა. 

1994 წელს, აწი უკვე ჩვენთვის კარგად ცნობილმა კომპანია ზიგ-მა კომპანია ფედერალ კარტრიდჯ-თან ერთად წარმოადგინა თავისი უახლესი ქმნილება: ახალი ძლიერი ვაზნა, რომელსაც დაარქვეს .357 Sig. სხვათაშორის პირველი პისტოლეტის ვაზნა ბოთლის ფორმის მასრით, შექმნილი ბოლო 75 წლის განმავლობაში . ვაზნის ასეთი “სპეციფიური” ასოციირებული ლეგემდარილ .357 მაგნუმთან სახელი ტყვილად არ იქნა არჩეული. ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, შექმნილიყო პისტოლეტის ვაზნა, რომელიც გაუტოლდებოდა რევოლვერის (ამ შემთხვევაში .357 მაგნუმს) სიმძლავრეში და შესაბამისად ეფექტურობაში. ორივე კომპანიის სპეციალისტებმა კარგად გაითვალისწნეს ძლიერი 10მმ Auto-ს ნეგატიური გამოცდილება და შექმნეს ნადვილად ტექნოლოგიურად ძალიან დახვეწილი ვაზნა, რომელსაც ძალიან კარგი მაჩვენებლები ქონდა და იმავე დროს ბევრად უფრო უნივერსალური იყო ვიდრე თავის სიმძლავრის გამო  ძალზედ სპეციფიური 10მმ აუტო.
უბრალოდ და მარტივად რომ ავხსანთ .357Sig არის პრაქტიკულად .40 S&W მასრა, რომელშიც თავსდება 9მმ ტყვია. (40 სვ-ის ვაზნა ვერ გამოდგება .357Sig-ზე გადასაკეთებლად იმიტომ, რომ ორიგინალური ზიგ-ის მასრა ოდნავ გრძელია) კომპანიის განაცხადის მიხედვით მათი ახალი ვაზნა იმეორებდა .357 მაგნუმის 124 გრანიანი ტყვიის მაჩვენებლებს 90მმ სიგრძის ლულიდან გასროლისას. ასეთ შემთხვევაში 124/125 გრანიანი 9მმ ტყვია ტოვებს ლულას საწყისი სიჩქარით 440 მეტრი წამში რაც ნამდვილად შთამბეჭდავია.
კიდევ ერთხელ სოფლური ენით, მარტივად რომ ავხსნათ: სტანდარტული 125 გრანიანი ტყვია ანალოგიურია შესაბამისი .357 მაგნუმის “რბილი” ვაზნებისა ან 9მმ პარაბელუმის ცხელი ვარიანტებისა – ანუ +P/+P+ (გაძლიერებული მუხტით). .357 Sig–ს საკმაოდ დიდი უკუქცევის ძალა აქვს, მაღალი ხმა და ლულის ცეცხლი მაგრამ მაინც უფრო დაბალი ვიდრე 10მმ Auto-ში და ორიგინალურ 357 მაგმუნმში. შესაძლებელია რა თქმა უნდა უფრო სუსტი მუხტების გამოყენება, მაგრამ მაშინ პრაქტიკულად ამ კალიბრის ყველა პლიუსი იკარგება.
ყველაზე დიდი პლიუსი ამ ვაზნის არის მაღალი საწყისი სიჩქარე და გაცილებით უფრო “ბრტყელი” ტრაექტორია. ასევე ის ეფექტურია სხვა და სხვა ბარიერებში გავლისას და მათ უკან განლაგებულ სამიზნეებზე საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს. ასევე დადებით მხარეს წარმოადგენს ვაზნის ფორმა. ბოთლის ფორმის ვაზნა ძალიან საიმედოა მიწოდებისას ვინაიდან უფრო ვიწრო მისი “თავი” უნდა შევიდეს უფრო განიერ სავაზნეში,  ამიტომ ითვლება, რომ ამ კალიბრის იარაღი თეორიულად უფრო საიმედოა. დენთის მწარმოებელი მსხვილი კომპანია Acurate Arms-ის განცხადებით .357 Sig-ი არის ყველაზე ბალისტიკურად სტაბილური მოკლელულიანი იარაღის ვაზნა, სიჩქარის დევიაცია ყველა ტესტირების დროს შეადგენდა მაქსიმუმ 3 მეტრს წამში, საშუალო კი მხოლოდ 1.5 მ.წ. !!! ანუ მაქსიმალური სხვობა გასროლიდან გასროლამდე არის პატარა რაც უზრუნველყოფს მეტ სიზუსტეს. სხვაობა მხოლოდ 3 მ.წ. ვისაც ესმის, ნამდვილად ძალიან კარგი მაჩვენებელია პისტოლეტის ვაზნისთვის. იგივე კომპანიის ახსნით, ასეთ სტაბილურ მაჩვენებლებს ხელს უწყობს მასრის ფრომა და მაღალი “სამუშაო” წნევა.
რა თქმა უნდა ვაზნას აქვს ასევე უარყოფითი მხარეები. მაღალი სისწრაფე ნიშნავს საკმარისზე მეტ შეღწევას სამიზნეში ანუ არსებობს საშიშროება, რომ სხეულში მოხვედრის შემთხვევაში ტყვია გახვრიტავს მას და შეინარჩუნებს საკმარის ძალას, რომ დაჭრას უდანაშაულო გამვლელები. შესაბამისათ კომპანიებმა, რომლებიც დაიწყეს ამ ვაზნის გამოშვება უბრალოდ ვერ შეძლეს არსებული 9მმ ტყვიების გამოყენება, იმიტომ რომ გაცილებით უფრო მაღალი საწყისი სიჩქარე 9მმ ექსპანსსიურ ვაზნებს (გათვლილები 9მმ პარაბელუმის სიჩქარეებზე) უბრალოდ ფეთქდებოდნენ მიზანში და ხდებოდა მათი სრული ფრაგმენტაცია. შედეგად ტყვია ვერ აღწევდა საკმარის შეღწევის სიღრმეს, რომელიც ოპტიმალურია ბიოობიექტის მწყობრიდან გამოსაყვანათ. რა თქმა უნდა დღეს დღეისობით გამოდის .357Sig-ის ვაზნები სხვა და სხვა დიზაინის ტყვიებით, მაგრამ ასეთი იარაღი ჯერ არ არის საკმარისად პოპულარული და “ბრძოლაში გამოცდილი”, ამიტომ ადრეა ლაპარაკი მის წარმატებულობაზე. ბევრი თვლის და ეს გასაგებიცაა, რომ არსებული აპრობირებული კალიბრები სხვა და სხვა ტიპის ტყვიებით გააკეთებენ ყველაფერს, რასაც სთავაზობს მომხმარებელს .357SIg-ი.
აშშ-ში სადაც ყველა შესაბამისი პროფილის სამსახური და პოლიციის დეპარტამენტი თავად ირჩევენ იარაღს, 357Sig-მა უკვე მოიკიდა ფეხი. აშშ-ს საიდუმლო სამსახური, და ფედერალური დაცვის სამსახური, ასევე მთელი რიგი პოლიციის დეპარტამენტები, არიან შეიარაღებული პისტოლეტებით აღნიშნულ კალიბრში.

ამ სურათზე მითითებულია ვაზნბეის მონაცემები და ტიპი, კარგად ჩანს კვალი რომელსაც ისინი ტოვებენ ბალისტიკურ ჟელატინში, შეღწევის სიღრმე და ტყვიის ფორმა ჟელატინის გავლის შემდეგ.

comparison

Winchester Black Talon

Monday, October 19th, 2009

Monday, March 16th, 2009

მაგალითი, როდესაც ძალიან კარგი უკვე ძალიან ცუდს უდრის

90-ნი წლების დასაწყისში კომპანია ვინჩესტერის სპეციალისტებმა დეივ შლაკებიერმა და ალან კორზინემ შექმნეს ალბათ ერთ ერთი ყველაზე ეფექტური ექსპანსური ვაზნა მოკლელულიანი იარაღისთვის. 1991 წლის დალასისი შოტ შოუზე, კომპანიამ წარადგინა ახალი ვაზნები ამ ტიპის ტყვიები და მისი ყიდვა შესაძლებელი იყო, როგორც კერძო პირებისათვის ასევე სხვა და სხვა ძალოვანი სტრუქტურებისათვის. ეს იყო პრაქტიკულად პირველი პასუხი მსხვილი კომპანიის მიერ იმ ინტრიგაზე, რომელიც აგორებული იყო 1986 წლის ცნობილ შეტაკებაში, რომელშიც რამოდენიმე FBI-ის აგენტი დაიღუპა, ვითომ არაეფექტური ვაზნების გამო, რომელსაც ისინი იყენებდნენ. კონსტრუქციულად ბლექ ტალონი წარმოადგენდა ტიპიურ “ჰოლოუ პოინტს” (ანუ სოფლურად, რომ ვთქვათ მისი წვერში იყო განლაგებული ხვრელი), რომელიც იყო დაფარული სპილენძის ფენი და დამატებით გავლილი ქონდა ოქსიდირების პროცესი რაც ამცირებდა ხახუნის ძალას ლულაში, ინახავდა ლულას ცვეთისგან და ზრდიდა ტყვიის საწყის სიჩქარეს. დაფარვა იყო შავი ფერის, და ეს დაფარვა იხმარებოდა ამ კომპანიის სხვა ვაზნებშიც. ყველაზე მთავარი ნიშანი რაც განასხვავებდა აბ ტყვიას სხვებისგან იყო დამატებითი დაზიანების ფაქტორი ანუ ფრაგმენტაციას და ექსპნსიას დაემარა გაკვეთა. ტყვიის კონსტრუქცია იყო გათვილი ისე რომ, ქსოვილებში შეღწევისას, ტყვიის გაშლის დროს პატარ სპილენძით დაფარული ფარფლები ასევე იშლებოდნენ და ზრდიდნენ პერმანენტული ჭრილობის დიამეტრს. იმისთვის ვინც ჩახედულია ჭრილობების ბალისტიკის საკიტხებში ასევე ცნობილია ის ფაქტი, რომ ტყვიების უმრავლესობა ქსოვილში შეხწევისას აზიანებს მას გაწელვით, ანუ არ გლიჟავს და ანადგურებს ქსოვილს არამედ მას წელავს (გამომდინარე იქიდან რომ ქსოვილები ელასტიურია). ბლექ ტალონის შემთხვევაში ეს არ ხდებოდა, ხდებოდა ქსოვილების გაჭრა რაც ზრდიდა სისხლდენას და სწრაფად გამოყავდა სამიზნე მწყობრიდან. ასევე გაცილებით უფრო მეტი ალბათობით შესაძლებელი იყო მნიშვნელოვანი სისხლძარღვების დაზიანება ვიდრე სხვა კონსტრუქციის ტყვიებით. ცდებმა ასევე დაამტკიცეს, რომ ტყვია უფრო უკეთესად ინარჩუნებდა მასას და გადასცემდა ენერგიას უფრო ინტენსიურად ვიდრე სხვა ანალოგიური ტყვიები, ხოლო ეს ენერგია უფრო ეფექტურად იხარჯებოდა რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ქსოვილის დაზიანებაზე. ეს ყველაფერი ისევ ფარფლების წყალობით, რომლებიც სტაბილუარ იშლებოდნენ იმის წყალობით რომ სპილენძის დაფარვა უფრო სქელი იყო ტყვიის წვერზე ვიდრე მის ქვედა ნაწილში. ამ მეთოდს დაერქვა “reverse-taper jacket (თქვენ თვითონ ტარგმნეთ რას ნიშნავს).

blacktalon%20010

სურათზეა გაშლილი ბლექ ტალონი

მოკლედ, რომ ვთქვათ ბლექ ტალონი გახლდათ ტყვია, რომელიც სხვა და სხვა ალიბრებში მაქსიმალურ ლეტალურბას და ზიანს უზრუნველყოფდა. ამავე დროს ის იყო ოპტიმალური შეღწევისი სიღრმის მიხედვით ანუ ნაკლებად სავარაუდო იყო ადამიანის სხეულის გახვრეტა ისე რომ ჩნდებოდა უდანაშაულო გვერძემდგომი ადიანების დაჭრა. ბლექ ტალონმა მალე დაიკავა სერიოზული პოზიციები ტყვიაწამლის ბაზარზე. მაგრამ ეს “იდილია” დიდხანს არ გრძელდებოდა. ყველაფერი დაიწყო 1993 წელს სან ფრანცისკოში, როდესაც სულიერად ავადმყოფმა კაცმა საოფისე შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 9 ადამიანი . გამოყენებულ იქნა სწორედ ბლექ ტალონები.

ორიგინალური ბლექ ტალონების ყუთი
44magblktal7722

ჟურნალისტებმა აქციეს ეს სკანდალად, სადაც ახსენებდნენ ახალ ზე-ლეტალურ ტყვიებს, ბრიტვასავით ბასრი ბრჭყალებით, რომლებიც ადამიანში მოხვედრისას ფეთქდებოდა ათას ბასრ ნამსხვრევად და ასე შემდეგ. ასე აგორდა სკანდალი, მერე ერთი მეორეს ჩაენაცვლა ახალი მითები. გაკრიტიკდა ყველაფერი, თავად ტყვიის ფერიც კი. თავდაპირველად ახალი ტყვიის ახელი უნდა ყოფილიყო საერთოდ “ბლექ უიდოუ” ანუ შავი ქვრივი, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისი ეს არ იქნებოდა კორექტული, ერთ ერთმა პოლიციურმა დეპარტამენტმა, რომელიც მოქმედებდა სავკანიანი მოსახლეობით დასახლებულ რაიონში იტხოვდა ვინჩესტერისგან გამოეგზავნა ვაზნებო ყოველგვარი დასახელების გარეშე). გაკრიტიკდა ტყვიის კონსტრუქცია, ზედმეტი ჭრილობები, ზედმეტი ტანჯვა, მკვლელი ვაზნები და ასე შემდეგ. ბევრს ალბათ არ გაგიკვირდებათ, მაგრამ იქაური ჟურნალისტების დონე თავის მასაში არ განსხვავდება ჩვენი ჟურნალისტების დონისგან – ოქსიდირების პროცესს და შესაბამის დაფარვას მათ უწოდეს ტეფლონის გარსი, რომელიც თურმე ხვრიტავს ჯავშან ჟილეტებს და მერე ხდება მისი ექსპანსია (სისულელე) და შესაბამისად ტყვია გახდა ეგრევე უკვე “პოლიციელების მკვლელი. სხვათაშორის ტეფლონის ტყვიები, დღემდე ფიგურირებენ მხატვრულ ფილმებში. ექიმებთან “დაახლოებულმა” წყაროებმა ახსენეს ასევე ბასრი ფარფლები და თითქოს რამოდენიმე შემთხვევაც კი დაფიქსირდა, როდასც ქირურგებმა ოპერაციების დროს ამ ტიპის ტყვიების ამოღებისას გაიჭრეს თითები და დაავადნენ სხვა და სხვა დაავადებებით. მეც კი ვიცი, რომ ტყვიას ხელით არასდროს არ იღებენ, ამისთვის უფრო მოსახერხებელია შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება. მოკლედ სკანდალმა მიიღო საკმაოდ სერიოზული მასშტაბები. ჩაერთნენ სენატორები, კონგრესმენები, ათასნაირი იარაღის ტავისუფალი ბრუნვის მოწინააღმდეგე ორგანიზაციები. ბლექ ტალონის ისტორია გახდა რაღაც მასობრივი აშლილობის ნიშნების მატარებელი ისტორია.. ვინჩესტერა ცადა დაემტკიცებია ცდებით, რომ ბლექ ტალონი დიდად არ განსხვავდება სხვა ანალოგიური ტიპის ტყვიებისგან, მაგრამ ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა. ეს იყო პოლიტიკა, და ვინჩესტემა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ბლექ ტალონები ამოიღეს სამოქალქო ბაზრიდან ხოლო შემდეგ პოლიციამაც თქვა მასზე უარი. პირველად თავისი 130 წლიანი ისტორიის განმავლობაში ვინჩესტრემა მოხსნა პროდუქტი წარმოებიდან, მიზეზის გამო, რომელიც არ ეხებოდა კონსტრუქციულ დეფექტს.

ეხლა, როდესაც პანიკა ამ საკითხის გარშემო უკვე ჩაწყნარდა, ხოლო თითქმის ყველა მეტ ნაკლებად სერიოზული კოპმანია უშვებს ექსპანსიურ ვაზნებს, ვინჩესტერმა ააღორძინა ბლექ ტალონი. ტყვიას აღარ უკეთდება ოქსიდირება და გამოდის სხვა სახელით – SXT, რომელსაც მსროლელები ხშირად შიფრავენ როგორც “Same eXact Thing” ანუ დაახლოებით ასე – ზუსტად ის იგივე რაღაცა.

ასევე გამოდის ვინჩესტერ რეინჯერი, რომელიც ჯერ ჯერობით მხოლოდ სამართალდამცავებისთვისაა ხელმისაწვდომი.

.45 კალიბრის ტყვიები ესროლეს ლამინირებულ კარებს. მარცხნივ დღევანდელი “ოქროს სტანდარტი” თავდაცვით ვაზნებში ფედერალის ჰიდრა შოკი, მარჯვნივ ვინჩესტერის ბლექ ტალონი. სხვობა აშკარაა
17-2

.22lr-ის სამხედრო კარიერა

Monday, October 19th, 2009

Thursday, March 26th, 2009

ამ პატარა ვაზნაზე ალბათ უფრო მეტი მითი და ლეგენდა არსებობს ვიდრე ნებისმიერ სხვაზე , მას ხან არაეფექტურ და სუსტ ვაზნად მოიხსენიებენ, რომელიც მარტო ქაღალდის სამიზნების გახვრეტაში ან ციყვის მოკვლაში ვარგა ხან კიდე მიაწერენ რაღაც განსაკუთრებულ საბრძოლო თვისებებს. რა არ მსმენია პირადად მე ამ ვაზნაზე, ყველაზე ბოლოს მე ამიხსნეს რომ თურმე .22 განსაკუთრებით სახიფათოა შორ მანძილებზე, უფრო სახიფათო ვიდრე 7.62X54–იც კი.

ჩვენი ფორუმის წევრებში ამ კალიბრის იარაღი საკმაოდ გავრცელებულია ისევე როგორც ზოგადად საქართველოში ამიტოამც დარწმუნებული ვარ ეს პატარა სტატია ბევრს დააინტერესებს. 

მე მინდა მოკლედ მიმოვიხილო .22lr-ის (შემდეგში უბრალოდ .22)  სამხედრო კარიერა.  ვინც დაინტერესბულია იმისთვის ცნობილია, რომ .22 არის იდელაური სავარჯიშო ვაზნა, იაფი და არ მოოითხოვს განსაკუთრებულ უსაფრთხოების ზომებს. გამოგონილი 1857 წელს ის წარმატებით გამოიყენებოდა დღემდე, როგორც სავარჯიშო და სპორტული ვაზნა.  როგორც სამხედრო სავარჯიშო იარაღს თავდაპირველად მაგალიითად გერმანელები უშვებდნენ თავის მაუზერის 98 კარაბინის ვერსიას ამ კალიბრზე, ინგლისელებს ქონდათ გადაკეთებული ცალ ვაზნიანი ენფილდები MKIV, დღეს კი ისინი ხმარობენ სპეციალურ კომპლექტებს რომლებიც იძლევიან საშუალებას გამოყენებულ იქნას .22 ვაზნა მათ სტანდარტულ მოიერიშე შაშხანაში. ამ იმპროვიზირებულ სტატიაში მე აქცენტს ამჯერად გავაკეთებ .22 ვაზნის განმოყენებაზე საბრძოლო პირობებში სხვა და სხვა საბრძოლო დავალებების შესრულებისას.

ალბათ ყველაზე პირველად .22 კალიბრის იარაღი გამოყენება საბრძოლო ამოცანბეის გადასაწყვეტად დაიწყო მეორე მსოფლიო ომის დროს. აშშ-ში შექმნილმა სპეციალური სადაზვევრო სამსახურმა (ცენტრალური სადაზვევრო სააგენტოს წინადმორბედი), რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის დროს, სპეციალური დავალებების შესასრულებლად და რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ე.წ. ოპერატიული ელემენტები, ანუ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ ოპერაციებს ფრონტის წინა ხაზზე და ფრონტის მიღმა მტრის ზურგში.  პირველად სწორედ ამ ნაწილებმა დაიწყეს .22 კალიბრის იარაღის გაოყენება.  მათი არჩევანი იყო ორი ყველაზე მაღალი ხარსხის და საიმედო იარაღი, რომელიც აშშ–ში გამოდიოდა. ესენია:  Colt Woodsman და High Standard. ორივე ეს პისტოლეტი  ჭურვილი იყო სხვა და სხვა კონსტრუქციის მაყუჩებით და საკმაოდ ინტენსიურად გამოიყენებოდა. რატომ? იმიტომ რომ ასეთი იარაღიდან ჩუმი გასროლის წარმოება შესაძლებელი იყო ძალიან ახლო მანძილებიდან. მაყუჩი უზრუნველყოფდა იარაღის გამოყენებას უშუალოდ ობიექტზე მუშაობისას. ეს მხოლოდ ილმებშია რომ ისვრიან მსხვილკალიბრიანი იარაღიდან და არავის არაფერი არ ესმის ხოლმე, სინამდვილეში რა თქმა უნდა მაყუჩი ახშობს ხმას მაგრამ არა სრულად და ახლო მანძილებიდან ასეთი გასროლის გასროლად  აღქმა საკმაოდ ადვილია.  ამ შემთხვევაში მაყუჩი მაგლითად ქალაქის პირობებში უფრო ახდენს გასროლის ხმის მასკირებას და ის ადვილად გადაიფარება სხვა ხმაურებით რაც დიდ ქალაქშია არის მაგრამ ოთახიდან ოთახში ხმა მაინც გააღწევს. ბევრად უფრო ჩუმია იარაღი თავიდანვე დაპროექტებული როგორც ჩუმი იარაღი სადაც არა მარტო ინტეგრირებული მაღალი ეფექტურობის მქონე მაყუჩია არამედ კიდევ კონსტრუქციაში შეტანილი მთელი რიგი ელემენტების რომელიც დამატებით “სიჩუმეს” უზრუნველყოფენ, მაგალითად გამორიცხავენ საკეტის მოძრაობის/ჩაკეტვის ხმას ან საერთოდ კეტავენ საკეტს და იარაღი ხდება ხელით გადასატენი ყოველი ახალი გასროლსი წინ.  კოლტიც და ჰაი სტანდარტიც ამ მხრივ რა თქ,ა უნდა იყო სპეცილიზირებული იარაღი, გამომდინარე მათი კალიბრიდან ისინი საკმარისად ჩუმი იარაღები იყვნენ, ასევე 10 ვაზნიანი მჭიდი იმ დროისთვის მაღალი ტევადობის, სწრაფი და ზუსტი სროლის საშუალებას იძლეოდა და ახლო მანძილებზე უზრუნველყოფდა მაღალ ეფექტურობას.

1944 წელს ჰააგის კონვენციის მიხედვით აიკრძალა  .22 კალიბრის ტყვიების გამოყენება რომლებსაც არ ქონდათ ფოლადის გარსი. ჩაითვალა რომ გარსის არ არსებობის გამო ასეთი ტყვიები ქსოვილევბში მოხვედრისას იწყებდნენ ფრაგმენტაციას, შესაბამისად იწვევდნენ ღრმა ნაგლეჯ ჭრილობებს რაც ზედმეტ ტანჯვას აყენებდა მეომარს და შესაბამისად იყო არაჰუმანური.  შესაბამისად სპეც რაზმების მებრძოლებს ავტომატურად აეკრძალა .22 კალიბრის იარაღის გამოყენბა ხოლო სამოქალაქო პერსონალი აკრძელებდა მის გამოყენას შეზღუდვების გარეშე. ანუ არც იმ დროს და არც ეხლა .22 არ გამოდიოდა გარსით დაფარული ტყვიებით.  ლითონს გარსის არ არსებობა ერთ ერთი ფაქტორია .22–ის სიიაფის.  რა თქმა უნდა ომის დროს თავდაპირველად სამხედრობმაც გაუკეთეს იგნორირება ამ ბრძანებას, თუმცა სულ მალე პირველი პარტია .22 კალიბრს ვაზნების, გარსით დაფარული ტყვიებით იქნა მიწოდებული. ასეთი ტიპის ვაზნას მიენიჭა ინდექსი T-42.
ომის ბოლოს ჰაი სტანდარტი უკვე დომინირებდა, როგორც ძირითადი ასეთი ტიპის იარაღი და შემდგომ ის გახდა ერთადერთი .22 კალიბრის პისტოლეტი აშშ-ს ჯარის და სპეც სამსახურების შეიარაღებაში.
აღნიშნულ იარაღს ასევე იძენდა ცენტრალური სადაზვევრო სააგენტო (CIA). 1961 წლის 1 მაისს სვერდლოვკთან საბჭოთა კავშირის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ამერიკული სადაზვევრო თვითმფრინავი U2, რომელსაც მართავდა ფრენსის პაუერსი. (მას თან მიაყოლეს ერთი საკუთარი გამანადგურებელიც, რომელიც ვერ ამოიცნეს).  იმ დროს CIA ატარებდა და იყო პასუხისმგებელი მაღალი სიმაღლეებიდან სადაზვერვო ფრენების წარმოებაზე საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცეში და პილოტები “ეკუთვნოდნენ” ამ სამსახურს. პაუერსი მიწაზე დაშვებისას კონტუზია მიიღო და ის მალევე დააკავეს ადგილობრივმა მცხოვრებმა.  ჩხრეკისას მას აღმოიჩინეს საბჭოთა კავშირში გადარჩენის  პაკეტი, სხვა და სხვა ქვეყნის ვალუტა, ოქროს ნივთები (ზოგიერთი წყაროს მიხედვით პორნო ჟურნალები)  და .22 კალიბრის ჰაი სტანდარტი, რომელცი ეხლა თუ სწორედ მახსოვს მოსკოვში საჰაერო თავდაცვის მუზეუმში ერთ ერთ ექსპონატად ინახება.  სხვათაშორის ცენტრალური სადაზვევრო სააგენტოს მიერ შეკვეთილ პისტოლეტებს არ ქონდათ წარწერა “აშშ-ს მთავრობის საკუთრება”, როგორც სხვა იარაღს.

hsmodelb_6_and_4_inches_1991
ჰაი სტანდარტის ორი განსხვავებული მოდელი

 

coltwoodsman

კოლტ ვუდსმენი

აღნიშნულ პისტოლეტს ასევე დემდე იყენებენ საზღვაო სპეციალური დაიშნულების ნაწილები, კონკრეტულად ცნობილი ქვედანაყოფი “SEAL” და საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის პირველი სადაზვერვო ასეული, რომელიც წარმოადგენს აშშ–ს საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის სპეციალური დანიშნულების ნაწილს. “პირველის” შეიარაღებაში გარკვეული დრო ასევე იყო კიდევ ერთი ცნობილი ამერიკული “მელკაშკა” რუგერი MKII მაგრამ, როგორც ჩანს ამ იარაღმა მანდ არ გაამართლა და ამჯერად იქ ისევ რჩება ხმოლოდ ჰაი სტანდარტი. 
24ath1

.22-ს ასევე შრამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს იზრაელში. მოთხოვნილება პატარა და ჩუმი იარაღზე ყოველთვის იყო იზრაელში გარკვეული პირობების გამო. სპეციფიკამოითხოვდა მას , თავხედური და გამბედავ ოპერაციებში ძალზედ ჩუმი და კომპაქტური იარაღი არ დარჩებოდა გამოყენების გარეშე, და .22 კალიბრის იარაღი ფიგურირბდა რამოდენიმე ასეთ ოპერაციაში, რომელიც გახდა ცნობილი ფართო აუდიტორიისათვის.
მაგალითად 1972 წლის 16 სექტემბერს მოსადის მიერ შექმნილი ლიკვიდატორების ჯგუფის წევრებმა ორი .22 კალიბრის იარაღიდან 12 გასროლით მოკლეს ცნობილი ტერორისტი და 1972 წლის მიუნხეის ოლიმპიადაზე მოწყობილი ტერორისტული თავდასხმის ერთ ერთი ორგანიზატორი ვაელ აბუ ცვაიტერი. 
ასევე 1990 წელს სავარაუდოთ მოსადის აგენტებმა ბრიუსელში მოკლეს ჯერალდ ბული, კანადელი ინჟინერი რომელიც მონაწილეობდა ერაყის თავდაცვის პროგრამებში (კონკრეტულად სუპერ ზარბაზანის შექმნაში). მანდ ასევე ფიგურირებდა .22 კალიბრის პისტოლეტი. ინჟინერი ისე მოკლეს თავისის სახლის დერეფანში, რომ გასროლის ხმა არავის არ გაუგონია. 

იზრაელში ამერიკისგან განსხვაბებით ფეხი კარგად მოიკიდა იტალიურმა ბერეტა 70(1)-მა. მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყენებდნენ სპეცსამსახურების აბსოლუტური უმეტესობა. მოსადი, სხვა და სხვა სპეც დანიშნულების ნაწილები, ჯარი და ასევე აგენტები, რომლებიც იცავდნენ საჰაერო ჰომალდებს გატაცებისგან. ერთ ერთი პირველი “სკაი მარშალი” მორდეხაი რახამიმი შევიდა ისტორიაში, როდესაც 1969 წელს ოთხი შეიარაღებული პალესტინელი ტერორისტი შევარდა ციურიხის აეროპორტში და თავს დაესხა იზრაელის ავიაკომპანია ელ ალის თვითმფრინავს. მორდეხაი რახამიმი მარტო გაუმკლავდა ოთხ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატებით შეიარაღებულ ტერორისტ და მოკლა ერი თავისი ბერეტა 71 მოდელის პისტოლეტიდან და ასევე დაეხმარა აეროპორტის დაცვას დაეკავებინა სამი დარჩენილი ტერორისტი. დღეს ის ერთ ერთი უმსვილესო კერძო უსაფრთხოების კომპანიის (Hawkeye International Security Consultancy,) დამფუძნებელია. იზრაელის სკაი მარშალები ბოლო დრომდე იყენებდნენ .22 კალიბრის ბერეტბს, იმის გამო, რომ ტყვია ვერ გახვრეტდა თვითმფირნავის კორპუსს და ამვე დროს უფრო სწავლებისას აქცენტს აკეთებდნენ ზუსტი გასროლების დიდ რაოდენობაზე, რომელიც უზრუნველყოფდნენ ტერორისტის სწრაფ გამოყვანას მწყობრიდან და ნაკლებ საფრთხეს შეუქმნიდა მგზავრებს და თვითმფრინავს. ამჯერად ბერეტა შეცვალა იზრაელში წარმოებულმა  9მმ-მა პისტოლეტმა იერიხო.

ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ სანამ იზრაელის ჯარი და პოლიცია მიიღებდა მიტინგის დასაშლელად განკუთვნილ არალეტელურ იარაღს, ისინი იყენებდნენ .22 კალიბრის შაშხანებს მათ შორის საბჭოთა სპორტულ მოდელებს იმისთვის, რომ ზუსტი გასროლებით დაეჭრათ ყველაზე აქტიური და მოუსვენარი მომიტინგეები. შემდგომ ისინი შეცვალა რუგერის შაშხანებმა. ცნობილია, რომ ამან გამოიწვია დიდი მსხვერპლი პალესტინელებს შორის, რის გამოც შაშხანები მალევე დააბრუნეს საწყობებში და დააჩქარეს რეზინის ტყვიების  და სხვა ანალოგიური საშუალებების მიწოდება.

beretta_711
ბერეტა 71 და იგივე პისტოლეტი მაყუჩით

მოთხოვნა .22 კალიბრის მაღალი ხარსხის იარარზე არსებობს დღემდე, რასაც ადასტურებს აი ეს ქმნილება. .22 კალიბრის სნაიპერული სისტემა დამზადებული რუგერის M77 ტიპის მცირეკალიბრინია შაშხანის ბაზაზე კომპანია Tactical Operations-ის მიერ.  ჩემის აზრით ულამაზესი და ძალიან კარგად დაპროექტებული იარაღი.
greenhornet31
შაშხანას გააჩნია ინტეგრირებული მაყუჩი. გამოიყენება სხვა და სხვა სპეციალური დავალებების შესასრულებლად. მაგალითად ლამპიონების ჩაქრობა, ოპერაციის ზონაში ძაღლების განადგურება, და რა თქმა უნდა ჩუმი და ზუსტი გასროლის წარმოება განსაკუთრებულად ახლო მანძილებიდან. შაშხანა უკვე მიეწოდაბა სხვა და სხვა შტატების პოლიციის სპეც რაზმებს.

არსებობს ასევე რუსული მცირეკალიბრიანი სნაიპერული სისტემა СВ-99 შექმნილი სპორტული შაშხანის ბიატლონ-7-ის ბაზაზე.

untitled1
СВ-99
რაიმე ინფორმაცია მის გამოყენებაზე მე ვერ ვიპოვე თუმცა არ არის გამორიცხული რომ ის პატარა რაოდენობით არის შეიარაღებაში.

რაიმე დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში აუცილებლად დავამტებ ამ სტატიას.

ვაზნების ნაირსახეობები

Friday, October 9th, 2009

არა, ამჯერად საუბრი არ იქნება კონტეინერიან და უკონტეინერო ვაზნებზე ან მათი დატენვის არასტანდარტულ მეთოდებზე. ლაპარაკი მექნება ეკზოტიკურ “ჭურვებზე”, რომელბსაც სხვა და სხვა მიზნებით გამოიყენებენ გლუვლულიან ძირითადად 12 კალიბრის სხვა და სხვა ტიპების თოფებში.  ეს სტატია პრაქტიკულად თარგმანია ჩემი მცირე კომენტარებით.

ესეიგი 12 კალიბრის ვაზნა პრაქტიკულად წარმოაგენს კონტეინერს სადაც შეიძლება შენთვის სასურველი რამეები მოათავსო, სანადირო და სპეცილაური დანიშნულების ვაზნებში ეს როგორც წესი სხვა და სხვა ზომის ტყვიისგან დამზადებული ჭურვებია. ბოლო დრო ასევე ფოლადისგან დამზადებული საფანტი და კარტეჩი გამოიყენება.  არატრადიციულს რაც შეეხება, მანდ უკვე გაცილებით უფრო დიდი მრავალფეროვნებაა.  მათი ნაწილის სახლში დამზადება აბსოლუტურად შესაძლებელია, მაგრამ ცადია არავის არ ურჩევ სახიფათო ფეთქებადი მასალებით ვაზნების დატენვას.

Avenger. შიგნიან ცარიელი ფოლადის ბურთულები. როგოც წესი დაბალი მუხტით. აქვს დაბალი უკუცემის ზალა და ასევე დაბალი შეღწევადობა.  პრაქტიკულად ნაკლებად ლეტალურ ვაზნას წარმოადგენს.  შეიძლება გამოიყენო, როგორც თავდაცვის იარაღი.

Bird Bombs. ტყვია ფეთქებადი შიგთავსით, რომელიც ფეთქდება დარტყმისგან.

Bolo. სახელიდან გამომდინარე უკვე გასაგებია რაც არის.  ორი ფოლადის ბურთულა გადაბმული ერთმანეთში პიანინოს სიმით. ცუდი სიზუსტე უფროსწორედ სიზუსტის საერთოდ არ არსებობა მაგრამ რა ეფექტი ექნება ასეთ ჭურვს ადვილად წარმოსადგენია.

Bouncer:  ორი პოლიმერის ბურთულა. მაღალი სიჩქარე და ძალიან დაბალი შეღწევადობა.  დაახლოებით იგივეა რაც რეზინის ტყვია. მცირე ლეტალობის ვაზნა. შესაბამისი გამოყენების სფეროთი.

ნაკლებად/მცირე ლეტალობის ჭურვები .

Chain reaction:  15 სმ–ნი ჯაჭვი. გასროლისას იშლება და გასაგებია რა ეფექტიც ექნება ასეთ ჭურვს.

Comet: ჩვეულებრივი ტყვია (სლაგი) ტრასირით.

Detonator: ცარიელი სლაგი, წვერზე მოტავსებული დეტონატორით, რომელიც ამოქმედდება დარტყმისგან. სლაგის ავსება შეასძლებელია სასურველი ნივთიწერებით.

Door buster:  პრაქტიკულად ტყვიის მტვერი, პატარა ტყვიის ნაწილაკები, რომლებიც ხვდებიან დიდი ძალით დიდ ფართს ახლო მანძილიდან.  იდელაურია კარების შემტვრევისთვის.

Dragon’s Breath: ერთ ერთი ყველაზე ეკზოტიკური ტიპის ვაზნა.  გამოდის მათ შორის მისი ქარხნული ვარიანტიც. წარმოადგენს ვაზნას, რომელცი დატენილია თეთრი ფოსფორით. 100 მეტრზე ისვრის ცეცხლს და იწვის სამ წამამადე. რაც საინტერესოა არ აზიანებს ლულას.

ეფექტი  Dragon’s Breath–ის გასროლისას.

Fire siren: პატარა სირენა, რომელიც გასროლიას წუის ძალიან მაღალ ხმაზე.  ადვილად აზიანბს სმენადობას.

Flash bomb: იგივე რაც “ჩიტის ბომბა” მაგრამ ფეთქბეადი ეფექტის მაგივრად აქვს ძლიერი შუქის გამოსხივება.

Flechette: ნემსებით ან ლურსმნებით დატენილი ვაზნა. ნემსების დასამზადებელი მასალიდან გამომდინარე აქვს მაღალი შეღწევადობა.

Hammer: სინთეტიკის პაკეტი ავსებული წვრილი საფაბტით. დაბალი საწყისი სიჩქარის შემტხვევაში ტეორიულად არალეტალური ჭურვი.

Mini Missile:  მთლიანი ტყვიის სლაგი, ფოლადის გარსით.  პრაქტიკულად ჯავშანგამტანი ჭურვი.

Napalm: როგორც “ჩიტის ბომბა” მაგრამ ივსება თეთრი ფოსფორით

Pit Bull: ექვსი დიდი ტყვიის ბურთულა და ერთი დიდი სლაგი. ანალოგიური ვაზნას სახელად ტრიო უშვებს რომელიღაცა რუსული კომპანია. წარმოადგენს 12 კალიბრის ვაზნას, სამი პატარა და ერთი დიდი სლაგით.

Smoke bomb: იგივე რაც Dragon’s Breath, მაგრამ ფოსფორის მაგივრად გამოიყენება კვანმლის წარმომქნელი ნივთიერება.

Stinger: 16 პოლიმერის ბურთულა.  ნაკლებად ლეტალური ვაზნა. იგივე დანისნულების რაც რეზინის ტყვიები.

Super flare: სასიგნალო მაშხალა. ეგეთები თბილისის მაღაზიებშიც მინახია.

შეიძლება შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ ეს ვანები არალეგალურია მაგრამ აშშ–ში ის ყველა იწარმოება ერთი კალიფორნიული კომპანიის მიერ სახელად  Fun Ammo. სახელი სეესაბამება კომოპანიის პროილს. წარმომიდგენია ეხლა ამის წაკითხვაზე ან გაგონებაზე რა რეაქცია ექნება გარკვეული ტიპის ხალხს. ეს ხომ წარმოუდგენელია? რა სისულელა? ვის რაში დაჭირდება?!  ეს ხომ სახიფათოა! მაგრამ განსხვავება ჩვენსა და მათ შორის ზუსტად ის არის, რომ ისინი იტოვებენ არჩევანის უფლებას და სხვას ამის უფლებას არ უზღუდავენ. გინდა ცადე, არ გინდა მაშინ სხვას ხელს ნუ შეუშლი.

პრაქტიკულ გამოყენებას რაც შეეხება ჩემი აზრით დიდი პერსპექტივა აქვს არალეტალურ ვაზნებს. სახლის დაცვის შემთხვევაში ნაკლებად ლეტალური ვაზნების გამოყენება სასურველია. ის გარნტირებულად გამოიყვანს მწყობრიდან თავდამსხმელს (განსხვავებით უხარსხო, არაეფექტური და სახიფათო საფანტის და გაზის პისტოლეტებისგან)  და ამვე დროს სიციხლეს შეუნარჩუნებს მას. მე თუ მკითხვათ ნებისმიერი ვინც დაგაწყვიტავს სხვის სახლში შეღწევას და მოქალაქეზე თავდასხმას იმსახურებს ადგილზე გნადგურებას თავდამცველის მიერ, ყველა შესაბამისი აუცილებელი საშუალების გამოყენებით, მაგრამ ხშირად თავდამცველს, უჭირს იმის გარჩევა რა დონის საფრთხესთან აქვს მას საქმე(საქართველოში პრაქტიკულად და ტეორიულად შეუძლებელია ჩამოგიყალიბდეს სამოქალაქო თავსდაცვის იარაღის გამოყენების უნარჩვევები), კარგად შეიარაღებული მძარცველების ჯგუფთან თუ უბრალოდ შიშარა წვრილმანი ქურდებთან.  მათ წინააღმდეგ სასიკვდილო ძალის გამოყენება (მე მიმაჩნია, რომ ეს მაინც ლეგიტიმურია უმეტეს შემთხვევაში გარდა ხულგნობის შემთხვევისა )  შეიძლება ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური  ეფექტი იქონიოს თავდამცველზე და გარდა ამისა მას მოუწევს მსოფლიოში ყველაზე სამრთლიან, დემოკრატიულ და ჰუმანურ სასამრთლო სისტემასთან ურთიერთობა, რაც ასევე არასასურველია, იმიტომ, რომ აუცილებლად აღმოჩნდება რომ ქურდები და მზარცველები თურმე კარგი ბიწები ყოფილან, ცხოვრებაში არ შეუგინიათ, სკოლაში გაკვეთილებს არ აცდენდნენ, უყვარდათ ხატვა და ლექსების წერა. აქიდან გამომდინარემცირე ლეტალობის იარაღი, ანუ ჩვენ შემთხვევაში გლუვლულინი თოფი მცირე ლეტლობის ვაზნებით დატენილი  შეიძლება იყოს საუკეთესო არჩევანი, როგორც სახლის თავდაცვის იარაღის.

პატივისცემით,

Shooter

ps

სხვათაშორის არალეტალური იარაღი, ცოტახნის წინ  ცხარე დისკუსიების თემა გახდა, სამწუხაროდ ორივე მხარემ უცოდინრობის მაგალითი მოგვცა და შედეგად ტრაგი–კომიკური სიტუაციაც მივიღეთ.  ყველა საუბრობს ამ თემაზე მაგრამ არავის არ ესმის საკითხი. ამიტომაც სულ მალე მე არალეტალური და მცირე/ნაკლებად ლეტალური იარაღის სახეობების ვრცელ მიმოხილვას მოვამზადებ.

ps

მე არავის არ ურჩევ თავად ჩაატაროს რაიმე ექსპერიმენტები ამ სტატიაზე დაყრდნობით. ეს უბრალოდ სახიფათოა, და გაურკვეველია, როგორ მოხდება შექმნილი ვაზნების უსაფრთხო ტესტირება მათი ეფექტურობის დასადაგენად. ასე, რომ მე ვიხსნი პასუხისმგებლობას თუ ვინმე თავად დააპირებს ექსპერიმენტების ჩატარებას.